საერთაშორისო დასახელება:
Soy isoflavones (GMO-free)
მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL , INNOTERA CHOUZY
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიკლიმაქტერული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 რბილი კაფსულა შეიცავს:
სოიოს ექსტრატი მინიმუმ 40%-იანი იზოფლავონების შემცველობით 100.0 მგ., მზესუმზირის ზეთი 137.0 მგ., ჰიდროგენიზირებული სოიოს ზეთი 15.0 მგ, სოიოს ლეციტინი 3.0 მგ, თევზის ჟელატინი 69.2 მგ, გლიცერინი 43.3 მგ, სიმინდის სახამებელი 9.6 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) 4.8 მგ, რკინის ოქსიდი წითელი (E172) 0.07 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ინოკლომი შეიცავს სოიოს იზოფლავონებს: გენისტინს და დაიდზინს. იზოფლავონებს ახასიათებთ ესტროგენების მსგავსი სტრუქტურა და მოლეკულური მასა, რაც აძლევთ მათ შესაძლებლობას შერჩევითად იმოქმედონ (87%) სისხლძარღვთა კედლის, თავის ტვინის, საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლების, ძვლოვანი ქსოვილის b-რეცეპტორებზე, რითაც ახედნენ ესტროგენებისათვის დამახასიათებელი მექანიზმების პოტენცირებას და კლიმაქტერული სიმპტომების ინტენსიობის შემცირებასა და თავიდან აცილებას.
ჩვენებები:
- ესტროგენების დეფიციტით გამოწვეული კლიმაქტერული სიმპტომების თერაპია ქალებში პრე- და მენოპაუზის პერიოდში (ალები, მომატებული ოფლიანობა, აჩქარებული გულისცემა, ძილის დარღვევა, ნერვული გაღიზიანება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ატროფიული პროცესები).
მიღების წესი და დოზირება:
1 ან 2 კაფსულა დღეში (რაც შეესაბამება 40-80 მგ სოიოს იზოფლავონებს) არა უმეტეს 1 მგ/კ/დღეში 3 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება.
გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
რეკომენდებულია როგორც იზოფლავონების დამატებითი წყარო. მკურნალობის ჩატარება აუცილებელია რეკომენდებული დიეტის გათვალისწინებით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
ჭარბი დოზირება:
აღწერილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 4-250C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.