საერთაშორისო დასახელება:
ETAMIVAN; ETOFYLLINE; HEXOBENDINE
მწარმოებელი: NYCOMED AUSTRIA GmbH, ავსტრია
მოქმედი ნივთიერება: ჰექსობენდინი+ეტამივანი+ეტოფილინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ჰექსობენდინის დიჰიდროქლორიდი ....... 20 მგ
ეტამივანი ................................................ 50 მგ
ეტოფილინი .................................................60 მგ
შემოგარსული ტაბლეტები ფორტე: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
ჰექსობენდინის დიჰიდროქლორიდი ............. 60 მგ
ეტამივანი....................................................100 მგ
ეტოფილინი .............................................. 60 მგ
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ 1 ამპ.
ჰექსობენდინის დიჰიდროქლორიდი ............. 5 მგ 10 მგ
ეტამივანი......................................................25 მგ 50 მგ
ეტოფილინი .................................................50 მგ 100 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ინსტენონი კომბინირებული პრეპარატია. პრეპარატის აქტიური კომპონენტები ნერვული სისტემის იშემიური და ჰიპოქსიური დაზიანების პათოგენეზის სხვადასხვა რგოლზე ერთდროულად, ერთი მიმართულებით მოქმედებს.
ეტამივანი გამოხატულ დადებით მოქმედებას ახდენს თავის ტვინის ღეროს რეტიკულური ფორმაციის ადაპტაციურ შესაძლებლობებზე. ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა იშემიური ინსულტი, პოსტჰიპოქსიური ენცეფალოპათია, ტრავმა, ინტოქსიკაცია, ეტამივანი რეტიკულური ფორმაციის აქტივაციის ხარჯზე ახდენს თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა-ღეროვანი სტრუქტურების ნეირონული კომპლექსის ფუნქციური მდგომარეობის ნორმალიზებას.
ჰექსობენდინი ზრდის გლუკოზისა და ჟანგბადის უტილიზაციას ანაერობული გლიკოლიზისა და პენტოზური ციკლების აქტივაციის ხარჯზე. ასეთ აქტივაციას ადგილი აქვს მხოლოდ იშემიისა და ჰიპოქსიის პირობებში, როცა ირღვევა ჟანგვითი ფოსფორილირების აერობული ციკლი. ანაერობული ჟანგვის სტიმულაცია იძლევა ენერგეტიკულ სუბსტრატს მედიატორების, ნეიროტრანსმიტერების სინთეზისა და ცვლისათვის, სინაფსური გადაცემის აღდგენისათვის, რომლის დეპრესიაც, ნეირონების მემბრანების დესტრუქციასთან ერთად წარმოადგენს ცნობიერებისა და ნევროლოგიური დარღვევების წამყვან პათოგენეზურ მექანიზმს თავის ტვინის იშემიისა და ჰიპოქსიის დროს. გარდა ამისა, ჰექსობენდინი იწვევს ცერებრული და კარდიალური სისხლის მიმოქცევის აუტორეგულაციის ფიზიოლოგიური მექანიზმების სტაბილიზებას, რაც დაკავშირებულია ინტრაკრანიალური არტერიოლებისა და კაპილარების რეცეპტორულ აპარატზე ლაქტატისა და პირუვატის (ანაერობული გლიკოლიზის პროდუქტები) ზემოქმედებით.
ეტოფილინი ააქტიურებს მიოკარდის მეტაბოლიზმს გულის წუთმოცულობის გაზრდის გზით, რაც ხელს უწყობს იშემიის მოსაზღვრე ზონების სისხლძარღვებში პერფუზიული წნევის მომატებას. ამავე დროს სისტემური არტერიული წნევა არ იცვლება. ნერვულ სისტემაზე ამგზნები მოქმედება ვლინდება ქერქქვეშა წარმონაქმნების, შუატვინისა და ღეროვანი ცენტრების და ბირთვების (სასუნთქი, სისხლძარღვთა მამოძრავებელი, ვგეტატიური რეგულაციის ცენტრების, ასევე ქალა-ტვინის ბირთვების, უპირველეს ყოვლისა - ცთომილი) სტიმულირებაში.
