ტობესონი თვალის წვეთები
(ტობრამიცინი - დექსამეთაზონი)
KGPM
GMP დანიშნული კომპანია კლასიფიკაციის ნომერი 131 ოფთალმიური პრეპარატი
ტობესონის შემადგებლობაშია ტობრამიცინი 0.3%, რომელიც ფართოდ ეფექტურია G(+)bacillus და G(-)bacillus-ს დროს და დექსამეთაზონი 0.1%, რომელიც ეფექტურია ანთებითი დარღვევების სამკურნალოდ. ასევე ის არის სუსპენზია.
შემადგენლობა
ყოველი მლ შეიცავს
- აქტიური ინგრედიენტი: ტობრამიცინი (USP) 3 მგ (მოქმედების ძალა)
დექსამეთაზონი (KP) 1 მგ
- დამატებითი საშუალება (კონსერვანტი): ბენზალკონიუმის ქლორიდი (KP) 0.1 მგ
- არააქტიური ინგრედიენტები: სტერილიზებული გასუფთავებული წყალი, გოგირდმჟავა დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ტილოქსაპოლი, ნატრიუმის სულფატი უწყლო, ჰიდროქსიეთილცელულოზა, გოგირდმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი
გარეგნული აღწერა
თეთრი ფერის სუსპენზიის ხსნარი გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლში.
ჩვენება
1. ამ პრეპარატში არსებული კონკრეტული ანტიინფექციური პრეპარატი აქტიურია შემდეგი გავრცელებული ბაქტერიული თვალის პათოგენების წინააღმდეგ:
- Staphylococci (მათ შორის S. aureus, S.epidermidis), პენიცილინ-რეზისტენტული შტამები, სხვ.
- Streptococci, მათ შორის A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიტური სახეობები, არაჰემოლიტური სახეობები და Streptococcus pneumonia
- Pseudonomas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella pneumonia, Enterobacter aerogenes, Proteus mirabilis, Proteus vulgaris-ის შტამები, Morganella morganii, Haemophilus influenza, H. aegyptius, Moraxella lacunata, Acinetobacter calcoacehcus და ზოგიერთი Nesseria-ის სახეობა.
2. ანთებითი მდგომარეობის დროს ნაჩვენებია თვალის სტეროიდები.
პალპებრალური და ბულბარული კონიუნქტივა, რქოვანა და სფეროს წინა სეგმენტი, რომლის დროსაც სტეროიდის გამოყენების რისკი ზოგიერთი ინფექციური კონიუნქტივიტისას მისაღებია შეშუპებისა და ანთების შემცირების მიზნით. ქრონიკული უვეიტი და რქოვანას დაზიანება ქიმიური, რადიაციული ან თერმული დამწვრობების ან უცხო სხეულების შეღწევის შედეგად.
დოზირება და მიღების წესი
მოზრდილები: ერთი წვეთი კონიუნქტივალურ ტომარაში ყოველ 4-6 საათში იმ პერიოდში, როცა პაციენტს ღვიძავს. პირველი 24-48 საათის განმავლობაში დოზა შეიძლება გაიზარდოს ერთ წვეთამდე ყოველ ორ საათში, როცა პაციენტს ღვიძავს. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რომ მკურნლობა ნაადრევად არ შეწყდეს.
სიფრთხილის ზომები
1. არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში.
1) ეპითელიური მარტივი ჰერპესული კერატიტი (დენდრიტული კერატიტი), ვაქცინია, ვარიცელა და რქოვანას და კონიუნქტივას მრავალი სხვა ვირუსული დაავადება. თვალის მიკობაქტერიული ინფექცია. თვალის სტრუქტურების სოკოვანი დაავადებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტის მიმართ.
2) პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტები.
3) პედიატრიული პაციენტები, მეძუძური დედები.
2. უარყოფითი რეაქციები
1) შეიძლება განვითარდეს ქუთუთოს ქავილი და შეშუპება, გაწითლება, კონიუნქტივას ერითემა, თვალის ტრანზიტორული წვა.
2) გლაუკომა, ამბლიოპია, დიაბეტური კატარაქტას წარმოქმნა, თვალების გახვრეტა და ჭრილობის შეხორცების შეფერხება ოპტიკური ნერვის დაზიანებისას.
3) სისტემურ ამინოგლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია შრატისმიერი კონცენტრაციების კონტროლი.
4) თვალების მწვავე ჩირქოვანი ენცეფალიტის განვითარებისას, სტეროიდებმა შეიძლება შენიღბონ ინფექცია ან ხელი შეუწყონ ინფექციის განვითარებას.
5) სტეროიდის უწყვეტად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მიკოტური ინფექცია.
6) თუ სტეროიდებით მკურნალობის შემდეგ რქოვანას წყლული დიდი ხნის განმავლობაში აღინიშნება, შეიძლება ეს განხილული იყოს, როგორც ეჭვი მიკოტურ ინფექციაზე და შეიძლება განვითარდეს მიკრობიზმი მეორადი ინფექციის სახით.
3. ზოგადი გაფრთხილებები
1) უწყვეტად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პათოგენური ბაქტერიების როტაციული მოვლენა.
2) შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი ინფექცია სხვა ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან.
3) ხელახალი ინფექციის განვითარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პრეპარატის სწორად გამოყენება.
4) ვარიცელას ან წითელას დროს გამოყენებისას განსაკუთრებული მაღალი რისკის გამო, აუცილებელია შემდეგი სიფრთხილის ზომების გამოყენება:
1. ამ პრეპარატის გამოყენების წინ უნდა შემოწმდეს ვარიცელას ან წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან ანამნეზში მათი არსებობა.
2. თუ ანამნეზში არ აღინიშნება ვარიცელა ან წითელა, ყურადღება არის საჭირო ვარიცელაზე ან წითელაზე, ასევე შეეცადეთ, თავი დაიცვათ ვარიცელას ან წითელას ინფექციისგან. ვარიცელაზე ან წითელაზე ეჭვის არსებობისას, მიმართეთ ექიმს და პრეპარატი გამოიყენეთ სათანადოდ.
3. ყურადღებით იყავით ვარიცელას ან წითელას მიმართ, ვინაიდან ეს ინფექციები შეიძლება განვითარდეს ვაქცინაციის მიუხედავად.
4. ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან შეიძლება დაორსულდეთ, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს, ვინაიდან ეს პრეპარატი რეკომენდებული არ არის ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
5. გამოყენება ბავშვებში
უსაფრთხოება და ეფექტიანობა 2 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.
6. სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
1) ეს პრეპარატი არ გამოიყენება ინექცირების გზით. ის არის ოფთალმიური პრეპარატი.
2) კონტეინერის თავის დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ ის არ შეეხოს თვალებს, თითებს ან სხვა სუბსტანციებს.
3) დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, არ გაუზიაროთ პრეპარატი სხვებს.
7. შენახვა
1) შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
2) შეინახეთ გრილ ადგილას და მზის პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილას (ნაკლებად ტენიან ადგილას).
3) არასათანადო გამოყენების პრევენციისა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით, არ გადაიტანოთ სხვა კონტეინერში.
შენახვა
შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში, ოთახის ტემპერატურაზე (1~300C). შენახვის ვადა: 24 თვე
შეფუთვა
5 მლ, 6 მლ
ეს პროდუქტი წარმოებულია (KGMP) ხარისხის მკაცრი კონტროლით. შეძენისას ვადაგასული, გაფუჩებული, ფალსიფიცრებული ან დაბინძირებული პრეპარატი ექვემდებარება გაცვლას აფთიაქში ან დისტრიბუტორთან.
გაფრთხილებები
1. გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციის ფურცელი.
2. თუ ჩვენებები გასაგები არ არის ან გაქვთ შეკითხვები, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს ან ექიმს.
3. ზუსტად დაიცავით მითითებები დოზისა და გამოყენების წესის შესახებ.
4. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
5. ფრთხილად იყავით, რომ არ შეეხოთ ინექციის ხვრელს.
6. გამოყენების შემდეგ შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში და მკურნალობის დასრულების შემდეგ აღარ გამოიყენოთ დარჩენილი პროდუქტი.
მომხმარებლის საკონსულტაციო ნომერი: (სეული) 02-3477-1731 (ბუსანი) 051-204-3831
DAEWOO PHARM.CO., LTD.
153, დადაე-რო, საჰა-გუ, ბუსანი, კორეა
ტელ: 82-51-204-3831
ფაქსი: 82-51-291-3512