Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 10

ჰეელი-ტრაუმელ S 30მლ ფლ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
წვეთები 30 მლ ან 100 მლ
ტაბლეტები #50 ან #250
საინექციო ხსნარი 2,2 მლ ამპულა #5, 10, 50 ან 100
მალამო 50გ ან 100გ ერთ ტუბში

წვეთები: 100გ (105 მლ) შეიცავს: Belladona D4 _ 25გ, Aconitum D3, Hepar sulfuris D8, Mercurius solubilis Hahnemanni D8 _ შესაბამისად 10 გ, Symphytum D8, Chamomila D3 _ შესაბამისად 8 გ, Calendula D2, Hamamelis D2, Millefolium D3, Arnica D2 _ შესაბამისად 5 გ echinacea D2, Echnacea purpurea D2, Bellis perennis D2 _ შესაბამისად 2 გ, Hypericum D2 1 გ. Ethanol 30 vol%

ტაბლეტები: 1 ტაბლეტი შეიცავს: Arnica D2, Calendula D2, Hamamelis D2, Millefolium D3 _ შესაბამისად 15 მგ; Aconitum D3, Hepar sulfuris D8, Mercurius solubilis Hahnemanni D8 _ შესაბამისად 30 მგ; Chamomila D3, Symphytum D8 _ შესაბამისად 24 მგ, Bellis perennis D2, Echinacea D2, Echnacea purpurea D2 _ შესაბამისად 6 მგ, Hypericum D2 _ 3 მგ. Belladona D4 _ 75 მგ, ასევე Lactose-Monohydrat da Magnesiumstearat.

საინექციო ხსნარი: 2,2 მლ-იანი 1 ამპულა შეიცავს: Calendula D2, Belladona D2 _ შესაბამისად 2.2 მკლ, aconitum D2 _ 1.32 მკლ, Bellis perennis D2 _ 1.1 მკლ, Hypericum D2 _ 0.66 მკლ, Echinacea D2, Echnacea purpurea D2 _ შესაბამისად 0.55 მკლ, Hypericum D2 0,25 მლ; Symphytum D6, Chamomila D3, Millefolium D3, Arnica D2, Hepar sulfuris D6 _ შესაბამისად 2.2 მკლ, mercurius solubilis Hahnemanni D6 _ 1.1 მკლ, Hamamelis D1 _ 0.22 მკლ, ასევე საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი.

მალამო: 100 გ. მალამო შეიცავს: Arnica D3 – 1,5 g, Calendula Q, Hamamelis Q _ შესაბამისად 0,45 გ; Echinacea angustifolia Q, Echnacea purpurea Q, Chamomila Q _ შესაბამისად 0,15 გ; Symphytum D4, Bellis perennis Q _ შესაბამისად 0.1g; Hypericum D6, Millefolium Q _ შესაბამისად 0,09 გ; Belladonna D1, Aconitum D1 _ შესაბამისად 0,05 გ; Mercurius solubilis Hahnemanni D6 _ 0,04 g, Hepar sulfuris D6 0,025 გ. ეთანოლით სტაბილიზირებული ჰიდროფილური მალამო (DAB). 12,5 vol % Ethanol.

ჩვენებები
წვეთები, ტაბლეტები, საინექციო ხსნარი: დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, სისხლჩაქცევა (კანქვეშა და სახსარშიგა), ძვლის მოტეხილობა, ოპერაციის და ტრავმის შემდგომი შეშუპება, სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილის ანთებითი და დეგენერაციული პროცესი, განსაკუთრებით, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (ტენდოვაგინიტი, სტილოიდიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, პერიართრიტი), ართროზი, თავის ტვინის მწვავე შერყევა.
მალამო: დაჟეჟილობა, სხვადასხვაგვარი დაზიანება (სპორტი, სატრანსპორტო შემთხვევა), დაჭიმულობა, მოტეხილობა, კონტუზია, სისხლჩაქცევა, ანთებითი და დეგენერაციული პროცესები სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში (პაროდონტიტი, პაროდონტოზი, ღრძილების დაჩირქება), განსაკუთრებით, საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, მხრის ეპიკონდილიტი), ართროზი.

მიღების წესები და დოზები

წვეთები: 10 წვეთი 3-ჯერ დღეში, რბილი ქსოვილების შეშუპებისას – 30 წვეთი 3-ჯერ დღეში.
ტაბლეტები: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით.
საინექციო ხსნარი: 1-3-ჯერ კვირაში, მწვავე შემთხვევებისას ყოველდღე 1-2 ამპულა კუნთში, კანქვეშ, კანში (ნაწიბურების არსებობისას), ვენაში, სასახსრე ჩანთაში და სახსრის გარშემო.
მალამო: დილა-საღამოს ან აუცილებლობისას უფრო ხშირად დაზიანებულ ზედაპირზე შესაზელად. შესაძლებელია ნახვევების დადებაც.
ღია ჭრილობაზე მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები

წვეთები, ტაბლეტები: პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს მომატებული ნერწყვდენის დროს.
საინექციო ხსნარი: სახსრისშიგა ინექციისას ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება სახსრის ტკივილი, რომელიც იხსნება ანთების საწინაამღდეგო თერაპიით; ძალზე იშვიათად მომატებულმა მგრძნობელობამ რთულყვავილოვანთა მიმართ შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური რეაქციები.
მალამოს ხმარებისას, იშვიათად, კანზე ალერგიული რეაქციებია მოსალოდნელი.

უკუჩვენება

წვეთები, ტაბლეტები: არ გააჩნია.
საინექციო ხსნარი: მომატებული მგრძნობიარობა რთულ–ყვავილოვანთა მიმართ.
მალამო: მომატებული მგრძნობელობა მცენარე არნიკას მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ინიშნება სხვადასხვა სახის ტრავმების, რბილი ქსოვილის რევმატიზმის, მალთაშუა დისკების და ხერხემლის სხვა დეგენერაციული დაავადებისას, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ვერტებროგენური სიმპტომატიკა; თავის ტვინის შერყევისას (Vertigoheel-თან ერთად), მწვავე და ქრონიკული ოტიტის, ცხვირის დანამატი ღრუების ანთების, დაჩირქებებით მიმდინარე ანთებებისას, მაგ., საოფლე ჯირკვლების აბსცესის, ფურუნკულების, კარბუნკულების, მასტიტის, პაროდონტოზის, დაჩირქებული ფისტულების, წვივის წყლულის, ეკზემების, ნეიროდერმიტის დროს.
მოცემული პრეპარატი ნაჩვენებია ასევე, სულფიდური ფერმენტების აქტივაციისათვის, მაგ., ალოპათიური მკურნალობის უარყოფითი შედეგების და დეგენერაციული დაავადებებისას; მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი თერაპიისას (პროთრომბინის რეგულაცია).

Traumeel S ზემოქმედების მექანიზმი მასში შემავალი მცენარეული და მინერალური კომპონენტების შემდეგი თვისებებით განისაზღვრება: 1. ვერცხლისწყლის შემცველი კომპონენტების მოქმედება ანთებითი და ვირუსული დაავადებებისას;
2. სისხლძარღვების ტონუსის მომატება (Aconitum, Arnica), სისხლძარღვების გამკვრივება (კალციუმი), ვენოზური შეგუბების მოხსნა, თრომბის წარმოქმნის უკუქმედება (Hamamelis), სისხლდენის შეჩერება (Millefolium);
3. უჯრედოვანი სუნთქვის და ჟანგვა-აღდგენითი პროცესების გაუმჯობესება კალციუმის სულფიდის და კალციუმის პოლისულფიდის მეშვეობით (Hepar sulfuris);
4. დიდი დამცველობითი მექანიზმის სტიმულირება;
5. ჭრილობის შეხორცების გააქტივება; შოკური მდგომარეობის დაძლევა (Arnica, Calendula, Echinacea, Symphytum); „ნორმალური და სრულფასოვანი“ ჩირქის წარმოქმნა;
6. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი (Aconitum, Arnica, Chamomilla, Hamamelis, Hypericum); 7. სისხლდენის შეჩერება (Aconitum, Arnica, Hamamelis (ვენოზური), Hypericum, Millefolium (არტერიული).
Traumeel S ძირითადი მოქმედება:
1. მარეგენერირებელი – ართროზის, მოტეხილობის, ეპიკონდილიტის, სტილოიდიტის, ტენდოვაგინიტისას;
2. ანტიექსუდაციური – რბილი ქსოვილების რევმატიზმის, ტრავმის, ოპერაციის შემდგომი, თავის ტვინის შერყევის შემდგომი, ართროზების, სახსარშიდა და რბილი ქსოვილების ჰემატომების, ტენდოვაგინიტის, ბურსიტის, ოტიტისას;
3. ანთების საწინააღმდეგო – ბურსიტის, ეპიკონდილიტის, სტილოიდიტის, ტენდოვაგინიტის, ოტიტისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები

დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი) დაიხუროს გამოყენებისთანავე

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

ბლეფაროგელი-2 15მლ ფლ

34.90 ლარი
32.81 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: გელტეკ-მედიკა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კოპოლივა-ზეითუნის ზეთიLaEs125გ2937

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ბლეფაროგელი-1 15მლ ფლ *

,,ბლეფაროგელი – 1″ 15 გრ

სხვადასხვა გენეზის ბლეფარიტების სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა:
ჰიალურონის მჟავა, ალოე ვერა-ს ექსტრაქტი, პოლივინილპიროლიდონი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, დეიონიზირებული წყალი.

ჩვენება:
• სხვადასხვა გენეზის ბლეფარიტების მკურნალობა და პროფილაქტიკა
• მშრალი თვალის სინდრომი
• კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა (ე.წ. ,,მონიტორის კონიუქტივიტი,,)
• კონტაქტური ლინზებით გამოწვეული კონიუქტივიტი და თვალის დაღლა

გამოყენების წესი:
ბლეფაროგელი – 1 – ის ერთი წვეთი შეიზილეთ ქუთუთოების კანში და წამწამებთან ახლოს, ხელის მსუბუქი და წრიული მასაჟის საშუალებით. დღეში 2-ჯერ: დილით და საღამოს.

სიფრთხილის ზომები:
კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების წინ უნდა მოიხსნას კონტაქტური ლინზები და ჩაისვას 15 წუთის შემდეგ.

შენახვის წესი:
ინახება +5°C-დან +30°C-მდე.

კოპოლივა-ზეითუნის ზეთიExtr250გ0638

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ბლეფაროგელი-1 15მლ ფლ

33.90 ლარი
31.87 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: გელტეკ-მედიკა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კოპოლივა-ზეითუნის ზეთიExtr250გ0348

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ჰეელი-ტარტეფედრელი 30მლ ფლ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
წვეთები საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ ან 100 მლ.

10 გ (10.5 მლ) შეიცავს: Kalium stibyltartaricum D4, Atropa Belladonna D4, Natrium sulfuricum D4, Arsenicum jodatum D6 _ Sesabamisad 1 g. Blatta orientalis D6, Lobelia inflata D4, Cephaelis Ipecacuanha D4, Naphatalinum D6, Anisum stellatum D3 _ შესაბამისად 0.5 g. Ethanol 43 vol%.

ჩვენებები

ბრონქიტი _ განსაკუთრებით, ასთმური ხასიათის; ბრონქიალური ასთმა, გახანგრძლივებული ხველა; ხველა სკროფულოზურ ბავშვებში; ბრონქების და ხორხის კატარი, ყივანახველას სხვადასხვა ფორმები; პრეპარატი ნაჩვენებია სასუნთქი გზების კატარალური დაავადებებისას.

მიღების წესები და დოზები

ჩვეულებრივ _ 10 წვეთი 3-ჯერ დღეში, მწვავე მდგომარეობისას _ 10 წვეთი ყოველ 15 წუთში ერთხელ, არა უმეტეს 2 საათისა.

გვერდითი მოვლენები

არ გააჩნია.

უკუჩვენება

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

განსაკუთრებული მითითებები
Tartephedreel N ინიშნება სასუნთქი გზების ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა ლარინგიტი, ტრაქეიტი; მოცემული პრეპარატი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება პნევმონიის თერაპიისას, ტუბერკულოზური და პლევრიტული ხველისას, ასევე სხვადასხვა ლორწოვანი გარსის კატარებისას (კუჭის, ნაწლავების, სარდ-სასქესო ორგანოების);
ლორწოვანი გარსის კატარი ხელს უწყობს დეზინტოქსიკაციას; ის გამოყოფს გრიპის ვირუსს ანთების მეშვეობით. ამიტომ კატარი კი არ უნდა ჩავახშოთ, არამედ ხელი შევუწყოთ და დავაჩქაროთ, რათა აღმოვფხვრათ ინტოქსიკაცია, მაგ., ბრონქიალური ასთმისას. მოცემული პრეპარატის კომპონენტები ახდენს ანთების საწინააღმდეგო ზემოქმედებას, იწვევს დეზინტოქსიკაციას და ჰომოტოქსინების გამოდევნას, რაც განსაზღვრავს ამ პრეპარატის ეფექტურობას.
ბრონქიალური ასთმისას რეკომენდებულია თერაპიის შემდეგი სქემა:
Husteel _ 8 და 16 საათზე 5-8 წვეთი;
Tartephedreel N_ 10 და 18 საათზე 5-8 წვეთი;
ანდა ორივე პრეპარატი ინიშნება ერთად 2-4-6-ჯერ დღეში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები

დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი) დაიხუროს გამოყენებისთანავე.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

ალოფარდი 0.3% 10მლ თვ/გელი

ALOFARD

ალოფარდი

 

სტერილური, იზოტონური, ოფთალმოლოგიური ბუფერული ხსნარი  

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რქოვანას დამატენიანებელი საშუალება

აფთიაქიდან გაცემის პირობა: III კგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: 0,30% ჰიალურონის მჟავა და ალოე ვერას გელი

ჰიალურონის მჟავა:   იცავს, ატენიანებს და პოხავს თვალის ლორწოვანისზედაპირს. აუმჯობესებს სხვადასხვა გენეზის თვალის სიმშრალეს. ხელს უწყობს რქოვანას ტრავმების რეეპითელიზაციას – რეგენერაციას

ალოე ვერას გელი:  გააჩნია ანტიბაქტერიული, ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ავლენს მარეგენირებელ მოქმედებას. ხსნის კონიუნქტივას შეშუპებას და სიწითლეს. 

შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებიდან გამომდინარე ალოფარდი ამშვიდებს და ატენიანებს თვალის ლორწოვანს, ამცირებს სიწითლეს და  გაღიზიანებადობას.   

ჩვენება:

  • მშრალი კერატოკონიუნქტივიტი
  • რქოვანას ტრავმა
  • თვალზე ჩატარებული ლაზერული ოპერაციების შემდგომი პერიოდი
  • დაღლილი და გაღიზიანებული თვალი
  • ცრემლსადენი მილის არატრავმული/არაპათოლოგიური ცვლილებები
  • გარემო ფაქტორებით (ქარი, მტვერი, კონდიციონერი, მშრალი და დაბინძურებული ჰაერი და ა.შ) გამოწვეული თვალის პრობლემები
  • ვიზუალური სტრესი (მონიტორთან ხანგრძლივი კონტაქტი, განათების არახელსაყრელი პირობები, ღამის გასეირნება და ა.შ)

შესაძლებელია მისი გამოიყენება კონტაქტური ლინზების გამოყენებისას

გამოშვების ფორმა:

10 მლ ფლაკონში მოთავსებული თვალის წვეთი №1

დოზირების მეთოდი:

1-2 წვეთი 1-ჯერ დღეში  კონიუნქტივალურ პარკში ჩასაწვეთებლად.

თუ 1 წვეთის მიღების შემდგომ ეფექტი არ დადგა, მე- 2 წვეთის ჩაწვეთება უნდა მოხდეს ჩაწვეთებიდან 5 წუთის ინტერვალით.

კონტაქტური ლინზების გამოყენებისას საჭიროების შემთხვევაში ალოფარდის წვეთის მოთავსება ხდება ლინზის შიდა ზედაპირზე.

გამოყენება შესაძლებელია 3 თვის ასაკიდან ბავშვებსა და მოზრდილებში

გამოყენების წესი:   

  • დაიბანეთ ხელები საწვეთურის გახსნამდე
  • ჩაწვეთება უნდა მოხდეს კონიუნქტივალურ პარკში საწვეთურზე თითის მსუბუქი ზეწოლით
  • მოარიდეთ საწვეთურის ზედაპირი თვალის ლორწოვანთან პირდაპირ კონტაქტს
  • პრეპარატის თანაბრად გადასანაწილებლად დაახამხამეთ თვალი რამდენიმეჯერ  
  • მეორე თვალზე გამოყენების საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ  იგივე პროცედურა
  • პრეპარატის ყოველი გამოყენების შემდგომ საწვეთურს  დაახურეთ თავსახური

სიფრთხილის ზომები:   

პრეპარატი არ გამოიყენება შემადგენლობაში არსებული რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის შემთხვევაში

თვალის გაღიზიანების გამოწვევის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება 

შენახვის წესი:

ინახება მშრალ ადგილას 5– 35°C

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემთხვევაში

პრეპარატი გამოსაყენებლად  ვარგისია გახსნიდან 90 დღის მანძილზე

მწარმოებელი: იტალია

ჰეელი-ტარტაფედრელი 30მლ წვეთებ

35.46 ლარი
33.34 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ბიოლოგიშ ჰელმიტელ ჰეელი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!