საერთაშორისო დასახელება:

SYLIMARIN (SILIBININ)

მწარმოებელი: MADAUS, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: სილიბინინი 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ღვიძლის მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 და 30 ც.

1 კაფს.

სილიბინინი ....................    140 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პოლისბორატ 80, პოლივიდონი, მანიტოლი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავები EW170,172, ჟელატინი, ნატრიუმის დოდესულფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სილიმარინის (ფლავანოიდური შენაერთების ჯგუფი) ანტიოქსიდანტური აქტივობით, რაც იწვევს ლიპიდების ზეჟანგვით დაჟანგვის დათრგუნვას, ცილის სინთეზის სტიმულაციას, ფოსფოლიპიდების ცვლის ნორმალიზაციას და ჰეპტოციტების მემბრანების სტაბილიზაციას. აღნიშნულის გამო, ადგილი აქვს უჯრედული მემბრანის ნორმალიზებას და შესაბამისად ღვიძლის უჯრედებიდან უჯრედული მემბრანების დაშლილი ნაწილების დანაკარგის შემცირებას (მაგ, ტრანსამინაზების).

სილიმარინი ხელს უშლის გარკვეული ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების (შხამა სოკოს ტოქსინების) უჯრედში შეღწევას. სილიმარინით გამოწვეული ცილის სინთეზის გაძლიერების პროცესი დაკავშირებულია უჯრედის ბირთვში არსებული რნმ პლიმერაზა-1 აქტივობის სტიმულაციით, რომელიც იწვევს რნმ სინთეზის გაძლიერებას, რის გამოც მიმდინარეობს სტრუქტურული და ფუნქციური პროტეინების (ფერმენტების) ინტენსიური სინთეზი. ეს ყველაფერი ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილის რეპარაციას და მთლიანობაში ღვიძლის აღდგენითი ფუნქციის სტიმულაციას.

ფარმაკოკინეტიკა:

სილიმარინის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს სილიბინინი. დადგენილია, რომ პრეპარატი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში რეზორბციის შემდეგ ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით (შეწოვილი რაოდენობის 80%-ზე მეტი). ნაღველში მეტაბოლიტების სახით აღმოჩენილია გლუკურონიდები და სულფატები. საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ სილიბინინი დეკონიუგაციის შემდეგ ხელმეორედ შეიწოვება ნაწლავებში და ღვიძლში და ამ გზით ცირკულირებს სისხლში. ვინაიდან პრეპარატი ღვიძლის მიერ სწრაფად გამოიყოფა ორაგიზმიდან, სისხლში მისი კონცენტრაცია და რენული ელიმინაცია უმნიშვნელოა. მის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 2.2 სთ-ს, ხოლო ნახევრადელიმინაციის პერიოდი - 6.3 სთ-ს.

ჩვენებები:

  • ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება;
  • შემანარჩუნებელი მკურნალობა მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მძიმე შემთხვევებში ინიშნება პერორალურად 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში. შემანარჩუნებელ დოზას შეადგენს 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.

კაფსულების მიღება წარმოებს დაუღეჭავად მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. მკურნალობის კურსის დადგენა ხდება ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები:

ზოგიერთ შეთხვევაში ფაღარათი.

უკუჩვენებები:

* დადგენილი არ არის.

* 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ლეგალონის გამოყენება, არასაკმარისი კვლევების გამო, შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

გადაუდებელ შემთხვევებში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ჩვეულებრივ პირობებში, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია