საერთაშორისო დასახელება:

LIDOCAINE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS LC., უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ლიდოკაინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი საანესთეზიო, ანტიარითმიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 10%: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ............. 100 მგ 200 მგ

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

ჩვენებები:

  • ავთვისებიანი პარკუჭოვანი არითმიის პირველადი პროფილაქტიკა, პარკუჭოვანი ფიბრილაცია  და ტაქიკარდია მიოკარდიუმის ინფარქტის ადრეულ (ჰოსპიტალიზაციამედ) ფაზაში.
  • მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზაში ან მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციამდე პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მკურნალობა, ასევე პარკუჭოვანი ტაქიკარდია გულის სხვა ორგანული დაზიანებების დროს.
  • პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მეორადი პროფილაქტიკა და/ან ფიბრილაცია არითმიის შეჩერების შემდეგ 6-24 საათში.

მიღების წესი და დოზირება:

განზავებული ხსნარი უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენური ნაკადით ან ინფუზიის სახით.

ინტრავენური ნაკადური შეყვანა: აუცილებელია ნელი შეყვანა ფიზიოლოგიურ ხსნარში 5-ჯერადი განზავების შემდეგ (განზავებული ხსნარის 1 მლ შეიცავს ლიდოკაინის 20 მგ-ს).

მოზრდილებისათვის ამ ხსნარის შეყვანა საჭიროა 1-2 მგ/1 კგ სხეულის წონაზე გაანგარიშებით, მაქსიმალური დოზა უდრის 100 მგ-ს. ინექცია შეიძლება განმეორდეს 5-10 წუთში დოზით 0.5-0.75 მგ/1 კგ სხეულის წონაზე სუმარულ დოზამდე - 300 მგ.

ინფუზია: გამოიყენება ნაკადურად ი/ვ ინექციის შემდეგ

10%-იანი ლიდოკაინის ხსნარის ერთი ამპულა უნდა განზავდეს პრეპარატ Isodex-ის 500 მლ-ში ან რინგერის საინფუზიო ხსნარში. შეჰყავთ სიჩქარით 20-55 მკგ/1 კგ სხეულის წონაზე წუთში (მაქსიმალურად 1-4 მგ/წთ). შემანარჩუნებელი თერაპიისათვის შეიძლება ინფუზიის წარმოება სიჩქარით 1 მგ/წთ-ში. სანამ ამას ითხოვს პაციენტის მდგომარეობა.

მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4.5 მგ-ს სხეულის წონის 1 კგ-ზე, ე.ი. სულ 300 მგ 1 სთ-ში.

გულის უკმარისობის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს საჭიროა დოზის შემცირება 40%-ით. რადგან პრეპარატის კლირენსი გულის უკმარისობის მქონე ხანდაზმული პაციენტების პლაზმიდან შემცირებულია, ამ შემთხვევაში იქმნება დოზის შემცირების საჭიროება. ლიდოკაინის შეყვანა საჭიროა მუდმივი სამედიცინო კონტროლით ეკგ-ს მონიტორინგით.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტები აღენიშნება პაციენტების 5-10%-ს და დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, პირის ლორწოვანი გარსის და ენის დაბუჟება,  ძილიანობა, ყურებში შუილი, უფრო დიდი დოზების დროს - აგზნება, ეიფორია, დეზორიენტაცია. კრუნჩხვები, ტრემორი, გონების დაკარგვა, სუნთქვის დათრგუნვა. მსუბუქი გვერდითი ეფექტები განიცდის უკუგანვითარებას პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ტრემორის და კლონურ-ტონური კრუნჩხვების გამოვლენის დროს საჭიროა დიაზეპამის პარენტერული შეყვანა ან ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება (ხშირად).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გამტარებლობის დარღვევა, შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) ლიდოკაინის მიმართ, მაგალითად: გამონაყარი კანზე და შეშუპება. ანაფილაქტოიდური რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა ლიდოკაინის მიმართ ან ანამნეზში კრუნჩხვითი შეტევების არსებობა ამ პრეპარატის შეყვანის შემდეგ;

* II-III ხარისხის წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა;

* გამოხატული ბრადიკარდია;

* ადამს-სტოქსის სინდრომი;

* მარცხენა პარკუჭის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითება;

* ანამნეზში დიდი კრუნჩხვითი შეტევების არსებობა ლიდოკაინის შეყვანის შემდეგ;

* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია:

მიუხედავად იმისა, რომ, ვირთაგვებზე ჩატარებული რეპროდუქციული გამოკვლევებით ადამიანის დოზებზე 6.6-ჯერ მაღალი დოზის შეყვანით, არ იყო გამოვლენილი მავნე ზემოქმედება ნაყოფზე, ამ შედეგების განზოგადება ადამიანზე დაუშვებელია. ორსულ ქალებში სათანადო კონტროლირებული გამოკვლევები არ არის ჩატარებული.

ლიდოკაინი გადის პლაცენტურ ბარიერს, რის გამოც ორსულობის დროს (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში მისი დანიშვნა საჭიროა მხოლოდ ყველა რისკისა და სასარგებლო ეფექტის გულდასმით შედარების შემდეგ.

ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძით მცირე ოდენობით, რაც შეიძლება სარისკო იყოს ახალშობილისთვის. ამასთან დაკავშირებით საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა მეძუძური დედებისთვის პრეპარატის შეყვანის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

* საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ისეთი მდგომარეობის დროს, როგორიცაა სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, ჰიპოტონია, ჰიპოვოლემია, ჰიპოკალიემია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ამ შემთხვევებში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება. ლიდოკაინის გამოყენებამდე აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის ნორმალიზაცია.

* რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის შეყვანის დროს ხანდაზმულ პაციენტებში.

* პაციენტები, რომელთაც აქვთ მიდრეკილება ავთვისებიანი ჰიპერტენზიის მიმართ, საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან ისინი შეიძლება რეზისტენტულნი იყვნენ ამიდური ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ.

* განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს სწრაფ დიაგნოსტიკასა და თერაპიის დაუყოვნებლივ დაწყებას. პრეპარატის შეყვანის დროს საჭიროა ეკგ-ს მონიტორინგი. გამოხატული ბრადიკარდიის შემთხვევაში, PQ ინტერვალის გახანგრძლივება ან QRS კომპლექსის გაფართოვება, აგრეთვე, ახალი არითმიის გამოვლენისას, საჭიროა ლიდოკაინის დოზის შემცირება და საჭიროებისამებრ პრეპარატის მოხსნა. გამოხატული ბრადიკარდიის დროს საჭიროა ატროპინის 0.5-1 მგ-ის შეყვანა ი/ვ-ად. ჰიპოტენზიის დროს შეიძლება სიმპათომიმეტიკების ან ბეტა-მიმეტურების შეყვანა ვენაში.

* ლიდოკაინის შეყვანის დროს ხელმისაწვდომი უნდა იყოს სარეანიმაციო მოწყობილობა სასიცოცხლო ჩვენებების შენარჩუნებისათვის.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა: იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გვერდითი ეფექტების განვითარებაა სავარაუდო, არ არის შეზღუდული სატრანსპორტო  საშუალებების და მექანიზმების მართვა. რადგან ლიდოკაინის 10%-იანი ხსნარი ინექციებისათვის ინიშნება გულის დაავადების მქონე პაციენტებში, საჭიროა მათი მდგომარეობის სტაბილურობის და, შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობის შეფასება.

ჭარბი დოზირება:

ლიდოკაინით ჭარბი დოზირების დროს ვლინდება ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ (ცნს) და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ცნს-ის მხრიდან სიმპტომების განვითარებისას შეიძლება ბენზოდიაზეპინების (მაგალითად: დიაზეპამი) ან ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატების შეყვანა (მაგალითად: ფენტობარბიტალი). შეიძლება ჟანგბადის მიცემა და საჭიროებისამებრ დამხმარე ან ხელოვნური ვენტილაციის დაწყება. გულ-სისხლძარღვთა გართულებების დროს საჭიროა სიმპტომური მკურნალობა: ატროპინი ი/ვ 0.5-1 მგ ბრადიკარდიის მოსახსნელად და/ან გამტარებლობის დარღვევის დროს: სიმპათომიმეტური საშუალებები ან ბეტა-აგონისტები ჰიპოტენზიის საწინააღმდეგოდ.

გულის მოქმედების შეწყვეტის დროს, საჭიროა დაუყოვნებლივ რეანიმაციული ღონისძიებების დაწყება.

ლიდოკაინის ჭარბი დოზირების მწვავე პერიოდში ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები, ღვიძლში მეტაბოლიზმის სიჩქარის დაქვეითებით, ზრდიან ლიდოკაინის დონეს სისხლის შრატში:

- ციმეტიდინი, პროპრანოლოლი, პეტიდინი, ბუპივაკაინი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიტრიპტილინი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი.

- დიდი რაოდენოით ალკოჰოლის გამოყენება აძლიერებს ლიდოკაინის სუნთქვის დამთრგუნველ ეფექტს.

- პრეპარატის შეყვანა საჭიროა სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც იღებენ სედატიურ საშუალებებს (რომელთა ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს).

- I/ა ჯგუფის ანტიარითმულ პრეპარატებთან კომბინაცია (მაგალითად: ქინიდინი, პროკაინამიდი ან დიზოპირამიდი) იწვევს Q-T სეგმენტის გახანგრძლივებას და (იშვიათად) წინაგულპარკუჭოვან ბლოკადას ან პარკუჭები ფიბრილაციას.

- ფენიტოინი აძლიერებს ლიდოკაინის კარდიოდეპრესიულ ეფექტს.

- შეიძლება გაძლიერდეს მიორელაქსანტების ეფექტი (ლიდოკაინს შეუძლია დააქვეითოს აგზნების გატარება ნერვ-კუნთოვან სინაფსებში).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია