საერთაშორისო დასახელება:
CEFTRIAXONE
მწარმოებელი: GMP,საქართველო
მოქმედი ნივთიერება: ცეფტრიაქსონი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
III თაობის ცეფალოსპორინი, ანტიბიოტიკი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ფლაკონში, შეფუთვაში 30 ც
1 ფლ.
ცეფტრიაქსონი ............. 1 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი. მოქმედებს ბაქტერიციდულად, მდგრადია ბეტა-ლაქტამაზას მოქმედებისადმი.
პრეპარატისადმი მგრძნობიარეა აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes; აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Klebsiella spp. (მათ შორის Klebsiella pneumoniae), Serratia spp., Proteus mirabilis, Haemophilus influenzae, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Citrobacter freundii; ანაერობული ბაქტერიები: Clostridium perfringens. ცეფტრიაქსონისადმი ასევე მგრძნობიარეა: Borrelia burgdorferi, Treponema pallidum.
პრეპარატისადმი ზომიერად მგრძნობიარეა: Staphylococcus epidermidis, Enterobacter cloacae, Pseudomonas aeruginosa.
ცეფტრიაქსონისადმი მდგრადია: Enterococcus faecalis, Listeria monocitogenes, Clostridium difficile, Bacteroides fragilis.
ფარმაკოკინეტკა:
1გ. ცეფტრიაქსონის ინფუზიის შემდეგ 30 წთ-ის განმავლობაში სისხლის პლაზმაში Cmax შეადგენს 100-150 მგ/ლკ, ხოლო 1 გ ცეფტრიაქსონის კუნთში შეყვანის შემდეგ პლაზმაში Cmax მიიღწევა 1-3 სთ-ში და შეადგენს 80 მგ/ლ.
ცეფტრიაქსონი კარგად აღწევს ქსოვილებსა და ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში, მათ შორის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 83-96%.
ცეფტრიაქსონი ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმელებით (40-60%) და ნაწლავური გზით (35-45%). T1/2 შეადგენს 6-9 სთ-ს. ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო პლაზმასა და ქსოვილებში ცეფტრიაქსონის ბაქტერიციდული კონცენტრაცია მიიღწევა 24 სთ-ის განმავლობაში.
ჩვენებები:
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა:
- ბაქტერიული მენინგიტი;
- ბაქტერიული ენდოკარდიტი;
- სეფსისი;
- ზედა სასუნთი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები;
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა);
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, ცისტიტი);
- გონორეა (მათ შორის ორსულობის პერიოდშიც);
- ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები;
- შიგელოზი;
- სალმონელოზი;
- ლაიმას დაავადება.
- ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება კუნთში ან ვენაში საინექციოდ და ვენაში საინფუზიოდ 30 წთ-ის განმავლობაში.
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 გ ერთხელ დღეში ან ყოველ 12 სთ-ში ერთხელ. სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ინფექციების დროს მაქსიმალური დღიური დოზა 4 მგ. ამ შემთხვევაში პრეპარატი შეჰყავთ 12 სთ-ში ერთხელ ვენაში ინფუზიის სახით 30 წთ-ის განმავლობაში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული დღიური დოზაა 50-75 მგ/კგ სხეულის წონაზე, მაგრამ არა უმეტეს 2 გ/დღეში. პრეპარატი შეჰყავთ 2-ჯერ დღეში, 12 სთ-ში ერთხელ. მენინგიტის დროს შესაძლებელია საწყისი დოზის 100 მგ/კგ/დღეში დანიშვნა, მაგრამ არა უმეტეს 4 გ/დღეში.
ახალშობილებში (2 კვირამდე) ინიშნება 20-50მგ/კგ წონაზე ერთხელ დღეში. დოზის შერჩევისას დღენაკლულობის ხარისხს არ ითვალისწინებენ.
ახალშობილებში (3 კვირის ასაკიდან) ინიშნება 20-80 მგ/კგ წონაზე ერთხელ დღეში.
გონორეის სამკურნალოდ რეკომენდებულია ერთჯერადად 250 მგ-ის კუნთში ინექცია.
ოპერაციისშემდგომი გართულებების პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია ოპერაციამდე 30-90 წთ-ით ადრე პრეპარატის 1-2 გ-ის (დასნებოვნების სიმძიმის საშიშროების გათვალისწინებით) ერთჯერადი ინიექცია.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ) მაქსიმალური დღიური დოზაა 2 გ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, მაგრამ თერაპია გრძელდება ინფექციის სიმპტომების ალაგებიდან კიდევ 3 დღის მანძილზე.
ხსნარის მომზადება და შეყვანის წესები:
კუნთში ინიექციისათვის: პრეპარატის 1 გ იხსნება 3.5 მლ 1% ლიდოკაინის ხსნარში. ერთ დუნდულა კუნთში რეკომენდებულია არა უმეტეს 1 გ-ის შეყვანა.
ვენაში ინიექციისათვის: პრეპარატის 1 გ იხსნება 40 მლ ხსნარში, რომელიც არ შეიცავს კალციუმის იონებს (ფიზიოლოგიური ხსნარი, 5% ან 10% გლუკოზის ხსნარი, 5% ლევულოზის ხსნარი, 0.45% ნატრიუმის ქლორიდი+2,5 % გლუკოზის ხსნარი). ხსნარი შეჰყავთ 30 წთ-ის განმავლობაში.
ახალმომზადებული ხსნარი 250C ტემპერატურამდე შენახვისას ვარგისია 6 სთ-ის განმავლობაში. ხოლო მაცივარში შენახვისას (2-80C ტემპერატურაზე) - 24 სთ-ის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი; იშვიათად - ტრანსამინაზების აქტივობის მატება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, დერმატიტი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, ექსუდაციური პოლიმორფული ერითემა; იშვიათად - ანაფილაქსიური რეაქცია.
ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად - ფლებიტი. ლიდოკაინის გარეშე კუნთში ინიექცია მტკივნეულია.
შესაძლებელია - სუპერინფექციის განვითარება (სასქესო გზების მიკოზები).
სხვადასხვა: ოლიგურია, შრატის კრეატინინის მატება, ცხელება, შემცივნება, სისხლის შედედების დარღვევა.
გვერდითი მოვლენების გამოვლინება, არ აღემატება 2%-ს.
უკუჩვენებები:
* ცეფალოსპორინებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში პეოს გამოყენების საჭიროება დედისთვის უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს.
* ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას გადასაწყვეტია ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ ჯვარედინი ალერგიის შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით, პენიცილინისადმი მომატებული მგრძნობელობის პაციენტებში ცეფტრიაქსონი სიფრთხილით ინიშნება.
♦ პაციენტებში, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობით, საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები საჭიროებენ პლაზმაში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ ჰემოდიალიზის დროს პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიდევნება.
♦ პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობისას, საჭიროა პერიფერიულ სისხლის სურათის კონტროლი.
♦ ახალშობილებში ცეფტრიაქსონი ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით ინიშნება.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ცეფტრიაქსონი ან ამინოგლიკოზიდები მრავალი გრამუარყოფითი ბაქტერიის მიმართ სინერგიული მოქმედებით ხასიათდებიან.
- დიდი დოზით ცეფტრიაქსონის და “მარყუჟოვანი” დიურეზული საშუალებებით (მაგ., ფუროსემიდი) ერთდროული გამოყენებისას თირკმლის ფუნქციის დარღვევა არ აღინიშნება.
- ცეფტრიაქსონი არ ზრდის ამინოგლიკოზიდების ნეფროტოქსიკურობას.
- პრობენეციდი ცეფტრიაქსონის გამოყოფაზე გავლენას არ ახდენს.
- ცეფტრიაქსონის ხსნარი შეუთავსებადია სხვა ანტიბიოტიკების შემცველ ხსნარებთან (როგორც მომზადების, ასევე შეყვანის დროს).
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.