საერთაშორისო დასახელება:

COCARBOXYLASE

მწარმოებელი: Pharmaceutical Compani JELFA S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილების  მეტაბოლიზმის, ენერგოუზრუნველყოფის გამაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შემამცირებელი პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის დასამზადებლად:

ამპულაში, შეფუთვაში 3 და 5 ც. გამხსნელთან (ამპულაში 2 მლ) კომპლექტში

1 ამპ.

კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდი ..........  50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კოკარბოქსილაზა წარმოადგენს კოფერმენტს, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება თიამინიდან.

მას გააჩნია მარეგულირებელი ზემოქმედება ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებზე ძირითადად ცვლის პროცესებზე. იგი მონაწილეობას იღებს ცვლის პროცესებში კოენზიმის სახით; განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლების ცვლაში, კერძოდ, კეტომჟავების ჟანგვით დეკაბორქისილირებაში (პიროყურძნის, ალფა-კეტოგლუტარის და სხვა), ასევე გლუკოზის პენტოზოფოსფატურ დაშლაში. პრეპარატი იწვევს ორგანიზმში რძის და პიროყურძნის მჟავების კონცენტრაციის შემცირებას, აუმჯობესებს გლუკოზის ათვისებას. იგი იწვევს ნერვული ქსოვილის ტროფიკის გაუმჯობესებას, ხელს უწყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ნორმალიზაციას.

ჩვენებები:

  • დიაბეტური აციდოზი;
  • ფილტვ-გულის უკმარისობის დროს სუნთქვითი აციდოზი;
  • დიაბეტური და ღვიძლის კომა;
  • ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა;
  • გულის იშემიური დაავადება, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა;
  • პერიფერიული ნევრიტები;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
  • სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვენ ნახშირწყლების ცვლის პროცესის გაუმჯობესებას.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში, იშვიათად - კანქვეშ, ან ინტრავენურად.

დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 50-100 მგ-ს ერთხელ დღეში. თუ საჭიროა შესაძლებელია აღნიშნული დოზის განმეორებითი შეყვანა.

დოზა ბავშვებისათვის - 25-50 მგ ერთხელ დღეში (ასაკის შესაბამისად).

მკურნალობის კურსი შეადგენს 15-30 დღეს.

შაქრიანი დიაბეტის დროს (აციდოზი, კომა) დღეღამური დოზა შეადგენს 100 მგ-ს -1 გ-ს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

* კოკარბოქსილაზა აძლიერებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტონურ მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია