მწარმოებელი: Sanovel Pharmaceutical Products Industry Inc
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები.
1 ტაბ.
აქტიური ნივთიერება:
ლოზარტან კალიუმი (lozartan) ........................ 50მგ-ს
ჰიდროქლორთიაზიდი (hydrochlorotiazide) ....... 12,5მგ-ს.
არააქტიური ინგრედიენტები: ტიტანის დიოქსიდი, D&C yellow №10 lake.
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანგიოტენზინ II-ს ანტაგონისტი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ეკლიფსი – სანოველი პლუსი თავის შემადგენლობაში შეიცავს ლოზარტან კალიუმის მარილს – ანგიოტენზინ II ტიპის რეცეპტორების ანტაგონისტს (AT1 ქვეტიპი) და ზომიერი ეფექტის მქონე დიურეზულ საშუალებას – ჰიდროქლორთიაზიდს. ეკლიფსი – სანოველი პლუსს გააჩნია ანტიჰიპერტენზული მოქმედება.
ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდი
ამ პრეპარატების კომბინაცია უფრო ეფექტურად აქვეითებს არტერიულ წნევას, ვიდრე თითოეული მათგანი ცალკე აღებული. ეს ეფექტი ამ პრეპარატების კომბინირებული მოქმედების შედეგია. გარდა ამისა, ჰიდროქლორთიაზიდი, როგორც ძლიერი დიურეზული საშუალება ზრდის სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობას, ალდოსტერონის სეკრეციას, ანგიოტენზინ II დონეს, ამცირებს შრატში კალიუმის რაოდენობას. ხოლო ლოზარტანი აბლოკირებს რა ანგიოტენზინ II-ს ყველა ფიზიოლოგიურ ფუნქციას და ალდოსტერონის სეკრეციას იცავს ორგანიზმს კალიუმის დაკარგვისაგან.
ლოზარტან კალიუმი ხელს უწყობს შარდოვანას გამოყოფას შარდთან ერთად და შესაბამისად გააჩნია მსუბუქი და გარდამავალი ურიკოზურიული მოქმედება. ჰიდროქლორთიაზიდი ზრდის შარდოვანას კონცენტრაციას. ლოზარტან კალიუმი და ჰიდროქლორთიაზიდი ერთად ამცირებენ ჰიპერურიკემიას, რომელიც ჰიდროქლორთიაზიდის დიურეზული მოქმედებითაა გამოწვეული.
ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდი კომპლექსის ანტიჰიპერტენზული მოქმედება გრძელდება 24 საათის განმავლობაში. ხანგრძლივი მკურნალობისას (არაუმცირეს ერთი წლისა) ანტიჰიპერტენზული მოქმედება შენარჩუნებულია. მიუხედავად არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებისა, გულის რითმის ცვლილებები არ აღინიშნება. კლინიკური კვლევების თანახმად 50მგ ლოზარტან კალიუმი/12,5მგ ჰიდროქლორთიაზიდის მიღება 12 კვირის მანძილზე ამცირებს დიასტოლური წნევის მაჩვენებელს 13,2მმ.
ლოზარტან კალიუმი
ლოზარტან კალიუმი ანგიოტენზინ II ტიპის (AT1 ქვეტიპი) რეცეპტორების სპეციფიკური, ეფექტური პერორალური ანტაგონისტია. ანგიოტენზინ II როგორც ვაზოკონსტრიქციის, ალდოსტერონის გამოთავისუფლებისა და სიმპატიკური სტიმულაციის ხელშემწყობს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არტერიული ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგიაში. ჩატარებული ფარმაკოლოგიური კვლევებით გამოვლინდა მისი უნარი შერჩევითად დაუკავშირდეს AT1 რეცეპტორებს. ლოზარტანი და მისი აქტიური მეტაბოლიტი შერჩევითად აინჰიბირებენ ანგიოტენზინ II-ს კავშირს AT1 რეცეპტორებთან სისხლძარღვთა გლუვ კუნთებსა და სხვა ქსოვილებში, რის შედეგადაც ითრგუნება ანგიოტენზინ II-ს მოქმედება (ვაზოკონსტრიქცია, ალდოსტერონის სეკრეცია). ჩატარებულმა in vitro და in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი – კარბოქსილის მჟავა, მიღების მეთოდის მიუხედავად, აინჰიბირებს ანგიოტენზინ II-ს ყველა ფიზიოლოგიურ ეფექტს.
ლოზარტანი სელექტიურად უკავშირდება AT1 რეცეპტორებს და არ უერთდება სხვა ჰორმონალ რეცეპტორებსა და იონურ არხებს. გარდა ამისა ლოზარტანი არ აინჰიბირებს აგფ (კინაზა II), რომელიც ამცირებს ბრადიკინინის რაოდენობას. ამგვარად, ლოზარტანის მიღებისას არ აღინიშნება ისეთი მოვლენების განვითარება, რომლებიც არ არის პირდაპირ დაკავშირებული AT1 რეცეპტორების ბლოკირებასთან (ბრადიკინინ დამოკიდებული ფუნქციები, შეშუპება, (ლოზარტანი 1,7%, პლაცებო 1,9%).
არადიაბეტური ხასიათის პროტეინურიით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ლოზარტან კალიუმს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რადგანაც იგი პროტეინურიის შემცირების ხარჯზე ამცირებს იმუნოგლობულინ G და ალბუმინის ფრაქციების გამოყოფას. ლოზარტანის გამოყენებისას შენარჩუნებულია გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე და მცირდება ფილტრაციის ფრაქცია. მას არ გააჩნია ხანგრძლივი მოქმედება უპირობო რეფლექსებსა და პლაზმურ ნორადრენალინზე.
ჰიდროქლორთიაზიდი დიურეზული, ჰიპოტენზიური საშუალებაა. ანტიჰიპერტენზული მოქმედების მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის. უმრავლეს შემთხვევაში თიაზიდები ნორმალურ არტერიულ წნევაზე გავლენას არ ახდენენ. ჰიდროქლორთიაზიდი მოქმედებს ელექტროლიტების რეაბსორბციის მექანიზმზე ნეფრონის დისტალურ მილაკებში; აძლიერებს ნატრიუმისა და ქლორის იონების გამოყოფას (თითქმის თანაბარი რაოდენიბით). ნატრიურიის შემთხვევაში შესაძლებელია კალიუმისა და ბიკარბონატების ერთდროული გამოყოფა.
ფარმაკოკინეტიკა:
ლოზარტან კალიუმი:
შეწოვა და მეტაბოლიზმი: პერორალურად მიღების შემდეგ ლოზარტანი სწრაფად შეიწოვება, განიცდის “პირველადი გავლის” ეფექტს, გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტ – კარბოქსილის მჟავად და არააქტიურ მეტაბოლიტებად. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების Cmax მიიღწევა შესაბამისად 1 და 3-4 სთ-ში. საკვებთან ერთად მიღებისას არ აღინიშნება ამ მაჩვენებლების კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები.
განაწილება: ლოზარტანის სისტემური ბიოშეღწევადობა – 33%. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის შეკავშირება სისხლის ცილებთან, ალბუმინის ჩათვლით ≥99%. განაწილების მოცულობა – 34ლ. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი შეადგენს შესაბამისად 74 და 26მლ/წთ.
გამოყოფა: შარდთან ერთად უცვლელი სახით გამოიყოფა 4%, აქტიური მეტაბოლიტის სახით – 6%. გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად. C14 მონიშნული ლოზარტანის მიღებისას რადიოაქტიური ნიშნის 35% აღმოჩენილი იყო შარდში, ხოლო 58% – განავალში.
ჰიდროქლორთიაზიდი:
შეწოვა: ჰიდროქლორთიაზიდის პერორალურად მიღებისას დიურეზი იწყება 2 საათის განმავლობაში, აღწევს პიკს 4სთ-ის განმავლობაში და გრძელდება 6-12 საათი.
განაწილება: ჰიდროქლორთიაზიდი გადის პლაცენტარულ ბარიერს, არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ხვდება დედის რძეში.
მეტაბოლიზმი: ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზირდება.
გამოყოფა: გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. სისხლის პლაზმაში ჰიდროქლორთიაზიდის კონცენტრაციის დაკვირვებისას 24სთ-ის განმავლობაში აღინიშნებოდა ნახევრადგამოყოფის პერიოდის ცვალებადობა ინტერვალით 5,6-14,8სთ. ერთჯერადი პერორალური დოზის 61% ორგანიზმიდან გამოიყოფა შეუცვლელი სახით 24სთ-ის მანძილზე.
ჩვენებები:
კომპლექსი ლოზარტან კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდი ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისთვის კომბინირებული თერაპიის სახით.
დოზირების რეჟიმი:
ხანგრძლივი მკურნალობისას საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს.
მაქსიმალური ანტიჰიპერტენზული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 3-6 კვირის შემდეგ.
