მწარმოებელი:
F. TRENKA CHEMISH - PHARMACEUTISCHE FABRIK
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საფაღარათო საშუალება
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 30 100 და 1000 ც.
კომბინირებული პრეპარატი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ენტეროსორბენტი.
ეუკარბონი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ და მინერალურ ინგრედიენტებს. მისი მსუბუქი საფაღარათო და გაზგამყვანი ეფექტი განპირობებულია სენის ფოთლებისა და რევანდის ექსტრაქტის საფაღარათო მოქმედებითა და მცენარეული ნახშირის უნარით – შებოჭოს სხვადასხვა წარმოშობის ტოქსინები.
ეუკარბონს გააჩნია მსუბუქი სადეზინფექციო მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. საფაღარათო ეფექტის მისაღებად ანტრაქინონის გლიკოზიდებიდან, რომლებსაც შეიცავენ სენის ფოთლები და რევანდის ექსტრაქტი, საჭიროა მათი ისეთი რაოდენობით მიღება, რომ A და B სენოზიდების რაოდენობამ 15-30 მგ შეადგინოს.
ვინაიდან სენოზიდების შემცველობა ეუკარბონის ტაბლეტში საკმაოდ დაბალია, ყაბზობის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ საჭიროა დოზის ინდივიდუალური შერჩევა.
საფაღარათო ეფექტი ვითარდება პრეპარატის მიღებიდან 8 – 10 საათის შემდეგ.
ჩვენებები:
- სხვადასხვა გენეზის ყაბზობა, მეტეორიზმი.
მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები მიიღება დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად კვების დროს ან მის შემდეგ:
12 წლის ზემოთ: 1-2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში, მაქსიმალური საფაღარათო ეფექტის მისაღებად. უფრო ძლიერი ეფექტისათვის დასაშვებია საღამოს დოზის გაზრდა 3-4 ტაბლეტამდე.
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები (ინიშნება პედიატრის მიერ): 1/2 – ერთი ტაბლეტი საკვებთან ერთად ან მის შემდეგ 1-3-ჯერ დღეში.
ნაწლავების ინტენსიური დაცლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სწრაფი გასუფთავების მიზნით (მაგ.: რენდგენოლოგიური გამოკვლევის, განსაკუთრებით პიელოგრაფიის წინ) 6-8 ტაბლეტი მიიღება საღამოს დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლოვობა არ აღემატება 2 კვირას.
სხვადასხვა პაციენტს პრეპარატზე სხვადასხვაგვარი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს. დოზა ინდივიდუალურად უნდა იქნას შერჩეული. ორსულებში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.
გვერდითი მოვლენები:
ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა – იშვიათია. ხანდახან ტუტე რექციის გამო შესაძლებელია შარდის წითლად შეფერვა, რასაც კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.
უკუჩვენებები:
პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ნაწლავის გაუვალობა, ნაწლავის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება ან ქრონიკული ანთების გამწვავება, უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი მუცლის არეში. წყალ-მარილოვანი წონასწორობის ძლიერი დარღვევა.
ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ანთება.
უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ავტომობილისა და სხვადასხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა: პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე, არ მოქმედებს ორგანიზმის ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე და არ იწვევს ძილიანობას.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ეუკარბონმა შესაძლოა გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების ეფექტი. სხვა პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ექიმს. თუ მკურნალობთ დამოუკიდებლად, მიმართეთ ექიმს მკურნალობის მიზანშეწონილობის თაობაზე.
ჭარბი დოზირება:
დიარეა მიუთითებს დოზის გადაჭარბებაზე; ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
პრეპარატის მიღებამდე შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე. დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუდგომელ ადგილას.
გაცემის პირობები:
ურეცეპტო.