მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საძილე და სედატიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 10 ბლისტერი.
1 ტაბ.
ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი ........ 8.2 მგ
ფენობარბიტალი ....................................................... 7.5 მგ
პიტნის ზეთი ............................................................. 0.58 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბეტა-ციკლოდექსტრინი, კარტოფილის სახამებელი, ტაბლეტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კორსიზი წარმოადგენს სედატიურ, სისხლძარღვთა გამაფართოებელ, სპალმოლიზურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობის შემცირებას. პრეპარატს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება, იგი აადვილებს ბუნებრივი ჩაძინების პროცესს.
ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი ხასიათდება სედატიური და სპაზმოლიზური მოქმედებით, ჭარბ დოზებში ამჟღავნებს მსუბუქ საძილე ეფექტსაც.
ფენობარბიტალს გააჩნია სედატიური და სუსტი სპაზმოლიზური მოქმედება.
პიტნის ზეთი რეფლექტორულად აფართოებს სისხლძარღვებს და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას.
ჩვენებები:
- ნევროზი, აგზნებადობა, უძილობა, მათ შორის ჩაძინების გაძნელება;
- ნეიროცირკულატორული დისტონია;
- ტაქიკარდია;
- არამკვეთრად გამოხატული კორონაროსპაზმი;
- ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადია;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების სპაზმი, გამოწვეული ნეიროვეგეტატიური აშლილობით.
მიღების წესი და დოზირება:
დოზირების და მკურნალბის რეჟიმის ხანგრძლივობის დადგენა ხდება მკურნალი ექიმის მიერ, თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად.
მოზრდილებში, როგორც წესი, ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ტაქიკარდიისა და კორონაროსპაზმის დროს ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე.
გვერდითი მოვლენები:
კორსიზი ხასიათდება კარგი ამტანობით. პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროსაც კი გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, კანის ალერგიული რეაქციები.
გვერდითი მოვლენები შექცევადია და დოზის შემცირებასთან ან მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად ადვილად გაივლის.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ ინიშნება.
განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატის გამოყენებისას აკრძალული ალკოჰოლის მიღება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგაგნ, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია:
კორსიზს სპეციფიკური ანტიდოტი არ გაჩნია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- კორსიზი აძლიერებს სედატიური პრეპარატების, ნეიროლეფსიური საშუალებების, ტრანკვილიზატორების, ალკოჰოლის მოქმედებას.
- ვალპროის მჟავით მკურნალობის დროს კორსიზის მოქმედება ძლიერდება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.