56.35 ლარი
52.96 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: იენ ფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
56.35 ლარი
52.96 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: იენ ფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
Burgeon
(ბურგეონი)
შემადგენლობა:
პერორალურად მისაღები ხსნარის ყოველი 100 მლ შეიცავს:
Cranberry (Vaccinium macrocarpon)- შტოში (წითელი მოცვი)..500მგ
Betula alba(Betula pendula)- არყის ხე…………………………………280მგ
Equisetum arvense ( Horsetail)- მინდვრის შვიტა……………………..500მგ
Opuntia ficus-indica(Prickly pear)- ოპუნცია (კაკტუსი)……………………………170მგ
Arctostaphylos uva-ursi(Bearberry)-დათვის კენკრა…………………………………170მგ
Cynodon dactylon(Bermuda grass)-ბერმუდის ბალახი……………………………..170მგ
Melissa officinalis ( Lemon balm)-მელისა, სამკურნალო ფოთლები………….170მგ
Rosmarinus officinalis(Rosemary)-როზმარინი, სააფთიაქო ფოთლები……..170მგ
დამხმარე ნივთიერებები:წყალი,სორბიტოლი,ქსილიტოლი,გლიცერინი,ქსანტინი,კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი,ლიმონმჟავა,მარწყვის არომატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბურგეონი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.მას გააჩნია ერთდროულად ნეფროლითოლიზური და ანტიმიკრობული მოქმედება. ნეფროლითოლიზური მოქმედება გამოიხატება თირკმელებში კენჭების დაშლის უნარით. ასევე გამოყოფს ორგანიზმიდან სხვადასხვა მარილებს(ოქსალატები,ფოსფატები,შარდოვანა). ანტიმიკრობული თვისება გამოიხატება დამთრგუნველი მოქმედებით თირკმელებში და შარდგამომყოფ გზებში მოხვედრილ პათოგენურ და პირობითპათოგენურ მიკრობების ზრდასა და განვითარებაზე.როგორც კომბინირებული პრეპარატი ბურგეონი ავლენს დიურეზულ,სპაზმოლიზურ,ლითიოლიზურ,ანთებისსაწინააღმდეგო,ნაღვლმდენ და ანტიოქსიდაციურ მოქმედებას.
ბურგეონი აძლიერებს თირკმელების და შარდგამომყოფ სისტემის სისხლით მომარაგებას, ამრიგად ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო და შარდმდენ თვისებებს. ბურგეონი შარდში მნიშვნელოვნად ამცირებს კენჭების წარმომქმნელ ელემენტების კონცენტრაციას (კალციუმი,მჟავუნა,ჰიდროქსიპროლინი) და ამაღლებს კენჭების წარმომქმნელ პროცესის მაინჰიბირებელი ელემენტების დონეს(კალიუმი,ნატრიუმი,მაგნიუმი). შარდგამომყოფ სისტემის ინფექციების დროს ბურგეონი აძლიერებს ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტს,ანორმალიზებს შარდის გამოყოფას,ამცირებს ტკივილს და გამწვავების განმეორებით რისკს.
ბურგეონს გააჩნია ორგანიზმის მიერ კარგი ამტანობა,შესაძლებელია პრეპარატის ხანგრძლივი მიღება ანტიბიოტიკებთან კომბინაციშიც.
Cranberry—წითელი მოცვი—აქვს გამოხატული ბაქტერიოციდული და შარდმდენი ეფექტი და გამოიყენება პიელონეფრიტის დროს.წითელი მოცვი იცავს შარდსასქესო სისტემას ინფექციებისაგან.მოცვი შეიცავს პროანტოციანიდინის ელემენტებს,რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიების ზრდასა და განვითერებას შარდსასქესო სისტემის უჯრედებში.
წითელი მოცვი შეიცავს მრავალ ანტიოქსიდანტებს და გააჩნია ანტისიმსივნური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები.
Betula alba—-არყის ხე—-მას გააჩნია შარდმდენი,ნაღვლმდენი,ოფლმდენი,ბაქტერიოციდული,ანტიანთებითი,რეგენერაციული და სისხლის გამასუფთავებელი თვისებები.
ის გამოიყენება:
შარდკენჭოვანი დაავადების,ქრონიკული გასტრიტის,წყლულისა და კუჭნაწლავის სისტემის სხვა დაავადებების დროს.
როგორს დეზინტოქსიკაციური საშუალება -კანის დაავადებების დროს.
შეშუპებისას ,რომელიც წარმოიქმნება გულის ან თირკმელების უკმარისობის დროს.
სასუნთქი სისტემის დაავადებების ,პოდაგრა და რევმატიზმის დროს.
Equisetum arvense—მინდვრის შვიტა—-ძალზედ პოპულარული მცენარეა.ის წარმატებით
გამოიყენება თირკმელების და შარდის ბუშტის დაავადებების დროს,აძლიერებს თირკმელებში გორგლოვან ფილტრაციას, აფერხებს კენჭების წარმოქმნას.
Opuntia ficus-indica—ოპუნცია (კაკტუსი)—გააჩნია სუსტი საფაღარათო თვისება,აუმჯობესებს კუჭის,თირკმელების მდგომარეობას და გამოიყენება როგოც შარდმდენი.
Arctostaphylos uva-ursi—–დათვის კენკრა—ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო და დეზინტოქსიკაციურ თვისებებს შარდის ბუშტის და შარდგამომყოფი გზების ანთების დროს. დათვის კენკრა ასუფთავებს შარდგამომყოფ გზებს ბაქტერიებისგან და ანთების პროდუქტებისგან.
Cynodon dactylon—–ბერმუდის ბალახი—გააჩნია დიურეზული თვისებები.შარდმდენი ეფექტი გამოიხატება დილატაციური მოქმედებით თირკმელების სისხლძარაღვებზე. გამოიყენება შარდის ბუშტის პაპილომას დროს,პიელონეფრიტის,თირკმლკენჭოვანი დაავადების,პროსტატის ჰიპერტროფიის და იმპოტენციის დროს.
Melissa officinalis—მელისა–გამოიყენება კენჭების წარმოქმნისას ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში.
Rosmarinus officinalis—–როზმარინი—-მსუბუქი მოქმედების დიურეტიკია.
ძალზედ ეფექტურია შეშუპებისას.მეცნიერებმა შეისწავლეს როზმარინის ექსტრაქტის შარდმდენი მოქმედება თირკმელებზე და დაადგინეს,რომ როზმარინის ექსტრაქტის ყოველდღიურმა მიღებამ სითხის სახით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თირკმელების ფუნქციონირება, გააძლიერა შარდის გამოყოფა და ასევე შეინარჩუნა ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტები ( Na,Ka,Cl).ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვეულებრივ დიურეტიკებს შეუძლიათ გამოდევნონ ორგანიზმიდან აუცილებელი მიკროელემენტები.
ჩვენებები:
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან: არ არის გამოვლენილი.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება 3 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.ადრე პერორალურად.
სამკურნალო დოზა:
სკოლამდელი ასაკის ბავშვები……. 5მლ 3 ჯერ დღეში
სკოლის ასაკის ბავშვები……………… 5-10 მლ 3 ჯერ დღეში
მოზრდილები……………………………25 მლ 3 ჯერ დღეში
ორსულები……………………………….20 მლ 3 ჯერ დღეში
მკურნალობის კურსი 2-4 კვირა,დოზირება და მკურნალობის კურსი კორეგირდება ექიმის მიერ.
განსაკუთრებული მითითებები:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ გააორმაგოდ დოზა შემდეგ მიღებაზე.
ორსულობა და ლაქტაცია:ორსულობის დროს პირველ ტრიმესტრში გამოიხატება გულისრევის შეგრძნება,ღებინება,რომელიც გამოწვეულია ჰორმონების მაღალი დონით სისხლში,ასევე ძლიერდება გაღიზიანებადობა,.აღზნებადობა,,ძლიერდება ჰორმონალური დატვირთვა გულზე,თირკმელებზე და მთლიანად ორგანიზმზე.
იმისათვის რომ მოვახდინოთ პრევენცია ზემოდ ჩამოთვლილი მოვლენებისა ექიმები ორსულობის დროს გვირჩევენ ბურგეონს.
ორსულებში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
გვერდითი მოვლენები: არ აქვს გამოხატული რეკომენდირებული დოზების მიღებისას.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე სინათლისა და ნესტისგან დაცულ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.
გამოშვების ფორმა:
300მლ პერორალურად მისაღები ხსნარი მუქი ფერის შუშის ფლაკონში,პლასტიკური მზომი ჭიქით მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი
Made in EU by Fortex Nutraceuticals LTD
Sofia 1362,str Proxladen,Bulgaria
On behalf of RICH PHARMA –United Kingdom
DISTRIBUTED BY RICH PHARM
ალოპურინოლი
ტაბლეტები 0.1 გ
სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: ალოპურინოლი;
1 ტაბლეტი შეიცავს 0.1 გ ალოპურინოლს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
წამლის ფორმა. ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ალოპურინოლი – პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც თრგუნავს შარდმჟავასა და მისი მარილების სინთეზს ორგანიზმში.
