საერთაშორისო დასახელება: SIDIUM NITROPRUSSIDE
მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ნიტროპრუსიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პერიფერიული ვაზოდილატატორი არტერიოლებზე უპირატესი მოქმედებით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 30 მგ, გამსხნელთან (ამპულაში 5 მლ) ერთად კომპლექტში.
1 ფლ.
ნატრიუმის ნიტროპრუსიდი ..........30 მგ
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ციტრატი 61.7 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნანიპრუსი წარმოადგენს ძლიერ ვაზოდილატატორს. იგი ააქტიურებს გუანილატციკლაზას და ზრდის ციკლური გუანოზინმონოფოსფატის უჯრედშიდა კონცენტრაციას, რომელიც თრგუნავს კალციუმის და ქლორის უჯრედში მოხვედრას, ადუნებს სისხლძარღვის კედლის გლუვ კუნთებს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს პრე- და პოსტდატვირთვას, აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას. ნანიპრუსი უშუალოდ მოქმედებს არტერიოლების გლუვ მუსკულატურაზე ნერვული სისტემისაგან დამოუკიდებლად.
ჩვენებები:
ჰიპერტონული კრიზი შემდეგი მდგომარეობის დროს:
- ქირურგიული ჩარევის პროცესში ჰიპერტენზიის კონტროლირება;
- ფეოქრომოციტომის ქირურგიული გზით მოცილების დროს პაროქსიზმული ჰიპერტონია;
- ერგოალკალოიდების ჭარბი დოზირება;
- მიოკარდიუმის ინფარქტის კარდიომიოპათიის, მიტრალური და აორტის პათოლოგიის დროს განვითარებული გულის შეგუბებითი უკმარისობა;
- მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პაციენტის პოსტდატვირთვის შემცირება.
მიღების წესი და დოზირება:
ლიოფილიზირებული ფხვნილი ერევა გამხსნელს, შემდეგ იხსნება 500 მლ 5-10% მანიტოლის ან ფიზიოლოგიურ ხსნარში, ან 5% გლუკოზაში. უფრო ზუსტი დოზირებისთვის გამოიყენება საინფუზიო ტუმბო, არტერიული წნევის მუდმივი კონტროლით.
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურდ, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის თანდათანობითი მატება სასურველი ეფექტის მიღებამდე.
რეკომენდებული საწყისი დოზა არის 0.3-1 მკგ/კგ/წთ; საშუალო დოზა შეადგენს 3 მკგ/კგ/წთ;
მაქსიმალური დოზა მოზრდილებისთვის - 8 მკგ/კგ/წთ;
ბავშვებისთვის -10 მკგ/კგ/წთ.
თუ ჰიპოტენზიური ეფექტი არ ვლინდება 10-15 წუთში დოზით 8 მკგ/კგ/წთ (არა უმეტეს 500 მკგ/წთ), ინფუზიას წყვეტენ.
- მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 10-30 საათს.
- თუ ინფუზია გამოიყენებოდა 3 დღეზე მეტი ხნით, აუცილებელია თიოციანიდის კონცენტრაციის კონტროლი შრატში (არ უნდა აღემატებოდეს 6 მგ/100 მლ). თიოციანიდის ექსტრემალურად მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, მისი დაქვეითება შესაძლებელია ჰემოდიალიზის საშუალებით.
გვერდითი მოვლენები:
დასაშვებია უფრო მკვეთრად გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, რომელიც კორექტირდება 5 წუთში ინფუზიის დასრულებიდან; გულისრევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუნთების სპაზმი, დიზართრია, ტაქიკარდია, ფსიქოზური რეაქციები.
უკუჩვენება:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
* აორტის კოარქტაცია;
* არტერიო-ვენოზური ანევრიზმა;
* ქალასშიდა წნევის მომატება;
* ჰიპოტენზია;
* ჰიპოვოლემია;
* მეთჰემოგლობინური რედუქტაზას აქტივობის დაქვეითება.
ორსულობა და ლაქტაცია:
ნანიპრუსის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს შეიძლება დედისათვის თერაპიული სარგებლობის და ნაყოფზე მოქმედების შესაძლო რისკის განსაზღვრის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები:
* ღვიძლის და თირკმლის მძიმე დაზიანების, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს, ნანიპრუსი ინიშნება უფრო მცირე დოზებით.
* ნანიპრუსით მკურნალობა იწყება დაბალი დოზით და ხდება მისი თანდათანობითი მომატება.
* თირკმლის უკმარისობის და ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში, ნანიპრუსით ხანგრძლივმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს თიოციანიდის (თრგუნავს ფარისებურ ჯირკვალში იოდის შეღწევას) კონცენტრაციის მომატება.
* ნანიპრუსს ახასიათებს მაღალი ფოტომგრძნობელობა, ამიტომ მზა ხსნარი დაცული უნდა იყოს სინათლის ზემოქმედებისგან. გამოიყენება მხოლოდ ახლადდამზადებული ხსნარი. თუ მისი შეფერილობა შეიცვალა წითლად ან ცისფრად, იგი აღარ გამოიყენება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- არ არის რეკომენდებული ნანიპრუსის გამოყენება ერთდროულად განგლიომაბლოკირებელ საშუალებებთან ან კლონიდინთან.
- ჰიპოტენზიური ეფექტი იზრდება ნანიპრუსის სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციის დროს.
- ავადმყოფებში გულის უკმარისობით და ფილტვებში შეგუბებით დასაშვებია ნანიპრუსის კომბინაცია დოპამინთან, რის შედეგადაც ხდება ფილტვის კაპილარებში წნევის დაქვეითება და მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოხმარების დაქვეითება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.