საერთაშორისო დასახელება:
AMIODARONE
მწარმოებელი: SANOFI AVENTIS
მოქმედი ნივთიერება: ამიოდარონი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიარითმიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ამიოდარონის ჰიდროქლორდი ............. 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოლივიდონი K90F, სილიციუმის უწყლო კოლოიდური ორჟანგი, მაგნიუმის სტეარატი.
საინექციო ხსნარი: ამპულაში 3 მლ., შეფუთვაში 6 ც.
1 მლ 1 ამპ.
ამიოდარონის ჰიდროქლორიდი ..............50 მგ 150 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზილის სპირტი, პოლისორბატი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიარითმიული თვისებები:
- კორდარონი აბლოკირებს კალიუმის არხებს, ახანგრძლივებს რეპოლარიზაციის ფაზას და აქედან გამომდინარე ხელს უწყობს გულის კუნთის მოქმედების პოტენციალის მე-3 ფაზის პროლონგირებას (ანტიარითმიული საშუალებების III ჯგუფი vaughsn Williams-ის კლასიფიკაციის მიხედვით); მოქმედების პოტენციური პროლონგირება გავლენას არ ახდენს გულის მუშაობის რითმზე;
- იგი ამცირებს სინუსურ ავტომატიზმს ბრადიკარდიამდე, რომელიც შედარებით რეზისტენტულია ატროპინის მიმართ;
- ხასიათდება პარციული ალფა- და ბეტამაბლოკირებელი თვისებებით;
- ანელებს სინოატრიულ, წინაგულოვან და ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას, რომელიც უფრო მკვეთრადაა გამოხატული გულის ხშირი რითმის დროს. არ ცვლის პარკუჭთაშიდა გამტარებლობას;
- ზრდის რეფრაქტერულ პერიოდს და ამცირებს მიოკარდის აგზნებას წინაგულოვან, ატრიოვენტრიკულურ და პარკუჭოვან დონეზე;
- აფერხებს გამტარებლობას და ახანგრძლივებს რეფრაქტერულ პერიოდს წინაგულოვან-პარკუჭოვან გზებში.
ანტიიშემიური თვისებები:
- იწვევს სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდგეობის და გულის რითმის ზომიერად დაქვეითებას, რაც ამცირებს მის მოთხოვნილებას ჟანგბადის მიმართ;
- ხასიათდება პარციული ალფა- და ბეტა-მაბლოკირებელი მოქმედებით;
- კორონარულ არტერიებზე პირდაპირი ზემოქმედებით აძლიერებს კორონარული სისხლმიმოქცევის პროცესს;
- აორტაში წნევის შემცირების და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითების გზით ხელს უწყობს გულის სისტოლური მოცულობის სტაბილიზაციას.
სხვა ეფექტები
- არსებითი უარყოფითი ინოტროპული ეფექტი არ ახასიათებს.
ფარმაკოკინეტიკა:
კორდარონი პერორალურად მიღებისას ნელა და სხვადასხვა ხარისხით შეიწოვება.
იგი ხასიათდება სხვადასხვა ადგილებში დაგროვების დიდი უნარით (ცხიმოვანი ქსოვილი, მაღალ პერფუზირებული ორგანოები, ისეთები, როგორიცაა: ღვიძლი, ფილტვები და ელენთა). სხვადასხვა ავადმყოფებში პერორალური ამიოდარონის ბიოშეღწევადობა მერყეობს 30-დან 80%-ის ფარგლებში (საშუალო მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 50%-ს).
სისხლის პლაზმაში ამიოდარონის მაქსიმალური კონცენტრაციები აღინიშნება 3-7 სთ-ის შემდეგ მისი ერთჯერადი დოზით მიღებისას.
სამკურნალო ეფექტი ძირთადად ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ (რამდენიმე დღიდან ორ კვირამდე).
პრეპარატი ხასიათდება ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდით (20-100 დღე).
მკურნალობის პირველ დღეებში პრეპარატი გროვდება თითქმის ყველა ქსოვილებში, განსაკუთრებით - ცხიმოვან ქსოვილში.
ელიმინაცია იწყება რამოდენიმე დღის შემდეგ და ავადმყოფთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით სისხლის პლაზმაში პრეპარატის სტაბილური კონცენტრაციები აღინიშნება ერთიდან - რამოდენიმე თვის განმავლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამკურნალო ეფექტის მისაღწევად, კორდარონის ქსოვილებში დაგროვების მიზნით საჭიროა მიღებულ იქნას პრეპარატის საწყისი (დარტყმითი) დოზები.
ჩვენებები:
- ვენტრიკულური ტაქიკარდიის მკურნალობა:
წინაგულოვანი არითმია პარკუჭოვანი ტაქიკარდიით, WPW-სინდრომით გამოწვეული ტაქიკარდია, სინუსური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლიები.
მიღების წესი და დოზირება:
- მოზრდილებს პრეპარატი ენიშნებათ დარტყმით დოზებში 600-დან 100 მგ-მდე 8-10 დღის განმავლობაში.
მინიმალურ ეფექტურ თერაპიულ დოზას შეადგენს 100 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში.
- რადგან კორდარონი ხასიათდება ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდით, მისი მიღება შეიძლება ყოველ მეორე დღეს 200 მგ-იანი დოზით (ხოლო ყოველდღე 100 მგ-იანი დოზით). აგრეთვე შესაძლებელია კვირაში 2 დღიანი შესვენება.
ვენაში ინფუზია
საწყისი დოზა: პრეპარატი შეჰყავთ ძირითადად 5 მგ/კგ-იანი დოზით გლუკოზის 250 მლ 5% ხსნართან ერთად, 20 წთ-იდან 2 სთ-ის განმავლობაში, შესაძლებელია ინფუზიის განმეორება 2-3-ჯერ 24 სთ-ის განმავლობაში. ინფუზიის სისწრაფის კორექცია ხდება მიღებული შედეგიდან გამომდინარე.
მკურნალობის ეფექტი აღინიშნება ინფუზიიდან რამდენიმე წუთში და ქრება თანდათან.
შემანარჩუნებელი მკურნალობა: 10-20 მგ/კგ დღეში (საშუალოდ 600-800 მგ/დღეში და 1200 მგ/მდე დღეში) გლუკოზის 250 მლ 5%-იან ხსნართან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში).
ინფუზიის პირველი დღიდანვე საჭიროა პრეპარატის პერორალურ მიღებაზე თანდათან გადასვლა.
ვენაში ინექციის დროს პრეპარატი 5 მგ/კგ შეჰყავთ 3 წუთის განმავლობაში. ერთ შპრიცში კორდარონისა და სხვა პრეპარატების შერევა ნებადართული არ არის.
გვერდითი მოვლენები:
- მკურნალობის პროცესში ადგილი აქვს სხვადასხვა სახის არასასურველ რეაქციებს, რომლებიც დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე, ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება შედარებით დაბალ დოზებში;
- ზოგიერთ ავადმყოფებში ადგილი აქვს ბრადიკარდიის განვითარებას (55 დარტყმა წთ-ში);
- კანის მგრძნობელობის მომატება და პიგმენტაცია;
- იშვიათად - გულისრევა, ღებინება, დიარეა, გემოვნების შესუსტება ან დაკარგვა;
- ნევროლოგიური დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფებში - ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, კუნთებში სისუსტის შეგრძნება.
უკუჩვენებები:
* სინუსური ბრადიკარდია და სინოატრიული ბლოკი;
* სინუსური უკმარისობის სინდრომი, რითმის მატარებლით კორექციის შემთხვევების გარდა (სინუსური კვანძის გაჩერების საშიშროება);
* ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, II და III ხარისხის ბლოკადა, რომელიც არ ექვემდებარება კორექტირებას რითმის მატარებლით;
*გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი; მძიმე არტერიული ჰიპოტენზია;
* იმ პრეპარატებთან კომბინაცია, რომელთაც ძალუძთ გამოიწვიონ პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
* ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია;
* იოდის ან კორდარონის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
* რადგან იგი გადადის ნაყოფის ფარისებრ ჯირკვალში, ორსულობის დროს მისი გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.
* პრეპარატი მნიშვნელოვანი რაოდენობით ექსკრეტირდება დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
კორდარონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა:
- ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება;
- შრატში კალიუმის რაოდენობის განსაზღვრა.
არ არსებობს მისი უარყოფითი მოქმედების შესახებ მონაცემები ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს მომატუბულ ყურადღებას.
ჭარბი დოზირება:
სინუსური ბრადიკარდია, გულის გაჩერება, პარკუჭოვანი ტაქიკარდიები, პაროქსიზმული ტაქიკარდია, “torsade de pointes”, სისხლმიმოქცევის მოშლა და ღვიძლის დაზიანება.
მკურნალობა სიმპტომურია. კორდარონი და მისი მეტაბოლიტები დიალიზის გზით არ გამოიდევნება ორგანიზმიდან.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
კორდარონი სიფრთხილით ენიშნებათ კალციუმის ანტაგონისტებთან (ვერაპამილი და დილტიაზემი), ბეტა-ბლოკატორებთან (პროპრანოლოლი) და დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში. იგი აძლიერებს დიგოქსინის მოქმედებას, აგრეთვე ვარფარინის და აცენოკუმაროლის შედედების საწინააღმდეგო ეფექტს.
კორდარონის და I ჯგუფის ანტიარითმიული (ქინიდინი, პროკაინამიდი, ფლეკაინიდი) საშუალებების ერთდროული გამოყენებით, მნიშვნელოვნად ძლიერდება მათი მოქმედების ეფექტი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.