მწარმოებელი: P.P.E. “GEMI”, პოლონეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატი კერატოლიზური მოქმედებით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო: პლასტიკურ კოლოფში 10 გ
10 გ
სალცილის მჟავა ....................... 5 გ
ძიძოს თვითწებადი სალბუნი.......... 5 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გარეგანი მოხმარების პრეპარატს გააჩნია კერატოლიზური და კერატოპლასტიური მოქმედება.
მცენარე ძიძოს შემცველი დასაკრავი ლენტის წყალობით, რომელიც შეიცავს კუმარინს, გააჩნია დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხოლო სალიცილის მჟავას - კანის გარქოვანებული ფენის მოცილების უნარი.
ჩვენებები:
- კოჟრები და დაკოჟრვა.
მიღების წესი და დოზირება:
უნდა დაიორთქლოს ტერფები და საგულდაგულოდ გამშრალდეს. კოჟრზე იდება მალამოს თხელი ფენა, რომელზეც დაეკვრება ლენტი. უნდა განმეორდეს რამდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ კი მოცილებულ იქნას კოჟრი.
გვერდითი მოვლენები:
არ აღინიშნება.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში, შემავალი კომპონენტების მიმართ.
* კანის მწვავე ანთებითი დაავადებები.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენებამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
ჭარბი დოზირება:
არ არის აღწერილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება გრილ, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.