საერთაშორისო დასახელება:

HYDROCORTISONE-17 BUTYRATE

მწარმოებელი: Pharmaceutical Company  JELFA S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 0.1%: ტუბში 15 გ

ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი  ................  1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ცეტოსტეარული სპირტი, ცეტომაკ?როგოლი, თხევადი პარაფინი, თეთრი ვაზელინი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონის მჟავა, წყალი.

მალამო 0.1%: ტუბში 15 გ

1 გ

ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი ...........1 მგ

დამხმარე ნივთიერება: თეთრი ვაზელინი.

ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის 0.1%:

პოლიპროპილენის ფლაკონში 20 მლ

1 მლ

ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი ...............1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

გლიცერინი, პოლივინილპიროლიდონი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისბები:

პრეპარატს გააჩნია ძლიერი, ადგილობრივი ანთების, ალერგიის, ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:

  • კანის ალერგიული, სებორეული და კონტაქტური ანთებები;
  • ეგზემა (კონტაქტური, ბავშვების, ქრონიკული);
  • ფსორიაზი;
  • წითელი მგლურა;
  • დერმატომიოზიტი;
  • ძლიერი ქავილით მიმდინარე კანის დაავადებები;
  • ფოტოდერმატოზები.

მიღების წესი და დოზირება:

  • პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად. გამოყენების სიხშირესა და წესს ნიშნავს ექიმი.
  • კრემი და მალამო დაიტანება დაზიანებულ უბანზე  1-3-ჯერ დღე-ღამეში.
  • ხსნარის მცირე რაოდენობა წაისვით კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე; მკურნალობის დასაწყისში პრეპარატით სარგებლობენ არა უმეტეს 2-4-ჯერ დღე-ღამეში, დადებითი დინამიკის გამოვლინებისას - 1-2-ჯერ დღე-ღამეში. ხსნარის გამოყენება ოკლუზიური სახვევის ქვეშ არ შეიძლება.
  • პრეპარატის გამოყენება 2 კვირაზე მეტ ხანს არ შეიძლება. თუკი აუცილებლობა არ მოითხოვს, დღეღამის განმავლობაში არ გამოიყენოთ ხსნარის 2 გ-ზე მეტი, ხოლო 1 კვირის განმავლობაში - 1 შეფუთვაზე მეტი.
  • სახის კანზე არ გამოიყენოთ 1 კვირაზე მეტ ხანს. 2 წელზე უფროს ბავშვებში პრეპარატი ძალიან ფრთხილად გამოიყენეთ, მხოლოდ ერთხელ დღე-ღამეში კანის მცირე მონაკვეთებზე და სახის კანზე არ გამოიყენოთ.

უკუჩვენებები:

* კანის ბაქტერიული, ვირუსული და მიკოზური ინფექციები, ახალწარმონაქმნები და კანის კიბოსწინა მდგომარეობები, ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი, წამლის მიმართ აღმოჩენილი ალერგია.

* ძალიან ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენება შესაძლოა გახდეს კანის ატროფიის მიზეზი. სახის კანზე გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს კანის გაღიზიანების სიმპტომები (წვა, სიწითლე, ზედმეტი სიმშრალე).

* კანის განსაკუთრებით დიდ მონაკვეთეებე ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია ჰიდროკორტიზონის რეაბსორბცია ორგანიზმის ქსოვილებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საერთო, ჰორმონალური არასასურველი მოვლენები, (შეშუპებები, ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითება).

* არასასურველი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის დანიშვნა ორსული და ძუძუთი მკვებავი დედებისათვის რეკომენდებული არ არის. გამონაკლის შემთხვევებში ფრთხილად გამოიყენეთ ხანმოკლედ და კანის შეზღუდულ მონაკვეთებზე. პრეპარატი არ წაისვათ სარძევე ჯირკვლების კანზე.

* ორსულობის I ტრიმესტრში არ გამოიყენოთ.

განსაკუთრებული მითითებები:

* უნდა მოერიდოთ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებას. ხანგრძლივად გამოყენების დროს სხეულის დიდ ზედაპირზე, იზრდება გვერდითი მოვლენების გამომჟღავნების სიხშირე და შეშუპებების, ჰიპერტენზიის, ჰიპერგლიკემიის გამოვლინების შესაძლებლობა. იმუნიტეტის დაქვეითება.

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა წაისვათ ქუთუთოებზე და სახის კანზე. ფრთხილად გამიყენეთ კანის უკვე არსებული ატროფიული მდგომარეობების შემთხვევაში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

* გლუკოკორტიკოსტეროიდით თერაპიის დროს ვაქცინაცია არ ჩაიტაროთ.

* არ გამოიყენოთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

* 2 წელზე უფროს ბავშვებში პრეპარატი ძალიან ფრთხილად გამოიყენეთ, მხოლოდ ერთხელ დღე-ღამეში. კანის მცირე მონაკვეთებზე და სახის კანზე არ გამოიყენოთ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის შერევა სხვა ადგილობრივად გამოყენებად წამლებთან არ შეიძლება.

კანის ცვლილებათა,( გლუკოკორტიკოსტეროიდებით, განსაკუთრებით ადგილობრივი გამოყენების), მკურნალობის დროს კანის დიდ მონაკვეთზე, ავადმყოფთა აცრა არ შეიძლება. მკურნალობის დროს არ ჩაატაროთ სხვა აცრებიც, ვინაიდან შესაძლებელია არ მოხდეს იმუნოლოგიური პასუხის გაცემა (ანტისხეულები არ ჩნდება).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5-150C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია