მწარმოებელი: KRKA, სლოვენია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: შეფუთვაში 40 ც (ვიტამინების შემცველი წითელი ფერის 20 დრაჟე და მინერალების შემცველი ცისფერი ფერის 20 დრაჟე).
1 წითელი ფერის დრაჟე შეიცავს:
ვიტამინი A (Retinolum) ....................... | 5000 სე |
ვიტამინი D3 (Cholecalciferolum) ........... | 200სე |
ვიტამინიC (Acidum ascorbicum) ........... | 60 მგ |
ვიტამინი PP (Nicotinamidum) ............... | 13 მგ |
ვიტამინი E (Tocopheroli acetas) ........... | 10 მგ |
კალციუმის პანტოთენატი (Calcii pantothenas) ......................... |
5 მგ |
ვიტამინი B6(Pyridoxini chloridum) ......... | 2 მგ |
ვიტამინი B2 (Ribopflavinum) ............... | 1.2 მგ |
ვიტამინი B1 (Thiamini nitras) ............... | 1 მგ |
ფოლის მჟავა (Acidum folicum ) ............. | 0.4 მგ |
ვიტამინი B12 (Cianocobalaminum) ........ | 3 მკგ |
1 ცისფერი ფერის დრაჟე შეიცავს:
მაგნიუმი (Mg2+) .............. | 20 მგ |
კალციუმი(Ca2+) ............. | 15 მგ |
ფოსფორი(P5+) ............... | 12 მგ |
რკინა(Fe2+) ................... | 10 მგ |
თუთია(Zn2+) .................. | 3 მგ |
სპილენძი (Cu2+) ............. | 1 მგ |
მანგანუმი(Mn2+) .............. | 1 მგ |
მოლიბდენი(Mo6+) ........... | 0.1 მგ |
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, მანიტი, აკრიგენტი, ფორთოხლის ზეთი, პოლისორბატი 80, გლიცერინი, აბუსალათინის ზეთი, სორბიტი, თხევადი გლუკოზა, ქაფის საწინააღმდეგო ნივთიერება, მაგნიუმის სტეარატი, წითელი საღებავი (E124), ნარინჯისფერი საღებავი (E110), ფარმაცევტული ცვილები, საქაროზა, თხევადი პარაფინი, პოვიდონი, საღებავი ინდიგოტინი(E132).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დუოვიტი - კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს 11 ვიტამინსა და 8 მინერალს.
ვიტამინები და მინერალები წარმოადგენენ მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვან ფაქტორს, ისინი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური განვითარებისა და ზრდისათვის. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად.
ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის კომპონენტს, შედის უჯრედული მემბრანების სტრუქტურაში, აწესრიგებს უჯრედების ზრდას, აუცილებელია კანისა და ლორწოვანი გარსების დამცავი ფუნქციისათვის, მონაწილეობს მხედველობის ფოტოქიმიურ აქტში, ასტიმულირებს უჯრედული იმუნიტეტის რეაქციებს.
ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის შესანარჩუნებლად. მისი უკმარისობისას მცირდება კალციუმის შემცველობა ძვლის ქსოვილში (ოსტეოპოროზი).
ვიტამინი PP ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს ქსოვილებში, აუმჯობესებს რეგენერაციის პროცესების მიმდინარეობას, მონაწილეობს სტეროიდული ჰორმონების სინთეზში.
პანტოთენის მჟავა მონაწილეობს ცილის მეტაბოლიზმში, ქოლესტერინისა და ცხიმოვანი მჟავების სინთეზში, ენერგეტიკულ ცვლაში, ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების - ნაწლავის ბიოცენოზის მნიშვნელოვანი კომპონენტის ზრდას.
ვიტამინი B1 ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. უზრუნლვეყოფს ნახშირწყლების ცვლას.
ვიტამინი B2 ხელს უწყობს ქსოვილების, მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესებს.
ვიტამინი B6 მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლის რეგულირებაში. ჰემოგლობინის, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქნაში, ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას.
ვიტამინი B12 მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას.
ფოლის მჟავა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნუკლეინური მჟავებისა და ცილების ბიოსინთეზში, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში.
ვიტამინი E წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, აკონტროლებს ნუკლენური მჟავებისა და ჰემოგლობინის სინთეზსს, ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნოდამცავი ძალების გაძლიერებას.
ვიტამინი C წარმოადგენს მთავარ ვიტამინ-ანტიოქსიდანტს, მონაწილეობს ნაწლავიდან რკინის შეწოვაში, არეგულირებს ცვლას შემაერთებელ ქსოვილში, აწესრიგებს სისხლძარღვების გამტარობას, აქტიურად მონაწილებს ტოქსინების გაუვნებელყოფაში. ვიტამინი C აძლიერებს ორგანიზმიმს მდგრადობას ინფექციები მიმართ, ასუსტებს ანთებით რეაქციებს.
