ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიფურატელი წარმოადგენს ანტიმიკრობულ საშუალებას. იგი ხასიათდება აგრეთვე ანტიპროტოზოული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით.
ჩვენებები
- ნიფურატელის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათ შორის ბაქტერიებით, ტრიქომონათი, სოკოებით გამოწვეული საშოს და საშარდე გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები. ნაწლავების ამებიაზი, ლამბლიოზი.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატის ერთჯერადი დოზა მოზრდილებში მისი პერორალურად მიღებისას შეადგენს 200-400 მგ-ს 1-3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღე.
ბავშვებში ერთჯერადი დოზაა 10-15 მგ/კგ წონაზე დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელი ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ - დისკომფორტის შეგრძნება.
უკუჩვენებები
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ნიფურატელის გამოყენება ნებადართული არ არის.
Facebook კომენტარები