საერთაშორისო დასახელება:

SULPIRIDE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: სულპირიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიფსიქოზური (ნეიროლეფტიური) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 12 ც.

1 ტაბ.

სულპირიდი  ....................           200 მგ

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

სულპირიდი .........................        50 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 6 ც.

1 მლ 1 ამპ

სულპირიდი ....................            50 მგ 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მეთილცელულოზა, კაჟის ჰიდრატირებული დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:

ტაბლეტები

  • მწვავე და ქრონიკული ფსიქოზები:
  • მასტიმულირებელ (აქტივირებულ) დოზებში: ფსიქოზები - აუტიზმის, აპრაგმატიზმის, აბულიის ნიშნებით;
  • ანტიფსიქოზურ დოზებში: ფსიქოზები - ბოდვისა და შემეცნების დარღვევის, შიზოფრენიის თანხლებით;

კაფსულები

  • ნევროზული მდგომარეობები, მოქმედების შენელების თანხლებით;
  • ფსიქოსომატური სიმპტომატიკა ორგანული დაავადების დროს. განსაკუთრებით არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის და ჰემორაგიული პროქტოკოლიტის დროს.

ხსნარი კუნთში ინექციებისათვის

  • მწვავე და ქრონიკული ფსიქოზები:
  • მასტიმულირებელ (აქტივირებულ) დოზებში: ფსიქოზები აუტიზმის, აგრამატიზმის და აბულიის თანხლებით.
  • ანტიფსიქოზურ დოზებში: ფსიქოზები - ბოდვისა და შემეცნების დარღვევის, შიზოფრენიის თანხლებით.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირება იცვლება და უნდა დადგინდეს ინდივიდუალურად.

ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის მითითებების მკაცრი დაცვა.

ტაბლეტები:

მოცემული პრეპარატის ფორმა გვაძლევს საშუალებას შევცვალოთ დოზა სიპტომატიკის მიხედვით.

- შენელებული მოქმედების შემთხვევაში: 200-600 მგ/დღეში, ანუ 1-3 ტაბლეტი დღეში;

- ზედმეტად აგზნებული მდგომარეობის შემთხვევაში: 800-1600 მგ/დღეში, ანუ 4-8 ტაბლეტი დღეში.

კაფსულები

- ნევროზული მდგომარეობების დროს, რომლებსაც თან სდევს შენელებული მოქმედებები 2-4 კაფსულა დღეში.

- ცალკეულ შემთხვევებში, წყლულოვანი კოლიტის მკურნალობის დროს, პერორალურად ჩატარებული დამხმარე თერაპიის სახით: 3 კაფსულა დღეში,  4-6 კვირის განმავლობაში.

ხსნარი კუნთში ინექციებისათვის

- მწვავე და ქრონიკული ფსიქოზების მკურნალობის დროს ინიშნება ინექციები კუნთში დოზით 200-800 მგ/დღეში (ანუ 2-8 ამპულა დღეში) და უმრავლეს შემთხვევაში, მკურნალობა გრძელდება 2 კვირა.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

აუცილებელია ექიმის მითითებების მკაცრი დაცვა.

გვერდითი მოვლენები:

ენდოკრინული სისტემის და ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერპროლაქტინემია, რომელიც არის დროებითი მოვლენა და გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ; ჰიპერპროლაქტინემიამ შეიძლება გამოიწვიოს ამენორეა, გინეკომასტია, იმპოტენცია და ფრიგიდულობა; სხეულის მასის გაზრდა.

ცნს-ის მხრივ: რეკომენდულ დოზებში სულპრიდის დანიშვნის შემთხვევაში იშვიათად აღინიშნება: ადრეული დისკინეზიები (სპასტიური კისერმრუდობა, თვალის მამოძრავებელი აქტივობის დარღვევები, ტრიზმი), რომლებიც შეიძლება იყოს კუპირებული ქოლინერგიული გადაცემების დამთრგუნველი პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებით;

ექსტრაპირამიდული დარღვევები, რომლებიც ნაწილობრივ მცირდება ქოლინერგიული გადაცემების დამთრგუნველი პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებით; გვიანი დისკინეზიები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ნებისმიერი ნეიროლეპტიკების ხანგრძლივი გამოყენებით. მოშლილობების თავიდან აცილება შეუძლებელია ქოლინერგიული გადაცემების დამთრგუნველი პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებით, რომლებსაც შეუძლიათ გააურესონ ავადმყოფის მდგომარეობა.

უკუჩვენებები:

*ეგლონილით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ლევოდოპის და ალკოჰოლის გამოყენება.

*დღეისათვის არსებული მონაცემების თანახმად, ეგლონილის დანიშვნა ფეორომოციტომით დაავადებული პაციენტებისათვის დასაშვებია მხოლოდ მკაცრი სამედიცინო კონტროლის პირობებში (გარდა საკონტროლო გამოცდებისა), ასეთ ავადმყოფებში მძიმე ჰიპერტონული კრიზის განვითარების საშიშროების გამო.

ორსულობა და ლაქტაცია:

ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემდეგ არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება.

თუ ფეხმძიმობის პერიოდში პაციენტს ენიშნება ეს პრეპარატი აუცილებელია ექიმის მიერ მითითებული მიღების სქემისა და ხანგრძლივობის დაცვა.

განსაკუთრებული მითითებები:

*დღეისათვის არ არსებობს მონაცემები ნეიროლეპტიური საშუალებების ზემოქმედების შესახებ ბავშვების ფსიქომოტორულ და ენდოკრინულ განვითარებაზე.

*ეგელონილით მკურნალობის დროს ჰიპერთერმიის გამოვლენისას უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.

სიფრთხილის ზომები:

- ეგლონილს სიფრთხილით უნიშნავენ ასაკოვან პაციენტებს, რომლებსაც ხშირად აღენიშნებათ გაძლიერებული მგრძნობელობა პრეპარატისადმი;

- იმის გათვალსიწინებით, რომ პრეპარატი გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით, თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებისათვის აუცილებელია დოზის შემცირება ან წყვეტილი მკურნალობის კურსის ჩატარება;

- ეპილეფსიით დაავადებულებისათვის ეგლონილის დანიშვნის დროს აუცილებელია დამატებით კონტროლი (რომელიც მოიცავს როგორც კლინიკურ მეთვალყურეობას, ასევე ეეგ-ს), ვინაიდან პრეპარატი აქვეითებს კრუნჩხვითი მზაობის ზღვარს;

- პარკინსონიზმით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ნეიროლეპტიური საშუალებები, ეგლონილი ენიშნებათ სიფრთხილით;

- ეგლონილის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ფეოქრომოციტომით დაავადებული ან ამ დაავადებაზე ეჭვის მქონე პაციენტებისათვის, ვინაიდან შესაძლებელია ჰიპერტონული კრიზის განვითარება;

- აგრესიული ავადმყოფების მკურნალობისას, რომლებიც აღელვებულ, აღგზნებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, თანმხლები თერაპიის სახით რეკომენდებულია სედატიური საშუალებების დანიშვნა;

ეჭვების არსებობის შემთხვევაში, რჩევისათვის  მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული გაფრთხილებები:

- გაურკვეველი მიზეზის გამო მაღალი სიცხის, სიმკრთალის ან ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

- გულის მხრივ დარღვევების გამოვლენის მიზნით ექიმს შეუძლია გაგაგზავნოთ ელექტროკარდიოგრამაზე.

- გაურკვეველი მიზეზის გამო მაღალი სიცხის, სიმკრთალის ან ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალს ექიმს ან სასწრაფო  სამედიცინო დახმარებას.

- სატრანსპორტო საშუალების მართვაზე და მექანიზმების გამოყენებაზე ზემოქმედება: ძილიანობის განვითარების გამო, რომელიც განპირობებულია ყურადღებისა და მამოძრავებელი და ფსიქიური რეაქციების სისწრაფის დაქვეითებით, აუცილებლია ეგლონილის სიფრთხილით დანიშვნა მძღოლებისათვის და მექანიზმებთან მომუშავე პირებისათვის.

- დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის და შეატყობინეთ ყველა იმ არასასურველი ან არასასიამოვნო მოვლენის შესახებ, რომლებიც არ არის აღნიშნული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში.

- ალკოჰოლი: ალკოჰოლის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნეიროლეპტიური საშუალებების სედატიური ეფექტის გაძლიერება, რის შედეგადაც საშიში ხდება ყველა იმ სახის საქმიანობა, რომლებიც დაკავშირებულია მექანიზმების მართვასთან და გამოყენებასთან. აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის შემცველი სასმელების და პრეპარატების მიღება.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადამეტებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკინეზის განვითარება, განსაკუთრებით სპასტიური კისერმრუდობა, ოკულოგირული კრიზებით, ტრიზმებით.

ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება პარკინსონიზმის სინდრომი და კომა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არარეკომენდებული შეთავსებები:

ლევოდოპა:  ლევოდოპა და ნეიროლეპტიური საშუალებები წარმოადგენენ ურთიერთანტაგონიტებს. ექსტრაპირამიდული მოშლილობების თავიდან ასაცილებლად, არ არის რეკომენდებული ლევოდიპის დანიშვნა, ვინაიდან ამ პრეპარატების ერთდროულად დანიშვნის დროს ნეიროლეპტიკების ეფექტურობა ქვეითდება.

პრეპარატის შერჩევისას პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მკურნალობა ნევროლეპტიური საშუალებებითაც, აუცილებელია იმ პრეპარატების დანიშვნა, რომელთა გამოყენების დროსაც ექსტრაპირამიდული დარღვევების სახით უკურეაქციების ალბათობა უფრო დაბალია, ვიდრე ეგლონილის გამოყენების დროს, მაგალითად, ქლორპრომაზინი ან ლევომეპრომაზინი.

სიფრთხილით ინიშნება: ყველა ჰიპოტეზიური საშუალება ჰიპოტენზიური პრეპარატების და ეგლონილის ერთდროული დანიშვნის დროს, ადიტიური ზემოქმედების შედეგად, ძლიერდება ჰიპოტენზიური ეფექტი და იზრდება პოსტურალური ჰიპოტენზიის რისკი.

ცნს-ის დამთრგუნველი სხვა პრეპარატები, მორფინის წარმოებულები (ტკივილგამაყუჩებელი და ხველების საწინააღმდეგო საშუალებები), H1-ანტიჰისტამინური პრეპარტაების უმრავლესობა, ბარბიტურატები, ბეზოდიაზეპინები, ტრანკვილიზატორები, რომლებიც არ მიეკუთვნება ბეზოდიაზეპინების ჯგუფს, კლონიდინი და მათი მსგავსი შენაერთები. ეს საშუალებები აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას. ყურადღების დაქვეითების გამო საშიში ხდება ყველა იმ სახის საქმიანობა, რომლებიც დაკავშირებულია მექანიზმების მართვასთან და გამოყენებასთან.

კაპტოპრილი და ენალაპლი (ანგიოტენზიურ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები). ამ პრეპარატების და ეგლონილის ერთდროულად დანიშვნის დროს ძლიერდება ჰიპოტენზიური ეფექტი და იზრდება პოსტურალური ჰიპოტეზიის ეფექტი.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა 3 წელი.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია