ცნობილი ბრენდის, Momcozy-ს პროდუქცია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდს მაქსიმალურად ამარტივებს. ის მომავალ დედებს სპეციალურ, ზურგის ტკივილის შემამსუბუქებელ აქსესუარებს სთავაზობს. ასევე, ინოვაციურ, პორტატულ ელექტრონულ მოწყობილობებს, რომლებიც დედის კომფორტსა და სიმშვიდეზეა ორიენტირებული.
რატომ ირჩევენ თანამედროვე დედები Momcozy-ს პროდუქციას?
დედობისთვის მზადება და შემდგომი პერიოდი უამრავ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ამ დროს ქალის სხეული დიდ ცვლილებებს განიცდის და განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. თანამედროვე დედები სულ უფრო ხშირად ეძებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას გაუადვილებს და მცირე ფიზიკურ შვებას მაინც მოუტანს.
სწორედ ამ მისიით შეიქმნა ბრენდი Momcozy, რომლის პროდუქციასაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალი იყენებს. ბრენდის მთავარი მიზანია, რომ ორსულობისა და ლაქტაციის პროცესი ნაკლებად დამღლელი და მეტად სასიამოვნო იყოს. მათი თითოეული ნივთი უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგანაა შექმნილი და მორგებულია ქალის ანატომიაზე.
ზურგის ტკივილთან გამკლავება ორსულობის პერიოდში
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში, მუცლის ზრდასთან ერთად, ხერხემლის დატვირთვა საგრძნობლად იზრდება. ბევრი ქალი უჩივის წელის, თეძოებისა და მენჯის არეში გაუსაძლის დისკომფორტს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო საშუალება სპეციალური, ორთოპედიული დამხმარე აქსესუარების გამოყენებაა.
ამ მიმართულებით დედების რჩეულია მამქოზი ორსულობის ხაზი, რომელიც სრულყოფილად პასუხობს სხეულის საჭიროებებს. ბრენდის მიერ შექმნილი ორსულის ქამარი ნაზად იჭერს მუცელს და თანაბრად ანაწილებს სიმძიმეს წელზე. ეს პატარა დეტალი მომენტალურად ხსნის სიმძიმის შეგრძნებას და მომავალ დედას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს. იგი დამზადებულია ელასტიური და ჰაერგამტარი ქსოვილისგან, რაც გამორიცხავს კანის გაღიზიანებას ან ოფლიანობას ცხელ დღეებშიც კი.
თავისუფლება და კომფორტი ლაქტაციის დროს
როდესაც პატარა იბადება, ერთ-ერთი მნისვნელოვანი საკითხი კვებაა. ბევრი დედისთვის რძის გამოწველა ყოველდღიური და საკმაოდ დამღლელი რუტინაა. ტრადიციული, ხელით სამართავი მოწყობილობები მოითხოვს ერთ ადგილას დიდხანს ჯდომას და მოუხერხებელ პოზაში ყოფნას.
ტექნოლოგიურმა პროგრესმა ეს პროცესიც ბევრად უფრო სასიამოვნო გახადა. თანამედროვე, პორტატული რძის საწველი აპარატი სრულიად ცვლის ამ გამოცდილებას. ის უსადენოა და თავსდება პირდაპირ ბიუსტჰალტერში. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოწველის დროს შეგიძლიათ მიხედოთ საოჯახო საქმეებს, იმუშაოთ კომპიუტერთან ან უბრალოდ დაისვენოთ ყავით ხელში. ბრენდი Momcozy ამ მიმართულებით ნამდვილად გამორჩეულია. მათმა უსადენო ტექნოლოგიამ პირადი თავისუფლების განცდა ათასობით დედას დაუბრუნა.
რატომ უნდა შეიძინოთ მამქოზი პროდუქცია დედებისთვის?
თუ თქვენ ეძებთ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს, ბრენდი მამქოზი საუკეთესო არჩევანია. მათი პროდუქცია ინოვაციური დიზაინით გამოირჩევა. მაგალითად, ხარისხიანი ორსულის ქამარი დაგეხმარებათ ფიზიკური აქტივობა მშობიარობამდე შეინარჩუნოთ.
მეორე მხრივ, ერგონომიული რძის საწველი აპარატი დაზოგავს თქვენს დროს და დაგეხმარებათ ლაქტაციის ხანგრძლივად შენარჩუნებაში. თითოეული ნივთი შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი ეტაპი მაქსიმალურად მშვიდი და კომფორტული იყოს.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ შევარჩიო ორსულის ქამარი სწორად და რამდენად უსაფრთხოა მისი ყოველდღიური ტარება?
ქამარი უნდა შეირჩეს მუცლის გარშემოწერილობის მიხედვით. მისი ტარება უსაფრთხოა მეორე ტრიმესტრიდან. თუმცა რეკომენდებულია მისი გამოყენება დღეში 3-4 საათით, აქტიური მოძრაობისას, ხოლო მოსვენების ან წოლის დროს უმჯობესია მოიხსნათ.
რა უპირატესობა აქვს უსადენო რძის საწველ აპარატს ტრადიციულთან შედარებით?
უსადენო აპარატი მუშაობს ელემენტზე, არ აქვს მილები და სადენები. იგი პირდაპირ თავსდება სამოსში, მუშაობს ჩუმად და გადაადგილების სრულ თავისუფლებას განიჭებთ. ეს კი მნიშვნელოვნად ზოგავს დროს.
როგორ უნდა გაიწმინდოს და გასტერილდეს Momcozy-ს ელექტრონული აპარატის ნაწილები?
ყველა სილიკონისა და პლასტმასის დეტალი, რომელიც უშუალოდ ეხება რძეს, უნდა გაირეცხოს თბილი წყლითა და საბავშვო ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. შემდეგ კი გასტერილდეს მდუღარე წყალში ან ორთქლის სტერილიზატორში. ელექტრონული ბლოკი წყალში არ უნდა ჩაიდოს, მას მხოლოდ ნოტიო ნაჭრით წმენდაც ეყოფა.







