საერთაშორისო დასახელება:

CHLORHEXIDINE; CALCIUM CARBONATE

მწარმოებელი: Piere Fabre Medicament, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ქლორჰექსიდინი +კალციუმის კარბონატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური საშუალება ჰემოსტატიური მოქმედებით ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კბილის პასტა: ტუბში 100 გ

100 გ

ქლორჰექსიდინის  დიგლუკონატი ........................        4 მგ

კალციუმის კარბონატი ..........................................      25 გ

ექსციპიენტი:  ............................... ......................     100 გ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ელგიდიუმის შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი გამოირჩევა ბაქტერიოციდული მოქმედების ფართო სპექტრით: გრამდადებითი ბაქტერიები: გრამუარყოფითი ბაქტერიები, სოკოვანი ფლორა. კალციუმის კარბონატი ხელს უწყობს ღვიძლის კოლაგენური ბოჭკოების აღდგენას, ღრძილებზე სისხლდენის კერების ლოკალიზებას. ზრდის ნერწყვის pH, ანეიტრალებს მჟავა გარემოს.

ჩვენებები:

  • პაროდონტის დაავადებების (გინგივიტი, პაროდონტიტი, პაროდონტოზი) მკურნალობა და პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

აუცილებელია კბილების გაწმენდა არანაკლებ 2-ჯერ დღეში 2-3 წუთის განმავლობაში. პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის დროს რეკომენდებულია კბილის პასტა ელგიდიუმის გამოყენება სავლებ საშუალება ელუდრილთან და ღრძილების გელ პაროდიუმთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:

არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა : 3 წელი.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია