მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მცენარეული კომბინირებული იმუნოსტიმულატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

ექინაცეას (Echinacea purpurea) მშრალი ექსტრაქტი      ....................30 მგ

უნკარიას (Uncarea tomentosa) მშრალი ექსტრაქტი       ...................250 მგ

ჰავაურ სპირულინას (Spirulina Havais) მშრალი ექსტრაქტი   .............160 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იმუნო-რიცი მცენარეული იმუნოსტიმულატორია ანტიოქსიდანტური და ზოგადმატონიზირებელი მოქმედებით. ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, მიმდინარეობის ხანგრძლივობას და განმეორების სიხშირეს, ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება.

იმუნო-რიცის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.

ექინაცეას ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. პრეპარატის შემცველი პოლისაქარიდები ზრდიან ლეიკოციტებისა და მაკროფაგების ფაგოციტოზის უნარს, გლიკოპროტეიდები ასტიმულირებენ ინტერლეიკინ-1-ის, ენდოგენური ინტერფერონის გამომუშავებას. ექინაცეას მოქმედი ნივთიერებების კომპლექსი ხელს უწყობს T-ჰელპერების ფუნქციების გაუმჯობესებას და B-ლიმფოციტების პლაზმურ უჯრედებში ტრანსფორმაციას.

უნკარიას მოქმედება ძირითადად განპირობებულია მასში ალკალოიდების, გლიკოზიდების, ტრიტერპენებისა და ფლავონოიდების არსებობით. ხასიათდება ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული და სუსტი ჰიპოტენზიური თვისებებით. T-ლიმფოციტების და მაკროფაგების აქტივაციის, იმუნოგლობულინების სპექტრის ნორმირებისა და ლეიკოციტების ფაგოციტოზის უნარის გაზრდის ხარჯზე იწვევს იმუნური სისტემის მსუბუქ სტიმულაციას. მოქმედებს უჯრედული იმუნიტეტის დონეზე.

ჰავაური სპირულინა მტკნარი წყლის ლურჯ-მწვანე მიკროწყალმცენარეა, რომელიც შეიცავს ცილას, უჯერ ცხიმოვან მჟავებს, გამა-ლინოლენის მჟავას, ბეტაკაროტინს, ვიტამინ B12-ს, მაკრო და მიკროელემენტებს, ქლოროფილს. ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ენტეროსორბიული და ზოგადმატონიზირებელი თვისებები. ასტიმულირებს T- ლიმფოციტების გამომუშავებას.

ჩვენებები:

გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით:

  • გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანხმლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობანი;
  • ორგანიზმის საერთო გადაღლა;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის, ციტოსტატიკური, იმუნოდეპრესიული და სხივური თერაპიის შემდგომი პორიოდი.

დოზირების რეჟიმი:

მოზრდილებში იმუნო-რიცი ინიშნება თითო კაფსულა დღეში სამჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

3-6 წლის ასაკის ბავშვებში - 1 კაფსულა დღეში ერთხელ;

6-12 წლის ასაკის ბავშვებში - 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა - არა უმეტეს 6-8 კვირა.

რეკომენდებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ.

კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირეოდენ სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს.

უკუჩვენებები:

*პროგრესირებადი სისტემური დაავადებები: ტუბერკულოზი, ლეიკოზები, აუტოიმუნური დაავადებები, გავრცელებული ათეროსკლეროზი;

*პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

*იმუნო-რიცი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

ჭარბი დოზირება:

შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

იმუნო-რიცის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია