საერთაშორისო დასახელება:
OXELADIN
მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL
მოქმედი ნივთიერება: ოქსელადინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ცენტრალური მოქმედების ხველების საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.
1 კაფს.
ოქსელადინი ....... 40 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ცენტრალური მოქმედების ხველების საწინააღმდეგო საშუალება. არ ავლენს ნარკოტიკულ მოქმედებას, თრგუნავს ხველის რეფლექსს, სუნთქვის ცენტრზე არ ახდენს დეპრესიულ მოქმედებას.
ჩვენებები:
- მშრალი ხველა:
- რინოფარინგიტი;
- ტრაქეობრონქიტი, ბრონქიტი;
- გრიპი;
- პნევმონია;
- ყივანახველა;
- წითურა;
- ალერგიული ხველა;
- „მწეველების“ ხველა.
მიღების წესი და დოზრება:
პერორალურად;
კაფსულები: მხოლოდ მოზრდილებისთვის 40მგ დილით და საღამოს. კაფსულა იყლაპება დიდი რაოდენობით წყალთან ერთად, არ იღეჭება.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, ბრონქოსპაზმი, ბრონქოექტაზური დაავადებები, ბრონქიალური ასთმა, ბრონქიტი, ხველით და ძნელად გამოსაყოფი ნახველით, ბავშვთა და მოზარდთა ასაკი (15 წლამდე).
გვერდითი ეფექტები:
გულისრევა,ღებინება, გასტრალგია,ძილიანობა, მომატებული დაღლილობა.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: სუნთქვისა და გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების დარღვევა.
მკურნალობა: აღნიშნული სისტემების ფუნქციონირების კონტროლი, სიმპტომატური თერაპია.