სავაჭრო სახელწოდება: ლარიფანი სპრეი / LARIFAN SPRAY

საერთაშორისო დასახელება: (აქტიური ნივთიერება ) acidum ribonucleinicum duplicatum;

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: იმუნომოდულატორები → ინტერფერონები

მწარმოებელი ფირმა: Lariphan

მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია

გამოშვების ფორმა: 0.02% სპრეი

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNS) ლიოფილიზირებული.

სხვა ნივთიერებები: 0.9% ნატრიუმის ქლორიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

LARIFAN SPRAY-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ოპრნმ-ი ლარიფანი, არის ბუნებრივი წარმოშობის ორსპილარური რიბონუკლეინის

მჟავა. ლარიფანს გააჩნია მრავალმხრივი ბიოლოგიური აქტივობა: ხელს უწყობს ინტერფერონის ინდუცირებას, ახდენს ანტივირუსულ, იმუნომამოდულირებელ მოქმედებას

LARIFAN SPRAY აძლიერებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ბუნებრივ დაცვით თვისებებს, ამცირებს პირის ღეუს გავლით ორგანიზმში ინფექციის გამომწვევების მოხვედრის რისკს.

ჩვენებები:

გამოყენება რეკომენდებულია რესპირატორული ვირუსული ინფექციების, მათ შორის ნებისმიერი ტიპის გრიპის, პრედეპიდემიურ და ეპიდემიურ პერიოდებში, ვირუსული რესპირატორული ინფექციების განვითარების საწყის პერიოდში. განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ადამანებისთვის, რომელთაც აქვთ ავადმყოფებთან კონტაქტი.

მიღების წესები და დოზები:

ჯანმრთელ ადამიანებში რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისათვის LARIFAN SPRAY 0,02%-ის ბოთლის გაზავებული შიგთავსი ღრმად შევასხუროთ პირის ღრუში და/ან ცხვირში 1 – 2-ჯერ დღეში, ავადმყოფებთან კონტაქტური პირებისთვის - 3 – 5-ჯერ დღეში.

დაავადების პირველივე სიმპტომებისას – ხველა, დახურული სასუნთქი გზები, სურდო, ცემინება, - შესხურება უნდა ვაწარმოოთ 3 – 5-ჯერ დღეში 2 – 4 დღის განმავლობაში.

ანტივირუსული დაცვის უზრუნველსაყოფად დღე-ღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,6 – 1,0 მგ. აქტიურ ნივთიერებას, რაც შეესაბამება ბოთლის შიგთავსის 1/3-იდან 1/2-მდე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება:

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები:

აქტიური ნივთიერება ლარიფანი ექვემდებარება ლიოფილურ გამოშრობას, რის შედეგადაც იღებს მცირედი ნალექის ფორმას ბოთლის ფსკერზე. 0,9% NaCl

- ის ხსნარი განკუთვნილია გამოყენებამდე ბოთლში არსებული აქტიური ნივთიერების გაზავებისათვის. გახსენით პლასტმასის კაფსულა და შიგთავსი გადაღვარეთ შუშის ბოთლში

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა

შენახვის პირობები და ვადები:

ვარგისიანობის ვადა:

გაუზავებელი LARIFAN SPRAY-ის ვარგისიანობის ვადაა 4 წელი.
თუ ლიოფიზილირებული LARIFAN SPRAY-ის გამოყენებამდე NaCl-ს ვარგისიანობის ვადა გაუვიდა, NaCl უნდა ჩავანაცვლოთ ახლით.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ!

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია