ფარმაკოლოგიური თვისებები
წარმოადგენს ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებას. ხასიათდება ზომიერად გამოხატული ანტიდეპრესიული, ანტიმანიაკალური და ანალგეზიური მოქმედებით. უშაქრო დიაბეტის დროს ხელს უწყობს წყლის ბალანსის ნორმალიზებას.
ჩვენებები
- დიდი, ფოკალური და შერეული ფორმის (დიდი და ფოკალური ფორმების ჩათვლით) ეპილეფსიური გულყრები.
- ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს განვითარებული აბსტინენციის სინდრომის შემთხვევაში (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- მტკივნეული სინდრომები, ძირითადად ნეიროგენული გენეზის, მათ შორის: სამწვერა ნერვის ნევრალგია, ესენციური და გაფანტული სკლეროზის დროს, ესენციური გლოსოფარინგული ნევრალგია;
- მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა (მონო- ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში), ფსიქოზური ხასიათის დარღვევები (შიზოაფექტური დარღვევების ჩათვლით, რომლებიც რეზისტენტულია მკურნალობის მიმართ და კონტროლის დარღვევის სინდრომი, დაკავშირებული ლიმბური სისტემის დისფუნქციასთან) უშაქრო დიაბეტის დროს, დიაბეტური ნეიროპათიის შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს ტკივილები.
დოზირების რეჟიმი
- კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის ეფექტურობა და უსაფრთხოება გარანტირებულია იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოებს მათი პლაზმური მაჩვენებლების მონიტორინგი.
- კარბამაზეპინით მკურნალობა ინდივიდუალურია: რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება პრეპარატის დაბალი დოზებით მათი შემდგომი თანდათანობითი გაზრდით, რომელიც იძლევა ოპტიმალური სამკურნალო ეფექტის მიღწევის შესაძლებლობას.
- პაციენტის კლინიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, საჭიროა შემანარჩუნებელი დოზის თანდათან შემცირება მინიმალურ დოზამდე, რომელიც ხელს შეუწყობს მიღწეული ეფექტის შენარჩუნებას.
კარბამაზეპინს იღებენ ჭამის დროს.
ეპილეფსია
- ბავშვები 4-12 თვის ასაკში პრეპარატის დოზა შეადგენს 100-200 მგ დღეში; 2-3 წლის ასაკში - 200-300 მგ დღეში.
- მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 200 მგ-ს 1-2-ჯერ დღეში (400 მგ). აღნიშნულ ყოველდღიურ დოზას თანდათან ზრდიან კვირის განმავლობაში 200 მგ-მდე დღეში 3-4-ჯერ, სასურველი თერაპიული ეფექტის მიღწევამდე.
- 12-15 წლის ასაკის ბავშვებში მაქსიმალური დასაშვები დოზა შეადგენს 1000 მგ-ს დღეში, ხოლო მოზრდილებში და ბავშვებში 15 წლის ასაკის ზემოთ - 1200მგ/დღეში. ძალიან იშვიათ შემთხვევებში მოზრდილებს ენიშნებათ 1600 მგ/დღეში. მაქსიმალური ეფექტური შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 800-1200 მგ/დღეში. დოზები გამოიყენება დაყოფილი სახით.
- 6-12 წლის ასაკის ბავშვები: საწყისი რეკომენდებული დოზა - 100 მგ 2-ჯერ დღეში (200 მგ დღეში). შემდგომში დოზას თანდათან ზრდიან მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევამდე - 100 მგ 3-4-ჯერ, 1000 მგ-მდე/დღეში. ეფექტურ შემანარჩუნებელ დოზას ძირითადად შეადგენს 400-800 მგ/დღეში.
ეპილეფსიით დაავადებულ ავადმყოფთა მკურნალობის პროცესში კარბამაზეპინს იყენებენ ცალკე, ან კომბინაციაში სხვა კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად. ამ დროს კარბამაზეპინს იღებენ თანდათან მზარდ დოზებში, მაშინ როდესაც მეორე კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატის დოზები შენარჩუნებულია, ან თანდათან მცირდება.
