Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 162

ტელზისარტი H 80 #30ტ

23.00 ლარი
21.62 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: ზიმ ლაბორატორიეს

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

დიოვანი 160მგ #14ტ

29.70 ლარი
27.92 ლარი

ქვეყანა: ესპანეთი

მწარმოებელი: ნოვარტის ესპანეთი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ლუბრიკანტი One Touch Tea 75მლ

თვის შეთავაზება kirurgia.ge

ჩაიტარეთ მუცლის ღრუს ან მცირე მენჯის ღრუს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტირებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად!

დიოვანი 80მგ #14ტ

21.80 ლარი
20.49 ლარი

ქვეყანა: ესპანეთი

მწარმოებელი: ნოვარტის ესპანეთი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

სრ-ინდამედი 1.5მგ #30ტ

სრ – ინდამედი

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): indapamidი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა:  დიურეზული საშუალებები

მწარმოებელი კომპანია: ეჯ ფარმა

მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი

გამოშვების ფორმა: 1.5მგ ტაბლეტი №30

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა

პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ინდაპამიდი 1,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონ K 30, ჰიპრომელოზა, გლიცეროლის დიბეგენატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა: მრგვალი, ორივე მხრიდან ამოზნექილი თეთრი ფერის ტაბლეტები კომპაქტური და ჰომოგენური სტრუქტურით, გამყოფი ნაჭდევით ერთ მხარეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სრ-ინდამედი ანტიჰიპერტენზიული, ვაზოდილატაციური და დიურეზული საშუალება არათიაზიდური სულფონამიდების ჯგუფიდან. არღვევს ნატრიუმის იონების რეაბსორბციას თირკმლის მილაკების კორტიკალურ სეგმენტში, რის გამოც იზრდება შარდთან ერთად ნატრიუმისა და ქლორის იონების გამოყოფა, რაც იწვევს დიურეზის გაძლიერებას. პრეპარატი ნაკლებად ზრდის კალიუმისა და მაგნიუმის იონების ექსკრეციას. “ნელი” კალციუმის არხების სელექციური ბლოკირების უნარის გამო პრეპარატი ზრდის არტერიების კედლების ელასტიურობასა და ამცირებს საერთო პერიფერიულ სის-ხლძარღვოვან წინააღმდეგობას. ხელს უწყობს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას. არ ახდენს გავლენას სისხლის პლაზმაში ლიპიდების (ტრიგლიცერიდები, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) შემცველობაზე, ნახშირწყლების ცვლაზე (მათ შორის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაშიც). ამცირებს სისხლძარღვის კედლის მგძნობელობას ნორადრენალინისა და ანგიოტენზინ-II-ის მიმართ, ახდენს პროსტაგლანდინ E-2-ის სინთეზის სტიმულირებას, ამცირებს თავისუფალი და სტაბილური ჟანგბადის რადიკალების პროდუქციას. ჰიპოტენზიური ეფექტი ვითარდება პირველი კვირის ბოლოს და შენარჩუნება ხდება 24 საათის განმავლობაში ერთჯერადი მიღების ფონზე.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად და მთლიანად იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ბიოშეღწევადობა მაღალია (93%). საკვების მიღება შეწოვის სიჩქარეს რამდენადმე ანელებს, მაგრამ აბსორბირებული პრეპარატის რაოდენობაზე გავლენას არ ახდენს. ერთჯერადი მიღებისას სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლობით 12 საათში მიიღწევა. ხელმეორე მიღებისას სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის მერყეობა ორ დოზას შორის ინტერვალში მცირდება. გაწონასწორებული კონცენტრაცია მიიღწევა 7 დღის განმავლობაში რეგულარული მიღებისას. ნახევარგამოყოფის პერიოდი 18 საათს შეადგენს, სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი – 79%. ხასიათდება განაწილების მაღალი მოცულობით. აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერებში (მათ შორის პლაცენტარულ ბარიერში), აღწევს დედის რძეში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. თირკმლებით გამოიყოფა 60-80 % მეტა-ბოლიტების სახით (უცვლელი სახით გამოიყოფა დაახლოებით 5%), ნაწლავებით – 20%.

ავადმყოფებში თირკმლის უკმარისობით ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. არ კუმულიდრდება.

ჩვენებები

– არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესები და დოზები

სრ-ინდამედი  მიიღება შიგნით, უმეტესწილად დილით 1 ტაბლეტი დღეში, გადაყლაპვით, დაღეჭვის გარეშე, წყლის მიყოლებით.

პრეპარატის დოზის მომატება ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს არ აძლიერებს, მაგრამ ზრდის დიურეზულ მოქმედებას.

გამოყენება პედიატრიაში

იმის გამო, რომ პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა კლინიკურად შესწავლილი არ არის, რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება 18 წლამდე ასაკში.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ანორექსია, პირის სიმშრალე, გასტრალგია, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი; შესაძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება, იშვიათად – პანკრეატიტი.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ასთენია, პარესთეზიები, თავის ტკივილი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიური ჰიპოტენზია, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ჰიპოკალიემია), არითმია, გულისცემის აჩქარება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ჰემორაგიული ვასკულიტი.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია, სისხლის პლაზმაში შარდოვანას აზოტის მომატება, ჰიპერკრეატინინემია, გლუკოზურია.

სხვა: სისტემური წითელი მგლურას მიმდინარეობის გართულება.

ძალიან იშვიათად: თრომბოციტოპნია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის აპლაზია და ჰემოლიზური ანემია.

უკუჩვენება

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისა და სხვა სულფონამიდის წარმოებულების მიმართ;

– თირკმლის მძიმე უკმარისობა (ანურიის სტადია);

– ჰიპოკალიემია;

– ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (მათ შორის ენცეფალოპათიით);

– ლაქტოზას აუტანლობა, გალაქტოზემია, გლუკოზის/გალაქტოზის შეწოვის დარღვევის სინდრომი.

ორსულობა და ლაქტაცია

სრ-ინდამედის, როგორც შეშუპებისა და არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო დიურეზული საშუალების დანიშვნა ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტარული იშემია ნაყოფის ჰიპოტროფიის განვითარების რისკით.

სრ-ინამედი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).

დიბაზოლი 10მგ/მლ 5მლ#10ა(დარნ)

6.10 ლარი
5.73 ლარი

ქვეყანა: უკრაინა

მწარმოებელი: დარნიცა კიევი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ლუბრიკანტი One Touch Romantic 75მლ

თვის შეთავაზება kirurgia.ge

ჩაიტარეთ მუცლის ღრუს ან მცირე მენჯის ღრუს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტირებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად!

სპიროლაქტი 50მგ/20მგ #10ტ

22.45 ლარი
21.10 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

დიბაზოლი 10მგ/მლ 1მლ#10ა(დარნ)

3.10 ლარი
2.98 ლარი

ქვეყანა: უკრაინა

მწარმოებელი: დარნიცა კიევი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ლუბრიკანტი One Touch Mix30მლ#3

ქუთაისი 21

(+995 431) 24-15-62

ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე

ვადა: 2021-02-01

Don`t copy text!