მწარმოებელი: ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი. საქართველო.

აქტიური ნივთიერება:

პაპაინი, რომელსაც ტროპიკული მცენარე პაპაიასგან ღებულობენ. პაპაიას (Carica papaya) სამშობლო ცენტრალური ამერიკაა. პაპაია მდიდარია ფერმენტებით, ვიტამინებითა და მონერალებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმენტი - პაპაინი, რომელსაც პროტეოლიზური აქტივობა აქვს.

პაპაიას რძისებრი წვენის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ცისტეინური პროტეინაზები: საკუთრივ პაპაინი, ქიმოპაპაინი A, ქიმოპაპაინი B, პეპტიდაზა A და პეპტიდაზა B.

პაპაინი გამოიყენება:

ნევროლოგიაში, ნეიროქირურგიაში, რევმატოლოგიაში, კომბუსტოლოგიაში, ქირურგიაში, ტრავმატოლოგია - ორთოპედიაში, ოფთალმოლოგიასა და სტომატოლოგიაში.

პრეპარატ კარიპაზიმზე კვლევები ჩატარებულია ბურდენკოს სახ. ნეიროქირურგიის სასწავლო - კვლევით ინსტიტუტში, პრიოროვის სახ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტში, ნოვოკუზნევკის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ოფთალმოლოგიის კათედრაზე, თბილისი I საავადმყოფოს ტრავმატოლოგია - ორთოპედიულ კლინიკაში ”სინთეზი”, კონიაშვილის სახელობის თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სასწავლო კვლევით ინსტიტუტში, თბილისის სამედიცინო აკადემიის სტომატოლოგიის კათედრაზე, თბილისის თერმულ დაზიანებათა და დამწვრობის ცენტრში.

ჩვენება:

- ხერხემლის ოსტეოქონდროზი;

- მალთაშუა ხრტილების (დისკოების) თიაქარი (მათ შორის კისრის მალების, რაც იწვევს ვერთებრო - ბაზილარულ უკმარისობას);

- დისკოგენური რადიკულიტი;

- შმორლის თიაქარი;

- ცერებრალური (მათ შორის ოპტოხიაზმური და სპინალური არაქნოიდიტები);

- სახის ნერვის ნევრიტი;

- მსხვილი სახსრების ართროზი - ართრიტები;

- მხარისა და ბეჭის პერიართრიტი;

- თითების პოსტტრავმული კონტრაქტურები (დიუპიუტრენის)

- III ხარისხის დამწვრობა;

შერჩევითად მოქმედებს ნეკროზულ ქსოვილებზე, იწვევს ფუფხის მოცილების დაჩქარებას, ქსოვილებში ტემპერატურის მომატებას, მათ გამოშრობას და უსისხლო, უმტკივნეულო გაწოვას აქტიური ქირურგიული ჩარევის გარეშე.

- ჭრილობები (ძნელად შეხორცებადი, ჩირქოვანი), ტროპიკული წყლულები. კელოიდური ნაწიბურები;

იწვევს გრანულაციური ქსოვილის გათავისუფლებას ჩირქოვან-ნეკროზული ნარჩენებისაგან. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

სახსრების ანთების გავრცელებულ გართულებად ითვლება ქრონიკული ართრიტი, რომელსაც თან ახლავს ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. ინფექციურ-ანთებითი პროცესების შედეგად ვითარდება კონტრაქტურები, რომლებიც იწვევენ დეგენერაციულ ცვლილებებს და შეხორცებების ჩამოყალიბებას სახსრის შიგნით და მოძრაობის მკვეთრად შეზღუდვას.  მტევნის აპონევროზის და კანქვეშა უჯრედისის დეგენერაციულ ცვლილებებს მივყავართ დაქვეითებამდე (კონტრ. დიუპიუტრენის);

კარიპაზიმით მკურნალობა იძლევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და მოძრაობის აღდგენას სახსარში.

გამოყენების წესი და დოზები:

დამწვრობებზე და ინფიცირებულ ჭრილობებზე კარიპაზიმს 0,5%, 1% და 2% ხსნარების სახით იყენებენ ფუფხის სისქის შესაბამისად, ხსნარები მზადდება ხმარების წინ, 0,5-იანი ნოვიკაინის ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარებზე. პრეპარატის ხსნარით გაჟღენთილ საფენს ადებენ დამწვრობის ზედაპირზე და ტენგაუმტარ ნახვევს აფარებენ ერთდროულად სხეულის ზედაპირის 30% ამუშავებენ. ნახვევს უცვლიან ერთხელ დღეში ან ერთხელ ორ დღეღამეში, ამასთან აშორებენ დანეკროზებულ ქსოვილებს. მკურნალობის კურსი 4-დან 12 დღემდეა.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიის, კელოიდური ნაწიბურების, ნევრიტების და ა.შ, დროს კარიპაზიმი ელექტროფორეზული მეთოდით შეჰყავთ.

პრეპარატის გამოყენება სტაციონარულ და ამბოლატორულ პირობებშიცაა დასაშვები.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, რომელიც ქავილითა და ტემპერატურის მომატებით გამოიხატება.

უკუჩვენებები:

დაუშვენელია კარიპაზიმის კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში შეყვანა; არ შეიძლება კარიპაზიმის გამოყენება მწვავე ანთების პირობებში, აგრეთვე დისკოს თიაქრის სეკვესტრაციისა და ხერხემლის არხისკენ სეკვესტრის გადაადგილების შემთხვევაში (ფორამენალური მდებარეობა).

გამოშვების ფორმა:

კარიპაზიმი დაფასოებულია ფლაკონებში, 100მგ თითოეულში 350 პროტეოლიზური ერთეული. სტერილური.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას +2 +8ºC-მდე ტემპერატურაზე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია