გამოშვების ფორმა:
25 მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მისახრახნი თავსახურავით.
შემადგენლობა:
მომზადებულია კუნელის ყვავილების და ნაყოფებისაგან 70%-იან ეთილის სპირტზე.
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ტრიტერპენულ ნაერთებს (ოლეინის და ურსულის მჟავა), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ქვერცეტინი, რუტინი), მთრიმლავ ნივთიერებებს, კოფეინისა და ქლოროგენის მჟავას, ქოლინს, აცეტილქოლინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქვს სედაციური, კარდიოტონური (ინოტროპული მოქმედება-კარდიომიოციტებში კალციუმის ცვლის და მეტაბოლიზმის რეგულირების შედეგად), სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ჰიპოტენზიური მოქმედება. ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ზრდის გულის კუნთის მგრძნობელობას საგულე გლიკოზიდების მიმართ.
ჩვენება:
- გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევები: ტაქიკარდია, ექსტრასისტოლური არითმია;
- ანგიონევროზები;
- კარდიალური და ჰიპერტონული ტიპის ნეიროცირკულაციური დისტონია.
მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.