ფარმაკოლოგიური თვისებები
ლანატოზიდი C წარმოადგენს ბალანოვანი სათითურასაგან მიღებულ საგულე გლიკოზიდს. იგი ხასიათდება კარდიოტონული მოქმედებით. პრეპარატი ზრდის გულის შეკუმშვის ძალას, მის სიჩქარეს და წუთმოცულობას, ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ახანგრძლივებს დიასტოლას, ამცირებს გულის გამტარებლობას.
გულის ქრონიკული უკმარისობით შეპყრობილ ავადმყოფებში პრეპარატი ამცირებს ვენურ წნევას, აძლიერებს დიურეზს, ამცირებს შეშუპებებს და ქოშინს.
ვენაში შეყვანისას პრეპარატის მოქმედება იწყება 10 წთ-ის შემდეგ და ეფექტი მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს 2 სთ-ის შემდეგ.
პრეპარატი ხასიათდება შედარებით მცირე კუმულაციური თვისებით.
ჩვენებები
- გულის ქრონიკული უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, ქრონიკული ფილტვისმიერი გული;
- მოციმციმე არითმიის ტაქისისტოლური ფორმა, პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატის დოზის განსაზღვრა წარმოებს ინდივიდუალურად დაავადების კლინიკური სურათის, პრეპარატის მიმართ პაციენტის მგრძნობელობის და კლინიკური ეფექტის დინამიკის შესაბამისად.
მოზრდილებში პარენტერულად ინიშნება: სწრაფი დიგიტალიზაციის ჩატარებისას - კუნთებში ან ვენაში დღეღამური დოზით 1.4 მგ, გაყოფილი 2 შეყვანაზე; ნელი დიგიტალიზაციის მიზნით - კუნთებში ან ვენაში 0.8 მგ-მდე დღეღამური დოზით, გაყოფილი 3 შეყვანაზე.
ეფექტის მიღწევისას გადადიან შემანარჩუნებელ მკურნალობაზე - ვენაში ან კუნთებში შეყავთ 0.4 მგ-მდე პრეპარატი დღეში.
შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით პრეპარატი ინიშნება 1 მგ-მდე დღეღამური დოზით, გაყოფილი 2 მიღებაზე.
გვერდითი მოვლენები
ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, არითმია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა და დელირიები, მხედველობის დაქვეითება;
იშვიათად თრომბოცტიტოპენია, კანზე გამონაყარი.
უკუჩვენებები
აბსოლუტური: გლიკოზიდური ინტოქსიკაცია, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
შედარებითი: მკვეთრად გამოხატული ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარაქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ჰიპერტროფული სუბაორტული სტენოზი, იზოლირებული მიტრალური სტენოზი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია.
WPW სინდრომი, გულის ტამპონადა, ექსტრასისტოლია.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით გამოწვეული ინტოქსიკაციის წარმოქმნის ალბათობა იზრდება ჰიპოკალიემიის, ჰიპომაგნიემიის, ჰიპერკალციემის, ჰიპერნატრიემიის ჰიპოთირეოზის, გულის მკვეთრად გამოხატული დილატაციის, ფილტვისმიერი გულის, მიოკარდიტის დროს.
ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარების დროს (გულისრევა, ღებინება, ბრადიკარდია, ექსტრასისტოლია, ბიგემინია, მხედველობის დარღვევა) საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა რამოდენმე დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომში მისი გაგრძელება მცირე დოზებში.
გლიკოზიდური ინტოქსიკაციის შედარებით მკვეთრად გამოხატული ნიშნების დროს რეკომენდებულია 2-4 გ კალიუმის (კალიუმის მარილების - ქლორიდის და ასპარაგინატის სახით), ანტიარითმიული პრეპარატის (დიფენინი) და გლუკოზის 5%-იანი ხსნარის ვიტამინებთან (B1,B6,C) ერთად დანიშვნა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- ლანატოზის C-ს კომბინაციით კალციუმის პრეპარატებთან, სიმპათომიმეტურ და დიურეზულ საშუალებებთან იზრდება გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების რისკი.
- პრეპარატის კომბინაციით ქინიდინთან, ვერაპამილთან, ნიფედიპინთან, სპირონოლაქტონთან (შედარებით ნაკლებად) იზრდება ლანატოზიდ C-ს კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
- ანტაციდები ამცირებენ პრეპარატის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ, ამიტომ საჭიროა ლანატოზიდის დოზის გაზრდა, ხოლო ანტაციდებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ საჭიროა პრეპარატის საწყისი უმცირესი დოზით დანიშვნა.