ფარმაკოლოგიური თვისებები
პენციკლოვირი წარმოადგენს ანტივირუსულ საშუალებას. იგი აქტიურია მარტივი ჰერპესის გამომწვევი ვირუსის, აგრეთვე შემომსალტველი ლიქენის მიმართ. პრეპარატი უჯრედებში ფოსფორილერების გზით გარდაიქმნება ტრიფოსფატად, რომელიც თრგუნავს ვირუსული დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს.
ჩვენებები
- მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული დაზიანებული კანის მკურნალობა.
დოზირების რეჟიმი
გარეგანად - პრეპარატი დაიტანება კანის დაზიანებულ უბნებზე ყოველ 2 სთ-ში. მკურნალობის ხანგრძლივობა - 4 დღემდე.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია პენციკლოვირის მიმართ მომატებული რეაქციების განვითარება.
უკუჩვენებები
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
თვალის ირგვლივ მდებარე კანზე და ლორწოვან გარსზე პრეპარატის წასმა რეკომენდებული არ არის.
Facebook კომენტარები