საერთაშორისო დასახელება:
PROMETHAZINE
მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი
მოქმედი ნივთიერება: პრომეთაზინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: შეფუთვაში 20 ც.
1 დრაჟე
პრომეთაზინის ჰიდროქლორიდი ......... 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ტალკი, სახამებელი, ლაქტოზა, საღებავი არიავიტი ლურჯი, გლიცერინი, ტიტანი ორჟანგი, მაკროგოლი, საქაროზა.
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ 1 ამპე.
პრომეთაზინის ჰიდროქლორიდი ........ 25 მგ 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პრომეთაზინის ხსნარი, ჰიდროქინონი, კალიუმის მეტაბილსულფიტი, ნატრიუმის სულფიტი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფენოთიაზინის წარმოებულ - პიპოლფენს გააჩნია ანტიჰისტამინური, სედატიური, ანტიემეტური ალფა-ადრენომაბლოკირებელი და ანტიქოლინერგული ეფექტი. იგი აბლოკირებს ჰისტამინურ H1-რეცეპტორებს.
პრეპარატი აძლიერებს ტკივილგამაყუჩებელი, საძილე, ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების მოქმედებას, როგორიცაა ზოგადი საანესთეზიო საშუალებები, ბარბიტურატები და სხვა, აქვეითებს სხეულის ტემპერატურას.
ჩვენებები:
- ნებისმიერი წარმოშობის ალერგიული მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობა (მაგალითად რინიტი, კონიუნქტივიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და დერმოგრაფიზმი);
- ანაფილაქსიური რეაქციების ადიუვანტური თერაპია: მწვავე სიმპტომების სხვა პრეპარატებით საწყისი მკურნალობის შემდეგ, მაგალითად, ადრენალინით;
- პრეპარატის მიღება შეიძლება სედატიური საშუალების სახით ოპერაციის წინ და მის შემდეგ და ასევე მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად;
- ანესთეზიოლოგია და ქირურგია: ანესთეზიასთან დაკავშირებული ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში განვითარებული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- ნარკოზის პოტენცირება: ნარკოტიკებსა და ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას;
- ოპერაციის შემდეგ ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას პრეპარატი ავლენს დადებით ეფექტს ტკივილის მოსახსნელად;
- კინეტოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა: ტრანსპორტით მგზავრობის დროს თავბრუსხვევისა და “მოძრაობის დაავადების” პროფილაქიტა და/ან მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
დრაჟე
ჩვეულებრივი დოზები მოზრდილთათვის:
ალერგიის დროს: შეიძლება დაინიშნოს 12.5 მგ 3-4-ჯერ დღეში ან 25 მგ საღამოს.
ინიშნება უმცირესი ეფექტური დოზა.
გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისათვის: ჩვეულებრივ, ეფექტურია ერთჯერადი დოზა 25 მგ, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება 12.5-25 მგ-ის მიღება ყოველ 4-6 საათში.
მგზავრობის დროს გულისრევისა და „მოძრაობითი დაავადების“ პროფილაქტისა და მკურნალობისათვის: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 25 მგ-ს 2-ჯერ დღეში, რომლის მიღება რეკომენდებულია მგზავრობამდე 30 წუთით - 1 საათით ადრე, რის შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის განმეორება 8-12 საათში.
პრომეთაზინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 150 მგ-ს.
ბავშვებში: მისი პერორალური მიღება რეკომენდებულია ბავშვებისათვის მხოლოდ 6 წლის ზემოთ ასაკში. აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვებს 4-16 წლის ასაკში შეიძლება დაენიშნოთ 25 მგ 3-4-ჯერ დღეში.
საინექციო ხსნარი
- საინექციო ხსნარი შეჰყავთ ინტრამუსკულურად პაციენტებში ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენებებით, რომლებსაც არ შეუძლიათ პიპოლფენის პერორალური მიღება:
- ანაფილაქსიური რეაქციების ადიუვანტური თერაპიისათვის;
- ქირურგიული ოპერაციების წინ და შემდეგ სედატიური ეფექტის მისაღწევად;
- მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად და ასევე ანალგეტიკებისა და ნარკოტიკების ეფექტების პოტენცირებისათვის.
ინტრავენურად პრეპარატი (0.15-0.30 მგ/კგ სხეულის წონაზე) უნდა გამოიყენებოდეს:
- ქირურგიული ჩარევის სპეციალური სახეების დროს ნარკოზისა და ანალგეზიის ინდუქციისათვის, როგორიცაა, მაგალითად: განმეორებითი ბრონქოსკოპია და ოფთალმოლოგიური ოპერაციები.
ჩვეულებრივი დოზები მოზრდილთათვის:
ალერგიის დროს: შეიძლება დაინიშნოს 12.5 მგ 3-4-ჯერ დღეში ან 25 მგ საღამოს. ინიშნება უმცირესი ეფექტური დოზა.
გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისათვის: ჩვეულებრივ, ეფექტურია ერთჯერადი დოზა 15 მგ, პერორალურად მიღების აუტანლობისას. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება 12.5-25 მგ შეყვანა ყოველ 4-6 საათში.
მგზავრობის დროს გულისრევისა და „მოძრაობითი დაავადებები“ პროფილაქტისა და მკურნალობისათვის: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 25 მგ-ს 2-ჯერ დღეში. ამ დოზის მიღება რეკომენდებულია მგზავრობამდე 1/2-1 საათით ადრე, რის შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის განმეორება 8-12 საათში.
ქირურგიული ოპერაციების წინ და შემდეგ სედატიური ეფექტის მისაღწევად, მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად და, ასევე, ნარკოტიკებისა და ანალგეტიკების ეფექტის პოტენცირებისათვის: ოპერაციამდე 2.5 საათით ადრე შეიძლება კოქტეილის მიღება 50 მგ პიპოლფენის შემცველობით. აუცილებლობის შემთხვევაში ეს დოზა შეიძლება 1 საათში განმეორდეს.
პრომეთაზინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 150 მგ-ს.
ბავშვებში:
! არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის 2 თვის ასაკამდე.
2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება ინტრავენურად დაენიშნოთ 0.5-1 მგ/კგ სხეულის წონაზე 3-5-ჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში შეიძლება ერთჯერადი დოზის გაზრდა 1-2 მგ/კგ სხეულის წონაზე ინტრავენურად.
პიპოლფენის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი ეფექტის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.
გვერდითი მოვლენები:
პიპოლფენის მიღების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა:
ნევროლოგიური: სედატიური ეფექტი, ძილიანობა, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია და, ასევე, ძირითადად მაღალი დოზების მიღების ან პარენტერული შეყვანის შემდეგ - ექსპტრაპირამიდული სიმპტომები (ოკულოგირული კრიზი, კისერმრუდობა, ენის გამოვარდნა);
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, პირის სიმშრალე;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად აღინიშნება თრომბოციტოპენია და/ან ლეიკოპენია;
სხვა: გამონაყარი კანზე და/ან ფოტოსენსიბილიზაცია.
უკუჩვენებები:
* ალერგია, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის მიმართ;
* ანტიდეპრესანტების მიღებისას მონოამინოქსიდაზის (მაო ინჰიბიტორების ჯგუფიდან;
* ღვიძლის დაავადების დროს;
* ორსულობის, მისი დაგეგმვის ან ბავშვის ძუძუთი კვების დროს.
* პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია უგონოდ მყოფ ავადმყოფებში ან ალკოჰოლური სიმთვრალის დროს!
* იგი არ ენიშნებათ ბავშვებს 6 წლამდე!
ორსულობა და ლაქტაცია:
* პიპოლფენის გამოყენებაზე კონტროლირებადი კვლევების არ არსებობის გამო იგი არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ უკიდურესი სიფრთხილეა აუცილებელი ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების დროს (განსაკუთრებით მაღალი დოზებით) მძიმე არასასურველი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის გამო;
♦ ბავშვებში პიპოლფენის გამოყენება საჭიროა სიფრთხილით, სანამ არ არის გარკვეული დაავადების ზუსტი დიაგნოზი. არადიაგნოსტირებული ენცეფალოპათიის სიმპტომები და რეის სინდრომი შეიძლება შეცდომით იყოს შეფასებული, როგორც პრეპარატ პიპოლფენის გვერდითი ეფექტების გამოვლენა;
♦ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იყოს დაცული პრეპარატის დანიშვნის დროს გულსისხლძარღვთა სისტემისა და ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში;
♦ პრომეთაზინს შეუძლია შეგუბებითი სიყვითლის გამოწვევა (ძირითადად, პარენტერული შეყვანის შემდეგ);
♦ პრეპარატი ამცირებს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ავადმყოფების მკურნალობისას, რომლებსაც გააჩნიათ კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება ან რომლებიც პრომეთაზინთან ერთად იღებენ ანალოგიური მოქმედების სხვა პრეპარატებს;
♦ პრომეთაზინის ანტიქოლინერგული მოქმედების შედეგად შეიძლება გართულდეს ზოგიერთი დაავადების მიმდინარეობა (დახურულკუთხოვანი გლაუკომა, კუჭის სტენოზირებადი წყლული, შარდის ბუშტის ყელის სტენოზი და/ან წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია). ამ პრეპარატის დანიშვნის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ავადმყოფებს აღნიშნული დაავადებებით;
♦ პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ასთმისა ან სასუნთქი ორგანოების მძიმე დაავადებებისას;
♦ მკურნალობის დროს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება;
♦ პრომეთაზინის მიღების დროს შესაძლოა დიაგნოსტიკური ალერგიული ტესტებისა და ორსულობაზე ტესტების მცდარი უარყოფითი, ან მცდარი დადებითი შედეგები.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაცია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, კოლაფსი, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, კრუნჩხვები, სუნთქვის გაძნელება და კომა.
მკურნალობა: ანტიდოტის არ არსებობის გამო ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. შეიძლება აქტივირებული ნახშირის მიცემა და/ან კუჭის ამორეცხვა, გამოხატული ჰიპოტენზის სამკურნალოდ გამოიყენება ნორადრენილინი ან ფენილეფრინი.
ადრენალინს შეუძლია ჰიპოტენზიის გამაძლიერებელი პარადოქსული ეფექტის გამოწვევა.
კრუნჩხვები უნდა მოიხსნას ბენზოდიაზეპინების შეყვანით.
დიალიზი უსარგებლოა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- სედატიური საშუალებები, ნარკოტიკები, საძილე საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ტრანკვილიზატორები აძლიერებენ პიპოლფენის დამთრგუნველ ეფექტს ცნს-ზე. ამიტომ რეკომენდებულია ამ პრეპარატების დოზის შემცირება.
- პიპოლფენი აძლიერებს ანტიქოლინერგული პრეპარატების მოქმედებას.
- ადრენალინთან ერთდროულად შეყვანის დროს შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია (პრომეთაზინი ახდენს ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკირებას, რის გამოც ასუსტებს ადრენალინის პრესორულ ეფექტს).
- ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (პიპოლფენი აძლიერებს მათ მოქმედებას).
- პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს (პიპოლფენი ზრდის ცნს-ის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს).
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.