ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მ–ქოლინოლიზური საშუალება.
შემადგენლობა:
პლატიფილინის ჰიდროტარტრატი .............. 0,005 გ;
კალიუმის ბრომიდი .................................. 0,15 გ;
კოფეინ-ნატრიუმ ბენზოატი ........................ 0,15 გ;
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია სპაზმოლიზური, ქოლინოლიზური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მარეგულირებელი მოქმედება.
ჩვენება:
- თავის ტკივილი (შაკიკისმაგვარი, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეული);
- „ზღვის დაავადება“ (გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი ტრანსპორტით მგზავრობისას);
- სანაღვლე, კუჭ-ნაწლავის და საშარდე სისტემის სპაზმური ტკივილები;
- ბრადიკარდიით და ბრადიარითმიით მიმდინარე ნეიროცირკულაციური დისტონია;
- როგორც დამხმარე საშუალება ბრონქული ასთმით დაავადებულებში ბრონქოსპაზმის მოსახსნელად;
გვერდითი მოვლენები:
პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, მიდრიაზი (აკომოდაციის დარღვევა).
უკუჩვენება:
* პირის სიმშრალე, გულისცემის აჩქარება, გუგების გაფართოება.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: პერორულად 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ან მგზავრობამდე ნახევარი საათით ადრე.
გამოშვების ფორმა:
10 კაფსულა ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტარი თავსდება მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
შენახვის წესი:
ინახება 18-25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილზე.