მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პოლივიტამინური პრერაპატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
თიამინის ჰიდროქლორიდი/ვიტამინიB1...................... 5 მგ
რიბოფლავინი/ ვიტამინიB2/ ................................ 1 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი
(ვიტამინიB6)...................................................... 4 მგ
ნიკოტინამიდი/ ვიტამინიPP..................................50 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ცეულოზის ჰიდროქსიპროპილი, სტეარინი, ტალკი კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, ოპადრა.
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
თიამინის ჰიდროქლორიდი/ვიტამინიB1 .................... 5 მგ
რიბოფლავინი/ვიტამინიB2 ............................................. 1 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი
(ვიტამინი B6) ...........................................5 მგ
ნიკოტინამიდი/ვიტამინიPP ..................................50 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
დინატრიუმის ედეტატი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცეროლი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
B ჯგუფის ვიტამინები შედიან რიგი ფერმენტული სისტემების შემადგენლობაში და ამგვარად მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების ცვლის რეგულაციაში.
ვიტამინი B1 გავლენას ახდენს სინაფსებში ნერვული იმპულსების გატარების სიჩქარეზე; პიროფოსფატად გარდაქმნის შემდეგ მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების და ნუკლეინის მჟავების სინთეზში.
ვიტამინ B2 აუმჯობესებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლას; მონაწილეობს რკინისა და პორფირინების ცვლაში, ჰემოგლობინის სინთეზში და უჯრედულ სუნთქვაში;
ვიტამინი B6 შედის ფერმენტების - დეკარბოქსილაზას და ტრანსამინაზის შემადგენლობაში. მონაწილეობს ჰისტამინის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და ამინომჟავების ცვლაში.
ნიკოტინის მჟავა და მისი ამიდი შედიან კოდეჰიდრაზების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ წყალბადის ტრანსპორტში და ახორციელებენ, ქსოვილური სუნთქვისთვის აუცილებელ ჟანგვა-აღდგენით პროცესებს.
ჩვენებები:
- ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემების დაავადებები: ნევრიტი (იშიაზი), პოლინევრიტი (ალკოჰოლური, ტოქსიური, პოსტინფექციური), დიაბეტური პოლინეიროპათია, ნევრალგია, მიასთენია, ვერნიკეს ენცეფალოპათია, ვეგეტონევროზი, ასთენია;
- კანის დაავადებები; ფსორიაზი, ფურუნკულოზი;
- სხვა: სისტემური წითელი მგურა, სტომატოგლოსიტი, კოლიტი, სპრუ, ათეროსკლეროზი, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ჰეპატიტები, ანემიები, მოწამვლები.
მიღების წესი და დოზირება:
შემოგარსული ტაბლეტები მიიღება:
მოზრდილებში პერორალურად 1-2 შემოგარსული ტაბლეტი 2-3-ჯერ დღე-ღამეში;
ბავშვებში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი დღე-ღამეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმისა და პრეპარატის ამტანობის მიხედვით.
საინექციო ხსნარი გამოიყენება ინტრამუსკულურად დანიშვით და ინტრავენურად დოზით 1-2 მლ დღეში ან დღეგამოშვებით 5-10 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად გადაიტანება. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს: ალერგიული გამონაყარი, ქავილი, კვინკეს შეშუპება, რომელიც უფრო ხშირად აღინიშნება წინასწარგანწყობილ პაციენტებში.
გვერდითი რეაქციები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
უკუჩვენებები:
*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ;
*II და III ხარისხის ჰიპერტენზია.
განსაკუთრებული მითითებები:
- პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს. ეს ნივთიერება იწვევს ალერგიულ რეაქციებს: ჩვეულებრივ ეს შენელებული ტიპის რეაქციებია (კონტაქტური დერმატიტი); იშვიათად - სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი);
- რიბოფლავინმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის მოყვითალო-ნარინჯისფერი შეფერილობა.
- ვიტამინი B კომპლექსი (რომელიც შეიცავს პირიდოქსინს) მაღალი დოზებით მკურნალობის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებას, რაც ვლინდება სიარულის დარღვევასა და ქუსლებში მწვავე ტკივილებით. ეს სიმპტომები შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დაწყების ერთი თვიდან 3 წლამდე პერიოდში.
- კიბოს უჯრედების პროლიფერაციის შესაძლო სტიმულირების გამო ვიტამინი B კომპლექსი სიფრთხილით გამოიყენება ავთვისებიანი დაავადებების დროს.
- ვიტამინ B კომპლექსის გამოყენება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარტში შემავალი ვიტამინი B6 ამცირებს ლევოდოპის ექფეტურობას.
პრეპარატმა შეიძლება შეამციროს ზოგიერთი ადრენოლიზური და სიმპატოლიზური საშუალებების ჰიპოტენზიური ეფექტი. B1 ვიტამინის შემცველობის გამო შეიძლება დაითრგუნოს ბარბიტარუტებისა და გლუტეტიმიდის სედატიური ეფექტი;
ქლორპრომაზინი აძლიერებს B2 ვიტამინის ექსკრეციას შარდში;
პრობენეციდი თრგუნავს ტუბულარულ სეკრაციას და B2 ვიტამინის რეაბსორბციას, რის შედეგადაც მცირდება მისი ექსკრეცია შარდთან ერთად;
ვიტამინი B6 ამცირებს L-დოფას ანტიპარკინსონულ ეფექტს;
ვიტამინ B კომპლექსის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში კონტრაცეფციულ საშუალებებთან, იზონიაზიდთან, პენიცილამინთან, ციკლოსერინთან, თიოსემიკარბაზინებთან სისხლში მცირდება ვიტამინ B6-ის კონცენტრაცია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.