საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, აშშ

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები: საწვეთურიანი ფლაკონი 5 მლ

1 მლ

ნატრიუმის დიკლოფენაკი .........  1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

თიომერსალი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის ბორატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კლოდიფენის თვალის წვეთები შეიცავს დიკლოფენაკ ნატრიუმის - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება გააჩნია.

დიკლოფენაკის მოქმედების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს გავლენა არაქიდონის მჟავას ცვლაზე და პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ანთებისა და ტკივლის პათოგენეზში. ადგილობრივი გამოყენებისას იგი ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს არაინფექციური ეტიოლოგიის ანთებითი პროცესების დროს.

ჩვენებები:

  • მიოზის ინჰიბირება კატარაქტის გამო ჩატარებული ოპერაციის დროს;
  • ანთებითი პროცესები კატარაქტის გამო ოპერაციისა და თვალის კაკალზე სხვა ქირურგიული ჩარევების შემდეგ;
  • ცისტოიდური მაკულური შეშუპების პროფილაქტიკა ოპერაციამდე და მის შემდეგ, რომელიც დაკავშირებულია ბროლის ამოღებასთან და ხელოვნური ინტრაოკულური ლინზის იმპლანტაციასთან;
  • თვალის წინა კამერის არაინფექციური ბუნების ანთებითი პროცესები (ქრონიკული არაინფექციური კონიუნქტივიტი);
  • პოსტტრავმული ანთებითი პროცესები თვალის კაკლის გამჭოლი და არაგამჭოლი ჭრილობების დროს (როგორც დამატება ადგილობრივი ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიასთან).

მიღების წესი და დოზირება:

ოპერაციის წინ მიოზის განვითარების პროფილაქტიკისათვის: 1 წვეთი კლოდიფენი 5-ჯერ 3 საათის განმავლობაში.

ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა ოპერაცის შემდგომ პერიოდში: 1 წვეთი 3-ჯერ ოპერაციის დასრულებისთანავე, შემდეგ 1 წვეთი 3-5-ჯერ დღეში მკურნალობისათვის საჭირო დროის განმავლობაში.

სხვა ჩვენებები: 1 წვეთი 4-5-ჯერ დღეში მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით; ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება მხოლოდ ჩვენებათა საგულდაგულოდ შემოწმებისა და ოფთალმოლოგიურ გამოკვლევის შემდეგ შეიძლება. როგორც წესი, თვალის წვეთები კლოდიფენი რამდენიმე კვირაზე ხანგრძლივად არ გამოიყენება. ხანგრძლივი გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით შეიძლება.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში შემდეგი არასასურველი ეფექტები აღინიშნება: მსუბუქი წვა და/ან მხედველობის სიმახვილის დროებითი დაქვეითება უშუალოდ ჩაწვეთების შემდეგ, ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის დიკლოფენაკზე.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკ ნატრიუმის მიმართ.

* როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმეგდო საშუალებები, კლოდიფენი თვალის წვეთები უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებშიც აცეტილსალიცილის მჟავა და ციკლოოქსიგენაზის სხვა ინჰიბიტორები, მათ შორის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ახდენენ ბრონქული ასთმის შეტევების განვითარების, ურტიკარული გამონაყარის ან მწვავე რინიტის გამოვლინების პროვოცირებას.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის დროს ნატრიუმის დიკლოფენაკის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს, მისი გამოყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები:

* კლოდიფენის თვალის წვეთების გამოყენებამდე აუცილებელია საკონტაქტო ლინზების მოხსნა და მათი ხელახლა გაკეთება მხოლოდ 30 წუთის გასვლის შემდეგ.

* ინფექციის არსებობის ან მისი განვითარების შესაძლებლობის შემთხვევაში იმავდროულად უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა (მაგალითად, ანტიბიოტიკები).

* კლოდიფენის თვალის წვეთების ინსტილაციის შემდეგ, მხედველობის სიმახვილე შესაძლოა დროებით დაქვეითდეს, ამიტომ მანქანის ტარება ან მექანიზმებთან მუშაობა 10-15 წუთის განმავლობაში კლოდიფენის თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

საჭიროების შემთხვევაში, კლინიკური ჩვენებების არსებობისას, შეიძლება კლოდიფენის თვალის წვეთების კომბინირება გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველ თვალის წვეთებთან. ამ დროს აპლიკაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არა ნაკლები 5 წუთისა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ფლაკონის გახსნიდან პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია