მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება. ეუბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

პრეპარატის 1 გ (2 კაფსუალ) შეიცავს 10X109 CFU/g ცოცხალ რძემჟავა ლიოფილიზირებულ ბაქტერიებს: Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium longum, Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium infantis და ფრუქტოოლიგოსაქარიდებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის შემადგენელი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას.

ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის; მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და ვიტამინების (B,K...) სინთეზში, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს; ცილების, ფოსფოლიპიდების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები - ბუნებრივი პოლისაქარიდები წარმოადგენენ პრებიოტიკებს - ხელსაყრელ ნიადაგს ეუბიოტიკების - ნაწლავის ბაქტერიების გამრავლების, კოლონიზაციისა და ცხოველქმედებისათვის.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები არ იშლებიან საჭმლის მომნელებლი მჟავების ზემოქმედებით და უცვლელი სახით აღწევენ ნაწლავის ქვედა ნაწილამდე.

ჩვენებები:

  • ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის - დისბაქტერიოზის (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ანტიბიოტიკებით და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს);
  • დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
  • კოლიტი, გასტროენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული).

მიღების წესი და დოზირება:

  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულის შიგთავსი გახსნილი მცირეოდენ წვენში ან დამტკბარ სითხეში, ჭამამდე.
  • 2-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად ჭამამდე.
  • 12 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში ინიშნება 2-3 კაფსულა უზმოზე ან ჭამამდე მცირეოდენ სითხესთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის გამოწვევ მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი კარგად გადაიტანება, რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენებები:

* მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

განსაკუთრებული მითითებები:

რეკომენდებული არ არის პრეპარატის ალკოჰოლთან ერთდროულად მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ლაქტო-G-ის სხვა პრეპარატებთან არასასურველი გავლენა არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია