საერთაშორისო დასახელება:
LIDOCAINE
მწარმოებელი: B. BRAUN MELSUNGEN
მოქმედი ნივთიერება: ლიდოკაინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 1%: ფლაკონში 20, 50 და 100 მლ
100 მლ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი .......... 1.0 გ
საინექციო ხსნარი 2%: ფლაკონში 20, 50 და 100 მლ
100 მლ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი .......... 2.0 გ
არააქტიური ინგედიენტები:
მეცთილ-4-ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლიდოკაინი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას და ამავე დროს მიეკუთვნება I-ბ ჯგუფის ანტიარითმულ პრეპარატებს.
იგი იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეს: ტერმინალურს, ინფილტრაციულს და გამტარებლობითს. იგი აბლოკირებს ნატრიუმის არხებს და ხელს უწყობს უჯრედის მემბრანის სტაბილიზაციას. მიოკარდში თრგუნავს ექტოპიური კერების ავტომატიზმს, უპირველეს ყოვლისა პარკუჭებში: პრაქტიკულად არ მოქმედებს გულის გამტარებლობაზე და შეკუმშვადობაზე. პრეპარატი ხელს უწყობს კალიუმის იონების გამოსვლას მიოკარდის უჯრედებიდან და აჩქარებს უჯრედის მემბრანის რეპოლარიზაციის პროცესს, ამცირებს მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობას და ეფექტურ რეფრაქტერულ პერიოდს.
ჩვენებები:
- 1%-იანი ლიდოკაინი - ინფილტრაციული და გამტარებლობითი ანესთეზიისათვის.
- 2%-იანი ლიდოკაინი - გამტარებლობითი მაბლოკირებელი ანესთეზიისათვის.
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება მაქსიმალურად დაბალი ეფექტური დოზები.
მოზრდილებში მაქსიმალურად 200 მგ (20 მლ 1% ან 10 მლ 2% ხსნარი) დღეში.
ბავშვებში დოზა დგინდება სხეულის წონის მიხედვით - მაქსიმალურად 4 მგ/კგ.
ორსულ პაციენტებში გამოიყენება 1/3-ით ნაკლები დოზა, ვიდრე არაორსულებში.
დოზას ამცირებენ გულის უკმარისობის, ღვიძლის დაავადების დროს, ბავშვებში და ხანდაზმულ (ასაკი >60) პაციენტებში.
პრეპარატი შეჰყავთ კანში, კანქვეშ, კუნთებში ინფილტრაციული ანესთეზიისათვის და პერინევრალური ინექციის სახით ნერვის ბლოკადისათვის. ინტრავასკულური ინექცია თავად უნდა იქნას აცილებული. ზურგის ტვინის არეში ინექციის დროს 5 წუთით ადრე შეყავთ დოზის მეხუთედი სუბარაქნოიდული ინექციის თავიდან ასაცილებლად. უნდა იყოს დაცული სრული სტერილობა. პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად მაქსიმალური დოზის 25%.
გვერდითი მოვლენები:
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, შუილი ყურებში, ენის და პირის ღრუს ლორწოვანის დაბუჟება, იშვიათად - აღგზნებადობა, ეიფორია, დეზორიენტაცია, ტრემორი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გამტარებლობის დარღვევა.
უკუჩვენებები:
* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი ხანდაზმულ პაციენტებში;
* გამოხატული ბრადიკარდი 50-ზე ნაკლები მაჯის სიხშირით;
* I და II ხარისხის AV-ბლოკადა (გამონაკლისს წარმოადგენს ზონდის შეყვანა პარკუჭების სტიმულაციის დროს);
* ადამს-სტოქსის სინდრომი;
* ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი;
* გულის უკმარისობა;
* ავთვისებიანი ჰიპერთერმია;
* კოაგულაციის დარღვევა;
* ინფექცია ინექციის ადგილას;
* კარდიოგენული შოკი;
* ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
* მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინისადმი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი ინიშნება სასიცოცხლო ჩვენების შემთხვევაში.
განსაკუთრებული მითითებები:
* სიფრხილით უნიშნავენ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპოტონია, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა. ლიდოკაინის ფონზე არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას ინტრავენურად შეჰყავთ სიმპათომიმეტური საშუალებები; ბრადიკარდიის დროს უნიშნავენ 0.5-1 მგ ატროპინს ინტრავენურად.
ჭარბი დოზირება:
ცნს-ის დაზიანება (კონვულსია, გონების დაკარგვა, რესპირატორული დეპრესია, კომა, შოკი, გულის გამტარებლობის დარღვევა, სრული ბლოკადა).
მკურნალობა:
ლიდოკაინის შეყვანის შეწყვეტა, ხელოვნური სუნთქვა, ჟანგბადი.
კონვულსიების საწინააღმდეგოდ - დიაზეპამი, ბარბიტურატები.
ჰიპოტონიის დროს - ჰორიზონტალური მდგომარეობა, თავის დაწევა, ვაზოპრესორები, სითხეების გადასხმა, დაუშვებელია ადრენილინისა და ანალეფსიურების გამოყენება.
ბრადიკარდიის დროს გამოიყენება ატროპინი ინტრავენურად, გულის ბლოკადის დროს - ორციპრენალინი ან პეისმეიკერი.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ლიდოკაინი არ გამოიყოფა დიალიზის მეშვეობით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- ერთდროულად ლიდოკაინის და ბეტა-ადრენობლოკატორების დანიშვნისას შესაძლოა ლიდოკაინის ეფექტის გაძლიერება (მათ შორის ტოქსიკურობის). ამიტომ ასეთ შემთხვევაში ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს.
- არარაციონალურია ლიდოკაინის დანიშვნა ერთდროულად აიმალინთან, ამიოდარონთან, ვერაპამილთან, ქინიდინთან, დიფენინთან ერთად, კარდიოდეპრესული მოქმედების გაძლიერებასთან დაკავშირებით.
- ლიდოკაინის ნოვოკაინამიდთან კომბინირებამ შეიძლება გამოიწვიოს ცნს-ის აგზნება, ჰალუცინაციები.
- ინტრავენურად ჰექსენალის და თიოპენტალ ნატრიუმის შეყვანამ ლიდოკაინის მოქმედების ფონზე შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა.
- ლიდოკაინის ინტრავენურად შეყვანისას ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ ციმეტიდინს, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძილიანობას, ბრადიკარდიას, პარესთეზიას და სხვა. ამ შემთხვევაში ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 20-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.