საერთაშორისო დასახელება: NORETHISTERONE
მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი
მოქმედი ნივთიერება: ნორეთისტერონი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პროგესტინი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ნორეთისტერონი............... 5 მგ
ჩვენებები:
●პრემენსტრუალური სინდრომი;
● მასტოდინია;
●ციკლის დარღვევა სეკრეტორული ფაზის შემოკლებით;
●დისფუნქციური სისხლდენა საშვილოსნოდან;
● ენდომეტრიუმის კისტოზური გლანდულური ჰიპერპლაზია;
● ენდომეტრიოზი;
● ადენომიოზი;
●ლაქტაციის და აბლაქტაციის თავიდან აცილება;
● დისფუნქციური დარღვევები, სისხლდენა კლიმაქტერულ პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება:
▪პრემენსტრუალური სინდრომის, მასტოდინიის და არარეგულარული ციკლის დროს ინიშნება ციკლის მე-16 დღიდან 25-დღემდე ყოველდღიურად 5-10 მგ (1-2 ტაბლეტი), შესაძლებელია მისი მიღება ერთდროულად ესტროგენთან.
▪საშვილოსნოდან დისფუნქციური სისხლდენის, ენდომეტრიუმის კისტოზური გლანდულური ჰიპერპლაზიის დროს (თუ სისხლდენის ფუნქციური ხასიათი დადასტურებულია ჰისტოლოგიური კვლევით, რომელიც ჩატარებულია პირველი 6 თვის განმავლობაში): ინიშნება 6-12 დღის განმავლობაში 5-10 მგ დღეში (1-2 ტაბლეტი). რეციდივის თავიდან ასაცილებლად ციკლის მე-16 დღიდან 25 დღემდე ინიშნება 5-10 მგ დღეში (1-2 ტაბლეტი) ერთდროულად ესტროგენთან).
ენდომეტრიოზის და ადენომიოზის დროს: ციკლის მე-5 დღიდან 25 დღემდე -5 მგ ერთხელ უწყვეტად დღეში (1 ტაბლეტი), 6 თვის განმავლობაში ან უწყვეტად (ციკლის მე-5 დღიდან 2.5 მგ დღეში (1/2 ტაბლეტი), დოზას ზრდიან 1/2 ტაბლეტით ყოველ 2-3 კვირაში, პროფუზული სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, 4-6 თვის განმავლობაში.
ლაქტაციის თავიდან ასაცილებლად:
ორსულობის შეწყვეტა
მე-16-28-ე კვირას:
▪ პირველი დღე - 15 მგ (3 ტაბ);
▪ მეორე-მესამე დღე - 10 მგ (2 ტაბ.);
▪მეოთხე-მეშვიდე დღე -5 მგ (1 ტაბ.).
28-ე - 36-ე კვირას:
▪პირველი დღე - 15 მგ (3 ტაბ.);
▪მეორე-მესამე დღე - 10 მგ (2 ტაბ.).
აბლაქტაცია:
▪1-3 დღე - დღეღამური დოზა 20 მგ (4 ტაბ.);
▪4-7 დღე - დღეღამური დოზა 15 მგ (3 ტაბ.);
▪8-10 დღე - დღეღამური დოზა 10 მგ (2 ტაბ.).
▪დისფუნქციური დარღვევის დროს კლიმაქტერიულ პერიოდში ინიშნება: 5 მგ (1 ტაბლეტი) კურსებით, ხანგრძლივად.
▪მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება ეთინილესტრადიოლი 25 -50 მგ დღეში (მაგალითად, მიკროფოლინი ტაბლეტებში).
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ვლინდება და დამოუკიდებლად წყდება შემდგომი ციკლის დროს: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, პროფუზული სისხლდენა, სითხის შეშუპება, პარესთეზიები, სხეულის წონის ცვალებადობა, დაღლილობა.
უკუჩვენებები:
* სქესობრივი მომწიფების პერიოდი;
* ორსულობა;
* სარძევე ჯირკვლის და სასქესო ორგანოების კიბო.
განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო შემდეგი მდგომარეობების დროს:
* გულის დაავადებები;
* ბრონქული ასთმა;
* ეპილეფსია;
*მიდრეკილება თრომბოზის მიმართ;
*ჰეპატიტი;
* ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის დანიშვნის წინ უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა. მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია ონკოლოგიური შემოწმება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან (შესაძლებელია მეტაბოლიზმის დაჩქარება).
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტეპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.