ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს საძილე საშუალებას იმიდაზოპირიდინების ჯგუფიდან. ზოლპიდემი ამცირებს გამოძინების პერიოდს, ძილის დროს გამოღვიძების სიხშირეს, ახანგრძლივებს ძილს, აუმჯობესებს მის ხარისხს. ზოლპიდემს ახასიათებს ცენტრალური მიორელაქსაციური და კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტები.
ჩვენებები
- ძილის დარღვევა (პრესომნია, ინტერსომნია, პოსტსომნია).
დოზირების რეჟიმი
- 65 წლამდე ასაკის მოზრდილ პაციენტებში პრეპარატი ინიშნება ერთჯერადი დოზით 10 მგ; აუცილებლობისას შესაძლოა დოზის მომატება 15-20 მგ-მდე.
- 65 წლის ასაკის ზევით პაციენტებში საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს; მაქსიმალური დოზა - 10 მგ.
პრეპარატი ინიშნება უშუალოდ ძილის წინ. პრეპარატით მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 4 კვირას.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად - მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა; გამონაყარი კანზე, ქავილი, აღწერილია ცნობიერების დაბინდვა, მეხსიერების დაქვეითება, ჰალუცინაციები, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, კოშმარები, ძლიერი თავის ტკივილი, ძილიანობა დღისით, კოორდინაციის დარღვევა.
უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში სუნთქვის უკმარისობით.
♦ ღვიძლის ფუნქციის უკმარისობისას საჭიროა დოზის შემცირება.
♦ პრეპარატი მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე.
♦ მისი გამოყენებისას დაუშვებელია ალკოჰოლის გამოყენება.
♦ პრეპარატის დოზის შემცირება ხორციელდება თანდათანობით.
♦ ზოლპიდემის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს მის მიმართ შეჩვევა.