საერთაშორისო დასახელება:
AZAPENTACENE
მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კატარაქტის სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 0.015%: ფლაკონ-საწვეთურში ჩასახრახნი თავსახურით 15 მლ.
1 მლ
ნატრიუმის დიჰიდროაზაპენტაცენის პოლისულფონატი ............0.15 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბორის მჟავა, ნატრიუმის ბორატი, კალიუმის ქლორიდი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, თიომერსალი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კატაქსოლი - ოფთალმოლოგიური პრეპარატია, რომელიც გამოიყენება კატარაქტის სამკურნალოდ.
აზაპენტაცენი ბროლის სულფიდრულ ჯგუფებს იცავს ჟანგვისაგან და ხელს უწყობს ბროლის გაუმჭვირვალე ცილების გაწოვას. მააქტივირებელ ზეგავლენას ახდენს პროტეოლიზურ ფერმენტებზე, რომლებსაც შეიცავს თვალის წინა კამერის წყალწყალა ნამი. პრეპარატის გამოყენება შეიძლება, როგორც პროგრესირებადი კატარაქტის საპროფილაქტიკო საშუალება და გაუმჭვირვალე პროტეინების გამხსნელი ნივთიერება.
ჩვენებები:
- მოხუცებულთა კატარაქტა;
- თანდაყოლილი კატარაქტა;
- ტრავმული კატარაქტა;
- მეორადი კატარაქტა.
მიღების წესი და დოზირება:
განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
- კატაქსოლის ჩაწვეთება ხდება დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთის ოდენობით 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია ქუთუთოების დახუჭვა და ცხვირსაცრემლე სადინარზე ხელის დაჭერა, რაც ამცირებს სამკურნალო პრეპარატის სისტემურ აბსორბციას. შედეგად, მცირდება მისი გვერდითი ეფექტები, მდგომარეობის სწრაფი და გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი მკურნალობის შეწყვეტა რეკომენდებული არ არის.
აუცილებელი ხანგრძლივი მკურნალობა.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში ჩვენებების მიხედვით გამოყენებისას, გვერდითი მოქმედება არ გამოვლენილა.
უკუჩვენებები:
* ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
კატაქსოლის თვალის წვეთების გამოყენება ორსული და მეძუძური ქალებისათვის შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს ნაყოფისა და ბავშვისათვის.
* მკურნალობის დროს ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები:
* პაციენტებმა, რომლებიც სარგებლობენ კონტაქტური ლინზებით კატაქსოლი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ლინზების ამოღების შემდეგ და მათი ჩასმა შეუძლიათ პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15 წუთში.
* იკრძალება საწვეთურის წვერსა და ზედაპირზე შეხება, ვინაიდან ამან შეიძლება ხსნარი დააბინძუროს.
* ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონი უნდა დაიხუროს. პიპეტის წვერით თვალთან შეხება არ შეიძლება.
გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვების სამკურნალოდ კატაქსოლის გამოყენება შეიძლება ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: კატაქსოლის გამოყენების შემდეგ პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა, ამიტომ რეკომენდებული არ არის პრეპარატის ჩაწვეთებისთანავე ავტოტრანსპორტის მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან რაიმე სხვა მოწყობილობასთან მუშაობა, რომლებიც საჭიროებს მხედველობის სიმახვილეს პრეპარატის ჩაწვეთებისთანავე.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის გადაჭარბებული დოზირებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
შემთხვევითი გადაჭარბებული დოზირებისას, აუცილებელია თვალების წყლით ამობანვა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კატაქსოლის ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 28 დღის განმავლობაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.