საერთაშორისო დასახელება:
FUROSEMIDE; AMILORIDE
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო
მოქმედი ნივთიერება: ფუროსემიდი+ამილორიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული დიურეზული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 5 ბლისტერი.
1 ტაბ.
ფუროსემიდი ..................................40 მგ
ამილორიდის ჰიდროქლორიდი ..........5 მგ
(ამილორიდის ჰიდროქლორიდის ანჰიდრიდის ეკვივალენტური)
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომელსაც ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური მოქმედება.
ფუროსემიდი წარმოადგენს ძლიერ მოქმედ მარყუჟოვან შარდმდენს, რომელიც ხელს უშლის ნატრიუმისა და ქლორის იონების რეაბსორბციას ჰენლეს მარყუჟის აღმავალ ნაწილში, აძლიერებს კალიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის იონების გამოყოფას, ასევე აძლიერებს წყლის ექსკრეციას.
ამილორიდი წარმოადგენს პიროზინოილგუანიდინის წარმოებულ, კალიუმის შემნახველ შარდმდენ პრეპარატს, რომელიც ძირითადად მოქმედებს თირკმლის დისტალურ მილაკებზე, აძლიერებს ნატრიუმისა და ქლორის იონების გამოყოფას და ამცირებს კალიუმის გამოდევნას.
ფუროსემიდისა და ამილორიდის კომბინაცია მოსახერხებელია სასურველი დიურეზის მისაღებად, იგი საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ფურომესემიდით გამოწვეული ჰიპოკალემია და კალიუმისშემცველი პრეპარატებით გამოწვეული დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ ამილორიდი არასრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მიღებიდან 3-4-სთ-ში პლაზმაში აღწევს კონცენტრაციის პიკს. ერთჯერადად მიღების შემდეგ ამილორიდით გამოწვეული ნატრიურეზი გრძელდება 2 სთ. ამილორიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 სთ-ს, მისი გამოყოფა ორგანიზმიდან ხდება შეუცვლელი სახით შარდთან ერთად.
ფუროსემიდის პერორალურად მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიწოვება პრეპარტის 60-70%. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში ან გულის ქრონიკული უკმარისობის დროს აბსორბციის ხარისხი მცირდება. პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინებს, უკავშირდება პრეპარატის 95-99%; მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში, მისი 88% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, 12% - ნაღველთან ერთად. ფუროსემიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.5 სთ-ს, ანურიის დროს 1.5-2.5 სთ-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის დროს.
ჩვენებები:
- გულის უკმარისობით გამოწვეული შეშუპება;
- ასციტით მიმდინარე ღვიძლის უკმარისობა;
- ნეფროზული სინდრომი;
- ორგანიზმში სითხის შეკავების ისეთი მდგომარეობა, როდესაც საჭიროა კალიუმის შენარჩუნება;
- არტერიული ჰიპერტენზია.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1 ტაბლეტი ლერონის მიღება საუზმის ან სადილის დროს მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე დღეში.
მოხუცებში, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის დიდი რისკის გამო ლერონი გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში.
გვერდითი მოვლენები:
ფუროსემიდი:
წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: პრეპარატის ხანგრძლივი დროით მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპოვოლემია და ჰიპონატრემია, რომელიც ვლინდება ზოგადი სისუსტით, წვივის კუნთების კრუნჩხვით. დამახასიათებელია არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატური ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მიდრეკილება თრომბოზების მიმართ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პანკრეატიტი, სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზი), ანორექსია, ლორწოვანი გარსების გაღიზიანება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერურიკემია (პოდაგრის შესაძლო გამწვავების რისკის მქონე პაციენტებში), ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, შაქრიანი დიაბეტის სიმპტომების გაძლიერება, შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის, ასევე შარდოვანასა და კრეატინინის დონის გარდამავალი მომატება სისხლის პლაზმაში.
ნერვული სისტემის მხრივ: ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება პარესთეზია, მხედველობის დაქვეითება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის შეშუპება.
ამილორიდი:
წლისა და ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ლერონის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ჰიპერკალემიას, რაც ვლინდება კუნთების სისუსტითა და გულის რიტმის მოშლით.
ენდოკრინული და სასქესო სისტემების მხრივ:
ქალებში - მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, ჰირსუტიზმი. მამაკაცებში - პოტენციის დარღვევები, გინეკომასტია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, გასტრიტი, კუჭის წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, პარესთეზია, ტრემორი, თავის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, ატაქსია, ლიბიდოს დაქვეითება.
სხვა: აგრანულოციტოზი, გამონაყარი კანზე, ცხელება.
უკუჩვეებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკალემია, გამოხატული ჰიპოკალემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოვოლემია, ღვიძლის უკმარისობა თანდართული კომით, ღვიძლის ციროზით გამოწვეული პრეკომა, ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია:
* ორსულობისა და ლაქტაცის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
განსაკუთრებული მითითებები:
* ლერონით მკურნალობის პერიოდში საჭიროა რეგულარულად არტერიული წნევის, დიურეზის, სითხისა და ელექტროლიტების კონტროლი, რათა თავიდან იქნას აცილებული სითხის მასიური დაკარგვა.
* ხანგრძლივი მკურნალობის დროს საჭიროა შრატში კალიუმის, ნატრიუმის, კრეატინინისა და შარდოვანას კონტროლი.
* მოხუცებულებში პრეპარატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით, ასევე საშარდე გზების ობსტრუქციის დროს.
* ფუროსემიდი იწვევს ჰიპერგლიკემიის განვითარებას, ამის გამო საჭიროა ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექტირება.
* ფუროსემიდმა შეიძლება მოახდინოს ჰიპერურიკემიის და პოდაგრის პროვოცირება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
ჭარბი დოზირება:
ჰიპერდოზირებისას ვლინდება: დეჰიდრატაცია, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, არტერიული ჰიპოტენზია, ელექტროლიტური დისბალანსი, ჰიპოკალემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი.
მკურნალობა: სიმპტომურია, საჭიროა მოცირკულირე სითხისა და ელექტროლიტების მოცულობის შევსება. ჰემოდიალიზი არ აჩქარებს ფუროსემიდის გამოდევნას ორგანიზმიდან.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- კალიუმის პრეპარატებთან ან კალიუმის შემნახველ შარდმდენებთან, ასევე ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალემია.
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ამცირებენ ამილორიდის მოქმედების ეფექტს.
- ფუროსემიდი ამცირებს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, პრესორული ამინების ეფექტურობას, ასევე აძლიერებს სალიცილატების, თეოფილინის, ლითიუმის პრეპარატებისა და არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების მოქმედებას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.