სამწვერა ნერვის ნევრალგია: გლოსოფარინგული ნევროლოგია - საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ-ს 2-ჯერ დღეში (200 მგ/დღეში). ყოველდღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მგ-მდე დღეში (200 მგ ყოველ 12 სთ-ში), ტკივილების სრულ გაქრობამდე. მაქსიმალური დასაშვები ყოველდღიური დოზა შეადგენს 1200 მგ-ს. ტკივილის კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ შემანარჩუნებელი დოზის საშუალებით - 400-800 მგ/დღეში (იშვიათად 200 მგ/დღეში).
დიაბეტური ნეიროპათიის დროს ტკივილები: საშუალო ყოველდღიური დოზა შეადგენს 200 მგ 3-ჯერ დღეში, იშვიათ შემთხვევებში 3400 მგ-მდე 3-ჯერ დღეში.
გულყრები გაფანტული სკლეროზის დროს:
საშუალო დღიური დოზა შეადგენს 200 მგ 2-4-ჯერ დღეში.
ფსიქოზები:
დასაწყისში ინიშნება 1200 მგ/დღეში. შემანარჩუნებელ დოზას შეადგენს 200 მგ 3-ჯერ დღეში. შიზოფრენიის მწვავე ფორმით დაავადებულ ავადმყოფებში, რეკომენდებულია კარბამაზეპინის კომბინაცია ნეიროლეფსიურ პრეპარატებთან, ხოლო მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის დროს, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების დაცვით, შესაძლებელია კარბამაზეპინის დანიშვნა ლითიუმთან ერთად.
აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს: კარბამაზეპინის საშუალო დოზა შეადგენს 200 მგ 3-ჯერ დღეში. მწვავე შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მგ-მდე 3-ჯერ დღეში. ამ დროს შესაძლებელია კარბამაზეპინის კომბინაცია სედატიურ-საძილე საშუალებებთან (ქლორმეთიაზოლი, ქლორდიაზეპოქსიდი). მწვავე სტადიის ჩამთავრების შემდეგ კარბამაზეპინი ინიშნება მონოთერაპიის სახით.
უშაქრო დიაბეტი: კარბამაზეპინის საშუალო დოზა მოზრდილებში შეადგენს 200 მგ 3-ჯერ დღეში. ბავშვებში დოზის კორექცია წარმოებს ასაკის და წონის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ძილიანობა, ატაქსია, აკომოდაციის დარღვევა; იშვიათად - ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰეპატიტი, ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით, დერმატიტი, შეშუპებები, ლიმფადენოპათია, ინტერსტიციული ნეფრიტი, გალაქტორეა, არტერიული ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია, გინეკომასტია.
უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა კარბამაზეპინის ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტების (ამიტრიპტილინი, დეზიპრამინი, იმიპრამინი, პროტრიპტილინი, ნორტრიპტილინი და სხვა) მიმართ;
* ღვიძლის, თირკმელებისა და გულის ფუნქციის დარღვევა, ნატრიუმის ცვლის მოშლა, გლაუკომა, პროსტატიტი.
* ძვლის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დაავადებები;
* გულის გამტარებლობის დარღევა, მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება (მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა შეწყდეს არა ნაკლებ 14 დღით ადრე, კარბამაზეპინით მკურნალობის დაწყებამდე).
განსაკუთრებული მითითებები
♦ კარბამაზეპინს არ იყენებენ ჩვეულებრივი ტკივილის მოსახსნელად.
♦ ატიპიური და მცირე ეპილეფსიური გულყრების და მიოკლონუსის დროს, ისევე როგორც პროფილაქტიკის მიზნით სამწვერა ნერვის ნევრალოგიის რემისიის პერიოდში.
♦ განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატს იღებენ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
♦ კარბამაზეპინით მკურნალობისას არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- რამოდენიმე ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატის კომბინირებული გამოყენება ამცირებს თითოეული მათგანის მოქმედების ეფექტს (მაგ. ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი).
- ფენიტოინის, ვარფარინის, დოქსიციკლინის და თეოფილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად მცირდება კარბამაზეპინთან მათი ერთდროული დანიშნით.
- კარბამაზეპინის კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან, იზონიაზიდთან, დექსტროპროპოქსიფენთან მისი კომბინაციის დროს.
- არ შეიძლება კარბამაზეპინის კომბინირება ნიროფურანებთან (მაგ. ფურაზოლიდონთან).