Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 170

ნოლაქსენი 25მგ/25მგ #20ტ

ნოლაქსენი
(NOLAXEN)

სავაჭრო დასახელება
ნოლაქსენი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
სპირონოლაქტონი + ჰიდროქლორთიაზიდი
Spironolactone + Hydrochlorothiazide
 
წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი ნარინჯისფერი ტაბლეტები ცალ მხარეს გრავირებით “NOLX” და გლუვი ზედაპირით მეორე მხარეს.

შემადგენლობა
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: სპირონოლაქტონი  25 მგ, ჰიდროქლორთიაზიდი 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, დაუმუშავებელი სახამებელი, უწყლო ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი, საღებავი: Sunset Yellow.
ათქ კოდი: C03DA01.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სამკურნალო პრეპარატები.
კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენი საშუალება თიაზიდურ დიურეზულ საშუალებასთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნოლაქსენი – კომბინირებული პრეპარატია, რომლის დიურეზული და ჰიპოტენზიური მოქმედება განპირობებულია სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლორთიაზიდის თვისებების შერწყმით.
სპირონოლაქტონი წარმოადგენს კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებას, გახანგრძლივებული მოქმედების ალდოსტერონის (თირკმელზედა ჯირკვლის მინერალოკორტიკოსტეროიდული ჰორმონი) სპეციფიურ ანტაგონისტს. თირკმლის მილაკების დისტალურ ნაწილებში ალდოსტერონის რეცეპტორებთან შეკავშირებით ზრდის წყლის, ნატრიუმისა და ქლორის იონების ექსკრეციას შარდთან ერთად, ამცირებს კალიუმისა და შარდოვანას იონების გამოყოფას, აქვეითებს შარდის მჟავიანობას.
ჰიდროქლორთიაზიდი თიაზიდური დიურეზული საშუალებაა. ამცირებს ნატრიუმის იონების რეაბსორბციას, აძლიერებს შარდთან ერთად კალიუმის, ჰიდროკარბონატისა და ფოსფატების გამოყოფას. ამცირებს არტერიულ წნევას ცირკულირებადი სისხლის მოცულობის (ცსმ) შემცირების, სისხლძარღვის კედლის რეაქტიულობის შეცვლის, სისხლძარღვების შემავიწროვებელი ნივთიერებების პრესორული ზეგავლენის შემცირებისა და განგლიებზე დეპრესორული მოქმედების გაძლიერების ხარჯზე.

ფარმაკოკინეტიკა
სპირონოლაქტონი და ჰიდროქლორთიაზიდი პერორალური მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ხასიათდებიან საკმაოდ მაღალი ბიოშეღწევადობით.

გამოყენების ჩვენებები
– სხვადასხვა გენეზის შეშუპების სინდრომი (გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები);
– არტერიული ჰიპერტენზია.

უკუჩვენებები
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანურია;
– ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (პრეკომა და ღვიძლის კომა);
– ელექტროლიტების ცვლის კორექციას დაუქვემდებარებელი დარღვევები: ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია;
– ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ (ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარების საშიშროების გამო);
– ორსულობა (I ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები
ნოლაქსენი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლისა და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევები, პაციენტებში სუნთქვითი და მეტაბოლური აციდოზის მაღალი რისკით.
ნოლაქსენის ხანგრძლივად გამოყენებისას, აუცილებელია შრატში ელექტროლიტების შემცველობის, ასევე შარდოვანას, კრეატინინის, გლუკოზის და შარდმჟავას პერიოდული კონტროლი.
ნოლაქსენის მიღების დროს ალკოჰოლის გამოყენება არ შეიძლება.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატის გამოყენების საწყის პერიოდში არ შეიძლება ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოთა შესრულება, რომლებიც მოითხოვს ფიზიკური და ფსიქიკური რეაქციების სისწრაფეს. შემდგომში კი, მათი განხორციელების შესაძლებლობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
 
გვერდითი მოქმედება
წყალ-ელექტროლიტური ცვლის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპო- ან ჰიპერკალიემია; იშვიათად – ჰიპერკალციემია, ჰიპერურიკემია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ატაქსია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შექცევადი და ჩვეულებრივ, თავისთავად გარდამავალი გემოვნების დარღვევა, პირის სიმშრალე, იშვიათად – გულისრევა, ღებინება, დიარეა, სპაზმები, ნაწლავური კოლიკა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: გინეკომასტია (ჩვეულებრივ შექცევადი, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება შენარჩუნდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგ), სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ერექციის დარღვევები მამაკაცებში, პოტენციის დაქვეითება მამაკაცებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ამენორეა, მეტრორაგია კლიმაქტერულ პერიოდში, ჰირსუტიზმი, ხმის შეცვლა ქალებში.
კანის მხრივ: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.

გამოყენების წესი და დოზები
ნოლაქსენი მიიღება შიგნით ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
შეშუპების სინდრომის დროს ინიშნება 2 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორ მიღებად. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და შეიძლება ვარირებდეს 1-დან 8 ტაბლეტამდე დღეში (სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით: 25-200 მგ (იშვიათად, 300 მგ დღე-ღამეში)) დღე-ღამეში.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს ინიშნება 1-2 ტაბლეტი ერთჯერადად ან ორ მიღებად. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და შეიძლება ვარირებდეს 1-დან 4 ტაბლეტამდე (სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით: 25-100 მგ) დღე-ღამეში.

ბავშვებში ნოლაქსენი ინიშნება სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით დოზით 1,66-3,3 მგ/კგ-ზე დღე-ღამეში ერთჯერადად ან ორ მიღებად.
მკურნალობის კურსი 14-21 დღეს შეადგენს. შესაძლებელია განმეორება ყოველ 10-14 დღეში.

ჭარბი დოზა
სიმპტომები: ხანგრძლივი დიურეზი და ჰიპერკალიემია გულის რითმის დარღვევით, არტერიული წნევის ვარდნა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, წყურვილი.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, ღებინების ინდუქცია, კუჭის ამორეცხვა, გაუწყლოებისა და წყალ-ელექტორლიზური ბალანსის დარღვევის, არტერიული ჰიპოტენზიის სიმპტომური თერაპია, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების შენარჩუნება.
ჰიპერკალიემიის შემთხვევაში: ვენაში სასწრაფოდ 20-50% გლუკოზის ხსნარისა და ინსულინის (0,25-0,5 ერთ/გ გლუკოზაზე) შეყვანა. გამოიყენება კალიუმის გამომყვანი დიურეზული საშუალებები. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
– არ შეიძლება ნოლაქსენის ლითიუმის მარილებთან ერთად გამოყენება, ვინაიდან მცირდება ლითიუმის მარილების გამოყოფა, რის გამოც, იმატებს მისი კარდიო- და ნეიროტოქსიურობა;
– ნოლაქსენისა და სალიცილატების დიდი დოზებით გამოყენებისას, შეიძლება გაძლიერდეს ცნს-ზე სალიცილატების ტოქსიური მოქმედება; აასს (ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა) ამცირებენ ნოლაქსენის დიურეზულ, ნატრიურეზულ და ანტიჰიპერტენზიულ აქტივობას და ზრდიან თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკს.
– საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას, ჰიპოკალიემიისა და ჰიპომაგნიემიის განვითარების შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს საგულე გლიკოზიდების ტოქსიურობა.
– შეიძლება გააძლიეროს არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების ეფექტი და მოქმედების ხანგრძლივობა.
– ნოლაქსენის ჰიპოტენზიური მოქმედება პოტენცირდება ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია), ბარბიტურატებით, ანტიდეპრესანტებით, თიაზიდური დიურეზული საშუალებებით, სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებებითა და ალკოჰოლის მიღებით.
– ნოლაქსენთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება შეასუსტოს ანტიდიაბეტური საშუალებების, ადრენალინის, ნორადრენალინის, შარდმჟავას დამშლელი პრეპარატების მოქმედება, ანელებს კარბენოქსოლონის წყლულის საწინააღმდეგო მოქმედებას (აჩქარებს ბიოტრანსფორმაციასა და გამოყოფას).
– ნოლაქსენის კალიუმის მარილებთან, კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებებთან, აგფ-ინჰიბიტორებთან (ვინაიდან ხელს უშლიან ალდოსტერონის გამოთავისუფლებას), ინდომეტაცინთან, ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია.
– ნოლაქსენის ამიოდარონთან (თიაზიდურ დიურეზულებთან ერთდროული გამოყენებისას), შეიძლება გაიზარდოს ჰიპოკალიემიასთან დაკავშირებული არითმიების რისკი.
– ნოლაქსენის აგფ-ინჰიბიტორთან, ფუროსემიდთან კომბინირებისას, შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა.
– ნეომიცინთან, კოლესტირამინთან ერთად გამოყენებისას მცირდება ნოლაქსენის შეთვისება.
– ნოლაქსენის კალციუმის პრეპარატებთან კომბინაციისას შესაძლებელია ჰიპერკალცემიის განვითარება.

გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერში.
ორი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. კოლოფი შეიცავს 20 ტაბლეტს.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები
რეცეპტით.

მწარმოებელი
ნოლაქსენი წარმოადგენს კომპანიის “ვორლდ მედიცინ” (დიდი ბრიტანეთი) პროდუქტსა და სავაჭრო მარკას.
დამზადებულია “ლაბორატორია ბეილი-კრეატ”-ის მიერ (საფრანგეთი) (შმენ დე ნუიზმენ Z.I. დე 150 არპენ, 28500 ვერნუიე-საფრანგეთი)
“მედრაიკ”-ის ლიცენზიით (დიდი ბრიტანეთი).

მილრინონ კარინო1მგ/მლ #10ა

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ

საინექციო/საინფუზიო ხსნარი

აქტიური ნივთიერება: მილრინონი

პრეპარატის გამოყენებამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე ინსტრუქციას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლებელია, თქვენ მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
  • დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • აღნიშნული პრეპარატი გამოგიწერეს პირადად თქვენ. ნუ გადასცემთ მას მესამე პირს. მან შესაძლებელია ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს მაშინაც კი, თუ მათ იგივე ჩივილები აღენიშნებათ, როგორც თქვენ.
  • რაიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება ასევე ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

 

წინამდებარე ინსტრუქციაში წარმოდგენილია

  1. რა არის მილრინონ კარინო 1 მგ/მლ და რისთვის გამოიყენება ის?
  2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენებამდე?
  3. მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენების წესი
  4. გვერდითი მოვლენები
  5. მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს შენახვის წესი
  6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

 

1. რა არის მილრინონ კარინო 1 მგ/მლ და რისთვის გამოიყენება ის?

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ წარმოადგენს გულის მუშაობის გასაძლიერებელ საშუალებას. აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს მილრინონი. ეს არის ნივთიერება, რომელსაც გააჩნია გულის ძალის მომატებისა და სისხლ-ძარღვების გამაფართოვებელი თვისებები.

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ ზრდასრულ პაციენტებში გამოიყენება: გულის მუშაობის სისუსტის (როდესაც გულს არ გადააქვს საკმარისი სისხლი დანარჩენ სხეულში) სწრაფი მკურნალობისათვის, რაც ჩვეულებრივი საშუალებებით დამაკმაყოფილებელ მკურნალობას არ ექვემდებარება.

ბავშვებში მილრინონ კარინო 1 მგ/მლ შესაძლებელია გამოყენებული იქნას:  

–  გულის მუშაობის მძიმე ხასიათის სისუსტის (როდესაც გულს არ გადააქვს საკმარისი რაოდენობის სისხლი დანარჩენ სხეულში) დაჩქარებული მკურნალობისათვის (35 საათამდე) იმ შემთხვევაში, თუკი სხვა პრეპარატებით ვერ იქნა გაწეული სათანადო დახმარება,

–  გულის მწვავე უკმარისობის დაჩქარებული მკურნალობის შემთხვევაში (35 საათამდე), მაგალითად, გულის ოპერაციის შემდეგ, ანუ როდესაც გულს უჭირს სხეულისათვის სისხლის მიწოდება.

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენების დროს საჭიროა გულის ფუნქციისა და სისხლის წნევის მუდმივი კონტროლი.

 

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენებამდე?

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენება დაუშვებელია,

– თუკი თქვენ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ,

– თუკი თქვენი გულის მუშაობის სისუსტე გამოწვეულია გულის კუნთის უჯრედების ავადმყოფური გაფართოებით (ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია),

– თუკი თქვენ დაგიდგინდათ გულის პარკუჭის კედლის გაფართოება (ვენტრიკულარული ანევრიზმა),

– თუკი თქვენ დაავადებული ხართ გაუწყლოვნებით, რომლის მკურნალობაც აქამდე არ ჩაგიტარებიათ,

– თუკი თქვენ გადატანილი გაქვთ გულის მწვავე ინფარქტი.

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენება ასევე დაუშვებელია, თუკი თქვენი გულის მუშაობის სისუსტე განპირობებულია

– ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციით,

– გულის კუნთის მწვავე ანთებით, ან

– გულის კუნთის დაავადების გარკვეული ფორმით (ამილოიდკარდიომიოპათია), ვინაიდან არ არსებობს საკმარისი თერაპიული გამოცდილება.

 

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

– თუკი თქვენ აღგენიშნებათ გულის სარქველების მძიმე შევიწროვება (აორტის ან ფილტვის სარქველის ობსტრუქციული დაავადება),

– თუკი თქვენ დაგიდგინდათ გულის რითმის დარღვევის გარკვეული ფორმები (მაგალითად, წინაგულის ციმციმი, წინაგულის ფრიალი ან გულის პარკუჭიდან მომდინარე რითმის დარღვევის გარკვეული ფორმები) ან თუკი მოსალოდნელია მათი არსებობის დადგენა. რადგანაც მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-მ შესაძლებელია ხელი შეუწყოს რითმის გარკვეულ დარღვევებს. ამიტომაც თქვენი ექიმი შეამოწმებს, საჭიროა თუ არა დამატებითი ანტიარითმიული მკურნალობის ჩატარება, დოზის რეგულირება ან ელექტროკარდიოგრაფიული კონტროლი,

– თუკი თქვენს შემთხვევაში არსებობს ეჭვი, რომ გულის შევსების წნევა დაკლებულია (მაგალითად, ადრე შარდმდენი საშუალებებით ჩატარებული მკურნალობის საფუძველზე). თქვენი ექიმი პრეპარატის გამოყენებამდე გააკონტროლებს შევსების წნევას და საჭიროების შემთხვევაში დააკორექტირებს მას,

– თუკი თქვენ აღგენიშნებათ თირკმელების დაავადება ან დაბალი სისხლის წნევა. თქვენი ექიმი მკურნალობამდე და მკურნალობის დროს უზრუნველყოფს შესაბამის კონტროლს და გაითვალისწინებს მას მილრონინ კარინო 1 მგ/მლ-ს და სხვა პრეპარატების დოზირებისას,

– თუკი თქვენ დაგიდგინდათ სისხლის ბრტყელი უჯრედების (თრომბოციტების) ან სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) ან ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაბალი მაჩვენებელი. თქვენი ექიმი მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენებას გააგრძელებს სისხლის უჯრედების ზედმიწევნით კონტროლის პირობებში, ვინაიდან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სისხლის აღნიშნული შემადგენელი ნაწილების შემდგომ კლებას.  

არსებობს ინფორმაცია ინექციის ადგილას რეაქციების გამოვლენის შემთხვევების შესახებ. ამიტომ ის ადგილი, სადაც საინფუზიო ხსნარი საინფუზიო კანულიდან ვენურ სისხლში გადადის, მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენების დროს ზედმიწევნით კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფუზიის შემთხვევით ვენის გარეთ (ექსტრავაზალურად) შეყვანა.

 

ბავშვები და მოზარდები

ზრდასრულებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ღონისძიებებისა და გაფრთხილებების გარდა, ბავშვების შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი:

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენებამდე ექიმის მიერ ინიშნება სხვადასხვა საკონტროლო ღონისძიებები, მაგალითად, გულის რითმის და სისხლის წნევის, ასევე სისხლის გამოკვლევა. მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენება არ შეიძლება, თუკი თქვენი ბავშვის გულის რითმი და სისხლის წნევა არ არის სტაბილური.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუკი

– თქვენ შვილს აღენიშნება თირკმელებთან დაკავშირებული ჩივილები;

– თქვენი შვილი დაიბადა დღენაკლული ან დაბადებისას მას ჰქონდა მცირე წონა;

– თქვენ შვილს აღენიშნება გარკვეული გულის მანკი, ეგრეთ წოდებული ღია არტერიული არხი (Ductus arteriosus): ორ დიდ სისხლძარღვს შორის კავშირი (სხეულის არტერია და ფილტვის არტერია) ღიაა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩაკეტილი უნდა იყოს.

 

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებისათვის არ არის წარმოდგენილი დოზირებასთან დაკავშირებული სპეციალური რეკომენდაციები. კონტროლირებული ფარმაკოკინეტიკური კვლევებით აქამდე არ ყოფილა დადასტურებული ასაკზე დამოკიდებული ზემოქმედება მილრინონის, მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს აქტიური ნივთიერების, განაწილებასთან და/ან გამოყოფასთან დაკავშირებით.

 

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუკი თქვენ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, ახლახანს დაასრულეთ სხვა პრეპარატების მიღება ან აპირებთ სხვა პრეპარატების მიღებას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საქმე არ ეხება ისეთ პრეპარატებს, რომელიც გაიცემა რეცეპტით.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ მილრინონ კარინო 1მგ/მლ-სთან ერთად შარდმდენ საშუალებებს (დიურეტიკებს) ღებულობთ, შესაძლებელია მათი შარდმდენი და კალიუმის დონის შემამცირებელი ზემოქმედება გაძლიერდეს. აღნიშნულით გამოწვეულმა კალიუმის დაკარგვამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს გულის რითმის დარღვევების განვითარებას, კერძოდ, მაშინ თუკი თქვენ ამავდროულად გულის პრობლემების გამო დიგოქსინს ღებულობთ. ასევე მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ის ზემოქმედება შესაძლებელია გაცილებით ძლიერი იყოს.  

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ და გულის ძალის მომატების საშუალებების (მაგალითად, დობუტამინის) ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია გაძლიერდეს გულის ძალის მომატების (პოზიტიურ ინოტროპული) ზემოქმედება.

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ყველა ეს მონაცემი ასევე შეეხება ხანმოკლე პერიოდის წინ თქვენს მიერ პრეპარატების გამოყენებასაც.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

დღემდე არ არსებობს გამოცდილება მილრინონის ორსულებში გამოყენებასთან დაკავშირებით.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ იძლევა არანაირ მინიშნებას ორსულობის დროს ჯანმრთელობის  პირდაპირი ან არაპირდაპირი საფრთხის შემცველი ზემოქმედების შესახებ, ასევე პრენატალურ (ანუ დაბადებამდე) განვითარების, მშობიარობის ან პოსტნატალური (ანუ დაბადების შემდგომი) განვითარების საფრთხეების შესახებ.

სიფრთხილის გამო ორსულობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული მილრონინის გამოყენება.

ვინაიდან არ არის ცნობილი, გადადის თუ არა მილრინონი დედის რძეში, მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ან უნდა შეჩერდეს.

 

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე

ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებისგამოყენების უნარზე ზემოქმედების მოხდენასთან დაკავშირებით კვლევები არ არის ჩატარებული.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს სხვა კონკრეტული შემადგენლების შესახებ

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს გლუკოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ თქვენ გარკვეული შაქრის მიმართ აღგენიშნებათ აუტანლობა, მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენებამდე აღნიშნული შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.

 

3. მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენების წესი

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს დოზირებასა და გამოყენების მეთოდს განსაზღვრავს თქვენი ექიმი. ის ზოგადად ორიენტაციას აიღებს დოზირებასთან დაკავშირებულ შემდეგ რეკომენდაციებზე:

დოზირება

საწყისი დოზა:

საწყისი დოზა შეადგენს 50 მიკროგრამ მილრინონს/კგ სხეულის წონაზე. ის მიიღება 10 წუთის განმავლობაში. ჩვეულებრივ ამას ერთვის განგრძობითი ხანგრძლივი ინფუზია.