ავადმყოფებისათვის ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობის დაქვეითებით (მაგ., რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს დიდი დოზით) ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსის მიღება რეკომენდებული არ არის.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევების დროს (კრეატინინის კლირენსი ≤30მლ/წთ-ში) პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
უკუჩვენებები:
ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსი უკუნაჩვენებია მომატებული მგრძნობელობისას პრეპარატის კომპონენტებისადმი, სულფონამიდების ჯგუფის სხვა წარმოებულებისადმი, აგრეთვე ანურიის არსებობისას.
უსაფრთხოების ზომები:
რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების გამოყენებამ ორსულებში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებების (ფეტალური, ნეონატალური) განვითარება, ნაყოფის სიკვდილიანობის ჩათვლით. ამიტომ ორსულობის დადგენის შემთხვევაში საჭიროა ლოზარტან კალიუმის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების მიღებამ ორსულობის II, III ტრიმესტრში შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება, ნაყოფის თავის ქალის არასწორი ფორმირება, ანურია, შექცევადი ან თირკმლის შეუქცევადი უკმარისობა, შესაძლოა ოლიგოჰიდრამინოზის განვითარება. ამ შემთხვევაში საჭიროა ლოზარტან კალიუმის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
თიაზიდები გაივლიან პლაცენტარულ ბარიერს და ხვდებიან ჭიპლარის სისხმიმოქცევაში. ამასთან დაკავშირებით იზრდება ნაყოფისა და ახალშობილის სიყვითლის, თრომბოციტოპენიის ან სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი და ალბათობა.
არტერიული ჰიპოტენზია: პაციენტებში დეჰიდრატაციით (მაგ. რომლებიც იღებდნენ დიურეზული საშუალებების მაღალ დოზებს), ლოზარტან კალიუმის მიღებისას შესაძლოა არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება. საჭიროა მკურნალობის დაწყებამდე ამ მდგომარეობის კორექცია ან მკურნალობის დაწყება პრეპარატის დაბალი დოზებით.
ღვიძლის ფუნქციების დარღვევა:
ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს, როდესაც საჭიროა ლოზარტან კალიუმით ტიტრირება, ამ კომბინირებული პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ჰიდროქლორთიაზიდი: სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი კომის განვითარება, ამიტომ ღვიძლის ფუნქციების დარღვევისას და ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებების დროს თიაზიდების დანიშვნა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
მომატებული მგრძნობელობა: ანამნეზში ალერგიისა ან ბრონქული ასთმის არსებობის მიუხედავად ჰიდროქლორთიაზიდის მიღებისას ვითარდება მის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სისტემური წითელი მგლურა: ცნობილია თიაზიდური დიურეზული საშუალებების თვისება დააჩქარონ ან გაააქტიურონ სისტემური წითელი მგლურას განვითარება.
ლითიუმის იონებთან ურთიერთქმედება: ლითიუმის იონებისა და თიაზიდური დიურეზული საშუალებების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.
ზოგადად:
მომატებული მგრძნობელობა: ანგიონევროზული შეშუპება.
ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდი: კლინიკური კვლევები ლოზარტან კალიუმისა და ჰიდროქლორთიაზიდის სხვადასხვა შეფარდების გამოყენებით გვიჩვენებს, რომ პროცენტული შეფარდება ავადმყოფებისა არტერიული ჰიპერტენზიითა და განვითარებული ჰიპოკალიემიით (კალიუმის შემცველობა სისხლის პლაზმაში 5,7მეკვ/ლ) შეადგენს 0,4%-ს. კალიუმის კონცენტრაციის ცვალებადობის მიზეზით მკურნალობის შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია. სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის შემცირების საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 0,123მეკვ/ლ.
ჰიდროქლორთიაზიდი: შესაძლო ელექტროლიტური დისბალანსის განვითარების აღსაკვეთად საჭიროა სისხლის პლაზმაში მათი რაოდენობის კონტროლი. აუცილებელია იმ პაციენტების დაკვირვება, რომლებიც მკურნალობენ თიაზიდური დიურეზული საშუალებებით სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსის გამოვლენის მიზნით (ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი და ჰიპოკალიემია).
ძლიერი ღებინების ან საინფუზიო ხსნარის ინტრავენური შეყვანისას საჭიროა სისხლის პლაზმის ანალიზი და შარდში ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა.
მწვავე ციროზის დროს ან ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, განსაკუთრებით აქტიური დიურეზის შემთხვევაში აღინიშნება ჰიპოკალიემია. პერორალურად მიღებული ელექტროლიტების არასაკმარისმა რაოდენობამ აგრეთვე შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოკალიემიის განვითარება, რაც თავის მხრივ შესაძლოა გახდეს არითმიის მიზეზი.
ქლორის იონების უკმარისობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ მკურნალობას. მიუხედავად ამისა მეტაბოლური ალკალოზის მკურნალობისას საჭირო ხდება ქლორის იონების დამატებით შეყვანა.
ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ჰიპერურიკემიას ან ტკივილს მუცლის არეში. ლოზარტანი აქვეითებს შარდმჟავას რაოდენიბას, რის გამოც მისი კომბინაცია ჰიდროქლორთიაზიდთან ამცირებს დიურეზული საშუალებებით გამოწვეულ ჰიპერურიკემიას.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში საჭიროა ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია. თიაზიდური დიურეზული საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემიის განვითარება, შედეგად შესაძლოა განვითარდეს ფარული შაქრიანი დიაბეტი (დიაბეტეს მელლიტუს).
თიაზიდების მიღებისას შესაძლოა კალციუმის ექსკრეციის დაქვეითება და კალციუმის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში. მკვეთრად გამოხატული ჰიპერკალციემია შესაძლებელია იყოს ფარული ჰიპერპარათირეოიდიზმის გამოვლინება. საჭიროა თიაზიდური დიურეზულუ საშუალებების მიღების შეწყვეტა პარათირეოიდული ფუნქციების ტესტირებამდე.
თირკმლის ფუნქციების დარღვევა: ავადმყოფებში, რომელთა თირკმლის ფუნქციური მდგომარეობა დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მოქმედებაზე (მაგ. მწვავე კორონარული გულის უკმარისობა) ლოზარტანის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ოლიგურიის და/ან პროგრესირებადი აზოტემიის, უფრო იშვიათად კი თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან სიკვდილი. აგფ – ინჰიბიტორებს შესწევთ უნარი გაზარდონ კრეატინინის დონე შრატში თირკმლების ბილატერალური სტენოზის ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს. ამ შემთხვევასი საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
ჰიდროქლორთიაზიდი: საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე თიაზიდური დიურეზული პრეპარატების დანიშვნისას თირკმლების მწვავე დაავადებების დროს, ამ დროს იზრდება აზოტემიის განვითარების რისკი. ასეთ ავდმყოფებში ვლინდება ჰიდროქლორთიაზიდის კუმულაციური ეფექტი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულთა კატეგორია: C (I ტრიმესტრი) და D (II ტრიმესტრი).
უშუალოდ რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების გამოყენებამ ორსულობის II, III ტრიმესტრში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებების განვითარება, ნაყოფის სიკვდილიანობის ჩათვლით. ამიტომ ორსულობის დადგენის შემთხვევაში საჭიროა ლოზარტან კალიუმის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
მონაცემები ლოზარტან კალიუმის გამოყენების შესახებ ორსულებში არ არსებობს. ადამიანებში ნაყოფის თირკმლების პერფუზია, რომელიც დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, იწყება ორსულობის II ტრიმესტრიდან. ამიტომ ორსულობის II და III ტრიმესტრში ლოზარტან კალიუმის გამოყენება სარისკოა ნაყოფისათვის. ამ მიზეზით ორსულობის პერიოდში ლოზარტან კალიუმის მიღება აკრძალულია.
თიაზიდები გაივლიან პლაცენტარულ ბარიერს და ხვდებიან ჭიპლარის სისხლმიმოქცევაში. ამასთან დაკავშირებით იზრდება ნაყოფისა და ახალშობილის სიყვითლის, თრომბოციტოპენიის ან სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი და ალბათობა.
ბოლომდე არ არის დადგენილი ხვდება თუ არა ლოზარტან კალიუმი დედის რძეში. თიაზიდები ხვდებიან დედის რძეში. დედისთვის პრეპარატის მიღების მნიშვნელობისა და ახალშობილის მხრიდან უარყოფითი გვერდითი მოვლენების შესაძლო განვითარების შეფასების შედეგად უნდა შეწყდეს ან პრეპარატის მიღება ან ძუძუთი კვება.
გამოყენება პედიატრიაში:
ცნობები ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ბავშვებში არ არსებობს.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
კლინიკური კვლევების მონაცემებით ლოზარტან კალიუმის – ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ხანდაზმულ პაციენტებსა და ახალგაზრდებში არ განსხვავდება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას:
ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსის გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვასა და იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას გარკვეული არ არის.