მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფოსფო-კალციუმის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30, 60 და 120 ც.
1 ტაბ.
კალცნუმი ......................... 250 მგ
ვიტამინი D3. ..................... 50 სე
თუთია ............................ 2 მგ
სპილენძი ....................... 0.5 მგ
მანგანუმი........................ 0.5 მგ
ბორი .............................. 50 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალურიცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, აკაცია, მალტოდექსტრინი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სოიოს პოლისაქარიდი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სილიკატი, სილიციუმის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, მინერალური ზეთი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს კალციუმის ციტრატსა და კარბონატს, ვიტამინ D3 მიკრო- და მაკროელემენტებს. არეგულირებს ფოსფო-კალციუმის ცვლას, ავსებს მიკროელემენტებისა და ვიტამინ D3 დეფიციტს. ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლების და სახსრების სისტემის გაძლიერებას.
ჩვენებები:
- სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა: ხანდაზმულ ადამიანებში. პირებში, რომლებსაც აწუხებთ რევმატიული, ენდოკრინული სისტემის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული და პროფესიული დაავადებები და სხვა.
- პირებში, რომლებიც ხანგრძლივად სარგებლობენ კორტიკოსტეროიდებითა და იმუნოდეპრესანტებით.
- მოზარდებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში კალციუმისა და მიკროელემენტების დეფიციტის შესავსებად.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებში - თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის დროს.
5-დან 12 წლამდე ბავშვებში - თითო ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები:
ვლინდება ძალიან იშვიათად დოზის გადაჭარბების ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.
ამ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს: ზომიერი გულისრევის შეგრძნება. მუცლის ტკივილი, ნაწლავების შებერილობა, ალერგიული რეაქციები, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.
უკუჩვენებები:
*მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები), თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ჰიპერკალციემია და ჰიპერკაციურია.
განსაკუთრებული მითითებები:
დოზა არ უნდა აჭარბებდეს ინსტრუქციაში მითითებულს, ვინაიდან კალციუმის ჭარბად მიღებამ შესაძლოა დათრგუნოს ნაწლავში რკინის, თუთიისა და სხვა აუცილებელი მინერალების შეწოვა.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ყაბზობა, ღებინება და გულისრევა. ჭარბი დოზის გამოვლინებები მოიცავს ჰიპერკალციემიასა და ჰიპერკალციურიას, რომელიც იწვეს კალციუმის დაგროვებას რბილ ქსოვილებში და გამოუსწორებელ ცვლილებებს თირკმლებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურზაე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.