მწარმოებელი: HEEL, გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 1.1 მლ შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.
100 მლ
Crataegus D2 ....................... 0.1 მლ
Spigelia anthelmia D1 .............. 0.1 მლ
Kalium carbonicum D2................ 0.1 მლ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები.
ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებელია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
ჩვენებები:
- კორონარული სისხლმიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა (გულის ქრონიკული იშემიური დაავადება), სხვადასხვა გენეზის ტკივილები გულის არეში, ინფექციურ-ტოქსიკური მიოკარდიტი, მიოკარდის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა;
- “ხანდაზმულთა” გული (გულის მუშაობის ფუნქციური სისუსტე), გულის ფუნქციის ნევროგენული მოშლილობები, გულის არეში მჩხვლეტავი და სხვა ხასიათის ტკივილები (გულის იშემიური დაავადების პროფილაქტა).
გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია.
უკუჩვენებები:
არ გააჩნია.
ჭარბი დოზირება:
დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად.
მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში 1 ამპულა ყოველდღიურად (შეიძლება 6-8 საათში ერთხელ), სხვა შემთხვევებში 1 ამპულა კვირაში 1-3-ჯერ - ვენაში, კუნთებში ან კანქვეშ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავსებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგა დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.