საერთაშორისო დასახელება:

AMPICILLIN; SULBACTAM

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ამპიცილინი+სულბაქტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პენიცილინის ჯგუფის ინჰიბიტორ-დაცული ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი ი/მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონი, გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ამპიცილინი .........................           250 მგ

სულბაქტამი .............................       125 მგ

გამხსნელი: 0.5% ლიდოკაინი 0.8 მლ

ფხვნლი ი/ვ ი/მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონი გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ამპიცილინი ..................................250 მგ

სულბაქტამი ..................................125 მგ

გამხსნელი: საინექციო წყალი 0.8 მლ

ფხვნილი ი/მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონი, გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ამპიცილინი ...........................         500 მგ

სულბაქტამი ...........................         250 მგ

გამხსნელი: 0.5% ლიდოკაინი 1.6 მლ

ფხვნილი ი/ვ/ ი/მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონი, გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ამპიცილინი ..............................      500 მგ

სულბაქტამი ..............................      250 მგ

გამხსნელი/ საინექციო წყალი 1.6 მლ

ფხვნილი ი/მ/ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონი, გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ამპიცილინი .............................       1000 მგ

სულბქატამი .....................................500 მგ

გამხსნელი: 0.5% ლიდოკაინი 3.2 მლ

ფხვნილი ი/ვ/ ი/მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონი, გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ამპიცილინი ................................    1000 მგ

სულბაქტამი .....................................500 მგ

გამხსნელი: საინექციო წყალი 3.2 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პენიცილინის წარმოებულ სულბაქტამ ნატრიუმს გააჩნია ნატრიუმის პენიცილინატის სულფონის ქიმიური დასახელება.

In vitro კვლევებით დადასტურებულ იქნა, რომ სულბაქტამი წარმოადგენს უმრავლესი ბეტალაქტამაზების ძირითად შეუქცევად ინჰიბიტორს, რომლებიც ვითარდებიან პენიცილინის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების მიერ. იგი მნიშვნელოვან ანტიბაქტერიულ აქტივობას ავლენს მხოლოდ Neisseriaceae, Acinetobacter cacloaceticus, Bacteroides spp, Branhamella catarrhalis და Pseudomonas  cepacia-ს მიმართ. სულბაქტამ ნატრიუმის უნარი თავიდან აიცილოს პენიცილინების და ცეფალოსპორინების მყარი მიკროორგანიზმების დაშლა დადგენილი იქნა მთელი რიგი რეზისტენტული უჯრედების გამოყენებით. სულბაქტამ ნატრიუმს პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ გააჩნია სინერგიული მოქმედება. სულბაქტამი უკავშირდება აგრეთვე ზოგიერთ პენიცილინ შემაკავშირებელ ცილებს, რის გამოც ზოგიერთი მგრძნობიარე შტამები შედარებით მგრძნობიარენი არიან კომბინაციის ვიდრე ერთი რომელიმე ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის მიმართ.

პრეპარატის ბაქტერიციდულ კომპონენტს წარმოადგენს ამპიცილინი-ამინოპენიცილინი, მიკროორგანიზმებზე მოქმედებს უჯრედის კედლის მუკოპეპტიდის ბიოსინთეზის დათრგუნვის გზით. პრეპარატი აქტიურია ფართო სპექტრის გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, Staphilococcus aureus და Epidermidis-ის (მათ შორის პენიცილინრეზისტენტულები და მეთიცილინრეზისტენტული შტამები) ჩათვლით. Staphilococcus pneumoniae, Staphilococcus faecalis და სხვა სტრეპტოკოკები, Haemophilus influenzae და parainfluenzae (ბეტალაქტამაზების მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები) Branhamella catarrhalis -ის ანაერობები, მათ შორის Bacteroides fragilis და მასთან ახლოს მდგომი სხვა სახეობები; Escherichia coli, Klebsiella spp., Proteus spp. Enterobacter spp., Neisseria gonorrhoeae.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში. აღწევს უმნიშვნელო რაოდენობით ცერებროსპინალურ სითხეში თავის ტვინის გარსის ანთების დროს. ორივე პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს. ამპიცილინ/სულბაქტამის დიდი ნაწილი გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად.

ჩვენებები:

კომბიციდი კუნთებში ან ვენაში ინექციის სახით გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
  • საშარდე გზების ინფექციები;
  • მუცლის ღრუს ინფექციები, მათ შორის პერიტონიტი;
  • კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • გინეკოლოგიური ინფექციები;
  • ძვლისა და სახსრების ინფექციები;
  • ნაწლავური ინფექციები;
  • ბაქტერიული სეპტიცემია;
  • გონოკოკური ინფექციები.
  • იგი ასევე გამოიყენება პერიოპერაციულად პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების ქირურგიული ოპერაცია, რათა თავიდან ავიცილოთ პოსტოპერაციული ინფექციები.
  • პრეპარატის გამოყენება ასევე შესაძლებელია პროფილაქტიკის მიზნით ორსულობის შეწყვეტის და/ან საკეისრო კვეთის დროს სეფსისის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით ინექციის სახით ინიშნება 1.5-3 გ ყოველ 6-8 სთ-ში, კუნთში ან ვენაში, ინფექციის სიმძიმის მიხედვით.

მსუბუქი ინფექციის დროს ინიშნება 12 სთ-ში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 12 გ.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 5-12 დღე.

ბავშვებში ინიშნება 150 მგ/კგ-ზე ყოველ 6-8 სთ-ში,

ახალშობილებში და დღენაკლულებში ინიშნება 75 მგ/კგ-ზე 12 სთ-იანი ინტერვალით.

არაგართულებული გონორეის დროს ინიშნება 2.25 გ ერთჯერადად.

პრე- და პოსტოპერაციული პროფილაქტიკისთვის ინიშნება 1.5-3 გ პერიოპერაციულად.

  • თირკმელების გამოხატული უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი

გვერდითი მოვლენები:

ტკივილი ადგილობრივად კუნთებში ინექციისას და ინტრავენური შეყვანისას.

სისტემური რეაქციები - დიარეა, კანზე გამონაყარი.

იშვიათად ანემია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია და ლეიკოპენია. აღნიშნული ცვლილებები შექცევადია და ქრება პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტისთანავე.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგ ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია ყველა სახის პენიცილინის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრთხილით ინიშნება ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილ პირებში. ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით საჭიროა მიღებათაშორის ინტერვალის გაზრდა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- პოდაგრით შეპყრობილ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ალოპურინოლს ამპიცილინი/სულბაქტამის გამოყენებისას იზრდება კანის რეაქციების განვითარების რისკი.

- პრობენეციდისა და ამპიცილინი/სულბაქტამის ერთდროული გამოყენება შრატში იწვევს ამპიცილინი/სულბაქტამის დონის მომატებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში  თირკმელების მილაკოვანი სეკრეციის დათრგუნვით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია