მწარმოებელი: HEEL,გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სედატიური ჰომეოპათიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ და 100 მლ
100 მლ
| Valeriana Q …………………………………. | 65 მლ |
| Lupulus Q …………………………………… | 5მლ |
| Crataegus Q ……………………………….. | 5მლ |
| Hypericum D1 ……………………………… | 5 მლ |
| Melissa Q …………………………………… | 3მლ |
| Chamomilla Q ……………………………… | 2მლ |
| Avena sativa Q ……………………………. | 2 მლ |
| Acidum picrinicum D5 …………………….. | 10 მლ |
| Kalium bromatum D1 …………………….. | 1მლ |
| Ammonium bro¬matum D1 ……………… | 1მლ |
| Natrium bromatum D1 ……………………. | 1მლ |
Spiritus 60 vol %
ჩვენებები:
- გამოიყენება მოუსვენრობის, შფოთვის, ნევრასთენიული მდგომარეობისას, შიშის, უძილობისას. მათ შორის რაიმე დაავადებით გამოწვეული (მაგ. ცხელება და მწვავე ინფექციური დაავადება), და კლიმაქტერული ნევროზის (უძილობის თანხლებით), აგრეთვე,
- კბილების ამოჭრის დროს ტკივლებისას ბავშვებში.
განსაკუთრებული შენიშვნა: მოქმედებს დამამშვიდებლად, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უნარზე გავლენის გარეშე.
მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება 15 წვეთი 3-ჯერ დღეში.
ჩვილი და უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის 2-დან 6 წლამდე – 5 წვეთი;
6-დან 12 წლამდე – 10 წვეთი. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.
გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია.
უკუჩვენებები:
არ გააჩნია.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღებისას არ აღინიშნება საძილე ან ტოქსიკური გვერდითი ეფექტები.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.







