Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 109

ბიოგრინი 200მლ ნაყენი

ბიოგრინი

უკვე დიდი ხანია,ჩვენ ყველანი, სუპერმარკეტების მიერ შემოთავაზებულ ინდუსტრიული წესით დამზადებულ საჭმელზე გავხდით დამოკიდებულნი…..საათივით აწყობილი კუჭ-ნაწლავის მოქმედება თანამედროვე ადამიანისთვის კონსერვატებით,საღებავებით და სხვა ქიმიური აგენტებით და ტოქსინებით უხვად გაჯერებული საკვების ფონზე )სანატრელი გამხდარა…..
დიდი ხანია მცენარეული ,,ბიოგრინი” ეხმარება ჩვენს მომხმარებელს ამ პრობლემების გადალახვაში.
პარასამკურნალო მცენარეული ბიოგრინი – მხლოდ ავერსის ქსელში, ფასი არ აღემატება 6 ლარს!
რით გამოირჩევა კოლიტების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკურნალო მცენარული ნაყენი ბიოგრინი სხვა ანალოგიური საშუალებებისგან, ანუ რატომ გირჩევთ მის გამოყენებას !?
ბიოგრინი წარმოადგენს ორგანიზმის გამაჯანსაღებელ 100%-იან ნატურალურ, სამკურნალო მცენარეთა ნაყენს,
რომელიც მოწოდებულია კუჭის ერიზიის, მაღალი მჟავიანობის,გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ორივე სახის კოლიტების სამკურნალოდ . დღეს სააფთიაქო ქსელში ანალოგიური დანიშნულების უამრავი იმპორტული ქიმიურ-სინთეზური მედიკამენტია, რომელთა უმეტესობა დაბალი თერაპიული მოქმედებითა და მრავალი არასასურველი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება.
სინთეზური ქიმიის მედიკამენტებისაგან განსხვავებით მცენარეულ ბიოგრინს ახასიათებს შემდეგი თვისებები:
1.
მასში შემავალი სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეთა წვენები მოქმედებს ანტისეპტიკურად, ეფექტურად აქრობს ქსოვილებში მიმდინარე ანთებას, გამოჰყავს ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები , არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას , აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, მის ფორმულას და აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს. გააჩნია მსუბუქი შარდმდენი, ნაღველმდენი მოქმედება .
ბიოგრინი თანდათანობით ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაჯანსაღებას. მისი სისტემატიური მიღებით იწვება სხეულში დაგროვებული ჭარბი ცხიმები, იკურნება ნევროზი, უმჯობესდება კუჭის მოქმედება და ძილი.

ბიოგრინი შესაძლებელია დაინიშნოს კომბინაციაში სხვა ქიმიურ მედიკამენტებთან ერთად და არ უშლის ხელს მათი თერაპიული ეფექტის გამოვლენას, პირიქით ეხმარება ორგანიზმის გამოჯანმრთელებას და დაავადებების სიმპტომების ალაგებას.
შემჩნეულია ზოგიერთი პაციენტისათვის მკურნალობის პერიოდში ორგანიზმის საერთო სასცოცხლო ტონუსის და ენერგიის ამაღლება, შრომის ნაყოფერების გაუმჯობესება.
2.
ბიოგრინში შედის ისეთი მაღალი თერაპიული მოქმედების სამკურნალო მცენარეთა წვენები როგორიცაა: კრაზანა, ფარსმანდუკი, მრავალძარღვა, ჭინჭარი და სხვა. იგი მეტად ადვილი და პრაქტიკული მისაღებია:
ბიოგრინი არ გამოიყენება ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
მიღების წესი მოზრდილებისთვის:
ნაყენის 2 სუფრის კოვზი (30 მლ.) გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში (150 მლ.) და მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში 3–ჯერ.
პაციენტებს ვურჩევთ მკურნალობის ერთ ან ორ თვიან უწყვეტ კურსს, შესაძლებელია ორ კვირიანი შესვენების შემდეგ კურსის ისევ განახლება.
შენახვის პირობები: თავდახურული ოთახის ტემპერატურაზე.
პრეპარატი დროთა განმავლობაში იკეთებს მცირეოდენ ნალექს რაც მისთვის დამახასიათებელია,
3.
როგორც მკურნალობის პროცესში, ისე საზოგადოდ პაციენტისთვის სასარგებლოა თუკი საკუთარი კვების რაციონიდან ამოიღებს ზედმეტად დაშაქრულ, მწუთხე და მწარე საჭმელებს; მოერიდება ყავის ხშირ მიღებას, სიგარეტს, ალკოჰოლს, სხა სახის ტოქსინებს, რადგანაც ისინი ხშირად ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და მრავალი მძიმე ქრონიკულ დაავადებათა გამომწვევნი არიან.

უკუჩვენება:

ბიოგრინის მიღება არ შეიძლება,როდესაც გახასიათებთ დაბალი წნევა, ალერგიულობა, კენჭოვანი დაავადებები,ასევე ორსულობის,ძუძუთი კვების და მენსტრუაციის დროს.
ასევე ბიოგრინი არ შეიძლება რომ მიიღოს იმ პაციენტებმა, რომლებსაც გადატანილი აქვთ: ინფაქტი, ინსულტი დამბლითა და კრიზისული გაჟონვებით, ოპერაციები თავის ტვინზე და გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე,აქვთ ეპილეფსია,კრუნჩხვები,ყოფილან კომაში,……ასევე ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რადგანაც ამგვარი მძიმე კატეგორიის ავადმყოფები საჭიროებენ ექიმის მუდმივ მკაცრ ზედამხედველობას.

მცენარეული ბიოგრინი საუკეთესო არჩევანია განსხვავებით სინთეზურ–ქიმიური მედიკამენტებისაგან, რომელთა ჯანმრთელობაზე არასასურველი გვერდითი ზემოქმედება ფართოდ არის ცნობილი.
გამოიყენეთ პარასამკურნალო საშუალება მცენარეული ბიოგრინი და გვერწმუნეთ კმაყოფილი დარჩებით!

გინენორმი 0.1% 100მლ ვაგ.ხს#5

გინენორმი
GINENORM

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება ვაგინალური გამოყენებისთვის

შემადგენლობა:
0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისათვის.
თითოეული 100 მლ ფლაკონი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმი 0,1 გ (ექვივალენტურია იბუპროფენის 0.0698 გრამისა)
შემავსებელი ნივთიერებები: მეთილ-ეთილ-პროპილ-ბუტილი 2-ფენოქსიეთანოლ-პ-ჰიდრობენზოატი, პოლისორბატი 20, პროპილენის გლიკოლი, მცენარეული ესენცია, დეიონიზირებული წყალი.

ჩვენებები:

ყველანაირი წარმოშობის და ტიპის ვულვოვაგინიტი და ცერვიკოვაგინიტი.
წინასაოპერაციო და პოსტოპერაციული მკურნალობა გინეკოლოგიური ქირურგიის დროს.

წინააღმდეგჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე ან ქიმიურად მსგავს ნივთიერებაზე.
პროდუქტი არ გამოიყენება ბავშვებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექიმის აზრით მისი გამოყენება აუცილებელია.
ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ბავშვის ძუძუდან მოშორების პერიოდში.

სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს:

პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული სერიოზული, სპეციფიური ან არასპეციფიური ვულვოვაგინიტის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება, რადგან პრეპარატის ადგილობრივი გამოყენება არ იწვევს რაიმე სისტემატურ მოქმედებას.

სპეციალური მითითებები:

NSAP-ის გამოყენებასას იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა კანის სერიოზული გაღიზიანების, მათ შორის ექსფოლიატიური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და კანის ტოქსიკური ნეკროზის ფაქტები. თერაპიის ადრეულ ეტაპზე პაციენტები ექვემდებარებიან მეტ რისკს: უმეტეს შემთხვევებში რეაქციის მომატება აღინიშნებოდა მკურნალობის პირველ თვეს. გინენორმის გამოყენება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის გაღიზიანების ან სხვა სახის მომატებული მგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისთანავე.
პროდუქტის ადგილობრივ გამოყენებას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა.
მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაგვიანებული ალერგიული რეაქციები, კანის გაღიზიანება. ამ შემთხვევებში შეწყვიტეთ თერაპია და დაიწყეთ შესამაბისი მკურნალობა.

დოზირება და გამოყენების მეთოდი:

1 ან 2 ვაგინალური გამორეცხვა დღეში.
გამოყენების წესი:
გააჩერეთ ბოთლი ცხელი წყლის ორთქლზე და შეათბეთ ოთახის ტემპერატურამდე.
1. სახურავის მოსაშორებლად ბოთლს მიაწექით გვერდიდან.
2. დამცავი შეფუთვიდან ამოიღეთ სტერილური კათეტერი და მოარგეთ ბოთლს მჭიდროდ.
3. გამოიყენეთ ისე, რომ ხსნარმა მოახდინოს მისი გამწმენდი და თერაპიული მოქმედება.
4. ფრთხილად მოათავსეთ კათეტერი საშოში და მოუჭირეთ ხელი ბოთლს მის დაცარიელებამდე.
5. გაიჩერეთ სითხე საშოში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა მოახდინოს მისი თერაპიული მოქმედება. გაითვალისიწნეთ ექიმის სხვა რჩევები.

დოზის გადაჭარბება:

არ მოიპოვება ინფორმაცია დოზის გადაჭარბების მაჩვენებლების შესახებ.

პრეპარატის შენახვა და ვარგისიანობის ვადა:

პროდუქტის გამოყენება არ უნდა მოხდეს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მის შენახვასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე კონკრეტული მითითებები.
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისთვის – 100 მლ N5.

სავაჭრო უფლების მფლობელი:

AESCULAPIUS FARMACEUTICI S.r.I. – Via Cozzaglio, 24 – 25125 BRESCIA, იტალია.

მწარმოებელი:

MITIM S.r.I. – Via Cacciamali, 34-36-38 – 25125 Brescia, იტალია.

ბიგეტრიკი #20ტ

საერთაშორისო დასახელება – domperidol, simethicone

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #20

ბიგეტრიკის ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი შიცავს:
დომპერიდონი 10.000 მგ, სიმეთიკონი 200.000 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ხორბლის სახამებელი 12.059 მგ, კალციუმის კარბონატი 194.100 მგ, მსუბუქი მაგნიუმის კარბონატი 208.200 მგ, მიკოკრისტალური ცელულოზა 62.300 მგ, პოვიდონი K-30 83.800 მგ, ნატრიუმის საქარინი 0.600 მგ, ნატრიუმის კროსკარმელოზა 22.900 მგ, მაგნიუმის სტეარატი 5.880 მგ.

ჩვენებები
გასტროკინეზური, ღებინების და გაზების დაგროვების საწინააღმდეგო პრეპარატი.

მიღების წესები და დოზები

ბიგეტრიკის ტაბლეტები: 1-2 ტაბლეტი, 3-4-ჯერ დღეში, სასურველია საკვების მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

პირის სიმშრალე, ნაწლავის სპაზმი, შაკიკი, ძილიანობა, ნევროზი, ქავილი.
ანტაგონისტები და ანტიდოტები:
არ წარმოდგენილა

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა დომპერიდონის მიმართ. თუმცა დომპერიდონზე ჩატარებულ კვლევებში ტერატოგენული ეფექტები არ გამოვლენილა, ორსულებებში პრეპარატის დანიშვნამდე სასურველია მისი რისკის შეფასება.

განსაკუთრებული მითითებები

იგი არ გამოიყენება ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად, რადგან ისინი ამცირებენ ბიგეტრიკის თერაპიულ მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ცივ და მშრალ ადგილას, 15-30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
LABORATORIOS CASASCO
არგენტინა

ბუმანოლი 10მგ ფხვ#1ფლ+გამხს#1ა

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება 

სამკურნალო საშუალების ფორმა

საინექციო ხსნარის დასამზადებელი ლიოფილიზირებული ფხვნილი გამხსნელთან კომპლექტში.

აღწერილობა: მოწითალო-ვარდისფერი ლიოფილიზირებული ფხვნილი;

გამხსნელი: უფერო ან მკრთალი ვარდისფერი, გამჭვირვალე ხსნარი.

შემადგენლობა

ფლაკონი ლიოფილიზირებული ფხვნილით შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ჰიდროქსოკობალამინი 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

ამპულა გამხსნელით შეიცავს

აქტიური ნივთიერება: კალიუმის დიკლოფენაკი 75 მგ, ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი 2.63 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი,პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, საინექციო წყალი.

პრეპარატის კოდი ათქ: M01АВ55

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები. დიკლოფენაკი, კომბინაციები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატიბუმანოლი შეიცავს სამ აქტიურ კომპონენტს: კალიუმის დიკლოფენაკს,ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს, ჰიდროქსოკობალამინს.

დიკლოფენაკი:Lარასტეროიდიული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (აასს), ავლენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო,ანალგეზიურ, რევმატიზმის საწინააღმდეგო და ზომიერად სიცხისდამწევ და ანტიაგრეგაციულ მოქმედებას. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზას –არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის ძირითადი ფერმენტის – აქტივობის დათრგუნვასთან, შედეგად იბლოკება არაქიდონის კასკადის რეაქცია. ანალგეზიური მოქმედება განპირობებულია ორი მექანიზმით:პერიფერიული (პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით) და ცენტრალური (პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გზით ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში).

ბეტამეტაზონი:გლუკოკორტიკოიდული საშუალება, ფლობს ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ (შეშუპების საწინააღმდეგო) და იმუნოსუპრესიულ მოქმედებას. ბეტამეტაზონი ამცირებს ანთების მედიატორების (ეოზინოფილებიდან და პოხიერიუჯრედებიდან), 1 და 2 ინტერლეიკინების, γ-ინტერფერონის (ლიმფოციტებიდან და მაკროფაგებიდან)გამოყოფას, აფერხებს ჰიალურონიდაზას აქტივობას და ამცირებს სისხლძარღვის კედლის შეღწევადობას. ურთიერთქმედებს სპეციფიურ რეცეპტორებთან უჯრედის ციტოპლაზმაში, ასტიმულირებს რნმ-ის სინთეზს, აინდუცირებს ცილების, მათ შორის, ლიპოკორტინისწარმოქმნას. ლიპოკორტინი თრგუნავს A2 ფოსფოლიპაზას, ბლოკავს არაქიდონის მჟავას ლიბერაციას და ენდოპეროქსიდების, ლეიკოტრიენების ბიოსინთეზს, რომლებიც ხელს უწყობენ ანთების, ალერგიის და სხვა პათოლოგიური დაავადებების განვითარებას.

B12 ვიტამინი საჭიროა უჯრედოვანი ზრდისა და რეპლიკაციისათვის.ის ფლობს მაღალ ბიოლოგიურ აქტივობას და მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. ზრდის ქსოვილის რეგენერაციას, აწესრიგებს სისხლმბად, ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციას.ორგანიზმში გარდაიქმნება კოფაქტორად – კობამიდი, რომელიც შედის ბევრი ფერმენტის, მათ შორის რედუქტაზასშემადგენლობაში, აღადგენს ფოლიუმის მჟავას ტეტრაჰიდროფოლიუმამდე. კობამიდი მონაწილეობს მეთილის და სხვა ერთნახშირიანი ფრაგმენტების გადატანაში და შესაბამისად, აუცილებელია დეზოქსირიბოზას და დნმ-ის, მეთიონინის და შ-ადრენოზილმეთიონინისჰომოცისტეინთან, კრეატინინის წარმოქმნისთვის, ლიპოტროპული ფაქტორის –ქოლინის სინთეზისთვის, მეთილმალონის მჟავას ქარვის მჟავად გარდაქმნისთვის, რომელიც შედის მიელინის შემადგენლობაში.

ფარმაკოკინეტიკა

დიკლოფენაკის 75 მგ კუნთში შეყვანის შემდეგ, მისი შეწოვა იწყება მყისიერად. შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია, რომლის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს დაახლოებით 2.5 მკგ/მლ (8 მკმოლ/ლ), მიიღწევა დაახლოებით 20 წუთის შემდეგ. მისი მიღწევისთანავე აღინიშნება დიკლოფენაკის კონცენტრაციის სწრაფი შემცირება შრატში. შეწოვილიაქტიურინივთიერებისრაოდენობაარისხაზოვანდამოკიდებულებაშიპრეპარატისდოზასთან. 

დიკლოფენაკის შიგნით და რექტალურ გამოყენებასთან შედარებით, მისი კუნთში შეყვანის შემდეგ მიღწეული ფართი მრუდის ქვეშ ,,კონცენტრაცია-დრო’’ (AUჩ)მაჩვენებელი არის 2-ჯერ მეტი, რადგანაც პირველ შემთხვევებში დიკლოფენაკის რაოდენობის ნახევარი მეტაბოლიზდება ღვიძლიდან პირველი გასვლისას.

დიკლოფენაკის კავშირი სისხლის შრატის ცილებთან შეადგენს 99.7%, ძირითადად უკავშირდება ალბუმინს (99.4%). გადანაწილების მოცულობა შეადგენს 0.12-0.17 ლ/კგ.

დიკლოფენაკი აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათით გვიან, ვიდრე სისხლის შრატში. სინოვიალური სითხიდან ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-6 საათს. შრატში დიკლოფენაკის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევიდან 2 საათის შემდეგ, მისი კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში, შრატთან შედარებით, არის უფრო მაღალი, და ეს მნიშვნელობა რჩება უფრო მაღალი 12 საათის განმავლობაში.

დიკლოფენაკისმეტაბოლიზმიხორციელდებანაწილობრივად შეუცვლელი მოლეკულის გლუკურონიზაციის გზით, მაგრამ ძირითადად –ერთჯერადი და მრავალჯერადი მეტოქსილირების გზით, რომელიც იწვევს რამდენიმე ფენოლური მეტაბოლიტის წარმოქმნას (3’-ჰიდროქსი-, 4’-ჰიდროქსი-, 5’-ჰიდროქსი-, 4’,5-დიჰიდროქსი- და 3’-ჰიდროქსი-4’-მეტოქსიდიკლოფენაკი), რომელთა უმრავლესობა გარდაიქმნება გლუკურონიდულ კონიუგატად. ამ ფენოლური მეტაბოლიტიდან ორი ბიოლოგიურად აქტიურია, მაგრამ, დიკლოფენაკთან შედარებით, მნიშვნელოვნად ნაკლები ხარისხით.

დიკლოფენაკის საერთო სისტემური კლირენსი შეადგენს 263±56 მლ/წთ. ნაწილობრივად გამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს 1-2 საათს. ოთხიმეტაბოლიტის, ორი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის ჩათვლით, ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი ასევე ხანმოკლეა და შეადგენ 1-3 საათს. ერთ-ერთ მეტაბოლიტს, 3’-ჰიდროქსი-4’-მეტოქსიდიკლოფენაკს, აქვს უფრო ხანგრძლივი ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი, თუმცა ეს მეტაბოლიტი სრულად არააქტიურია.

პრეპარატის დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი აქტიური ნივთიერების გლუკურონული კონიუგატების სახით, ასევე მეტაბოლიტების სახით, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს გლუკურონულ კონიუგატებს. შეუცვლელი სახით გამოიყოფა დიკლოფენაკის 1%-ზე ნაკლები. პრეპარატის დანარჩენი დოზა გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ნაღველით და განავლით.

ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი –ადვილად ხსნადი კომპონენტია, რომელიც სწრაფად აბსორბირდება შეყვანის ადგილიდან, რაც უზრუნველყოფს თერაპიული მოქმედების სწრაფ დაწყებას. ბეტამეტაზონი უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს 64%-ით და მისი ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-6 საათს.

ვიტამინიB12 უპირატესად შედის ღვიძლის პარენქიმის უჯრედების შემადგენლობაში, რაც წარმოადგენს მისი მარაგის ძირითად ნაწილს.სისხლში უკავშირდება ტრანსკობალამინებს I და II, რომლებიც ახდენენ მის ტრანსპორტირებას ქსოვილში. შრატის ცილებთან კავშირი – 90%. შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შეადგენს დაახლოებით 1 საათს. ღვიძლიდან გამოიყოფა ნაღველით ნაწლავებში და ისევ შეიწოვება სისხლში. ღვიძლიდან ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი არის 500 დღე. თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს 7-10% გამოიყოფა თირკმელებით, დაახლოებით 50% განავლით; თირკმელების შემცირებული ფუნქციის დროს, თირკმელებით გამოიყოფა 0-7%, 70-100% განავლით. აღწევს პლაცენტარულ ბარიერს. 

გამოყენების ჩვენება

რევმატიზმის გამწვავება, ანთებითი მონო- და პოლინეიროპათია.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში კუნთში შეყვანით. ლიოფილიზირებული ფხვნილის შემცველი ფლაკონის შიგთავსი იხსნება გამხსნელის ამპულის შემადგენლობით.

ინექცია ტარდება რამდენიმე საათიანი ინტერვალით დღეში 1-ჯერ ან 2-ჯერ, ღრმად კუნთში (თითო ინექცია თითო დუნდულაში).

პრეპარატიბუმანოლი არ გამოიყენება 2 დღეზე მეტი.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ეფექტური დოზით დროის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, ცალკეული პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნილების შესაბამისად.

უკუჩვენება

-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და სხვა აასს მიმართ;

-გასტროდუოდენალური წყლული აქტიურ ფაზაში;

-გასტროინტესტინალური სისხლდენა ან პერფორაცია;

-თირკმელების და ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

-გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;

-ჰიპერტონული დაავადების მძიმე ფორმა;

-სისტემური მიკოზი;

-აქტიური ტუბერკულოზი;

-ოსტეოპოროზი;

-იცენკო-კუშინგის სინდრომი;

-შაქრიანი დიაბეტი;

-ჰეპატიტი A, B და სხვა ვირუსული ინფექციები;

-ვაქცინაციის პერიოდი;

-ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

-კუნთში შეყვანა იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის მქონე პაციენტებში;

-პოდაგრა;

-სისტემური კოაგულანტებით მკურნალობა;

-ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი ეფექტების ქვემოთ მითითებული სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგი სახით:

არახშირი(≥ 1/1000-დან

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, მწვავე მედიკამენტოზური ეროზია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან: კრუნჩხვები, ქალაშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებით (ჩვეულებრივ, მკურნალობის დასრულების შემდეგ), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, გაღიზიანებადობა.

ღვიძლის ფუნქციის მხრიდან: არახშირი – ტრანსამინაზების მომატება; იშვიათი – ჰეპატიტი სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე.

-კანის ფუნქციის მხრიდან: არახშირი –ერითემა და გამონაყარი კანზე, დერმატიტი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება; იშვიათად – ჭინჭრის ციება. აღწერილია სტივენს-ჯონსონის სინდრომის ცალკეული შემთხვევები, ექსუდაციური პოლიმორფული ერითემა და ტოქსიკური ეპიდერმოლიზი, ჭრილობის შეხორცების გაუარესება, კანის გათხელება, პეტექიები და ეკხიმოზები, სახის ერითემა. შეყვანისას – წვა, ინფილტრატის წარმოქმნა.

თირკმელების მხრიდან: თირკმელების მწვავე უკმარისობის, ჰემატურიის და პროტეინურიის ცალკეული შემთხვევები, ოლიგურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი, აზოტემია.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან: ლეიკოპენიის, ჰემოლიზური ანემიის და აგრანულოციტოზის ცალკეული შემთხვევები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: არტერიული ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა და გახშირებული გულისძგერა.

წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრიდან: ნატრიუმის შეკავება, ედემა, კალიუმის მომატებული გამოყოფა და ჰიპოკალიემიური ალკალოზი. 

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრიდან: კუნთების სისუსტე, მიოპათია, კუნთოვანი მასის კარგვა, ოსტეოპოროზი, ხერხემლის მოტეხილობა კომპრესიის შედეგად, ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიური ნეკროზი და/ან გრძელი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა, მყესების გაგლეჯვა, სახსრების არასტაბილურობა (მრავაჯერადი შეყვანის შემდეგ).

ენდოკრინული სისტემის მხრიდან: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კუშინგოიდური კონსტიტუციის დარღვევა, ადრენალინის უკმარისობა, განსაკუთრებით,სტრესული სიტუციის დროს (ტრავმის, ქირურგიული ჩარევის, სისტემური დაავადების შემდეგ). შემცირებულიტოლერანტობაკარბოჰიდრატებისმიმართ.

ფსიქონევროლოგიურიაშლილობები:ეიფორია, ხასიათისცვლილება, დეპრესია (გამოხატულიფსიქოზურირეაქციებით), მომატებულიგაღიზიანება, უძილობა.

მგრძნობელობისორგანოებისმხრიდან:უკანასუბკაფსულარულიკატარაქტა, მომატებულითვალშიდაწნევა, გლაუკომა, ეგზოფტალმიდახმაურიყურებში.

მეტაბოლიზმის დარღვევა:უარყოფითი აზოტური ბალანსი ცილის კატაბოლიზმის შემდეგ.

სხვა: ბრონქოსპაზმი, სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობის კურსის დაწყებამდე საჭიროა პაციენტის გამოკვლევა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამორიცხვის მიზნით. გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის შემცირების მიზნით, საჭიროა პრეპარატის მინიმალურად ეფექტური დოზების დანიშვნა, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პირებში და დასუსტებულ პაციენტებში.

ბეტამეტაზონმა შესაძლებელია შენიღბოს ინფექციის ნიშნები. ბუმანოლით მკურნალობის დროს,პაციენტებს არ უნდა ჩაუტარდეთ იმუნიზაცია იმუნური პასუხის შესაძლო ცვლილების გამო. პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ ეჭვი არის შტრონგყლოიდეს–ით გამოწვეულ ინფექციაზე, რადგან შესაძლებელია მოხდეს ინფექციის გავრცელების პროვოცირება და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის გამოწვევა. ლატენტური ტუბერკულოზით ან ტუბერკულინის მიმართ მომატებული რეაქტიულობის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ბუმანოლი შეიცავს დიკლოფენაკს, ამიტომ ის სიფრთხილით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ან პაციენტებში, რომლებსაც შემცირებული აქვთ სისხლძარღვშიდა მოცულობა. დიკლოფენაკმა შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადების გამწვავება პაციენტებში ღვიძლის პორფირიით და ბრონქული ასთმით.

ბუმანოლი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ჰემოსტატური დარღვევით, დივერტიკულიტით, ნაწლავის ანასტომოზით, კუჭის წყლულით, წყლულოვანი კოლიტით, აბსცესით ან სხვა ჩირქოვანი ინფექციებით, ჰიპერტონული დაავადებით, ოსტეოპოროზით და მიასთენია გრავის-ით. პრეპარატისიფრთხილით ინიშნება თვალის ჰერპესის, ემოციული არასტაბილურობის ან ფსიქიკური აშლილობის მიმართ მიდრეკილების და ჰიპოთირეოიდიზმის დროს.

არ უნდა მოხდეს პრეპარატის შერევა ერთ შპრიცში სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ზემოქმედებაავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის შეკავება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვისგან.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება პედიატრიაში

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებში.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ბუმანოლის და სხვა სისტემური აასპ ერთდროული დანიშვნისას იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების საშიშროება. რეკომენდებულია კოაგულაციის მკაცრი კონტროლი პაციენტებში, რომლებიც იღებენ შიგნით მისაღებ ანტიკოაგულანტებს, რადგანაც კორტიკოსტეროიდები და დიკლოფენაკი ზრდიან ჰემორაგიის განვითარების საშიშროებას.

ბუმანოლმა შესაძლებელია მოახდინოს დიურეტიკების ფარმაკოლოგიური მოქმედების ინჰიბირება. მან ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს კალიუმის დონის მატება სისხლის შრატში კალიშემნახველ დიურეტიკებთან დანიშვნისას.

ბუმანოლის დანიშვნამ მეტოტრექსატის მიღებიდან 24 საათის გასვლამდე ან მიღებამდე24 საათის განმავლობაში, შესაძლებელია გაზარდოსამ უკანასკნელის დონე და მისი ტოქსიკურობა.

ბუმანოლის და ლითიუმის პრეპარატის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ამ უკანასკნელის დონის მატება, ჭარბი დოზის ხილული ნიშნების გარეშე.

პრეპარატის და ერითრომიცინის, ასტემიზოლის, ბეპრიდილის, გალოფანტრინის, პენტამიდინის, ტერფენადინის, სულტოპრიდის, ვინკამინის, ამიოდარონის, ბრეტილიუმის, დისპოპირამიდის, გუანიდინის, სოლატოლოლის ერთდროული გამოყენებისას არსებობს ორმხრივმიმართული თითისტარისებრი  პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკი (ჰიპოკალიემია, ბრადიკარდია და Qთ-ინტერვალის გახანგრძლივება ზრდის არითმიის განვითარების რისკს).

ურთიერთზემოქმედება, რაც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას

გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენებისას იზონიაზიდის დონე სისხლის შრატში მცირდება, ამიტომ საჭიროა კლინიკური და მიკრობიოლოგიური კონტროლი.

ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, რიბაფურინი, რიფამპიცინი არიან ფერმენტატული ინდუქტორები, რომლებიც ამცირებენ კორტიკოსტეროიდების ეფექტურობას, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის დოზის კორექცია ამ მედიკამენტებით მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ.

აცეტილსალიცილის მჟავა: კორტიკოსტეროიდები აჩქარებენ სალიცილატების ელიმინაციას, ამიტომ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შესვენების დროს არსებობს სალიცილატებით ჭარბი დოზის რისკი. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შეწყვეტისას, რეკომენდებულია სალიცილატების დოზის კორექცია.

საყურადღებო ურთიერთზემოქმედება

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები: კორტიკოსტეროიდები ამცირებენ ჰიპოტენზიული პრეპარატების თერაპიულ ეფექტს.

α-ინტერფერონი: კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია მოახდინონ მისი თერაპიული მოქმედების ინჰიბირება.

ვაქცინები დასუსტებული მიკროორგანიზმებით: არსებობს სისტემური დაავადების განვითარების რისკი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიონ ლეტალური შედეგი. რისკი უპირატესად იზრდება იმუნოდეპრესიული მდგომარეობის მქონე პირებში.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: პრეპარატით ჭარბი დოზის ტიპიური კლინიკური სურათი არ არსებობს. ჭარბმა დოზამ შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები –ღებინება, გასტროინტესტინალური სისხლდენა, დიარეა, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში ან კრუნჩხვები. მძიმე მოწამვლის შემთხვევაში შესაძლებელია თირკმელების მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.

მკურნალობა: აასს მწვავე მოწამვლის მკურნალობა პირველ რიგში მოიცავს შემანარჩუნებელ ღონისძიებებს და სიმპტომატურ მკურნალობას.

ფორსირებულიდიურეზი, დიალიზიანჰემოპერფუზიაარ უზრუნველყოფენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყოფას, სისხლის შრატის ცილებთან მათი მაღალი შეკავშირების და ინტენსიური მეტაბოლიზმის გამო.

ბეტამეტაზონით ჭარბი დოზის სიმპტომები

ბეტამეტაზონით მწვავე ჭარბი დოზა არ იწვევს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის განვითარებას. რამდენიმე დღის განმავლობაში გლუკოკორტიკოსტეროიდების მაღალი დოზების შეყვანა არ იწვევს არასასურველ შედეგებს (გამონაკლისია ძალიან მაღალი დოზების გამოყენება ან გამოყენება შაქრიანი დიაბეტის, გლაუკომის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების გამწვავების დროს ან პაციენტებში, რომლებიც ერდროულად იღებენფუტკარას პრეპარატებს, დიურეტიკებს, რომლებიც იწვევენ კალიუმის გამოყოფას).

მკურნალობა: საჭიროა პაციენტის მდგომარეობის მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა. საჭიროა სითხის ოპტიმალური მოხმარების შენარჩუნება და ელექტროლიტების შემცველობის კონტროლი შრატში და შარდში, ამასთანავე, ორგანიზმში ნატრიუმის და კალიუმის ბალანსის მკაცრი კონტროლი. ამ იონების დისბალანსის აღმოჩენისას, საჭიროა შესაფერისი თერაპიის ჩატარება.

გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარის დასამზადებელი ლიოფილიზირებული ფხვნილი ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში, თავდახურული ბრომბუთილის საცობით და ფლიპ-ოფფტიპის კომბინირებული თავსახურით, გამხსნელთან კომპლექტში3 მლ-იან ამპულაში.

ლიოფილიზირებული ფხვნილის 1 ფლაკონი და გამხსნელის 1 ამპულა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში, მუყაოს გამყოფით.

ლიოფილიზირებული ფხვნილის 3 ან 5 ფლაკონი და გამხსნელის 3 ან 5 ამპულაკონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 1კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახებაბავშვებისათვისმიუწვდომელადგილას!

ვარგისიანობის ვადა

წარმოებიდან 3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

რეცეპტით.

ალინან ჰეფი დრინქი #12ფხვ

ალინან ჰეფი დრინქი

შემადგენლობა:

– გვირილის მშრალი ექსტრაქტი (ყვავილიდან),  სტანდარტიზებული აპიგენოლში 87.5 მგ

– ბარამბოს მშრალი ექსტრაქტი (მელისას ფოთლებიდან), სტანდარტიზებული როზმარინის მჟავაში  20 მგ

– Trans-anethol – 1.5 მ

გამოიყენება ახალშობილებში ცხოვრების პირველი დღიდან.

კომპლექსური მოქმედება: ანტიკოლიკური , მონელებითი, ანტისპასტიური.

ჩვენება:

  • ახალშობილებში და ბავშვებში კოლიკის მოხსნა.
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ტრანზიტის რეგულაცია.
  • კბილების ამოჭრის პოცესით გამოწვეული გაღიზიანებადობა
  • ვაქცინაცია

დოზირება:

  • ბავშვებში კოლიკის დროს – 1-3 საშეტი საკვების მიღების შორის
  • კბილის ამოჭრით გამოწვეული გაღიზიანებადობა / ვაქცინაცია – 2-4 საშეტი საჭიროების მიხედვით
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ტრანზიტის რეგულირება- 2-4 საშეტი, 5 დღის მანძილზე
  • ე.წ „ღამის კვების“ დროს – 1-2 საშეტი ღამის მანძილზე

პაკეტი იხსნება ანადუღარ და ოთახის ტემპერატურაზე გაგრილებულ 50 მლ წყალში. წარმოიქმნება გამჭვირვალე ხსნარი. ხსნარის გაზავება დასაშვებია რძეში ან სიროფში.

რეკომენდაციები:

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ინახება  25 °C- ზე ტემპერატურაზე, ორიგინალური შეფუთვით.

შეფუთვა:

12 საშეტი მუყაოს კოლოფში

მწარმოებელი:

ფიტერმან ფარმა, რუმინეთი

ბრონქო-მუნალი 7მგ #10კაფს

ბრონქო-მუნალი® 7 მგ კაფსულები
ბრონქო-მუნალი® პ 3,5 მგ კაფსულები

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ლიოფილიზირებულ ბაქტერიული ლიზატი (Haemophilus influenzae, Diplococcus (Streptococcus) pneumoniae, Klebsiella pneumoniae and ozaenae, Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes and viridans, Neisseria (Moraxella/Branhamella) catarrhalis).

სამკურნალწამლო ფორმა
კაფსულები.
აღწერილობა
ბრონქო-მუნალი: ცისფერი გაუმჭვირვალე კორპუსი ცისფერი გაუმჭვირვალე პატარა ხუფით და შიგთავსით ღია-ჩალისფერი ფხვნილის სახით.
ბრონქო-მუნალი პ: თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსი ცისფერი გაუმჭვირვალე პატარა ხუფით და შიგთავსით ღია-ჩალისფერი ფხვნილის სახით.

შემადგენლობა
ბრონქო-მუნალი და ბრონქო-მუნალი პ შეიცავს ლიოფილიზირებულ ბაქტერიულ ლიზატს: Haemophilus influenzae, Diplococcus (Streptococcus) pneumoniae, Klebsiella pneumoniae and ozaenae, Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes and viridans, Neisseria (Moraxella/Branhamella) catarrhalis.
ბრონქო-მუნალის თითოეული კაფსულა შეიცავს ლიოფილიზირებული ბაქტერიული ლიზატის 7 მგ.
ბრონქო-მუნალ პ-ს თითოეული კაფსულა შეიცავს ლიოფილიზირებული ბაქტერიული ლიზატის 3,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილგალატი უწყლო, მონონატრიუმის გლუტამატი (შეესაბამება უწყლო ნატრიუმის გლუტამატს), მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი.
ჟელატინის კაფსულების შემადგენლობა: ინდიგოტინი (Е132), ტიტანის დიოქსიდი (Е171), ჟელატინი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა იმუნოსტიმულატორები.

АТХ კოდი: L03AX. 

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ახდენს ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის მექანიზმების სტიმულირებას სასუნთქი გზების ინფექციებისგან. იგი ამცირებს მსგავსი ინფექციების სიხშირეს, ხანგრძლივობას და სიმძიმეს, ამგვარად ამცირებს ანტიბიოტიკების მოხმარებას.
პრეპარატი აძლიერებს როგორც უჯრედულ, ასევე ჰუმორულ, ადგილობრივ იმუნურ პასუხს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში და სხვა იმუნოკომპეტენტურ ორგანოებში. იგი ასევე ახდენს ორგანიზმის არასპეციფიკური იმუნური პასუხის სტიმულირებას.
პრეპარატის ზემოქმედებით ხორციელდება ალვეოლარული მაკროფაგების სტიმულირება, რომლებიც გამოყოფს ციტოკინებს, რომლებიც იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან, იზრდება T-ლიმფოციტების CD4 რაოდენობა, იზრდება პერიფერიული მონონუკლეარების აქტივობა, რომლებიც დამცავ როლს ასრულებს, იზრდება IgA კლასის დამცავი ანტისხეულების რაოდენობა როგორც სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე, ისე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე, სტიმულირდება ადჰეზიის დამცავი მოლეკულების გამომუშავება, მცირდება IgE კლასის ანტისხეულების რაოდენობა სისხლის კალაპოთში, რამაც შეიძლება დათრგუნოს მომატებული მგრძნობელობის მექანიზმები, რომლებიც თან სდევს არა მარტო ინფექციურ პროცესს.
შიგნით მოხვედრის შემდეგ ბაქტერიული ლიზატი გროვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის პეიერის ფოლაქებში.
პეიერის ფოლაქების უჯრედები ახდენენ ანტიგენის აბსორბირებას და გადასცემენ მას სუბეპითელიალურ ლიმფურ უჯრედებს, ამგვარად ჰუმორული იმუნური პასუხის ინდუცირებით, რომლის შედეგსაც წარმოადგენს ლორწოვან გარსში IgA კლასის ანტისხეულების გამომუშავების მომატება; ეს უკანასკნელები აღწევენ ლორწოვანის მემბრანაში და თრგუნავენ მიკროორგანიზმების შეღწევას.
ანტიგენი ასევე ახდენს ლიმფური უჯრედების სტიმულირებას (პეირონის ფოლაქებში), რომლებიც შემდგომში მიგრირებს რეგიონალური ლიმფური კვანძების გავლით გულმკერდშიდა სადინარში და შემდგომში სისხლის კალაპოტში, საიდანაც ისინი აღწევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი გზების ლორწოვან გარსსა და სხვა ლოწროვან გარსებში, სადაც ასრულებენ დამცავ ფუნქციებს.

გამოჩყენების ჩვენებები
დამხმარე თერაპია სასუნთქი გზების ყველა ინფექციური დაავადებების დროს.
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების პროფილაქტიკა (ქრონიული ბრონქიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ოტიტი).

დოზები და გამოყენების წესი
მოზრდილები და 12  წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისათვის იღებენ ბრონქო-მუნალის 1 კაფსულას 10-დღიანი კურსებით 3 თანმიმდევრული თვის განმავლობაში. შეძლებისდაგვარად თერაპიას იწყებენ თითოეული თვის ერთსა და იმავე დღეს, კურსებს შორის 20-დღიანი ინტერვალის დაცვით.
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადების მწვავე პერიოდში მიიღება ბრონქო-მუნალის 1 კაფსულა დღეში თანმიმდევრულად 10-30 დღის განმავლობაში. მომდევნო 2 თვეში შესაძლებელია 1 კაფსულის მიღება თანმიმდევრულად 10 დღის განმავლობაში, კურსებს შორის 20-დღიანი ინტერვალების დაცვით. თუ ნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპია, ბრონქო-მუნალს იღებენ ანტიბიოტიკთან ერთად.

ბავშვები  6 თვიდან 12 წლამდე ასაკში
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისათვის იღებენ ბრონქო-მუნალ პ-ს 1 კაფსულას 10-დღიანი კურსებით 3 თანმიმდევრული თვის განმავლობაში. შეძლებისდაგვარად თერაპიას იწყებენ თითოეული თვის ერთსა და იმავე დღეს, კურსებს შორის 20-დღიანი ინტერვალის დაცვით.
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადების მწვავე პერიოდში მიიღება ბრონქო-მუნალ პ-ს 1 კაფსულა დღეში თანმიმდევრულად, 10-30 დღის განმავლობაში. მომდევნო 2 თვეში შესაძლებელია 1 კაფსულის მიღება თანმიმდევრულად 10 დღის განმავლობაში, კურსებს შორის 20-დღიანი ინტერვალების დაცვით. თუ ნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპია, ბრონქო-მუნალ პ-ს იღებენ ანტიბიოტიკთან ერთად.
თუ ბავშვს არ შეუძლია კაფსულის გადაყლაპვა, რეკომენდირებულია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის გახსნა მცირე რაოდენობის სითხეში (ჩაი, რძე ან წვენი).

გამოყენების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები, პაციენტები ღვიძლის და თირკმელების დარღვევებით: მონაცემები არ არსებობს.
შიგნით მისაღებად. მიიღება დილით უზმოზე.
მიღების გამოტოვებისას პრეპარატი მიღებული უნდა იქნეს შემდეგ დილას.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები
რეკომენდირებულია 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა პერორალური ვაქცინების მიღებასა და პრეპარატის მიღებას შორის.
მოცემული პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არ არის 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის იმუნური სისტემის მოუმწიფებლობის გამო.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ალერგიული რეაქციების წარმოქმნისას ან აუტანლობის გამოვლინებისას მისი მიღება დაუყოვნებლივ წყდება.
კლინიკური გამოყენების გამოცდილება პაციენტებში პირველადი და მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობებით, აუტოიმუნური და რევმატული დაავადებებით, ატოპიური დაავადებებით არ არსებობს, ამიტომ პაციენტების მითითებული კატეგორიებისთვის რეკომენდირებული არ არის მოცემული სამკურნალწამლო საშუალების გამოყენება.
ბრონქო-მუნალი და ბრონქო-მუნალი პ კაფსულები არ შეიცავს მონონატრიუმის გლუტამატს. ნატრიუმის რაოდენობა შეადგენს 1 მმოლზე ნაკლებს (23 მგ) დოზაზე, ესე იგი, პრეპარატი თავისი არსით მიიჩნევა „ნატრიუმის გარეშე“. 

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება არ უნდა მოხდეს ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში.
პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს ორსულობის დადგომის ან დაგეგმვის შესახებ.
იმის გამო, რომ ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი, პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს სიფრთხილით და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება რისკს ბავშვისთვის.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში.

გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (> 1/100 და 1/1 000 და 1/10 000 და დარღვევები კუჭ-ნაწლავური ტრაქტის მხრიდან
იშვიათი: დიარეა, მუცლის ტკივილი.
სიხშირე უცნობია:  ღებინება, გულისრევა.
არღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრიდან
ხშირი: ხველა.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან
ხშირი: გამონაყარი.
სიხშირე უცნობია: ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
არც ისე ხშირი: ჰიპერმგრძნობელობა (ერითემატოზური გამონაყარი, გენერალიზებული გამონაყარი, ერითემა, შეშუპება, ქუთუთოების შეშუპება, სახის შეშუპება, პერიფერიული შეშუპებები, პასტოზურობა, სახის პასტოზურობა, ქავილი, გენერალიზებული ქავილი, ქოშინი).
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას:
სიხშირე უცნობია: ციება, დაღლილობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
სიხშირე უცნობია: თავის ტკივილი.
რესპირატორული ან საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან მუდმივი არასასურველი მოვლენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
ზეგავლენას არ ახდენს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები:
რეგისტრირებული არ არის.

ჭარბი დოზირება:
შეტყობინებები ჭარბი დოზირების შესახებ არ შემოსულა. ბაქტერიული ლიზატის ბუნება და ტესტების შედეგები ტოქსიკურობაზე, რომლებიც ჩატარდა ცხოველებზე, მოწმობს იმის შესახებ, რომ ჭარბი დოზირება ნაკლებსავარაუდოა.

შეფუთვა
შეფუთულია პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერებში.
10, 30 კაფსულა ჩანართ ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები 
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ტენისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
5 წელი. ნუ გამოიყენებთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ბრონქო-მუნალი 3.5მგ #10კაფს

ესლიდინი #30კაფს

35.80 ლარი
33.65 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: ნიჟფარმი სს

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ბრექსინი 20მგ #20ტ

24.08 ლარი
22.64 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ჩიეზი ფარმ სპა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ესენციალე ფორტე N 300მგ #30კაფ

ესენციალე ფორტე N
(ESSENCIALE N)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ხსნარი ინტრავენური ინექციისათვის: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ 1 ამპ.
”ესენციალური” ფოსფოლიპიდები……………………………..50 მლ  250 მგ
დამხმარე ნივთიერება: ბენზილის სპირტი – 45 მგ

ესენციალე ფორტე N
კაფსულები ფორტე: შეფუთვაში 30 და 100 ც.
1 კაფს.
”ესენციალური” ფოსფოლიპიდები……………….300 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
მყარი ცხიმი, სოიოს ზეთი, ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი,ეთანოლი, ეთილვანილინი, 4-მეთოქსიაცეტოფენონი, ჟელატინი, საღებავები E171 და E172,  DL-α-ტოკოფეროლი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰეპატოპროტექტორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი უზრუნველყოფს მაღალენერგეტიკული ,,ესენციალური” ფოსფოლიპიდებით ღვიძლს, რომელშიც დარღვეულია მეტაბოლიური აქტივობა. ქიმიური სტრუქტურით ,,ესენციალური” ფოსფოლიპიდები იდეალურად თანხვდება ბუნებრივ ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს. ისინი უპირატესად აღწევენ ღვიძლის უჯრედების მემბრანებში.
,,ესენციალური” ფოსფოლიპიდები: აუმჯობესებენ ღვიძლის ფუნქციებს და ღვიძლის უჯრედების ფერმენტულ აქტივობას; ამცირებენ ღვიძლის ენერგეტიკული დანაკარგის დონეს; ხელს უწყობენ ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას; ნეიტრალურ ცხიმებსა და ქოლესტერინს გარდაქმნიან ისეთ ფორმებად, რომელთა მეტაბოლიზმი გაადვილებულია; ახდენენ ნაღვლის ფიზიკო-ქიმიური თვისებების სტაბილიზაციას.

ჩვენებები
– ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია (აგრეთვე დიაბეტით გამოწვეული);
– მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი, ღვიძლის უჯრედების ნეკროზი, ღვიძლისმიერი კომა და პრეკომა, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლით), ორსულთა ტოქსიკოზი;
– ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა (განსაკუთრებით ჰეპატობილიარული ზონის ოპერაციები), ფსორიაზი, რადიაციული სინდრომი.

დოზირების რეჟიმი
თუ არ არსებობს ექიმის განსაკუთრებული რეკომენდაცია, მაშინ პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად 1-2 ამპულა, მძიმე შემთხვევაში 2-4 ამპულა დღეში. 2 ამპულა შეიძლება შეყვანილი იქნეს ერთდროულად. თავი შეიკავეთ შერეული ინექციებისაგან. რეკომენდებულია  წამლის პარენტერალური შეყვანა რაც შეიძლება მალე შეიცვალოს პერორალური ფორმით. თუ არ არსებობს ექიმის განსაკუთრებული რეკომენდაცია პერორალურად წამლის მიღების საწყისი დოზაა 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა კი  არის 1 კაფსულა 3-ჯერ დღეღამეში. კაფსულების მიღება ხდება საკვების მიღებისას, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მომატებული დოზებით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის მოშლილობა (დიარეა).

უკუჩვენებები
წამლის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ვინაიდან აღნიშნული ხსნარი შეიცავს ბენზილის სპირტს, მისი გამოყენება არ შეიძლება ახალშობილებისა და დღენაკლული ბავშვების მკურნალობაში.

განსაკუთრებული მითითებები
გამოიყენეთ მხოლოდ გამჭირვალე ხსნარი.
შეიყვანეთ ინტრავენურად ნელა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 8°C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

a.nattermann & cie gmbh for sanofi-aventis

Don`t copy text!