ჩვენებები.
ალოპურინოლი გამოიყენება დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ახლავს ჰიპერურიკემია, პირველადი და მეორადი პოდაგრისას, თირკმლის კენჭოვანი დაავადებისას ურატების წარმოქმნით, პირველადი და მეორადი ჰიპერურიკემიისას, რომელიც არის პათოლოგიური პროცესების დროს, რომლებსაც ახლავს ნუკლეოპროტეიდების გაძლიერებული დაშლა და შარმჟავას შემცველობის მომატება სისხლში, სხვადასხვა ჰემობლასტომების ჩათვლით (მწვავე ლეიკოზი, ლიმფოსარკომა და სხვ.), სიმსივნეების ციტოსტატური და სხივური თერაპიის, ფსორიაზის, კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით მასიური თერაპიის დროს. არსებობს მონაცემები ბავშვებში ეპილეფსიის კომპლექსურ თერაპიაში პრეპარატის გამოყენების შესახებ (სეროტონინის ბიოსინთეზის მომატება).
უკუჩვენებები.
თირკმლის უკმარისობა, ორსულობა და ლაქტაცია, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილე გამოყენებისას.
მანქანებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენა აღწერილი არ არის.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან.
ალოპურინოლის გამოყენებისას ჰემობლასტით, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით (მეტოტრექსატი, მერკაპტოპურინი და სხვ.) მკურნალობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ალოპურინოლი არა მხოლოდ თრგუნავს ხსენებული პრეპარატების ენზიმატურ ჟანგვას და აძლიერებს მათ სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობას, არამედ მნიშვნელოვნად ამაღლებს მათ ტოქსიკურობას. ამიტომ მათი დოზები უნდა შემცირდეს (50%-მდე).
ალოპურინოლის ზეგავლენით ასევე შესაძლებელია არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების, ანტიპირინის, დიფენინის, თეოფილინის ეფექტების (მათ შორის არასასურველი) გაძლიერება, ვინაიდა მათი ინაქტივაცია ღვიძლში ნელდება.
ამპიცილინის პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იზრდება კანზე გამონაყარის გაჩენის რისკი.
თიაზიდური დიურეზული საშუალებების, ფუროსემიდის, ეტაკრინის მჟავას ზემოქმედებით მცირდება ალოპურინოლის ანტიჰიპერურიკემიული მოქმედება, ვინაიდან ეს პრეპარატები იწვევენ შარდმჟავას დონის მომატებას სისხლის შრატში.
ალოპურინოლის დანიშვნა რკინის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად არ შეიძლება.
განსაკუთრებული მითითებები.
გასათვალისწინებელია, რომ ალოპურინოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ მე-3-4 დღეს ურიკოზურიისა და ურიკემიის მაჩვენებლები უბრუნდება საწყის მაღალ დონეს, ამიტომ მკურნალობა ხანგრძლივი უნდა იყოს. პრეპარატის მიღებათა შორის 2-3 დღეზე ხანგრძლივი ინტერვალი სასურველი არ არის.
პრეპარატი ფრთხილად მიიღება თირკმლის არამკვეთრად გამოხატული უკმარისობისას (მოზრდილებში დოზით არა უმეტეს 0.2 გ დღეში). ალოპურინოლის გამოყენებისას დიურეზი მოზრდილებში უნდა შენარჩუნდეს არა ნაკლებ 2 ლ დღე-ღამეში. შარდის რეაქცია უნდა იყოს ნეიტრალური ან ტუტე სუსტი, რათა არ მოხდეს კონკრემენტების წარმოქმნა. ამისათვის ალოპურინოლი ინიშნება შარდის მაალკალიზირებელ პრეპარატებთან ერთად.
მკურნალობის დასაწყისში შესაძლო პოდაგრული ართრიტის შეტევების პროფლაქტიკისათვის შეიძლება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან კოლხიცინის გამოყენება (მოზრდილებში 0.5 მგ 3-ჯერ დღეში).
ალოპურინოლით თერაპიის დასაწყისში აუცილებელია თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის სისტემატური კონტროლის ჩატარება.
გამოყენების წესი და დოზები.
ალოპურინოლი გამოიყენება პერორალურად ჭამის შემდეგ.
