Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 158

ეგილოკი 50მგ #60ტ

ეგილოკი
EGILOK

ეგილოკი ტაბლეტები 25 მგ, 50 მგ, 100 მგ.
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 25 მგ, 50 მგ. ან 100 მგ აქტიურ ნივთიერებას _ მეტოპროლოლ ტარტრატს.
სხვა კომპონენტები: მაგნიუმის სტეარატი, პოლივიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ნატრიუმის გლიკოლატის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

რა არის ეგილოკი და რისთვის გამოიყენება იგი
მეტოპროლოლი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც  ბეტა-ბლოკატორები ეწოდება. ისინი გამოიყენებიან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და ტკივილის პროფილაქტიკისათვის სტენოკარდიის დროს.
მეტოპროლოლი ასევე გამოიყენება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განვითარებული არითმიის (გულის რითმის აჩქარება ან მისი მოშლა) სამკურნალოდ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით და შაკიკის პროფილაქტიკისათვის.

გამოყენების ჩვენებები:

•    არტერიული ჰიპერტენზია – გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან (საჭიროებისამებრ) სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპერატებთან კომბინაციაში; ამცირებს სიკვდილობას გულ-სისხლძარღვოვანი და კორონარული დაავადებების შედეგად (მათ შორის,  უეცარი სიკვდილის სიხშირეს) ჰიპერტენზიით დაავადებულ ავადმყოფებში.
•    სტენოკარდია. პრეპარატი შეიძლება გამოიყენებოდეს მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში.
•    შემარჩუნებელი თარაპია – მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკისთვის.
•    გულის რითმის დარღვევები (სინუსური ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები).
•    ჰიპერთირეოზი (გულის რითმის სიხშირის შესამცირებლად)
•    შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა.
•    გულის ფრიალით მიმდინარე ფუნქციური დარღვევები.

ეგილოკის ტაბლეტების მიღების წინ

•    არ მიიღოთ ეს ტაბლეტები თუ გაგაჩნიათ:
•    მაღალი მგრძნობელობა მეტოპროლოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის და, ასევე, სხვა ბეტა-ბლოკატორების მიმართ.
•    ატრიოვენტრიკულური II ან III ხარისხის ბლოკადა.
•    კლინიკურად გამოხატული სინუსური ბრადიკარდია (გულის რითმის მნიშვნელოვანი შენელება).
•    სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი.
•    პერეფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა.
•    გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში.
•    კლინიკური მონაცემების სიმცირის გამო მეტოპროლოლის გამოყენება უკუნაჩვენებია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, თუ:
გულის შეკუშვის სიხშირე არის წუთში 45 დარტყმაზე ნაკლები,
P-Q არ აღემატება 240 მწმ-ს,
სისტოლური არტერიული წნევა არის 100 მმ. ვწყ.სვ.-ზე ნაკლები
•    ბეტა-აგონისტებით მკურნალობა.
პრეპარატ ეგილოკის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს შემდეგი მდგომარეობის დროს:
•    გულის გამტარებლობის (წინაგულ-პარკუჭოვანი) დარღვევა;
•    ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება)
•    პერეფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
ეგილოკი უნდა მოიხსნას თანდათანობით დოზის საფეხურებრივი შემცირების გზით, 14 დღის განმავლობაში. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გააძლიეროს სტენოკარდიის სიმპტომები და გაზარდოს კორონარულ დარღვევათა რისკი.
იმის მიუხედავად, რომ კარდიოსელექტიური ბეტა-ბლოკატორები უფრო სუსტ ზემოქმედებას ახდენს სუნთქვაზე, ვიდრე არასელექტიური ბეტა-ბლიკატორები,  მიზანშეწონილია აღნიშნული პრეპარატი შეძლებისამებრ არ დაენიშნოს პაციენტებს სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით. ბრონქიული ასთმის დროს მეტოპროლოლის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მისი β2 – აგონისტებთან ერთად დანიშვნა (ტაბლეტების და/ან აეროზოლური ფორმის სახით) ან უკვე დანიშნული β2 – აგონისტების დოზის შეცვლა.
იმის მიუხედავად რომ, სელექტიური ბეტა-ბლოკატორები შედარებით იშვიათად მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე ან ნიღბავს ჰიპერგლიკემიის სიმპტომებს, დიაბეტით დაავადებულთათვის ეგილოკის დანიშვნის შემთხვევაში საჭიროა ხშირად შემოწმდეს ნახშირწყლოვანი ცვლის მდგომარეობა და საჭიროებისამებრ მოხდეს ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორექცია.
ფეოქრომოციტომით დაავადებულთა მკურნალობის დროს საჭიროა მეტოპროლოლის დანიშვნა ალფა-ბლოკატორებთან ერთად.
ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციის წინ საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება მეპტოპროლოლის მიღების შესახებ, თუმცა არ არის რეკომენდირებული პრეპარატ ეგილოკით მკურნალობის შეწყვეტა.
ეგილოკის ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ეგილოკის მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად, რადგან საკვები არ მოქმედებს მეტოპროლოლის ეფექტურობასა ან შეწოვაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებში მეტოპროლოლის შეყვანით მავნე ზემოქმედება მათ შთამამოვლობაზე არ გამოვლენილა.
გაიარეთ ექიმის კონსულტაცია ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ, თუ თქვენ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუს აჭმევთ.

ტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.

მეტოპროლოლი გავლენას ახდენს პაციენტის უნარზე _ მართოს სატრანსპორტო საშუალებები და შეასრულოს სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია უბედური შემთხვევიბის მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღებისას (შესაძლებელია თავბრუსხვევა და დაღლილობა). ამიტომ დოზა, რომლის დროსაც დაშვებულია ავტომობილის მართვა და სახიფათო სამუშაოს შესრულება, საჭიროებს ინდივიდუალურ შერჩევას.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

გთხოვთ, ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ თქვენ მიერ მოხმარებული ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, თუნდაც რეცეპტის გარეშე, რომელიც  ამჟამად ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს აგრეთვე ეხება როგორც ადრე მიღებულ, ისე სამომავლოდ მისაღებ პრეპარატებს.
პრეპარატ ეგილოკისა და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ჩვეულებრივ სუმაციას განიცდის. ასეთი პრეპარატების კომბინაციის დანიშვნისას ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე. თუმცა ანტიჰიპერტენზიული  ეფექტის სუმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას არტერიული წნევის უფრო ეფექტური კონტროლისთვის.
მეტოპროლოლის და ვერაპამილის და/ან დილთიაზემის ტიპის კალციუმის არხების სხვა ბლოკატორების ერთდროული გამოყენება იწვევს უარყოფითი ინოტროპული და ქრონოტროპული ეფექტის გაძლიერებას. არ არის რეკომინდირებული ვერაპამილის ტიპის კალციუმის არხების ბლოკატორების დანიშვნა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ბეტა-ბლოკატორებს.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ საშუალებებთან კომბინაციის დროს:

-    პერორალური ანტიარითმული პრეპარატები (ქინიდინის და ამიოდარონის ტიპის, და ასევე პარასიმპათომიმეტიკები (ჰიპერტენზიის, ბრადიკარდიის, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადის რისკი).
-    სათითურას გლიკოზიდები (ბრადიკარდიის, გამტარებლობის დარღვევის რისკი; მეტოპროლოლი არ მოქმედებს სათითურას პრეპარატების დადებით ინოტროპულ ეფექტზე).
-    სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (განსაკუთრებით გუანიტიდინის, რეზერპინის, ალფა-მეთილდოფას, კლონიდინის და გუანფაცინის ჯგუფები) ჰიპოტენზიის და/ან ბრადიკარდიის რისკის გამო.
-    კლონიდინთან  შეთავსების დროს საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, ჯერ მეტოპროლოლის, და შემდეგ (რამოდენიმე დღის შემდეგ) კლონიდინის მოხსნით. პირველად კლონიდინის მიღების შეწყვეტით, შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონული კრიზი.
-    ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (საძილე საშუალებები, ტრანკვილიზატორები, ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები) და ალკოჰოლი (ჰიპოტენზიის რისკი).
-    ნარკოტიკები (გულის მოქმედების დათრგუნვის რისკი).
-    α და β –სიმპატომიმეტიკები (ჰიპერტენზიის, მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის რისკი; გული გაჩერების შესაძლებლობა).
-    ერგოტამინი (სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტის რისკი).
-     β2 – სიმპატომიმეტიკები (ფუნქციური ანტაგონიზმი).
-    არასტერიოდული ანტიანთებითი პრეპარატები, როგორიცაა: ინდომეტაცინი (ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერების შესაძლებლობა).
-    ესტროგენები (შესაძლებელია მეტოპროლოლის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება).
-    პერორალური ანდიდიაბეტური პრეპარატები და ინსულინი (მეტოპროლოლს შეუძლია მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება და ჰიპოგლიკემიური სიმპტომების მასკირება).
-    კურარეს ტიპის მიორელაქსანტები (ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის გაძლიერება).
-    ფერმენტების ინჰიბიტორები (მაგალიტად ციმეტიდინი, ალკოჰოლი, ჰიდრალაზინი; სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი და სერტრალინი) – მეტოპროლოლის ეფექტის გაძლიერება პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების შედეგად.
-    ფერმენტების ინდუქტორები (როგორიცაა რიფამპიცინი და ბარბიტურატები) – მეტოპროლოლის ეფექტი შეიძლება შემცირდეს ღვიძლის მეტაბოლიზმის გაძლიერების შედეგად.
-    სიმპათიკური კვანძების მაბლოკირებელი საშუალებების, სხვა ბეტა-ბლოკატორების ან МАО-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება, (მაგალითად თვალის წვეთები)  მოითხოვს განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას.

როგორ უნდა მიიღოთ ეგილოკის ტაბლეტები

ეგილოკი მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები შესაძლებელია მიიღოთ საკვების მიღებიდან დამოუკიდებლად.
აუცილებლობის შემთხვევაში ტაბლეტი შეიძლება გატყდეს შუაზე.
დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს გამოხატული ბრადიკარდიის თავიდან ასაცილებლად.

რეკომენდირებული დოზები:

ჰიპერტენზია:
საწყისი დოზა საშუალო ანუ ზომიერი ჰიპერტენზიის დროს შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ორჯერ (დილას და საღამოს). საჭიროებისამებრ დღიური დოზა შეიძლება ნელ-ნელა გაიზარდოს 100 მგ-დე 2-ჯერ დღეში ან დაემატოს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალება.
სტენოკარდია:
საწყისი დოზაა – 25-50 მგ 2-3 ჯერ დღე-ღამის განმავლობაში. ეფექტის მიხედვით ეს დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 200 მგ-დე დღე-ღამის განმავლობაში ან დაემატოს სხვა ანტიანგინალური პრეპარატი.
შემარჩუნებელი თერაპია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ:
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 50-100 მგ. დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს).
არითმია:
საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს ორჯერ ან სამჯერ დღეში. საჭიროებისამებრ დღიური დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 200 მგ.-დე ან დაემატოს სხვა არითმიის საწინააღმდეგო საშუალება.
ჰიპერთირეოზი:
ჩვეულებრივი დღიური დოზაა 150-200 მგ დღე-ღამის განმავლობაში 3-4 მიღებაზე.  
ფუნქციური დარღვევები გულის ფრიალით:
ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 2X50 მგ-ს (დილას და საღამოს); საჭიროებისამებრ შეიძლება მომატებულ იქნას 2X100 მგ-დე.
შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა:
ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 2X50 მგ-ს (დილას და საღამოს); საჭიროებისამებრ შეიძლება მომატებულ იყოს 2X100 მგ-დე.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფი:
თირკმლის დაავადების დროს პრეპარატის დოზა არ საჭიროებს  კორექციას.
ღვიძლის ციროზის დროს ჩვეულებრივ არ საჭიროებს კორექციას მეტოპროლოლის სისხლის პლაზმის ცილებთან დაბალი შეკავშირების გამო (5-10%). ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს (მაგალითად შუნტირების ოპერაციის შემდეგ) შეიძლება საჭირო გახდეს მეტოპროლოლის დოზის შემცირება.
ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზა არ საჭიროებს კორექციას.
პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის არ არის რეკომენდირებული (არ არის კლინიკური გამოცდილება).
თუ თქვენი აზრით ეგილოკი ავლენს ძალიან ძლიერ ან ძალიან სუსტ ეფექტს, გაიარეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი და თუ ვინმემ შემთხვევით მიიღო ამ ტაბლეტების ნებისმიერი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ახლომდებარე საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები, ექიმისთვის საჩვენებლად.
გადაჭარბებული დოზირების სიმპტომები: ჰიპოტენზია, სინუსური ბრადიკარდია, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, ასისტოლია, გულისრევა, ღებინება, ბრონქოსპაზმი, ციანოზი, ჰიპოგლიკემია, გონების დაკარგვა, კომა.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ქინიდინის და ბარბიტურატების ერთდროული მიღების დროს. გადაჭარბებული დოზირების პირველი სიმპტომები აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 20 წთ. - 2 სთ. შემდეგ.
გადაჭარბებული დოზირების მკურნალობის სხვა ზომებთან ერთად საჭიროა ინტენსიური თერაპია და პაციენტის მდგომარეობის მეთვალყურეობა (სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის პარამეტრები, თირკმელების ფუნქცია, სისხლში გლუკოზის დონე, შრატის ელექტროლიტები).
თუ პრეპარატი მიღებულია მცირე ხნის წინ, კუჭის გამორეცხვამ (თუ გამორეცხვა ვერ ხერხდება, შეიძლება ღებინების გამოწვევა გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ, იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი გონზეა) და აქტივირებული ნახშირის შეყვანამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის შეწოვა.
მძიმე ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიისა და გულის უკმარისობის მოსალოდნელი განვითარების დროს საჭიროა ინტრავენურად β1 –ანტიგონისტების შეყვანა ინტერვალით 2-5 წუთი ან ინფუზიის გზით სასურველი ეფექტის მიღწევამდე. სელექტიური β1 – აგონისტების უქონლობის დროს შესაძლებელია ატროპინის ან დოფამინის ინტრავენური შეყვანა. თუ ვერ მოხერხდა სასურველი ეფექტის მიღება საჭიროა სხვა სიმპატომიმეტიკების გამოყენება (დობუტამინი ან ნორადრენალინი). გლუკაგონის შეყვანა 1-10 მგ დოზით შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ბეტა-რეცეპტორების ძლიერი ბლოკადის შესამსუბუქებლად. ფარმაკოთერაპიის მიმართ რეზისტენტული მკვეთრი ბრადიკარდიის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს გულის რითმის პეისმეკერის იმპლანტაცია. ბრონქოსპაზმი შეიძლება მოიხსნას β2  -აგონისტის ი/ვ შეყვანით (მაგალითად, ტერბუტალინის). ამ ანტიდოტების მიღება შეიძლება თერაპიულზე მაღალი დოზით.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ეგილოკის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასაზღაურებლად.
ექიმი შეგატყობინებთ სამკურნალო კურსის ხანგრძლიობის შესახებ. აუცილებელად შეასრულეთ ექიმის მითითებები.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ეგილოკმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის დროს, შეწყვიტეთ პრეპარატ ეგილოკის მიღება და დაუყონებლივ მიმიართეთ ექიმს ან ახლომდებარე საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
-    ტუჩების ან ხახის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით.
-    კოლაფსი.
ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა, თუმც ისინი იშვიათად ვითარდება. მათი გამოვლენა მიუთითებს მძიმე ალერგიული რეაქციაზე ეგილოკის მიმართ. შეიძლება აუცილებელი გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
მეტოპროლოლი, ჩვეულებრივ, კარგად აიტანება პაციენტის მიერ. გვერდითი მოვლენები სუსტი და შექცევადია. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები რეგისტრირებულია კლინიკურ კვლევებში და მეტოპროლოლის თერაპიული გამოყენების დროს. ზოგიერთ შემთხვევაში არასასურველი მოვლენების კავშირი პრეპარატის მიღებასთან არასარწმუნოა.
ნერვული სისტემა: დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. იშვიათ შემთხვევებში – დეპრესია, ძილიანობა, უძილობა, ღამის კოშმარები, ემოციური დაძაბულობა, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა; ძალიან იშვიათად – მეხსიერების დარღვევა და გაბრუება.
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა: ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება), ორტოსტატიული ჰიპოტენზია, კიდურების გაცივება, გულის ფრიალი, იშვიათად გულის ტკივილი, არითმია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: გულისრევა, ტკივილი მუცელში, ფაღარათი, ყაბზობა,იშვიათად ღებინება, პირის სიმშრალე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
კანი:  გამონაყარი, ოფლიანობა, იშვიათად ფოტოსენსიბილიზაცია, პროგრესირებადი ფსორიაზი.
სასუნთქი სისტემა: დისპნოე.
მგრძნობელობითი ორგანოები:  იშვიათად მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურში.
წონაში მომატება; ძალიან იშვიათად სახსრების ტკივილი.
პრეპარატ ეგილოკის მიღება უნდა შეწყდეს იმ შემთხვვაში, თუ ნებისმიერი ზემოჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე მათგანი აღწევს კლინიკურად მნიშვნელოვან ინტენსვობას, ხოლო მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა ზუსტად შეუძლებელია.

გამოშვების ფორმა

30 ტაბლეტი (პრეპარატ ეგილოკის ტაბლეტები 100 მგ-იანი) ან 60 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ფლაკონში შეფუთულია მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში (15°C-25°C). შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობა

ვარგისიანობა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის ამოწურვისას, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
– რეცეპტით.

მწარმოებელი

ფარმაცევტული ქარხანა ს/ს ეგისი

ოტისფენი 40მგ+10მგ/გ20მლ ყ/წვ

26.59 ლარი
24.99 ლარი

ქვეყანა: ბელორუსია

მწარმოებელი: რუბიკონ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

მასტრელე ფლორა პლუსი#10ვაგ.კაფ

მასტრელე ფლორა პლუსი ®

ვაგინალური ფლორის აღმდგენი საშუალება

შემადგენლობა: ბილოგიურად აქტიური პრებიოტიკების კომპლექსი, ვიტამინი C და E, ნატრიუმის ჰიალურონატი, ქსილიტი,ლაქტოზა, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი.

მოქმედების მექანიზმი: მასტრელე ფლორა პლუსის ვაგინალური კაქფსულა არის ბუნებრივი კომპლექსი, რომელიც დაფუძნებულია პრებიოტიკებზე, ვიტამინებთან და ჰიალურონის მჟავასთან ერთად. ის ამცირებს და აბალანსებს PH(

ჩვენებები: 

საშოს სხვადასხვა ეთიოლოგიის დისბაქტერიოზი, ბაქტერიული ვაგინოზი (გარდნერელოზი)(7-10 დღე, ერთი კაფსულა ძილის წინ)

სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინიტი, კანდიდოზური ვულვოვაგინიტი (გარდნერელოზი)(7-10 დღე, ერთი კაფსულა ძილის წინ)

ანტიბიოტიკო, ქიმიო და სხივური თერაპიის შემდგომი, აგრეთვე ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებით განპირობებული დისბაქტერიოზი (ერთი კაფსულა ანტიბიოტიკებთან ერთად. 7 დღე ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის შემდგომ)

სამეანო ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტული მანიპულაციების შემდგომი, აგრეთვე პოსტოპერაციული გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა (1 კაფსულა მანიპულაციის შემდეგ)

გეგმიური გინეკოლოგიური ოპერაციებისთვის მომზადება ( 1 კაფსულა ინდივიდუალურად)

რისკის ჯგუფის ორსულების მშობიარობისწინა მომზადება საშოს დისბაქტერიოზის პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით ( 1 კაფსულა ინდივიდუალურად)

საშოს სიმშრალე (მ.შ. კლიმაქტერიულ პერიოდში) (1 კაფსულა 7-10 დღე)

გვერდითი მოვლენები: მგრძნობელობა შემადგენელ კომპონენტებზე

გაფრთხილება: გამომდინარე იქიდან, რომ მასტრელე ფლორა პლუსი შემადგენლობიდან გამომდინარე ქმნის მჟავა გარემოს,ახდენს სპერმის დეაქტივაციას, დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში ნუ მიიღებთ აღნიშნულ პროდუქტს.

გამოვების ფორმა: N10 ვაგინალური კაფსულა აპლიკატორთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: მშრალ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე არაუმეტეს 25C

მწარმოებელი: Fiterman pharma,Romania

ტორაგამა 20მგ #100ტ

ტორაგამა 20მგ

 

1. რას წარმოადგენს თორაგამა® 20 მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება?

თორაგამა® 20 მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და სისხლის წნევის დამწევი საშუალება და მიეკუთვნება მარყუჟული ტიპის დიურეზულებს.

თორაგამა® 20 მგ ტაბლეტები გამოიყენება:

სითხლის   დაგროვების   სამკურნალოდ   ან   მისი   განმეორებითი   გამოვლენის პრევენციისათვის ქსოვილში (კარდიალური შეშუპება) და/ან სხეულში (ჩაქცევები), რაც გამოწვეულია გულის ფუნქციის დარღვევის შედეგად (გულის კუნთის სისუსტე).

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თორაგამა® 20 მგ ტაბლეტების მიღებამდე? თორაგამა® 20 მგ ტაბლეტების მიღება არ შეიძლება:

- თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, თორასემიდის მიმართ, მისი მონათესავე ნივთიერებების  (სულფონილშარდოვანა) ან თორაგამა® 20 მგ ტაბლეტების შემადგენელი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

- თირკმლის უკმარისობისას შარდის პროდუქციის შეზღუდვით (ანურია).

- ღვიძლის ფუნქციის რთული დარღვევისას გონების დაკარგვის თანხლებით (ჰეპატიური კომა ან პრეკომა)

- სისხლის წნევის ძლიერი დაცემისას (ჰიპოტონია)

- სისხლის მოცულობის დეფიციტისას (ჰიპოვოლემია)

- ნატრიუმის ან კალიუმის დეფიციტისას (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია)

- ძლიერი დარღვევები  შარდვის დროს (მაგ., პროსტატის ძლიერი გადიდებისას).

- ლაქტაციის პერიოდში.

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე თორაგამა® 20მგ ტაბლეტების მიღების დროს: ვინაიდან  ამ  დრომდე  არ მოიპოვება გამოყენების საკმარისი გამოცდილება, ამიტომ თორაგამა® 20 მგ ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:

- პოდაგრა.

- გულის აღგზნებადობისა და გამტარობის ძლიერი დარღვევები (მაგ., II ან III ხარისხის

შA-ბლოკი, AV-ბლოკი).

- მჟავა-/ფუძეს ბალანსის ცვლილებები.

- ლითიუმით ან ზოგიერთი ანტიბიოტიკებით (ამინოგლიკოზიდურები, ცეფალოსპორინი)

ერთდროული მკურნალობისას.

-  სისხლის  სურათის  ძლიერი  ცვლილებებისას  (მაგ.,  თრომბოციტოპენია  ან  ანემია

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის გარეშე).

- თირკმლის ფუნქციის დარღვევა თირკმლის დამაზიანებელი ნივთიერებების გამო.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში და მოზარდებში არ არსებობს თორაგამა®  20 მგ ტაბლეტების გამოყენების

გამოცდილება. ამიტომ თორაგამა®  20 მგ ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში.

თორაგამა® 20 მგ ტაბლეტების გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა

მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულიც.

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ეს გაფრთხილება ვრცელდება ასევე მედიკამენტებზე, რომლებიც მიიღეთ ცოტა ხნის წინ.

თორაგამა® 20 მგ ტაბლეტები აძლიერებენ სისხლის წნევის დამწევი სხვა მედიკამენტების მოქმედებას, განსაკუთრებით აგფ- ინჰიბიტორების მოქმედებას. თუ აგფ-ინჰიბიტორები გამოიყენება დამატებითი თერაპიის სახით თორაგამა® 20 მგ ტაბლეტების მკურნალობისას ან მკურნალობის შემდეგ დაუყონებლივ შესაძლოა გავითარდეს სისხლის წნევის ძლიერი დაცემა.

თორაგამა®   20  მგ  ტაბლეტებით  გამოწვეულმა  კალიუმის  დეფიციტმა  შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება და გახშირება ერთდროულად საგულე

გლიკოზიდურების გამოყენების დროს.

თორაგამა®  20 მგ ტაბლეტებმა შესაძლოა შეამციროს დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების მოქმედება.

პრობენიციდმა (პოდაგრას სამკურნალო მედიკამენტი) და ზოგიერთმა ანთების საწინააღმდეგო   მედიკამენტებმა   (მაგ.,   ინდომეტაცინი,   აცეტილსალიცილის   მჟავა) შესაძლოა დაასუსტონ თორაგამა®  20 მგ ტაბლეტების შარდმდენი და წნევის დამწევი მოქმედება.

მაღალდოზირებადი სალიცილატით  მკურნალობისას (ტკივილგამაყუჩებელი და რევმატიზმის სამკურნალო საშუალება) შესაძლოა აღინიშნოს მათი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების გაძლიერება   თორაგამა® 20მგ ტაბლეტების ზეგავლენის შედეგად.

თორაგამა®  20 მგ ტაბლეტებმა, განსაკუთრებით მაღალი დოზირების გამოყენებისას, შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება:

ამინოგლიკოზიდურების ჯგუფის ანტიბიოტიკების (მაგ., კანამიცინი, გენტამიცინი, ტაბრამიცინი) სმენისა და თირკმელებისა დამაზიანებელი ეფექტი, ცისპლატინის პრეპარატების   (კიბოს   საწინააღმდეგო   საშუალებები),   ასევე   ცეფალოსპორინების (ინფექციის სამკურნალო საშუალება) თირკმელების დამაზიანებელი ეფექტი.

თორაგამა®    20  მგ  ტაბლეტებმა  შესაძლოა  გააძლიერონ  თეოფილინის  (ასთმის სამკურნალო   საშუალება)   მოქმედება,   ასევე   გააძლიეროს   კურარეს   მსგავსი

მედიკამენტების კუნთების მომადუნებელი ეფექტი.

შარდმდენი  მედიკამენტებმა,  ასევე  თირკმელზედა ქერქის  ჰორმონებმა (მინერალ- და გლუკოკორტიკოიდები, მაგ., კორტიზონი) შესაძლოა გამოიწვიონ თორაგამა® 20 მგ ტაბლეტებით გამოწვეული კალიუმის დაკარგვა.

თორაგამა®  20 მგ ტაბლეტების და ლითიუმის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს  სისხლში  ლითიუმის  კონცენტრაციის  მომატება  და  ასევე  გააძლიეროს

ლითიუმის მიერ გულისა და თირკმელების დამაზიანებელი ეფექტი.

თორაგამა® 20 მგ ტაბლეტებმა შესაძლოა შეამცირონ არტერიების მგრძნობელობა სისხლძარღვების   შემავიწროვებელი   მედიკამენტების   მიმართ   (მაგ.,   ადრენალინი,

ნორადრენალინი).

ერთდროულად ქოლესტირამინით მკურნალობამ (სისხლში ცხიმის შესამცირებელი მედიკამენტი) შესაძლოა შეამციროს თორაგამა®  20 მგ ტაბლეტების აბსორბცია კუჭ- ნაწლავის ტრაქტიდან და შედეგად შემცირდეს მისი მოქმედება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობა

ამ  დრომდე  არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება თორაგამა®  20 მგ

ტაბლეტების ნაყოფზე მოქმედების შესახებ.

თორაგამა®   20  მგ  ტაბლეტების  აქტიური  ნივთიერების  თორასემიდის  გამოყენებით

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა არ გამოავლინეს ნაყოფის დამაზიანებელი

ეფექტი. აქტიური ნივთიერების მაღალი დოზირებით გამოყენებისას აღინიშნა ნაყოფზე და ასევე დედაზე დამაზიანებელი ეფექტი.

ვინაიდან  არ  მოიპოვება  სხვა  მონაცემები,  ამიტომ  თორაგამა®  20  მგ  ტაბლეტების

გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მკურნალობას მიიჩევს აუცილებლად საჭიროდ. ამავდროულად უნდა გამოყენებული იქნეს მხოლოდ ყველაზე დაბალი დოზირება.

გთხოვთ აცნობოთ ექიმს თუ გეგმავთ ორსულობას ან ხართ ორსულად.

ლაქტაცია

არ მოიპოვება მონაცემები იმის შესახებ გადადის თუ არა თორაგამა® 20 მგ  ტაბლეტების აქტიური ნივთიერება თორასემიდი დედის რძეში ადამიანებსა თუ ცხოველებში. ამიტომ

თორაგამა® 20 მგ ტაბლეტების გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება. თუ ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის შესახებ, მაშინ უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე

თორაგამა®  20 მგ ტაბლეტების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეაქციის უნარის

ცვლილებები,   რის   შედეგადაც   მოსალოდნელია   ზეგავლენა   მოახდინოს   მაგ., სატრანსპორტო მოძრაობის დროს მართვის უნარზე და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ეს ზეგავლენა განსაკუთრებით შესაძლოა გამოვლინდეს მკურნალობის დასაწყისში, დოზირების გაზრდისა და პრეპარატის შეცვლის დროს ან დამატებითი მედიკაციის გამოყენებისას, ასევე ალკოჰოლის გამოყენებისას.

3. თორაგამა® 20 მგ ტაბლეტების გამოყენების წესი.

მიიღეთ თორაგამა®  20 მგ ტაბლეტები ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით. გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.

თუ ექიმი არ დაგინიშნავთ სხვაგვარად, რეკომენდებული დოზირება შეადგენს:

მითითება:

წინამდებარე დოზირება აქტიური ნივთიერების მაღალი შემადგენლობის გამ ოარ არის

რეკომენდებული მკურნალობის დაწყებისათვის.

მკურნალობა იწყება დღეში 5 მგ თორასემიდით. ეს დოზირება არის შემანარჩუნებელი დოზირება.

დღეში 10 მგ თორასემიდით მკურნალობა ნაჩვენებია, როდესაც ჩვეულებრივ დღეში 5 მგ

თორასემიდი არასაკმარისად ეფექტურია.

ასეთ შემთხვევებში გამოიყენება დღეში 10 მგ თორასემიდი, არასაკმარისი ეფექტის

შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების სურათის სირთულის შესაბამისად დოზირება გაიზარდოს თორაგამა®  20 მგ ტაბლეტების 1 ტაბლეტამდე დღეში (შეესაბამება 20 მგ თორასემიდს).

დაბალი დოზირებისათვის განკუთვნილია ტაბლეტები აქტიური ნივთიერების დაბალი შემცველობით.

პაციენტებში ღვიძლის შეზღუდული ფუნქციით

ღვიძლის შეზღუდული ფუნქციის მქონე პაციენტებში მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიფრთხილით, რადგან შესაძლოა აღინიშნოს სისხლში თორასემიდის კონცენტრაციის გაზრდა.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში არ არის საჭირო დოზირების ცვლილება.

ბავშვები და მოზარდები

არ მოიპოვება თორაგამა®  20 მგ ტაბლეტების ბავშვებში და მოზარდებში გამოყენების

გამოცდილება. ამიტომ თორაგამა®  20 მგ ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში.

მიღების ხანგრძლივობა

თორაგამა® 20 მგ ტაბლეტები როგორც წესი მიიღება მთელი სიცოცხლის მანძილზე ან ქსოვილში სითხის დაგროვების (ოდემა) აღმოფხვრამდე. მკურნალობის ხანგრძლივობა

განისაზღვრება ექიმის მიერ.

გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ შეგრძნება, რომ თორაგამა® 20 მგ ტაბლეტები თქვენზე მოქმედებს ძლიერად ან პირიქით სუსტად.

თუ მიიღეთ თორაგამა® 20 მგ ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა

თორაგამა®  20 მგ   ტაბლეტების შემთხვევით ან განხრახ ჭარბი დოზირების მიღებამ

შესაძლოა  გამოიწვიოს  ორგანოზმიდან  მარილისა  და  სითხის  ჭარბი  რაოდენობით

გამოდევნა, შესაბამისად გამოიწვიოს გონების დაკარგვა, დაბნეულობა, სისხლის წნევის დაცემა, სისხლის მიმოქცევის კოლაფსი და კუჭ-ნაწლავის გართულებები.

ასეთ შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც მიიღებს საჭირო ზომებს.

თუ დაგავიწყდათ თორაგამა® 20 მგ ტაბლეტების დოზირების მიღება

თუ მიიღეთ დაბალი დოზირება ან დაგავიწყდათ რეკომენდებული დოზირების მიღება შესაძლოა გამოვლინდეს თორაგამა®  20 მგ ტაბლეტების ეფექტის შემცირება. ამან კი შესაძლოა  გამოიწვიოს  ჩივილების  სურათის  გაუარესება,  მაგ.,  წონაში  მატება  ან ქსოვილში სითხლის ძლიერი დაგროვება.

პრეპარატი  უნდა  მიიღოთ  გახსენებისთანავე.  თუ  ახლოვდება  მომდევნო  დოზირების მიღების დრო, მაშინ არ უნდა მიიღოთ გამოტოვებული დოზა. ასეთ შემთხვევაში უნდა განაგრძოთ მკურნალობა რეკომენდებული დოზირების რეჟიმის მიხედვით.

თუ გსურთ თორაგამა® 20 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა

მკურნალობის შეწყვეტის ან ნაადრევად დასრულების შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს

დაავადების  სურათის  გაუარესება.  არავითარ  შემთხვევაში  არ  უნდა  შეწყვიტოთ თორაგამა® 20 მგ ტაბლეტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე ან ნაადრევად.

დამატებითი  კითხვების  შემთხვევაში  აღნიშნული  მედიკამენტის  გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი  მედიკამენტის  მსგავსად  თორაგამა®   20  მგ  ტაბლეტებმაც  შესაძლოა გამოიწვიონ გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. თორაგამა®  20 მგ ტაბლეტების  ან  სხვა  მარყუჟული  დიურეზულების  დამახასიათებელი  არასასურველი

ეფექტები აღწერილია შემდგომში.

გვერდითი ეფექტები შეფასებულია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით: 

ძალიან ხშირი:

ვლინდება 10 პაციენტიდან 1 ზე მეტში

ხშირი:

ვლინდება 10 პაციენტიდან 1 ზე  ნაკლებში, მაგრამ 100

პაციენტიდან 1 ზე მეტში.

არახშირი:

ვლინდება 100 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში,  მაგრამ  1000

პაციენტიდან 1 ზე მეტში

იშვიათი:

ვლინდება 1000 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში, მაგრამ 10.000

პაციენტიდან 1 ზე მეტში

ძალიან იშვიათი:

ვლინდება  10.000  პაციენტიდან  1  ზე  ნაკლებში,  ერთეული

შემთხვევების ჩათვლით.

მნიშვნელოვანი  გვერდითი  ეფექტები  ან  სიმპტომები,  რომლებსაც  უნდა  მიაქციოთ

ყურადღება:

თუ  შემდეგში  აღწერილი  გვერდითი  ეფექტებიდან  გამოვლინდება  რომელინა,  უნდა შეწყვიტოთ თორაგამა® 20 მგ ტაბლეტების მიღება და მიმართოთ ექიმს დროულად.

ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები

ხშირი:    მჟავა-ფუძე  ბალანსის  დარღვევის  გაძლიერება  (მეტაბოლური  ალკალოზი).

კუნთების სპაზმი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). სისხლში შარდოვანას და გლუკოზის,  ასევე  ცხიმმჟავას (ტრიგლიცერიდები,  ქოლესტერინი)  კონცენტრაციის

მომატება. სისხლში კალიუმის რაოდენობის დეფიციტი (ჰიპოკალიემია) ერთდროულად კალიუმის გარეშე კვების დროს, ღებინების, ფაღარათის დროს, ჭარბი რაოდენობით შარდმდენი საშუალების გამოყენებისას, ასევე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. გამოყენებული დოზირების ოდენობის და მკურნალობის ხანგრძლივობის შესაბამისად შესაძლოა გამოვლინდეს მარილისა და სითხის ბალანსის დარღვევები, განსაკუთრებით,  მაგ.,  სისხლის  მოცულობის  შემცირება  (ჰიპოვოლემია),  სისხლში კალიუმის და/ან ნატრიუმის დეფიციტი (ჰიპოკალიემია და/ან ჰიპონატრიემია).

გულის დარღვევები

ძალიან იშვიათად:      სისხლის   გასქელების   შედეგად   შესაძლოა   გამოვლინდეს

თრომბოემბოლიური გართულებები, დაბნეულობა, სისხლის წნევის დაცემა (ჰიპოტონია),

ასევე  სისხლის  გამტარობის  დარღვევები  და გულის  კუნთში  და ტვინში  სისხლის

გამტარობის შემცირება. ამ მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს მაგ., გულის რითმის დარღვევა (არითმია),  მკერდის  არეში სივიწროვის  შეგრძნება (სტენოკარდია),  მწვავე გულის ინფარქტი ან უეცრად გონების დაკარგვა (სინკოპა).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ხშირი:  კუჭ-ნაწლავის გართულებები (მაგ., მადის დაკარგვა (უმადობა), კუჭის ტკივილები,

ღებინება,  გულისრევა,  ფაღარათი  (დიარეა),  ყაბზობა  (ობსტიპაცია),  განსაკუთრებით

მკურნალობის დასაწყისში.

ძალიან იშვიათად: კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი).

თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები

არახშირი: სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატება. შარდვის დაბრკოლებისას

შესაძლოა აღინიშნოს შარდის შეკავება.

ღვიძლისა და ნაღველის დარღვევები

ხშირი: ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტების მომატება (გამა-Gთ).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა, მაგ., ქავილი (პრურიტუსი), კანის

ანთებითი    ცვლილებები    (ეგზანთემა),    სინათლის    მიმართ    მგრძნობელობა

(ფოტომგრძნობელობა), კანის რთული რეაქციები.

სისხლისა და ლიმფური კვანძების სისტემის დაავადებები

ძალიან  იშვიათად:  სისხლის  წითელი  და  თეთრი  უჯრედების  და  თრომბოციტების

რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია, ერითროციტოპენია და ლეიკოპენია).

ზოგადი დარღვევები და გართულებები გამოყენების ადგილას:

ხშირი:  თავის  ტკივილი,  თავბრუსხვევა,  დაღლილობა,  სისუსტე  (განსაკუთრებით

მკურნალობის დასაწყისში).

არახშირი: პირის სიმშრალე, დაბუჟების და სიცივის შეგრძება კიდურებში (პარესთეზია). ძალიან  იშვიათად:  მხედველობის  დარღვევები,  ყურებში  შუილი  (ტინიტუსი),  სმენის დაკარგვა.

გვერდითი ეფექტების მკურნალობა

თუ შენიშნავთ ზემოთ აღნიშნულ გვერდით მოვლენებს დროულად უნდა აცნობოთ ექიმს, რომელიც შეაფასებს მოვლენათა სირთულეს და მიიღებს საჭირო სამკურნალო ზომებს.

თუ უეცრად ვლინდება რომელიმე გვერდითი ეფექტი და გართულდება დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ზოგიერთი მოვლენა შესაძლოა საშიში იყოს სიცოცხლისათვის. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას სამკურნალო ზომების და ასევე მკურნალობის გაგრძელების შესახებ.

ჰიპერმგრძნობელობის  პირველივე  ნიშნებისას  უნდა  შეწყვიტოთ  თორაგამა®   20  მგ ტაბლეტების მიღება და აღარასდროს აღარ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი შემდგომში.

გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში.

მედიკამენტი  თორაგამა®   20  მგ  ტაბლეტების  გამოყენებამ  შესაძლოა  გამოიწვიოს დადგებითი შედეგი დოპინგის კონტროლის ტესტებზე.

5. თორაგამა® 20 მგ ტაბლეტების შენახვის პირობები მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ, ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს თორაგამა® 20 მგ ტაბლეტები:

აქტიური ნივთიერება: თორასემიდი

1 ტაბლეტი შეიცავს 20 მგ თორასემიდს

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა სიმინდის სახემებელი

ნატრიუმის კროსკარმელოზა

მაგნიუმის სტეარატი (PH.Eურ.) [მცენარეული].

თორაგამა® 20 მგ ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:

თორაგამა® 20 მგ ტაბლეტების შეფუთვა შეიცავს 10, 30, 50 და 100 ტაბლეტს, არსებობს

ასევე შეფუთვები კლინიკისათვის 30 და 300 ტაბლეტით.

თორაგამა® 20 მგ ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის ტაბლეტები ორივე მხარეზე სატეხი ნაზოლით.

ეგილოკი 25მგ #60ტ

ეგილოკი
EGILOK

ეგილოკი ტაბლეტები 25 მგ, 50 მგ, 100 მგ.
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 25 მგ, 50 მგ. ან 100 მგ აქტიურ ნივთიერებას _ მეტოპროლოლ ტარტრატს.
სხვა კომპონენტები: მაგნიუმის სტეარატი, პოლივიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ნატრიუმის გლიკოლატის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

რა არის ეგილოკი და რისთვის გამოიყენება იგი
მეტოპროლოლი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც  ბეტა-ბლოკატორები ეწოდება. ისინი გამოიყენებიან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და ტკივილის პროფილაქტიკისათვის სტენოკარდიის დროს.
მეტოპროლოლი ასევე გამოიყენება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განვითარებული არითმიის (გულის რითმის აჩქარება ან მისი მოშლა) სამკურნალოდ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით და შაკიკის პროფილაქტიკისათვის.

გამოყენების ჩვენებები:

•    არტერიული ჰიპერტენზია – გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან (საჭიროებისამებრ) სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპერატებთან კომბინაციაში; ამცირებს სიკვდილობას გულ-სისხლძარღვოვანი და კორონარული დაავადებების შედეგად (მათ შორის,  უეცარი სიკვდილის სიხშირეს) ჰიპერტენზიით დაავადებულ ავადმყოფებში.
•    სტენოკარდია. პრეპარატი შეიძლება გამოიყენებოდეს მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში.
•    შემარჩუნებელი თარაპია – მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკისთვის.
•    გულის რითმის დარღვევები (სინუსური ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები).
•    ჰიპერთირეოზი (გულის რითმის სიხშირის შესამცირებლად)
•    შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა.
•    გულის ფრიალით მიმდინარე ფუნქციური დარღვევები.

ეგილოკის ტაბლეტების მიღების წინ

•    არ მიიღოთ ეს ტაბლეტები თუ გაგაჩნიათ:
•    მაღალი მგრძნობელობა მეტოპროლოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის და, ასევე, სხვა ბეტა-ბლოკატორების მიმართ.
•    ატრიოვენტრიკულური II ან III ხარისხის ბლოკადა.
•    კლინიკურად გამოხატული სინუსური ბრადიკარდია (გულის რითმის მნიშვნელოვანი შენელება).
•    სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი.
•    პერეფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა.
•    გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში.
•    კლინიკური მონაცემების სიმცირის გამო მეტოპროლოლის გამოყენება უკუნაჩვენებია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, თუ:
გულის შეკუშვის სიხშირე არის წუთში 45 დარტყმაზე ნაკლები,
P-Q არ აღემატება 240 მწმ-ს,
სისტოლური არტერიული წნევა არის 100 მმ. ვწყ.სვ.-ზე ნაკლები
•    ბეტა-აგონისტებით მკურნალობა.
პრეპარატ ეგილოკის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს შემდეგი მდგომარეობის დროს:
•    გულის გამტარებლობის (წინაგულ-პარკუჭოვანი) დარღვევა;
•    ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება)
•    პერეფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
ეგილოკი უნდა მოიხსნას თანდათანობით დოზის საფეხურებრივი შემცირების გზით, 14 დღის განმავლობაში. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გააძლიეროს სტენოკარდიის სიმპტომები და გაზარდოს კორონარულ დარღვევათა რისკი.
იმის მიუხედავად, რომ კარდიოსელექტიური ბეტა-ბლოკატორები უფრო სუსტ ზემოქმედებას ახდენს სუნთქვაზე, ვიდრე არასელექტიური ბეტა-ბლიკატორები,  მიზანშეწონილია აღნიშნული პრეპარატი შეძლებისამებრ არ დაენიშნოს პაციენტებს სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით. ბრონქიული ასთმის დროს მეტოპროლოლის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მისი β2 – აგონისტებთან ერთად დანიშვნა (ტაბლეტების და/ან აეროზოლური ფორმის სახით) ან უკვე დანიშნული β2 – აგონისტების დოზის შეცვლა.
იმის მიუხედავად რომ, სელექტიური ბეტა-ბლოკატორები შედარებით იშვიათად მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე ან ნიღბავს ჰიპერგლიკემიის სიმპტომებს, დიაბეტით დაავადებულთათვის ეგილოკის დანიშვნის შემთხვევაში საჭიროა ხშირად შემოწმდეს ნახშირწყლოვანი ცვლის მდგომარეობა და საჭიროებისამებრ მოხდეს ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორექცია.
ფეოქრომოციტომით დაავადებულთა მკურნალობის დროს საჭიროა მეტოპროლოლის დანიშვნა ალფა-ბლოკატორებთან ერთად.
ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციის წინ საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება მეპტოპროლოლის მიღების შესახებ, თუმცა არ არის რეკომენდირებული პრეპარატ ეგილოკით მკურნალობის შეწყვეტა.
ეგილოკის ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ეგილოკის მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად, რადგან საკვები არ მოქმედებს მეტოპროლოლის ეფექტურობასა ან შეწოვაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებში მეტოპროლოლის შეყვანით მავნე ზემოქმედება მათ შთამამოვლობაზე არ გამოვლენილა.
გაიარეთ ექიმის კონსულტაცია ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ, თუ თქვენ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუს აჭმევთ.

ტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.

მეტოპროლოლი გავლენას ახდენს პაციენტის უნარზე _ მართოს სატრანსპორტო საშუალებები და შეასრულოს სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია უბედური შემთხვევიბის მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღებისას (შესაძლებელია თავბრუსხვევა და დაღლილობა). ამიტომ დოზა, რომლის დროსაც დაშვებულია ავტომობილის მართვა და სახიფათო სამუშაოს შესრულება, საჭიროებს ინდივიდუალურ შერჩევას.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

გთხოვთ, ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ თქვენ მიერ მოხმარებული ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, თუნდაც რეცეპტის გარეშე, რომელიც  ამჟამად ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს აგრეთვე ეხება როგორც ადრე მიღებულ, ისე სამომავლოდ მისაღებ პრეპარატებს.
პრეპარატ ეგილოკისა და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ჩვეულებრივ სუმაციას განიცდის. ასეთი პრეპარატების კომბინაციის დანიშვნისას ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე. თუმცა ანტიჰიპერტენზიული  ეფექტის სუმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას არტერიული წნევის უფრო ეფექტური კონტროლისთვის.
მეტოპროლოლის და ვერაპამილის და/ან დილთიაზემის ტიპის კალციუმის არხების სხვა ბლოკატორების ერთდროული გამოყენება იწვევს უარყოფითი ინოტროპული და ქრონოტროპული ეფექტის გაძლიერებას. არ არის რეკომინდირებული ვერაპამილის ტიპის კალციუმის არხების ბლოკატორების დანიშვნა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ბეტა-ბლოკატორებს.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ საშუალებებთან კომბინაციის დროს:

-    პერორალური ანტიარითმული პრეპარატები (ქინიდინის და ამიოდარონის ტიპის, და ასევე პარასიმპათომიმეტიკები (ჰიპერტენზიის, ბრადიკარდიის, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადის რისკი).
-    სათითურას გლიკოზიდები (ბრადიკარდიის, გამტარებლობის დარღვევის რისკი; მეტოპროლოლი არ მოქმედებს სათითურას პრეპარატების დადებით ინოტროპულ ეფექტზე).
-    სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (განსაკუთრებით გუანიტიდინის, რეზერპინის, ალფა-მეთილდოფას, კლონიდინის და გუანფაცინის ჯგუფები) ჰიპოტენზიის და/ან ბრადიკარდიის რისკის გამო.
-    კლონიდინთან  შეთავსების დროს საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, ჯერ მეტოპროლოლის, და შემდეგ (რამოდენიმე დღის შემდეგ) კლონიდინის მოხსნით. პირველად კლონიდინის მიღების შეწყვეტით, შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონული კრიზი.
-    ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (საძილე საშუალებები, ტრანკვილიზატორები, ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები) და ალკოჰოლი (ჰიპოტენზიის რისკი).
-    ნარკოტიკები (გულის მოქმედების დათრგუნვის რისკი).
-    α და β –სიმპატომიმეტიკები (ჰიპერტენზიის, მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის რისკი; გული გაჩერების შესაძლებლობა).
-    ერგოტამინი (სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტის რისკი).
-     β2 – სიმპატომიმეტიკები (ფუნქციური ანტაგონიზმი).
-    არასტერიოდული ანტიანთებითი პრეპარატები, როგორიცაა: ინდომეტაცინი (ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერების შესაძლებლობა).
-    ესტროგენები (შესაძლებელია მეტოპროლოლის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება).
-    პერორალური ანდიდიაბეტური პრეპარატები და ინსულინი (მეტოპროლოლს შეუძლია მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება და ჰიპოგლიკემიური სიმპტომების მასკირება).
-    კურარეს ტიპის მიორელაქსანტები (ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის გაძლიერება).
-    ფერმენტების ინჰიბიტორები (მაგალიტად ციმეტიდინი, ალკოჰოლი, ჰიდრალაზინი; სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი და სერტრალინი) – მეტოპროლოლის ეფექტის გაძლიერება პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების შედეგად.
-    ფერმენტების ინდუქტორები (როგორიცაა რიფამპიცინი და ბარბიტურატები) – მეტოპროლოლის ეფექტი შეიძლება შემცირდეს ღვიძლის მეტაბოლიზმის გაძლიერების შედეგად.
-    სიმპათიკური კვანძების მაბლოკირებელი საშუალებების, სხვა ბეტა-ბლოკატორების ან МАО-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება, (მაგალითად თვალის წვეთები)  მოითხოვს განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას.

როგორ უნდა მიიღოთ ეგილოკის ტაბლეტები

ეგილოკი მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები შესაძლებელია მიიღოთ საკვების მიღებიდან დამოუკიდებლად.
აუცილებლობის შემთხვევაში ტაბლეტი შეიძლება გატყდეს შუაზე.
დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს გამოხატული ბრადიკარდიის თავიდან ასაცილებლად.

რეკომენდირებული დოზები:

ჰიპერტენზია:
საწყისი დოზა საშუალო ანუ ზომიერი ჰიპერტენზიის დროს შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ორჯერ (დილას და საღამოს). საჭიროებისამებრ დღიური დოზა შეიძლება ნელ-ნელა გაიზარდოს 100 მგ-დე 2-ჯერ დღეში ან დაემატოს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალება.
სტენოკარდია:
საწყისი დოზაა – 25-50 მგ 2-3 ჯერ დღე-ღამის განმავლობაში. ეფექტის მიხედვით ეს დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 200 მგ-დე დღე-ღამის განმავლობაში ან დაემატოს სხვა ანტიანგინალური პრეპარატი.
შემარჩუნებელი თერაპია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ:
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 50-100 მგ. დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს).
არითმია:
საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს ორჯერ ან სამჯერ დღეში. საჭიროებისამებრ დღიური დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 200 მგ.-დე ან დაემატოს სხვა არითმიის საწინააღმდეგო საშუალება.
ჰიპერთირეოზი:
ჩვეულებრივი დღიური დოზაა 150-200 მგ დღე-ღამის განმავლობაში 3-4 მიღებაზე.  
ფუნქციური დარღვევები გულის ფრიალით:
ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 2X50 მგ-ს (დილას და საღამოს); საჭიროებისამებრ შეიძლება მომატებულ იქნას 2X100 მგ-დე.
შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა:
ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 2X50 მგ-ს (დილას და საღამოს); საჭიროებისამებრ შეიძლება მომატებულ იყოს 2X100 მგ-დე.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფი:
თირკმლის დაავადების დროს პრეპარატის დოზა არ საჭიროებს  კორექციას.
ღვიძლის ციროზის დროს ჩვეულებრივ არ საჭიროებს კორექციას მეტოპროლოლის სისხლის პლაზმის ცილებთან დაბალი შეკავშირების გამო (5-10%). ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს (მაგალითად შუნტირების ოპერაციის შემდეგ) შეიძლება საჭირო გახდეს მეტოპროლოლის დოზის შემცირება.
ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზა არ საჭიროებს კორექციას.
პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის არ არის რეკომენდირებული (არ არის კლინიკური გამოცდილება).
თუ თქვენი აზრით ეგილოკი ავლენს ძალიან ძლიერ ან ძალიან სუსტ ეფექტს, გაიარეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი და თუ ვინმემ შემთხვევით მიიღო ამ ტაბლეტების ნებისმიერი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ახლომდებარე საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები, ექიმისთვის საჩვენებლად.
გადაჭარბებული დოზირების სიმპტომები: ჰიპოტენზია, სინუსური ბრადიკარდია, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, ასისტოლია, გულისრევა, ღებინება, ბრონქოსპაზმი, ციანოზი, ჰიპოგლიკემია, გონების დაკარგვა, კომა.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ქინიდინის და ბარბიტურატების ერთდროული მიღების დროს. გადაჭარბებული დოზირების პირველი სიმპტომები აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 20 წთ. - 2 სთ. შემდეგ.
გადაჭარბებული დოზირების მკურნალობის სხვა ზომებთან ერთად საჭიროა ინტენსიური თერაპია და პაციენტის მდგომარეობის მეთვალყურეობა (სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის პარამეტრები, თირკმელების ფუნქცია, სისხლში გლუკოზის დონე, შრატის ელექტროლიტები).
თუ პრეპარატი მიღებულია მცირე ხნის წინ, კუჭის გამორეცხვამ (თუ გამორეცხვა ვერ ხერხდება, შეიძლება ღებინების გამოწვევა გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ, იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი გონზეა) და აქტივირებული ნახშირის შეყვანამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის შეწოვა.
მძიმე ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიისა და გულის უკმარისობის მოსალოდნელი განვითარების დროს საჭიროა ინტრავენურად β1 –ანტიგონისტების შეყვანა ინტერვალით 2-5 წუთი ან ინფუზიის გზით სასურველი ეფექტის მიღწევამდე. სელექტიური β1 – აგონისტების უქონლობის დროს შესაძლებელია ატროპინის ან დოფამინის ინტრავენური შეყვანა. თუ ვერ მოხერხდა სასურველი ეფექტის მიღება საჭიროა სხვა სიმპატომიმეტიკების გამოყენება (დობუტამინი ან ნორადრენალინი). გლუკაგონის შეყვანა 1-10 მგ დოზით შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ბეტა-რეცეპტორების ძლიერი ბლოკადის შესამსუბუქებლად. ფარმაკოთერაპიის მიმართ რეზისტენტული მკვეთრი ბრადიკარდიის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს გულის რითმის პეისმეკერის იმპლანტაცია. ბრონქოსპაზმი შეიძლება მოიხსნას β2  -აგონისტის ი/ვ შეყვანით (მაგალითად, ტერბუტალინის). ამ ანტიდოტების მიღება შეიძლება თერაპიულზე მაღალი დოზით.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ეგილოკის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასაზღაურებლად.
ექიმი შეგატყობინებთ სამკურნალო კურსის ხანგრძლიობის შესახებ. აუცილებელად შეასრულეთ ექიმის მითითებები.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ეგილოკმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის დროს, შეწყვიტეთ პრეპარატ ეგილოკის მიღება და დაუყონებლივ მიმიართეთ ექიმს ან ახლომდებარე საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
-    ტუჩების ან ხახის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით.
-    კოლაფსი.
ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა, თუმც ისინი იშვიათად ვითარდება. მათი გამოვლენა მიუთითებს მძიმე ალერგიული რეაქციაზე ეგილოკის მიმართ. შეიძლება აუცილებელი გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
მეტოპროლოლი, ჩვეულებრივ, კარგად აიტანება პაციენტის მიერ. გვერდითი მოვლენები სუსტი და შექცევადია. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები რეგისტრირებულია კლინიკურ კვლევებში და მეტოპროლოლის თერაპიული გამოყენების დროს. ზოგიერთ შემთხვევაში არასასურველი მოვლენების კავშირი პრეპარატის მიღებასთან არასარწმუნოა.
ნერვული სისტემა: დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. იშვიათ შემთხვევებში – დეპრესია, ძილიანობა, უძილობა, ღამის კოშმარები, ემოციური დაძაბულობა, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა; ძალიან იშვიათად – მეხსიერების დარღვევა და გაბრუება.
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა: ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება), ორტოსტატიული ჰიპოტენზია, კიდურების გაცივება, გულის ფრიალი, იშვიათად გულის ტკივილი, არითმია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: გულისრევა, ტკივილი მუცელში, ფაღარათი, ყაბზობა,იშვიათად ღებინება, პირის სიმშრალე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
კანი:  გამონაყარი, ოფლიანობა, იშვიათად ფოტოსენსიბილიზაცია, პროგრესირებადი ფსორიაზი.
სასუნთქი სისტემა: დისპნოე.
მგრძნობელობითი ორგანოები:  იშვიათად მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურში.
წონაში მომატება; ძალიან იშვიათად სახსრების ტკივილი.
პრეპარატ ეგილოკის მიღება უნდა შეწყდეს იმ შემთხვვაში, თუ ნებისმიერი ზემოჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე მათგანი აღწევს კლინიკურად მნიშვნელოვან ინტენსვობას, ხოლო მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა ზუსტად შეუძლებელია.

გამოშვების ფორმა

30 ტაბლეტი (პრეპარატ ეგილოკის ტაბლეტები 100 მგ-იანი) ან 60 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ფლაკონში შეფუთულია მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში (15°C-25°C). შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობა

ვარგისიანობა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის ამოწურვისას, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
– რეცეპტით.

მწარმოებელი

ფარმაცევტული ქარხანა ს/ს ეგისი

ტორაგამა 200მგ #30ტ

ტორაგამა 200მგ

 

შემადგენლობა
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ცელულოზას ფხვნილი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაღალდისპენზიური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.) [მცენარეული]
თორაგამა 200 მგ ტაბლეტების გარეგნული მხარე და შეფუთვის შემადგენლობა:
თორაგამ 200 მგ ტაბლეტებს გააჩნია სატეხი ღარი და შესაძლებელია მისი 4 თანაბარ ნაწილად გაყოფა.
თორაგამა 200 მგ ტაბლეტების შეფუთვა შეიცავს 30, 50 და 100 ტაბლეტებს. 
კლინიკური შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს. 
სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს თორაგამა 200 მგ ტაბლეტები:
აქტიური მოქმედი ნივთიერება: თორასემიდი.
1 ტაბლეტი შეიცავს 200 მგ თორასემიდს.


რას წარმოადგენს თორაგამა 200 მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება იგი?
თორაგამა 200 მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი საშუალება და მიეკუთვნება მარყუჟულ დიურეზულ ჯგუფს. 
გამოყენების სფერო:
თორაგამა 200 მგ ტაბლეტები გამოიყენება იმ შემთხვევაში, 
- თუ ძლიერად არის შესუსტებული თირკმლის ფუნქცია (როდესაც კრეატინის კლეარანსი წთ-ში 20 მლ ზე ნაკლებია და/ან შრატის კრეატინინის კონცენტრაცია 6 მგ/დლ-ზე მეტია),
- თუ თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევებისას საჭიროა დარჩენილი შარდის გამოდევნა ორგანიზმიდან - გამოიყენება აგრეთვე დიალეზის დროსაც, როდესაც ხდება შარდის არასაკმარისი გამოყოფა (24სთ-ში 200 მლ).
- თუ ადგილი აქვს ქსოვილში და/ან სხეულში სითხის დაგროვებას ან აგრეთვე მაღალი წნევის დროს.


რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღებამდე?
თორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გახასიათებთ ზედმეტი მგრძნობელობა თორაგამა 200 მგ ტაბლეტების შემცველ თორასემიდის, მის მონათესავე სტრუქტურის ნივთიერებების (სულფონილის შარდოვანა) ან სხვა შემადგენელი ელემენტების მიმართ. 
- თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის უკმარისობა შარდის წარმოქმნის დარღვევით (ანურია)
- ღვიძლის მძიმე დარღვევებისას, რომელსაც თან ახლავს გონების დაკარგვა (ჰეპატური კომა ან პრეკომა)
- წნევის ძიერად დაცემისას (ჰიპოტონია)
- სისხლის რაოდენობის ნაკლებობა (ჰიპოვოლემია)
- ნატრიუმისა ან კალიუმის ნაკლებობისას (ჰიპონატრემია, ჰიპოკალიემია)
- შარდის გამოყოფის დარღვევებისას (მაგ. პროსტატის ჯირკვალის გადიდების შედეგად) 
- ძუძუთი კვების დროს
- თუ პაციენტის თურკმლის ფუნქცია ოდნავ ან მხოლოდ ზომიერად შეზღუდულია (კრეატინის კლეარანსი წთ-ში 30 მლ-ზე მეტია და/ან შრატის-კრეატინის კონცენტრაცია თითო 3.5 მლ/დლ-ზე ნაკლებია.), ვინაიდან იქმნება ზედმეტად მარილისა და წყლის დაკარგვის საშიშროება.
როგორ უნდა მიიღოთ თორაგამა 200 მგ ტაბლეტები?
მიიღეთ თორაგამა 200 მგ ტაბლეტები ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
შემდგომში მოცემულია რეკომენდირებული დოზირება, იმ შემთხვევაში თუკი ექიმი არ დაგინიშნავთ ინდივიდუალურ დოზას:
მკურნალობა იწყება დღეში 1/4 ტაბლეტი თორაგამა 200 მგ (შეესაბამება 50 მგ თორასემიდს). შარდის არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის მომატება დღეში 1/2 ტაბლეტიდან (შეესაბამება 100 მგ თორასემიდს) მაქსიმუმ თორაგამა 200მგ-ს 1 ტაბლეტამდე (შეესაბამება 200 მგ თორასემიდს).
მითითება ტაბლეტის გაყოფის შესახებ
ტაბლეტების გატეხვა ადვილად არის შესაძლებელი ორივე მხრიდან აღნიშნული სატეხი ღარის მეშვეობით. შესაძლებელია ორ ან ოთხ ნაწილად გატეხვა დოზირების შესაბამისად. განათავსეთ ტაბლეტი მყარ ადგილზე, დააწექით ტაბლეტს ორივე ცერით მარცხნივ და მარჯვნივ სატეხ ღარზე. ამგვარად მოახერხებთ ტაბლეტის სასურველ ნაწილებად გაყიფას.
პაციენტები ღვიძლის შეზღუდული ფუნქციით
იმ პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც ახასიათებთ ღვიძლის ფუნქციის შეზღუდვა საჭიროა სიფრთხილე მკურნალობისას, რადგანაც შესაძლებელია მოხდეს სისხლში თორასემიდის კონცენტრაციის აწევა.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისათვის არსებობს განსაკუთრებული დოზირება.
გამოყენების სახე
ტაბლეტი უნდა მიიღოთ დაუღეჭავად ცოტაოდენ სითხესთან ერთად. თორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად ან კვების დროს.
გამოყენების ხანგრძლივობა
მედიკამენტის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
გთხოვთ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შეგრძნება, რომ თორაგამ 200 მგ ტაბლეტები თქვენზე ძლიერ ან სუსტ ზემოქმედებას ახდენს.
თუ დაგავიწყდათ თორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღება:
თორაგამა 200 მგ ტაბლეტების დოზის გამოტოვება იწვევს პრეპარატის ზემოქმედების შესუსტებას. ამან კი შესაძლებელია გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, მაგ. წონაში მომატება ან ქსოვილში სითხის ძლიერი დაგროვება.
გამოტოვებული დოზა შეძლებისდაგვარად დროულად უნდა მიიღოთ. თუ უკვე გიწევთ შემდგომი დოზის მიღების დრო, მაშინ არ უნდა მიიღოთ გამოტოვებული დოზა. ასეთ შემთხვევაში აღარ მიიღოთ დამატებითი ტაბლეტი და გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივი დოზირების მიხედვით. 
თუ გსურთ თორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა:
მკურნალობის შეწყვეტის ან დროზე ადრე დასრულების შემთხვევაში მოსალოდნელია მდგომარეობის გაუარესება. თორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღება არ შეწყვიტოთ ექიმის რეკომენდაციის გარეშე.


ისევე როგორც ყველა მედიკამენტს თორაგამა 200 მგ ტაბლეტებსაც ახასიათებთ გვერდითი მოვლენები. ეს გვერდითი მოვლენები არ ვლინდება ყოველ პაციენტში. არასასურველი მოვლენები აღენიშნებათ პაციენტებს შემდეგი სიხშირით:
ძალიან ხშირად: 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს
ხშირად: 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტს
საშუალოდ: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1 ზე მეტს
იშვიათად: 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტს
ძალიან იშვიათად: 10 000 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებს ან არ არის ცნობილი 
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ნივთიერებათა ცვლა/ელექტროლიტები
ხშირად ვლინდება: მჟავა-ტუტიანობის უწონასწორობის გაძლიერება (მეტაბოლური ალკალოზი). კუნთების სპაზმი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). შარდმჟავას, გლუკოზის და აგრეთვე ქოლესტერინის კონცენტრაციის მომატება სისხლში (ტრიგლიცერიდი, ქოლესტერინი). კალიუმის ნაკლებობა სისხლში (ჰიპოკალიემია), ღებინება და ფაღარათი, რომელიც ვლინდება საფაღარათო საშულების ზედმეტი დოზით მიღების შემდეგ ან პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ ღვიძლის ქრონიკული დარღვევები.
დოზირებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესაბამისად შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მარილისა და სითხის შემცველობის დარღვევა, განსაკუთრებით შესაძლოა გამოვლინდეს სისხლში სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), კალიუმისა და/ან ნატრიუმის ნაკლებობა სისხლში (ჰიპოკალიემია და/ან ჰიპონატრიემია).
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ძალიან იშვიათად: სისხლის შედედების შედეგად შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს თრომბოემბოლურ გართულებებს, აგრეთვე ვლინდება დაბნეულობა, წნევის დაცემა (ჰიპოტონია), სისხლის გამტარობის დარღვევა და სისხლგამტარობის შემცირება გულის კუნთში და თავის ტვინში. ეს მოვლენები იწვევს გულის რითმის დარღვევას (არითმიას), მკერდის არეში სივიწროვის შეგრძნებას (ანგინა პექტორისი), გულის მწვავე ინფარქტს ან გონების უეცარ დაკარგვას (სინკოპა).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
ხშირად: კუჭ-ნაწლავის გართულებები [მაგ. მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, ფაღAრათი (დიარეა), შეკრულობა (ობსტიპაცია)], რაც ვლინდება განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
ძალიან იშვიათად: კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი).
თირკმელი და საშარდე გზები
საშუალოდ: შარდოვანას და კრეატინინის მომატება სისხლში. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შარდის შეკავებას.
ღვიძლი
ხშირად: ღვიძლის ფერმენტების მომატება (გამა-GT)
კანი, ალერგიული რეაქციები
ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები, მაგ. ქავილი (პრურიტუსი), კანის ანთებითი ცვლილებები (ეგზანთემა), მგრძნობელობა შუქზე (ფოტომგრძნობელობა), კანის ძლიერი რეაქციები.
სისხლი და სისხლისწარმომქმნელი სისტემა
ძალიან იშვიათად: ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების ცვლილებები. 
ზოგადად
ხშირად: თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში)
საშუალოდ: პირის სიმშრალე, სმენის დაკარგვა და კიდურებში სიცივის შეგრძნება (პარესთეზია).
ძალიან იშვიათად: მხედველობის გაუარესება, ხმაური ყურებში (ტინიტუსი), სმენის დაკარგვა.


თუ ადგილი აქვს ზემოთ მითითებული გვერდითი მოვლებების გამოვლენას შეძლებისდაგვარად დროულად მიმართეთ ექიმს, რომელიც შეაფასებს მდგომარეობის სირთულეს და მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ღონისძიების შესახებ.
თუ გვერდითი მოვლენა თავს იჩენს მოულოდნელად ან ძლიერად აცნობეთ ამის შესახებ დაუყონებლივ ექიმს, ვინაიდან შესაძლოა არსებული მდგომარეობა სახიფაო აღმოჩნდეს სიცოცხლისათვის. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესახებ.
თორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღება არ შეიძლება განმეორებით, თუ პირველი მიღებისთანავე გამოვლინდება გვერდითი რეაქციები.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელჩანართში.


ორსულობა:
მუცლად ყოფნის დროს ბავშვზე თორაგამა 200 მგ ტაბლეტების ზემოქმედების შესახებ არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები. თორაგამა 200 მგ ტაბლეტების მოქმედი ნივთიერებით - თორასემიდით ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა არ აჩვენა ნაყოფის დამაზიანებელი ზემოქმედების შედეგები. მაღალი დოზით მიცემისას გამოვლინდა დამაზლიანებელი ზემოქმედებები ნაყოფზე და თავად ორსულ ცხოველზე. 
მონაცემთა ნაკლებობის გამო არ შეიძლება თორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიცემა ორსულობის პერიოდში თუ ამას ექიმი არ ჩათვლის აუციელბელს. ასეთ შემთხვევაშიც უნდა დაინიშნოს მხოლოდ უმცირესი დოზა.
გთხოვთ აცნობოთ ექიმს თუ გეგმავთ ორსულობას ან თუ უკვე ხართ ორსულად.
ლაქტაციის პერიოდი:
არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები თორაგამა 200 მგ ტაბლეტების ზემოქმედების შესახებ დედის რძეში ადამიანებში და ცხოველებში. აქედან გამომდინარე არ შეიძლება თორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღება ლაქტაციის პერიოდში. თუ ექიმი მაინც დაგინიშნავთ თორაგამა 200 მგ ტაბლეტებს, მაშინ უნდა შეწყვიტოთ ჩვილის ძუძუთი კვება.
კონცენტრაციისა და ავტომობილის მართვის უნარი:
თორაგამა 200 მგ ტაბლეტებმა შესაძლებელია ზემოქმედება იქონიოს რეაქციებზე, რაც გამოიხატება საგზაო მოძრაობისას, ავტომობილის მართვისა და მუშაობის დროს. ეს უფრო ხდება მკურნალობის დასაწყისში, ან დოზირების მომატებისას, პრეპარატის შეცვლისას, დამატებითი მედიკაციის დანიშვნისას ან ალკოჰოლით ზემოქმედებისას.


საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე თორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღებისას:
საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო არ უნდა მიიღოთ თორაგამა 200 მგ ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აღენიშნება: 
- პოდაგრა.
- გულის მუშაობისა და გამტარობის ძლიერი დარღვევები (მაგ.SA - ბლოკი, AV-ბლოკი II ან III ხარისხი)
- მჟავიანობისა და ტუტიანობის ცვლილებები
- ლითიუმისა ან მსგავსი ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენებისას (ამინოგლიკოსიდები, ცეფალოსპორინები)
- სისხლის სურათის ძლიერი ცვლილებებისას (მაგ. თრომბოციტოპენია ან ანემია პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ თირკმლის დარღვევები)
- თირკმლის ფუნქციის დარღვევები თირკმლის დამაზიანებელი სუბსტანცების მიღების შედეგად.
- როდესაც კრეატინის კლეარანსი წთ-ში 30 მლ-ზე მეტია და/ან შრატის-კრეატინის კონცენტრაცია თითო 3.5 მლ/დლ-ზე ნაკლებია.
თორაგამა 200 მგ ტაბლეტების გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემებისა და გამოცდილების გამო არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.


თორაგამა 200 მგ ტაბლეტების შემთხვევით ან განზრახ გადაჭარბებული დოზით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმიდან მარილისა და წყლის ზედმეტად გამოდევნა, შესაძლოა აგრეთვე გამოიწვიოს გონების დაკარგვა, დაბნეულობა, წნევის დაცემა, სისხლის მიმოქცევის კოლაფსი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ასეთ შემთხევვაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს და მიიღეთ შესაბამისი ზომები.


გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტს ან მიიღეთ ცოტა ხნის წინ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მედიკამენტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს მონაცემები ეხება აგრეთვე ცოტა ხნის წინ მიღებულ მედიკამენტებსაც.
თორაგამა 200 მგ ტაბლეტები აძლიერებს სხვა წნევის დამწევი საშუალებების ზემოქმედებას, განსაკუთრებით ACE-ბლოკატორებისას. თუ ACE - ბლოკატორები მიიღება დამატებით ან უშუალოდ თორაგამა 200 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დასრულებისთანავე შესაძლოა გამოიწვიოს წნევის დაცემა. 
თორაგამა 200 მგ ტაბლეტებით გამოწვეულმა კალიუმის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი გვერდითი მოვლენები ფუტკარას შემცველ პრეპარატებთან ერთად მიღებისას. 
თორაგამა 200 მგ ტაბლეტებმა შესაძლოა შეამცირონ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედება.
პრობენეციდმა (პოდაგრის სამკურნალო მედიკამენტები) და გარკვეულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატემა (მაგ. ინდომატაცინი, აცეტილსალიცინის მჟავა) შესაძლოა შეამციროს თორაგამა 200 მგ ტაბლეტების შარდმდენი და წნევის დამწევი ზემოქმედება. 
თორაგამა 200 მგ ტაბლეტებმა შესაძლოა გააძლიეროს მაღალი დოზირებული სალიცილის (მედიკამენტები ტკივილბისთვის და რევმატიული თერაპიისათვის) ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
მაღალი დოზით თორაგამა 200 მგ ტაბლეტების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი მოვლენების გაძლიერება: ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების (მაგ. კანამიცინი, გენტამიცინი, თობრამიცინი) და აგრეთვე ცისპლატინის პრეპარატების (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები) ზემოქმედების შედეგად სმენისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევები, აგრეთვე ცეფალოსპორინების (ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები) ზემოქმედების შედეგად თირკმლის ფუნქციის დარღვევები. 
თორაგამა 200 მგ ტაბლეტებმა შესაძლოა გააძლიეროს თეოფილინის (ასთმის სამკურნალო საშუალება) ზემოქმედება და გამოიწვიოს აგრეთვე კუნთების მომადუნებელი ზემოქმედება.
საფაღარათო საშუალებებმა და აგრეთვე თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონმა (მინერალ- და გლუკოკორტოკოიდები, მაგ. კორტიზონი) შესაძლოა გამოიწვიოს თორაგამა 200 მგ ტაბლეტებით გამოწვეული კალიუმის შემამცირებელი ზემოქმედების გაძლიერება. 
თორაგამა 200 მგ ტაბლეტებისა და ლითიუმის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ლითიუმის შედეგად გამოწვეული ლითიუმის კონცენტრაციის დარღვევის მომატება სისხლში, გულში და თირკმელში.
თორაგამა 200 მგ ტაბლეტებმა შესაძლოა შეამციროს არტერიების მგრძნობელობა სისხლძარღვების შემავიწროვებელი მდიკამენტების მიმართ (მაგ. ადრენალინი, ნორადრენალინი).
კოლასტერამინით (ქოლესტერინის დამწევი საშუალება) ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თორაგამა 200 მგ ტაბლეტების კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ათვისების და შესაბამისად მისი ზემოქმედების შემცირება.


მედიკამენტი მოარიდეთ ბავშვებს. არ მიიღოთ პრეპარატი ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მამოსილი 20გ გრანულები ფლ

მამოსილი

Mamosili 

სუბლინგვალურად მისაღები ჰომეოპათიური საშუალება

 

 

აღწერილობა:  თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი ფორმის გრანულები

1 გრანულის შემადგენლობა:                                                              

აქტიური სუბსტანცია:         

არნიკას (Arnica montana)  სპირტიანი ექსტრაქტი                     

განზავებით 1:10                                                         D 6        1 წილი

შვაბე, გვ. 68, 1950 წ

კალციუმის ფტორიდი (Calcarea fluorica)              D 30      1 წილი

განზავებით 1:10                                                        

შვაბე, გვ. 91, 1950 წ

კონიო (Conium maculatum) სპირტიანი

ექსტრაქტი განზავებით 1: 10                                   D 12       1 წილი

შვაბე, გვ. 120, 1950 წ

ჭიაფერა (Phytolacca Americana) სპირტიანი

ექსტრაქტი განზავებით 1: 10                                   D 12       1 წილი

შვაბე, გვ. 209, 1950 წ

სილიციუმმჟვას სპირტიანი ხსნარი (Silicea)         D 30       1წილი                                                                       

ლაქტოზის სტანდარტული გრანულა                   0,032გ± 10 %

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები:  ანთების საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკური და ჰორმონთა მარეგულირებელი ჰომეოპათიური საშუალება

ჩვენებები:  კისტოზურ-ფიბროზული მასტოპათია, დეგენერაციული დარღვევები ქალთა სასქესო ორგანოებში: ფიბრომიომები, ადნექსიტები.

მიღების წესი და დოზირება: სუბლინგვალურად (გრანულა იდება ენის ქვეშ)

ქრონიკული პროცესის დროს:  5-7 გრანულა დღეში 2-3-ჯერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვიდან 1 წლამდე)

პროფილაქტიკისათვის: 5 გრანულა დღეში 1-ჯერ.

პრეპარატი მიიღება საკვების მიღებამდე 20-30 წთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ.

უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი

პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება

რაიმე არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატი უნდა მიიღონ ექიმის დანიშნულებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:  შეზღუდვები არ გააჩნია.

ჭარბი დოზირება:  ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:  არ ახდენს გავლენას

პირველადი შეფუთვა: 20 გ პერორალურად მისაღები გრანულები  პოლიმერული მასალის ფლაკონში

მეორეული შეფუთვა: 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: შპს „ბიოფარმი-L“ შპს  „ლაზიკა ფარმა“-ს დაკვეთით

გოთუას ქ. N3, თბილისი, საქართველო

ლილაიზ როზა 5მგ #10სუპ

ლილაიზ როზა 5მგ #10სუპ

საშუალების აღწერილობა და შემადგენლობა: ერთი ვაგინალური სანთელი შეიცავს:

ნატრიუმის ჰიალურონატი 5,90 მგ (ჰიალურონის მჟავას 5,00 მგ ექვივალენტური), მყარი ცხიმი, აზიური ცენტელას ზეთოვანი ექსტრაქტი, ალოეს ცხიმში ხსნადი ექსტრაქტი, კალენდულას ზეთოვანი ექსტრაქტი, ჩაის ხის ზეთი, ბუთილირებული

ჰიდროქსიტოლუოლი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, იზობუთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ბუთილპარაჰიდროქსიბენზოატი.

აღწერილობა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის უსუნო სანთელი.

გამოყენების სფერო

ჰიალურონის მჟავა არის ბუნებრივი ბიოპოლიმერი. ეს არის ხაზოვანი პოლისაქარიდი უნიკალური ფიზიკური და ბიოქიმიური თვისებებით, როგორიც არის სიბლანტე, სიმკვრივე, ფლობს წყლის მოლეკულების შეკავშირების უნარს. 

ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს იმ უჯრედების მიგრაციას, რომლებიც მონაწილეობენ შეხორცების პროცესში და დაზიანებული ქსოვილის აღდგენაში, ხელს უწყობს ქსოვილების ჰიდრატაციას, ეპითელური უჯრედების აღდგენას და ზრდას, წარმოადგენს საშოს ლორწოვანი გარსის სწრაფი აღდგენის ფაქტორს.

ლილაიზ როზა გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

- საშოს ლორწოვანი გარსის შეხორცების ხელშეწყობის მიზნით მშობიარობის, საშოზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების, ეროზიების მოწვის შემდეგ; 

- საშოს ლორწოვანი გარსის დისტროფია ქიმიოთერაპიის, ლაზერით იონიზირებული დასხივების შემდეგ; 

- საშოს სიმშრალე პოსტმენოპაუზურ პერიოდში

- ესტროგენული უკმარისობა განვითარებული ბუნებრივი ან სამედიცინო ჩარევით გამოწვეული მენოპაუზის შედეგად (ჰისტერექტომია, ოვარიოექტომია), 

ასევე, კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ.

გამოყენების წესი

ვაგინალურად. შეყვანამდე საჭიროა ხელების დაბანა, ვაგინალური სანთლის გამონთავისუფლება (შეფუთვის მაკრატლით გაჭრის გზით). ვაგინალური სანთელი შეიყვანება ღრმად საშოში. თუ ვაგინალური სანთელი ძალიან რბილია, საჭიროა მისი წინასწარ გაციება რამდენიმე წუთის განმავლობაში მაცივარში ან ცივ წყალში (პლასტიკის შეფუთვიდან მის გამოთავისუფლებამდე). ჩვეულებრივ, დოზირება შეადგენს ერთი ვაგინალური სანთელი დღეში, საღამოს ძილის წინ (ან ექიმის მითითების შესაბამისად). არ შეიძლება შიგნით მიღება.

გვერდითი მოქმედება

სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

უკუჩვენება

-მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

ადგილობრივი გამოყენების საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები, ასეთ შემთხვევებში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა. 

საჭიროა თავის არიდება თვალებთან კონტაქტისგან.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, ვაგინალური სანთელი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. 

სამკურნალო საშუალების ზემოქმედების თავისებურებები ავტოსატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზა

არ გამოვლენილა.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

5 ვაგინალური სანთელი პოლივინილქლორიდის და პოლიეთილენის კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.

2 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენაზე თავსდება მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!@

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. 

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ურეცეპტოდ.

ებრანტილი 50 5მგ/მლ10მლ ი/ვ#5ა

56.51 ლარი
53.12 ლარი

ქვეყანა: ავსტრია

მწარმოებელი: ტაკედა ავსტრია გმბჰ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ოვუნიტი #6ვაგ.სანთ

ოვუნიტი

შემადგენლობა

მეტრონიდაზოლი 300 მგ

მიკონაზოლის ნიტრატი 100 მგ

ნეომიცინის სულფატი 48.80მგ

აზიური ცენტელა 15მგ

პოლიმიქსინის სულფატი 4.40 მგ

ვაგინალური სანთლები

შემადგენლობა

თითო ვაგინალური სანთელი შეიცავს: მეტრონიდაზოლი 300 მგ, მიკონაზოლის ნიტრატი 100 მგ, ნეომიცინის სულფატი 48.80მგ, აზიური ცენტელა 15მგ, პოლიმიქსინის სულფატი 4.40 მგ.

დამხმარე ინგრედიენტები: ნაერთი სუპოზიტორიისთვის (Witepsol H15) რაც საჭიროა 2 მგ ზე.

 

თერაპიული მოქმედება

ოვუნიტში® კომბინირებულია აზიური ცენტელას შემახორცებელი, აღმდგენი, ქსოვილების დამცავი მოქმედება, სხვა აქტიური კომპონენტების ვულვოვაგინალურ გარსზე ანტიინფექციურ მოქმედებასთან ერთად. აზიური ცენტელა ახდენს გრანულაციის პროცესის სტიმულირებას და ზრდის ადეკვატურ ეპითელიზაციას, ნეომიცინს და პოლიმიქსინს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, გრამ დადებით და გრამ უარყოფით მიკრობებზე, მიკონაზოლი იწვევს სოკოს საწინაარმდეგო მოქმედებას და მეტრონიდაზოლი ანტიბაქტერიულ მოქმედებას ტრიქომონას, ლამბლიოზის და ამებას წინააღმდეგ.

 

ჩვენება

გამოიყენება სპეციფიკური და არასპეციფიკური ვულვოვაგინიტის ლოკალური მკურნალობისათვის, განსაკუთრებით კი თუ აღნიშნული დაავადებები უკავშირდება საშოს დაზიანებას; ასევე ვულვიტის, ვაგინიტის, ბაქტერიული და გაღიზიანებული საშვილოსნოს ყელის, კანდიდოზის, ტრიქომონიაზის, ნებისმიერი ეტიოლოგიის თეთრად შლის მკურნალობისათვის.

 

დოზირება და მიღება

მკურნალობის საწყის ეტაპზე მიიღება 1-2 ვაგინალური სუპოზიტორია დღეში. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ დღეში 1 სუპოზიტორია ძილის წინ სრულ განკურნებამდე.

ნაზად და ღრმად მოათავსეთ საშოში.

გამოიყენეთ სულ მცირე 5-10 დღე.

 

გვერდითი ეფექტები

შესაძლებელია იშვიათად აღინიშნოს წვა, ქავილი და ვულვოვაგინალური გაღიზიანება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არ არის დადგენილი თუ რამდენად შეიწოვება აქტიური ინგრედიენტები საშოს გარსიდან სისტემური ეფექტები არ არის გამორიცხული. რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღნიშნებათ თირკმლის უკმარისობა.

 

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქციის ნებისმიერი ინგრედიენტის ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ.

- ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

- მეძუძური დედები.

- პაციენტები ჰემატოლოგიური დაავადებებით.

- ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიური დაავადებები.

გაფრთხილება:

ოვუნიტი® დიდი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის მწვავე დაავადებები.

არ გამოიყენება სქესობრივ აქტამდე. იგი ხელს უშლის განაყოფიერებას.

ამ პროდუქციის გამოყენება არ იცავს პაციენტს სქესობრივი დაავადებების გადადებისაგან. ვაგინალური სანთლის ინგრედიენტებმა შესაძლებელია დაასუსტოს პრეზერვატივის ლატექსი და მემბრანა.

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

- მოერიდეთ საშვილოსნოს გამორეცხვას ტუტოვანი ნივთიერებებით.

- ლოკალური გამოყენებისას დაბალი აბსორბციის გამო არ არის გამორიცხული სისტემური ურთიერთქმედებები. არ არის სასურველი შემდეგ ნივთიერებებთან ერთად გამოყენება: სპირტი, ვარფარინი, კუმარინი და დისულფირამი.

 

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის რისკი არ არსებობს თუ პრეპატატი გამოიყენება სათანადოდ. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დახმარებისათვის უახლოეს საავადმყოფოს.

 

შენახვის პირობები და სტაბილურობა

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-30 ºC ტემპერატურაზე (59-86 ºF), მოარიდეთ სიცხეს (>30 ºC ან 86 ºF)

 

შეფუთვა:

შეფუთვაში 6 ვაგინალური სუპოზიტორია

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

 

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სამედიცინო საქმიანობის სფერო ნებადართულია

ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ.

Don`t copy text!