საერთაშორისო დასახელება:
ALLANTOIN, POVIDONE-IODINE
მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი
მოქმედი ნივთიერება: პოლივიდონ-იოდი+ალანტოინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისათვის:
ფლაკონში 50 მლ
1 მლ 1 ფლ.
პოლივიდონ-იოდი ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,85 მგ 4.3 გ
ალანტოინი ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,1 მგ 0.005 გ
სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის:
ფლაკონში 30 მლ
1 მლ 1 ფლ.
პოლივიდონ-იოდი ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, 85 მგ 2.55 გ
ალანტოინი ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,1 მგ 0.03 გ
დამხმარე ნივთიერებები:
Levomentolum; Acidum citricum; Natriicitras dihydricus; Ethanolum 96%; Propylenglycolum; Aqua purificata.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ძირითად მოქმედ ნივთიერებად გვევლინება პოლივიდონ იოდი. ეს არის ნივთიერება, რომელიც კანთან და ლორწოვანთან კონტაქტისას ანთავისუფლებს იოდს, რომელსაც გააჩნია მიკრობთა საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრი ბაქტერიების, სოკოების და ზოგიერთი ვირუსების მიმართ; ამიტომ იოქსი გვევლინება პირის ღრუსა და ყელის კარგ სადეზინფექციო საშუალებად. პრეპარატი ასევე შეიცავს ალანტოინს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენებები:
- პირის ღრუსა და ყელის დეზინფექცია ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს - ანგინა, ფარინგიტი, ტონზილოფარინგიტი, ტონზილიტი, გლოსიტი, აფტოზიტი.
- პირის ღრუსა და სასუნთქ გზებზე ქირურგიული ჩარევისას - ავადმყოფის ქირურგიული ჩარევისათვის მომზადებისას და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
- ქიმიოთერაპიის დროს წარმოშობილი ორალური ინფექციების მკურნალობისას.
- სტრეპტოკოკული ინფექციებისას ანტიბიოტიკებთან ერთად გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება.
- გრიპოზული მდგომარეობისას გამოიყენება პროდრომულ პერიოდში.
პრეპარატის გამოყენება ასაკით შემოსაზღვრულია.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვთა ასაკში 6 წლამდე, ხოლო სპრეი - 8 წლამდე.
ბავშვებშმა 6-დან 8 წლამდე პრეპარატი შეიძლება მიიღონ მხოლოდ უფროსის კონტროლით.
დოზირების რეჟიმი:
ხსნარის დამზადება გამოსავლებად:
მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ასაკის ზევით: ხსნარის გაზავების შემდეგ წყალთან შეფარდებით 1:20 - 1:40 (ე.ი. 2.5-5 მლ. დანაყოფებიანი თავსახურით მიღებისას ან 1/2-1 ჩაის კოვზი 100 მლ წყალში) გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელის არეში. სავლები ჩვეულებრივ გამოიყენება დღეში 2-4-ჯერ, მაქსიმუმ 6-ჯერ დღეში. გამოვლებას შორის მინიმალური ინტერვალი არის 4 საათი. პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
ხსნარი არ უნდა გადაყლაპოთ!
სპრეი:
მოზრდილები და ბავშვები 8 წლის ასაკის ზევით: ჩვეულებრივ მიიღება 2-4-ჯერ დღეში, აუცილებლობის შემთხვევებში უფრო ხშირად (4 საათის შემდეგ) 1-3 შესხურება მარჯვნივ და მარცხნივ ან უშუალოდ დაზიანებულ ადგილას. აპლიკაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არა უმეტეს 4 საათისა, დღის განმავლობაში პრეპარატი შეიძლება მივიღოთ მაქსიმუმ 6-ჯერ. პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. გამოფრქვეული ხსნარი არ შეისუნთქოთ და არ გადაყლაპოთ.
მოხსენით დამცავი თავსახური და გაუკეთეთ აპლიკატორი. აპლიკატორს დააჭირეთ 2-3-ჯერ, რომ ხსნარი მოხვდეს გამანაწილებელში და დაჭერის მომენტში იფრქვეოდეს. ამის შემდეგ აპლიკატორის მილი მოათავსეთ პირის ღრუში 2-3-სმ-ით, შეიკავეთ სუნთქვა და დააჭირეთ 2-ჯერ ისე, რომ ერთი შეფრქვევა მოხდეს მარჯვნივ, მეორე მარცხნივ.
აპლიკატორი გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ ირეცხება ცხელი წყლით.
გვერდითი მოვლენები:
- პრეპარატი იოქსი საერთოდ კარგად გადაიტანება. ზოგიერთ შემთხვევებში პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქცია იოდზე (ქავილი, ჰიპერემია, ჭინჭრის ციება), რაც მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.
- იშვიათად, უმეტესწილად ბავშვებში, აპლიკაციის ადგილას შეიგრძნობა ხანმოკლე წვის შეგრძნება ან პირის არეში სიმშრალის შეგრძნება. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იოდიზმის გამოვლინება (მეტალის გემო, ნერწყვ- დენის მომატება, თვალის ან ყელის შეშუპება), რომლის გამოვლინებისას უნდა შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება.
- ძალიან იშვიათ შემთხვევაში მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება გამოვლინდეს ანაფილაქსიური რეაქცია (ქოშინი, ტუჩების, თვალების, ხელისგულების ან სასქესო ორგანოების შეშუპება), ამ შემთხვევაში მომენტალურად უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები:
*პრეპარატი უკუნაჩვენებია ჰიპემგრძნობელობისას იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ.
*ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციისას;
*დეკომპენსირებული გულის უკმარისობისას;
*თირკმლის უკმარისობისას;
*უკუნაჩვენებია პრეპარატის მიღება 2 კვირით ადრე და შემდეგ რადიოაქტიური იოდით მკურნალობისას;
*მოქმედი ნივთიერება გადის პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს დედის რძეში, ამიტომ პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
*იოქსი სპრეი უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის 8 წლამდე. იოქსი ხსნარი უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის 6 წლამდე.
განსაკუთრებული მითითებანი:
- პრეპარატი არ გამოიყენება პერორალურად!
- იოქსისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღებისას რჩევა ჰკითხეთ მკურნალ ექიმს. თუ ექიმი გინიშნავთ რაიმე პრეპარატს, შეატყობინეთ, რომ იღებთ იოქს.
- მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ თუ დაავადების სიმპტომები არ შეიცვალა ან პირიქით გართულდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტირება პრეპარატის მიღების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
- არ არის სასურველი პრეპარატის შესუნთქვა! ამასთან დაკავშირებით ბავშვებს პრეპარატს უნიშნავენ მხოლოდ 8 წლის ასაკის ზევით, ესეც იმ შემთხვევაში თუ ბავშვი არ ეწინააღმდეგება უცხო სხეულს (აპლიკატორს) პირის ღრუში. ასევე თუ შეუძლია სუნთქვის შეკავება შეფრქვევის მომენტში.
- პერედოზირებისას ან თუ ბავშვმა პერორალურად მიიღო პრეპარატი აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
- პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალში.
- პრეპარატი შეიცავს 18,6% ალკოჰოლს და არ შეიცავს შაქარს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
იოქსისა და პირის ღრუსა და ყელის სხვა ადგილობრივი საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთქმედება.
არ შეიძლება ერთდროული გამოყენება იოქსისა და სხვა ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალებებისა, განსაკუთრებით ჟანგბადის ქვეჟანგის შემცველისა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: სპრეი - 3 წელი; ხსნარი- 4 წელი.