დოზები დგინდება სისხლში შარდმჟავას შემცველობის რაოდენობის მიხედვით. დღე-ღამის მინიმალური თერაპიული დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 0.1 გ, მაქსიმალური – 0.8 გ. ჩვეულებრივ, ზომიერი ჰიპერურიკემიისას (70-100 მგ/ლ-მდე) მოზრდილებში ინიშნება 0.2-0.4 გ დღე-ღამეში 2-3 კვირის განმავლობაში 1-2-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ ხდება შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა (0.2-0.3 გ დღე-ღამეში 2-3 მიღებაზე).
პოდაგრის მძიმე ფორმების დროს და მაღალი ჰიპერურიკემიის დროს (80-100 მგ/ლ-ზე მეტი) მოზრდილებში ინიშნება (არა უმეტეს 0.2 გ მიღებაზე) 0.6-0.8 გ-მდე დღეში 2-4 კვირა, ამის შემდეგ ხდება შემანარჩუნებელ დოზებზე გადასვლა (0.1-0.3 გ დღეში), რომლებიც ხანგრძლივად მიიღება, რამოდენიმე თვის განმავლობაში.
ჰიპერურიკემიის პროფილაქტიკისათვის სიმსივნეების სხივური თერაპიის და ქიმიოთერაპიის დროს დღე-ღამის საშუალო დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 0.4 გ. პრეპარატი მიიღება 2-3 დღით ადრე თერაპიის დაწყებამდე (ან ერთდროულად) და მიღება გრძელდება კიდევ რამოდენიმე დღის განმავლობაში სპეციფიური თერაპიის დასრულების შემდეგ.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დღე-ღამის დოზით 5 მგ/კგ; 6-10 წლის – 10 მგ/კგ დღე-ღამეში, 3-4-ჯერ დღე-ღამეში. ბავშვებში ეპილეფსიის კომპლექსური მკურნალობის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 4-5 მგ/კგ სხეულის წონაზე (2-ჯერ დღეში, 10-დღიანი კურსებით მათ შორის 1.5-2-თვიანი შესვენებებით).
თუ პრეპარატის დროული მიღება გამოტოვებულია, მაშინ ალოპურინოლის დოზა აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული რაც შეიძლება სწრაფად. თუ შემდეგი მიღება დაგეგმილია 12 საათში ან მეტი, მაშინ ალოპურინოლი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული, ხოლო შემდეგი დოზა – დადგენილ დროს. თუ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩა 12 საათზე ნაკლები, მიღება გამოტოვებული უნდა იქნეს, ხოლო შემდეგ მიღება გაგრძელდება ჩვეულებრივი რეჟიმით.
პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლოა წარმოიშვას ღებინება, გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა, ოლიგურია. მკურნალობა: ფორსირებული დიურეზი და სასწრაფოდ ექიმთან მიმართვა.
გვერდითი ეფექტები.
ალოპურინოლს ახასიათებს კარგი ამტანობა. პოდაგრის დროს მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა განვითარდეს გამწვავება, დაკავშირებული შარდმჟავას მობილიზებასთან პოდაგრული კვანძებიდან და სხვა დეპოებიდან. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია დისპეფსიური მოვლენები – ღებინება, გულისრევა, კუჭის ტკივილი, დიარეა; ალერგიული რეაქციები – გამონაყარი კანზე, ქავილი, ჰიპერემია, იშვიათად – ექსფოლიატური დერმატიტი, ცხელება, ართრალგია; სისხლწარმოქმნის სისტემის მხრივ – ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია; ნერვული სისტემის მხრივ – ნევრიტები, ძილის დარღვევა, დეპრესია, ამნეზია.
ვარგისიანობის ვადა.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში, 5 დანაყოფებიანი შეფუთვა მოთავსებულია კოლოფში.
გაცემის წესი.
რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი.
დსს სსც “ბორშჩაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.
უკრაინა, 03134, კიევი, მშვიდობის ქ. 17.
11.90 ლარი
11.19 ლარი
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: მაგისტრა რუმინეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
155.60 ლარი
146.26 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: მენარინი-ვონ ჰეიდენ გმბჰ ბერ.ჰ
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
9.36 ლარი
8.80 ლარი
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: მაგისტრა რუმინეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
149.88 ლარი
140.89 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: მენარინი-ვონ ჰეიდენ გმბჰ ბერ.ჰ
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
49.77 ლარი
46.78 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
16.94 ლარი
15.92 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
5.50 ლარი
5.17 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ნეოფარმი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული