სტრეპტომიცინი-კმპ

ზოგადი დახასიათება: 
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: Streptomycin
[0-2-დეზოქსი-2-მეთილამინო-α-L-გლუკოპირანოზილ-(1→2)-0-5-დეზოქსი-3-C-ფორმილ-α-L-ლიქსოფურანოზილ-(1→4)-N1-დიამინო-D-სტრეპტამინ] ტრისულფატი. 

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის მოთეთრო, უსუნო, ჰიგროსკოპული ფხვნილი;
 
შემადგენლობა:
1 ფლაკონი შეიცავს სტერილური სტრეპტომიცინის სულფატს 0,25 გ, 1,0გ  ან 0,5 გ სტრეპტომიცინზე გადათვლით.

გამოშვების ფორმა:
საინექციო ფხვნილი ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონებში.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
სტრეპტომიცინი წარმოადგენს ფართო მოქმედების სპექტრის მქონე  (ბაქტერიოციდული) ანტიბიოტიკს. იგი აქტიურია ტუბერკულოზის მიკობაქტერიის, უმრავლესობა გრამუარყოფითი (ნაწლავის ჩხირი, Salmonella spp., Shigella spp., ფრიდლენდერის ჩხირი, Klebsiella spp., ინფლუენზას ჩხირი, შავი ჭირის გამომწვევი, ტულარემია, ბრუცელოზი და სხვ.) და ზოგიერთი გრამდადებითი (სტაფილოკოკები) მიკროორგანიზმების მიმართ. პრეპარატი ნაკლებად აქტიურია სტრეპტოკოკების (მათ შორის პნევმოკოკების) მიმართ. სტრეპტომიცინი არ არის აქტიური პროტეუსის, ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირის, ანაერობული ბაქტერიების, სპიროქეტების, რიკეტსიებისა და ვირუსების მიმართ.
პრეპარატის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მის შეკავშირებასთან ბაქტერიული რიბოსომების 30 S-სუბერთეულთან, რაც იწვევს ცილის სინთეზის დათრგუნვას.
 
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და თითქმის მთლიანად გამოიყოფა ნაწლავებიდან. იგი გამოიყენება მხოლოდ პარენტერალურად. სტრეპტომიცინი კუნთებში შეყვანის შემდეგ სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება სისხლში. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება 1-2 სთ-ის შემდეგ. საშუალო თერაპიული დოზით ერთჯერადად შეყვანისას  სისხლში ანტიბიოტიკი აღინიშნება 6-8 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი მაღალი კონცენტრაციით გროვდება ფილტვებში, ღვიძლში, ექსტრაცელულურ სითხეებში. პრეპარატს გააჩნია სუსტად გამოხატული ტროპიზმი ცხიმოვანი და ძვლოვანი ქსოვილების მიმართ. სტრეპტომიცინი არ გაივლის დაუზიანებელ ჰემატოენცეფალურ ბარიერს. იგი აღწევს პლაცენტაში და დედის რძეში. პრეპარატის დაკავშირება პლაზმის ცილებთან ხდება 10%-ზე

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება როგორც ანტიტუბერკულოზური საშუალება,  უპირველეს ყოვლისა ფილტვებისა და სხვა ორგანოების ტუბერკულოზის დროს.
ადრე ნამკურნალებ პაციენტებში მიზანშეწონილია ლაბორატორიულად განისაზღვროს მის მიმართ მგრძნობიარე მიკობაქტერიები.
გარდა ამისა სტრეპტომიცინი-კმპ გამოიყენება სხვადასხვა ლოკალიზაციის ჩირქოვანი ანთებისას, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით: პნევმონიის, რომელიც გამოწვეულია კლებსილიით (ლევომიცეტინთან კომბინაციით), შავი ჭირისა და ტულარემიის (ტეტრაციკლინთან კომბინაციაში), ბრუცელოზისა და ენდოკარდიტის (სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში).
    
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი შეყავთ კუნთებში, ასევე აეროზოლის სახით და ინტრატრაქეალურად. მოზრდილებში პრეპარატი შეყავთ აგრეთვე ინტრაკავერნოზულად.
მოზრდილებში პრეპარატი კუნთებში შეყავთ ერთჯერადი დოზით 0,5-1 გ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 გ-ს. 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე და 60 წლის ასაკის ზევით პაციენტებში სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ არ უნდა აჭარბებდეს 0,75 გ-ს.
ბავშვებსა და მოზარდებში სადღეღამისო დოზა განისაზღვრება 15-20 მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 0,5გ დღეღამეში ბავშვებში და 1 გ მოზარდებში, ერთჯერადად.
ტუბერკულოზის სამკურნალოდ სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეყავთ ერთჯერადად. პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში შესაძლებელია სადღეღამისო დოზა გავყოთ 2 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და ფაზაზე (3 თვე და მეტი).
არატუბერკულოზური ეტიოლოგიის ინფექციების სამკურნალოდ სადღეღამისო დოზა შეყავთ 3-4 მიღებაზე 6-8 სთ-იანი ინტერვალით. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს (არ უნდა აჭარებდეს 14 დღეს).
კუნთებში შეყვანისას პრეპარატს ანზავებენ საინექციო წყალში, ნატრიუმის ქლორიდის ან 0,25-0,5% ნოვოკაინის ხსნარში 1 გ პრეპარატზე 4 მლ გამხსნელის გადაანგარიშებით. ხსნარს ამზადებენ ექსტემპორალურად.
მოზრდილებში ინტრატრაქეულურად პრეპარატი შეყავთ 0,5-1 გ-ის ოდენობით, გახსნილი 5-7 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან 0,5% ნოვოკაინის ხსნარში 2-3 ან მეტჯერ კვირის განმავლობაში.
მოზრდილებში აეროზოლის სახით პრეპარატი შეყავთ დოზით 0,5-1 გ. აღნიშნული მიღების წესის მიხედვით პრეპარატს ანზავებენ 4-5 მლ (თბილი ინჰალაციისას – 25-100 მლ) ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. ბავშვებში პრეპარატის აღნიშნული წესით მიღების დროს იგი გამოიყენება იგივე გადაანგარიშებით, როგორც  პრეპარატის კუნთებში შეყვანისას. ჩვენების მიხედვით საინჰალაციო ხსნარს შესაძლებელია დაუმატოთ სტრეპტომიცინთან შეთავსებადი სხვა სამკურნალო საშუალებები.
ინტრაკავეროზულად პრეპარატი შეყავთ ინსუფლაციის გზით მცირედ დისპერსიული ფხვნილის სახით ან 10% ხსნარის ინსტილაციის მეშვეობით ქირურგიული სტაციონარის პირობებში ერთხელ დღეღამეში სუმარული დოზით არა უმეტეს 1 გ, კავერნების რიცხვისა და შეყვანის წესისაგან დამოუკიდებლად.
ჰიპერტონული დაავადებითა და გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ პაციენეტებში პრეპარატი გამოიყენება შეყვანის წესის მიუხედავად მცირე დოზებით (0,25 გ-მდე). პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა შესაძლებელია გავზარდოთ.
თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში საჭიროა პრეპარატის სადღეღამისო დოზის შემცირება. ენდოგენური კრეატინინის კლირენსის არსებობისას 50-დან 60 მლ/წთ-ში პრეპარატის დოზა არ უნდა აჭარბებდეს 0,5 გ-ს, ხოლო 40-დან 50 მლ/წთ-ში – არა უმეტეს 0,4 გ-ს.
 
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას შედარებით მძიმე გვერდით მოვლენას წარმოადგენს თავის ქალა-ტვინის VIII წყვილი ნერვების ბლოკადა და ამით გამოწვეული ვესტიბულური დარღვევები (თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, კოორდინაციის დარღვევა), სმენის დაქვეითება (შუილი, ხმაური, სიყრუე), პერიფერიული ნევრიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დათრგუნვა (სუნთქვის გაძნელება, აპნოე, სისუსტე, ძილიანობა). ძალიან იშვიათად – ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკადა სუნთქვის გაჩერებამდე, განსაკუთრებით მიასთენიით შეპყრობილ პაციენტებში, ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში კუნთების არადეპოლარიზაციული რელაქსანტების ნარჩენი მოქმედების ფონზე.  ნერვ-კუნთოვანი დარვევის პირველსავე სინდრომის გამოვლენისთანავე საჭიროა ვენაში კალციუმის ქლორიდის და კანქვეშ – პროზერინის შეყვანა. აპნოეს განვითარების შემთხვევაში პაციენტი გადაყავთ ხელოვნურ სუნთქვაზე. შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის დარღვევა (ალბუმინურია, ჰემატურია), დიარეა, კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა, მომატებული სისხლდენა, პოლინეიროპათია, ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ურტიკარია, ეოზინოფილია, კვინკეს შეშუპება და სხვა, იშვიათად ანაფილაქსიური შოკი), შეყვანის ადგილას სიწითლე და ტკივილი. იშვიათად აღინიშნება გულის მიდამოში ტკივილი, ტაქიკარდია. ნეიროტოქსიური გართულებების შემთხვევაში (თავის ტკივილი, პარეზი, სმენის დაქვეითება) პრეპარატის მიღებას წყვეტენ და ატარებენ სიმპტომატურ ან პათოგენეზურ თერაპიას, კერძოდ უნიშნავენ კალციუმის პანთოთენატს, თიამინს, პირიდოქსინს, პირიდოქსალფოსფატს. პრეპარატის შეყვანისას ალერგიული რეაქციის გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა და მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ჩატარება. ანაფილაქსური შოკის ნიშნების გამოვლენისთანავე საჭიროა პაციენტის აღნიშნული მდგომარეობიდან გამოყვანა.
  
უკუჩვენება:
სმენისა და ვესტიბულური აპარატის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ქალა-ტვინის VIII წყვილი ნერვების ნევრიტთან, ან ოტონევრიტის ნარჩენი მოვლენები, გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობა, თავის ტვინში სისხლისმიმოქცევის დარღვევა, მაობლიტირებელი ენდარტერიტი, სტრეპტომიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მიასთენია, ბოტულიზმი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
ინტრაკავერნოზული გზით პრეპარატის შეყვანა უკუნაჩვენებია პლევრის ღრუს შეუხორცებელ ადგილას (კათეტერის შეყვანის ადგილი) და კავერნის ფილტვის კართან ახლო ლოკალიზაციისას.  

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის რეკომენდებული სტრეპტომიცინი-კმპ-ს ერთ შპრიცში შერევა პენიცილინის ჯგუფის (კარბენიცილინი და სხვა) ანტიბიოტიკებთან და ცეფალოსპორინებთან.
პრეპარატისა და ამინოგლიკოზიდების, პოლიმიქსინის, კაპრეომიცინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ოტო- და ნეფროტოქსიური მოქმედების განვითარების რისკი.
სტრეპტომიცინი-კმპ-ს ორგანიზმიდან გამოყოფას აძნელებს ინდომეტაცინის პარენტერალურად შეყვანა. სტრეპტომიცინი-კმპ აძლიერებს ოტო და ნეფროტოქსიური საშუალებების, მიორელაქსანტების, მეტოქსიფლურანის გვერდით ეფექტებს და ამცირებს ანტიმიასთენური საშუალებების ეფექტურობას. იგი არ გამოიყენება დეჰიდრატაციული თერაპიის ფონზე და დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში.

ჰიპერდოზირება:
ვლინდება ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკადის სახით სუნთქვის გაჩერებამდე.
მკურნალობა:
ვენაში შეყავთ კალციუმის ქლორიდი, ხოლო კანქვეშ პროზერინი; აპნოეს განვითარების შემთხვევაში პაციენტი გადაყავთ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე.
     
განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას აღინიშნება ნეფროტოქსიური მოვლენები (პროტეინურია, ჰემატურია, ცილინდრურია), ამიტომ მკურნალობის პერიოდში აუცილებელია შარდის გამოკვლევა თვეში არა ნაკლებ ერთხელ მაინც. თირკმელების დაზიანება ატარებს შექცევად ხასიათს, რომელიც პრეპარატის მიღების დროულ შეწყვეტასთან ერთად ქრება.
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სმენის ფუნქციისა და ვესტიბულური აპარატის შემოწმება.
ჩვილ ბავშვებსა და ორსულებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ აუცილებელი სასიცოცხლო ჩვენებების შემთხვევაში.
პრეპარატის მიღების არადროულად შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს სიყრუე.

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +25 °C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა-3წელი.

გაცემა:
რეცეპტით

შეფუთვა:
0,25 გ, 0,5 გ 1,0გ ფლაკონებში
 
მწარმოებელი:
“კიევმედპრეპარატები”  (უკრაინა)
01032, კიევი, საკსაგანსკის ქუჩა 139

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია