მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilac. San, თურქეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინებისა და მინერალების კომბინაცია.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.
1 ტაბ.
ვიტამინები:
ვიტამინი A .................................... | 10.000სე |
ვიტამინი B1 ................................... | 20 მგ |
ვიტამინი B2 ................................... | 5 მგ |
კალციუმის პანთოტენატი .................... | 11.6 მგ |
ვიტამინი B6 ................................... | 10 მგ |
ვიტამინი B12 .................................. | 0.005 მგ |
ვიტამინი C .................................... | 150 მგ |
ვიტამინი D3 ................................... | 500 სე |
ვიტამინი E .................................... | 10 მგ |
ბიოტინი ...................................... | 0.25 მგ |
ნიკოტინამიდი ............................... | 50 მგ |
მინერალები
რკინა ......................... | 10 მგ |
ფოსფორი .................... | 25.8 მგ |
კალციუმი .................... | 50 მგ |
მაგნიუმი ..................... | 36.2 მგ |
მანგანუმი .................... | 0.5 მგ |
სპილენძი..................... | 1 მგ |
თუთია ....................... | 0.5 მგ |
მოლიბდენი .................. | 0.1 მგ |
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეგადინი ვიტამინებისა და მინერალების მაღალეფექტური კომპლექსია.
ვიტამინი A მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, კანისა და ლორწოვანის ეპითელიუმის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებაში. სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ინფექციებისაგან დაცვაში და ადამიანის სიბნელეში ადაპტაციის პროცესებში.
ვიტამინი E იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზეგავლენისაგან და მაშასადამე, ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
ვიტამინი C მონაწილეობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესში, კოლაგენის სინთეზში, კბილებისა და ძვლოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების პროცესში განაპირობებს ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდას.
B ვიტამინების კომპლექსი მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში.
ვიტამინი D უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის აუცილებელ კონცენტრაციას სისხლში, უნარჩუნებს ძვლებსა და კბილებს ნორმალურ მდგომარეობას;
ნიკოტინამიდი და ბიოტონი ასრულებენ მთავარ როლს ორგანიზმის ბიოქიმიურ რეაქციებში.
ფოსფორი და კალციუმი აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისათვის.
თუთია, მოლიბდენი, მანგანუმი და მაგნიუმი წარმოადგენენ უჯრედების სიცოცხლისათვის აუცილებელ ელემენტებს.
ჩვენებები:
- მასშტაბური ოპერაციული ჩარევების წინ და შემდეგ;
- მძიმე დამწვრობები;
- ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებები;
- შეწოვის ფუნქციის დარღვევები, დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან;
- ყველა იმ მდგომარეობისას, რომელსაც თან ახლავს ვიტამინების დეფიციტი.
მიღების წესი და დოზირება:
თუ ექიმის მხრიდან არ აღინიშნება განსაკუთრებული მითითება მოზრდილებში ინიშნება 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები:
ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კანისმხრივი ალერგიული რეაქციები და ლორწოვანის წყლულოვანი დაზიანებები, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ხანგრძლივ, არაკონტროლირებად მიღებასთან.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა ვიტამინის B1 ან სხვა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
* მაღალი დოზების ხანგრძლივმა მიღებამ (განსაკუთრებით ვიტამინები -A და D) შეიძლება მიგვიყვანოს ჰიპერვიტამინოზის განვითარებამდე.
ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში ვიტამინი A მაღალი დოზებით გამოყენებამ (50000 სე 18 თვის განმავლობაში) არ გამოიწვია ტერატოგენული ეფექტი.
* ორსულებში კლინიკური კვლევების სიმცირის გამო სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 500 სე.
* პრეპარატის შემადგენლობაში რკინის შემცველობის გამო განავალი შეიძლება შეიღებოს შავად.
* არ არის რეკომენდებული ვიტამინის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება.
* არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ გამოიყენება ლევოდოფასთან ერთად. ერთდროული გამოყენება ამცირებს ლევოდოფას ანტიპარკინსონულ მოქმედებას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.