იშემიური ინსულტის, დახურული ქალა-ტვინის ტრავმის მქონე ავადმყოფებისთვის ინსტენონის დანიშვნისას აღინიშნება პაციენტის დარღვეული ცნობიერების აღდგენა, ნევროლოგიური დარღვევების რეგრესია, ვეგეტატიური სფეროს აქტივაცია.
ფარმაკოკინეტიკა:
კვლევები ინსტენონის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების შესასწავლად ჩატარებული არ არის.
ჩვენებები:
- თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და ასაკობრივი ხასიათის დაავადებები;
- ტვინის სისხლით მომარაგების უკმარისობის ნარჩენი მოვლენები;
- ინსულტის შემდგომი მდგომარეობები;
- თავის ტვინის ფუნქციური დარღვევებით გამოწვეული თავბრუსხვევა.
მიღების წესი და დოზირება:
მწვავე ცერებრული იშემიისა და ჰიპოქსიის დროს: პრეპარატი ინიშნება ინტრავენურად წვეთოვანი ნელი ინფუზიის სახით დოზით 2 მლ (1 ამპ.) 5% 200 მლ გლუკოზის ან ფიზიოლოგიურ ხსნართან ერთად. მიღების ჯერადობა - 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 დღეს ან შეიძლება გაგრძელდეს კლინიკურ გაუმჯობესებამდე. ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ინსტენონის პერორალური ფორმებით.
სხვა შემთხვევებში: პრეპარატი პარენტერალურად ინიშნება 1 ამპულა (2 მლ) კუნთებში ან წვეთოვანი ნელი ინფუზიის სახით დოზით 2 მლ (1 ამპ,) 5% 200 მლ გლუკოზის ხსნართან ერთად. მიღების ჯერადობა - 1-2-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი - 7-10 დღე.
ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ინსტენონის პერორალური ფორმებით.
ქრონიკული ცერებრული უკმარისობის დროს : პრეპარატი ინიშნება დოზით 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ან ინსტენონი ფორტეს 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა ინსტენონი ფორტეს 5 ტაბლეტამდე) 6 კვირის განმავლობაში. ტაბლეტის მიღება ხდება ჭამის დროს ან შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია: გარდამავალი ტაქიკარდია, ასევე სახის ჰიპერემია, უმნიშვნელო თავის ტკივილი (სწრაფი ინტრავენური შეყვანისას).
უკუჩვენებები:
*ქალასშიდა წნევის მომატება;
*თავის ტვინში სისხლჩაქცევა;
*მომატებული აგზნებადობა და კრუნჩხვითი სინდრომი;
*მგრძნობელობის მომატება პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
*საჭიროა სიფრთხილის დაცვა ათეროსკლეროზით გამოწვეული საძილე არტერიის სტენოზის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია:
უსაფრთხოების მიზნით ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინსტენონის მიღება საჭიროა ექიმის ინდივიდუალური დანიშნულების მიხედვით.
განსაკუთრებული მითითებები:
ზოგიერთ შემთხვევაში სწრაფი ინტრავენური შეყვანისას შეიძლება დაქვიეთდეს არტერიული წნევა, ამიტომ 1 ამპულის შეყვანის ხანგრძლივობა 3 წუთზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს.
მკურნალობის პერიოდში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებისას, რომელიც მოითხოვს ყურადღების გაძლიერებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება, შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, ტაქიკარდია, სახის ჰიპერემია. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა დოზის შემდგომი შემცირებით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- ინსტენონისა და აცეტილსალიცილის მჟავის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ამ უკანასკნელის ანტიაგრეგაციული მოქმედების გაძლიერება.
- ინსტენონისა და კოფეინის დიდი დოზით ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ინსტენონის სამკურნალო ეფექტის დაქვეითება (ინსტენონის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით ყავისა და ჩაის მიღება).
შენახვის პირობები:
ტაბლეტები ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
საინექციო ხსნარი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 2-8C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.