კალციუმი მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ჩამოყალიბებაში, სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ჩონჩხისა და გლუვი კუნთების შეკუმშვაში, გულის ნორმალურად მუშაობაში. იგი ასევე ხელს უწყობს რკინის შეწოვას.
მაგნიუმი მონაწილეობს კუნთებისა და ძვლის ქსოვილის ჩამოყალიბებაში, ასევე ცილის სინთეზში.
რკინა ჰემოგლობინის მოლეკულის ნაწილია, მონაწილეობს ჟანგბადის ორგანიზმში გადატანაში და ახდენს ანემიის განვითარების პრევენციას.
ფოსფორი კალციუმთან ერთად მონაწილეობს კბილებისა და ძვლის ჩამოყალიბებაში, ასევე ენერგეტიკული ცვლის პროცესებში.
მანგანუმი ეხმარება ძვლების მინერალიზაციას. სპილენძი აუცილებელია ერითროციტების ნორმალური ფუნქციონირებისათვის და რკინის ცვლისათვის.
თუთია აუცილებელია ქსოვილების რეგენერაციისათვის, შედის ზოგიერთი ჰორმონის შემცველობაში, ინსულინის ჩათვლით.
ვიტამინურ-მინერალური კომპლექსის უკეთესად ათვისებისათვის და ძირითადი კომპონენტების აქტივობის შესანარჩუნებლად ვიტამინები და მინერალები დაყოფილია სხვადასხვა ფერის დრაჟეებში. ვიტამინებს შეიცავს წითელი ფერის დრაჟეები, მინერალებს -ცისფერი ფერის დრაჟეები.
ჩვენებები:
დუოვიტი გამოიყენებაა როგორც პროფლაქტიკური საშუალება:
- ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად ინფექციური და გაციების დაავადებების მიმართ;
- გამოჯანმრთელების პერიოდში გადატანილი დაავადებების შემდეგ;
- არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების რაციონისას (ძირითადად სწრაფი კვება, საკვების არარეგულარულად მიღება, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის სეზონური უკმარისობა), კვების შემცირებული რაციონისას (წონის დასაკლები დიეტა, დიაბეტი და ა.შ.);
- მდგომარეობებისას, რომლებსაც ახლავს ვიტამინებსა და მინერალების მოთხოვნილების გაზრდა: მაღალი ფიზიკური (ფიზკულტურასა და სპორტის აქტიური ვარჯიში) და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- საკვები პროდუქტების არასაკმარისად ათვისებისას (ხანდაზმული ადამიანები, მწეველები, ალკოჰოლიკები);
- მინერალური ნივთიერებების დაკარგვისას (გულისრევა, დიარეა, ჭარბი მენსტურაცია, ჭარბი ოფლდენა);
- კომპლექსურ თერაპიაში ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებისას.
მიღების წესები და დოზირება:
რეკომენდებულია საუზმის შემდეგ მიღება.
მოზრიდილებსა და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 წითელი ფერის დრაჟე და 1 ცისფერი ფერის დრაჟე დღეში; დრაჟე უნდა ჩაიყლაპოს მთლიანდ, მცირე რაოდენობით წყლის დაყოლებით.
პრეპატის მიღების კურსი 30 დღეს შეადგენს. პრეპარატის მიღების კურსი შეიძლება განმეორდეს შესვენების (1-3 თვე) შემდეგ ან ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
უკუჩვენებები:
*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
შესაძლებელია შარდის ყვითლად შეღებვა - აბსოლუტურად უვნებელია და აიხსნება პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.
დუოვიტის გამოყენება ვიტამინებისა და მინერალების შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად რეკომენდებული არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატი რკინასა და კალციუმს შეიცავს და ამიტომ ანელებს ნაწლავში ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკების, ასევე ანტიმიკრობული საშუალებების - ფტორქინოლონების წარმოებულების შეწოვას.
ვიტამინი C აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების გვერდით მოქმედებასა და ეფექტებს (მათ შორის შარდში კრისტალების წარმოქმნა).
ანტაციდური პრეპარატები, რომლებიც ალუმინს, მაგნიუმს, კალციუმს, ასევე ქოლესტორამინს შეიცავენ, ამცირებენ რკინის შეწოვას.
თიაზიდების ჯგუფის შარდმდენი საშუალებების ერთდროულად დანიშვნისის იზრდება ჰიპერკალციემის განვითარების შესაძლებლობა.
არ გამოვლენილა ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.