მისაღები დოზა:

ზოგადად ხანგრძლივი ინფუზია შეადგენს 0,5 მიკროგრამი/კგ სხეულის წონაზე წუთში. თუმცა ის შესაძლებელია 0,375 მიკროგრამი მილრინონი/კგ წუთში და 0,75 მიკროგრამი მილრინონი/კგ წუთში შეადგენდეს, რაც დამოკიდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზემოქმედებაზე.

დღიური დოზა მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს 1,13 მგ მილრინონი/კგ სხეულის წონას დღიურად.

დოზის მისაღებად მზადდება საინფუზიო ხსნარი 200 მიკროგრამი მილრინონი/მლ კონცენტრაციით. ის მზადდება 10 მლ გაუხსნელ საინექციო/საინფუზიო ხსნარში 40 მლ გამხსნელის დამატებით. გამხსნელად შესაძლებელია გამოყენებული იქნას 0,9 %-იანი მარილწყალი ან 5%-იანი გლუკოზას ხსნარი.

საჭირო მისაღები დოზის (მიკროგრამი სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე წუთში) საფუძველზე 200 მიკროგრამი/მლ კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარის მომზადებისათვის განისაზღვრება ინფუზიის შემდეგი სიჩქარეები (მილილიტრი სხეულის თითოეულ კილოგრამზე საათში) (იხილეთ ცხრილი 1).

ცხრილი 1: საჭირო ინფუზიის სიჩქარით მისაღები დოზის გამოანგარიშება

მისაღები დოზა

(მიკროგრამი/ სხეულის თითოეულ კილოგრამზე წუთში)

მისაღები დოზა

(მიკროგრამი/ სხეულის თითოეულ კილოგრამზე საათში)

ინფუზიის სიჩქარე*  

(მილილიტრი/ სხეულის თითოეულ კილოგრამზე საათში)

0,375

22,5

0,11

0,400

24,0

0,12

0,500

30,0

0,15

0,600

36,0

0,18

0,700

42,0

0,21

0,750

45,0

0,22

* გამოანგარიშებულია მილილიტრზე 200 მიკროგრამი მილრინონის საინფუზიო ხსნარისათვის.

ბავშვები და მოზარდები

საწყის დოზად ექიმი თქვენ შვილს სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე  50-დან 75 მიკროგრამამდე მიაწოდებს 30-დან 60 წუთამდე პერიოდში.

ამის შემდგომ დოზა სხეულის თითოეულ კილოგრამზე წუთში შეადგენს 0,25-დან 0,75 მიკროგრამამდე, რაც დამოკიდებულია თქვენი შვილის  რეაქციაზე მკურნალობის მიმართ და გვერდითი მოვლენების წარმოქმნაზე. მილრინონ კარინო 1 მგ/მლ შესაძლებელია მიწოდებული იქნას 35 საათამდე დროის განმავლობაში.

ინფუზიის დროს თქვენი შვილი მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფება: ექიმი გააკონტროლებს სხვადასხვა პარამეტრებს, როგორიცაა, მაგალითად, გულის რიტმი და სისხლის წნევა, ასევე მოახდენს სისხლის აღებას, რათა აკონტროლოს მკურნალობაზე რეაქცია და გვერდითი მოვლენების წარმოქმნა.

ხანდაზმული პაციენტები

ამჟამად არსებული კვლევის საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ თირკმელების ნორმალური ფუნქციის პირობებში პაციენტების აღნიშნული ჯგუფისათვის არ არის საჭირო დოზირებასთან დაკავშირებული სპეციალური რეკომენდაციები.

თირკმელების შეზღუდული ფუნქციის მქონე პაციენტები

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ აღგენიშნებათ თირკმელების ფუნქციის მძიმე ხასიათის შეზღუდვა, მილრინონის გამოყოფა შემცირებულია. ამიტომ თირკმლის ფუნქციის შეზღუდვის მასშტაბიდან გამომდინარე შემცირებული უნდა იქნას მისაღები დოზა (იხილეთ ცხრილი 2).

 

ცხრილი 2: თირკმელების უკმარისობის დროს ინფუზიის შესაბამისი სიჩქარით შემცირებული მიღების სიჩქარის განსაზღვრა

კრეატინინის კლირენსი

(მლ/წთ/1,73 მ2)

მისაღები დოზა

(მიკროგრამი/ სხეულის თითოეულ კილოგრამზე წუთში)

მისაღები დოზა

(მიკროგრამი/ სხეულის თითოეულ კილოგრამზე საათში)

ინფუზიის სიჩქარე*  

(მილილიტრი/ სხეულის თითოეულ კილოგრამზე საათში)

5

0,20

12,0

0,06

10

0,23

13,8

0,07

20

0,28

16,8

0,08

30

0,33

19,8

0,10

40

0,38

22,8

0,11

50

0,43

25,8

0,13

* გამოანგარიშებულია მილილიტრზე 200 მიკროგრამი მილრინონის საინფუზიო ხსნარისათვის.

გამოყენების მეთოდი: 

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს შეყვანა ხდება ნელი ინტრავენური ინექციის ან ინტრავენური ინფუზიის სახით.

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ დასახელებულ ხსნარებთან ერთად (0,9 %-იანი მარილწყალი ან 5 %-იანი გლუკოზის ხსნარი).

ფუროსემიდი მთელ რიგ სუბსტანციებთან, მათ შორის მილრინონთან, ქიმიური შეუთავსებლობით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, ფუროსემიდის ან ბუმეტანიდისა და მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს ერთდროული შეყვანისას შერჩეული უნდა იქნას სხვადასხვა ინტრავენური შეყვანის ადგილები ან ფუროსემიდის მიღება უნდა მოხდეს ტაბლეტის ფორმით.

დაუშვებელია მილრინონ კარინოს შერევა ნატრიუმკარბონატის საინფუზიო ხსნართან.

სითხის მოთხოვნილების მიხედვით შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარები.

ინფუზიისათვის საჭიროა შეირჩეს შეძლებისდაგვარად დიდი ვენა, რათა თავიდან იქნას აცილებული ლოკალური გაღიზიანება. უნდა მოერიდოთ ინექციის გაკეთებას შესაბამისი სისხლ-ძარღვის გვერდით.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს, ვინაიდან არ არსებობს კონტროლირებული გამოკვლევები 48 საათზე მეტხანს ჩატარებულ მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუკი გამოიყენებთ იმაზე მეტი რაოდენობით მილრინონ კარინო 1მგ/მლ-ს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია

შესაძლებელია დაეცეს წნევა და ადგილი ჰქონდეს გულის რითმის სწრაფ დარღვევას.

გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში, ექიმი შეწყვეტს ინფუზიას ან შეამცირებს ინფუზიის სიჩქარეს და შესაძლებელია დაიწყოს სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება. რაიმე სპეციფიკური საწინააღმდეგო მოქმედების საშუალება არ არის ცნობილი.

 

თუ თქვენ დაგავიწყდებათ მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენება

თქვენი ექიმი ან სამედიცინო პერსონალი მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის უნდა იქნას გამოყენებული ეს პრეპარატი. აქედან გამომდინარე დაბალია იმის ალბათობა, რომ პრეპარატი არ იქნას გამოყენებული დანიშნულებისამებრ. თუკი თქვენ მაინც გგონიათ, რომ დოზის მიღება დაგავიწყდათ, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს.

წინამდებარე პრეპარატთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. გვერდითი მოვლენებია

როგორც ყველა სხვა პრეპარატს, აღნიშნულ პრეპარატსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა შემთხვევაში არ ვლინდება.

გვერდითი მოვლენების სიხშირეს საფუძვლად უდევს შემდეგი კატეგორიები:

ძალიან ხშირად:

10 პაციენტიდან 1-ზე მეტი პაციენტი

ხშირად:

100 პაციენტიდან 1-დან 10 პაციენტამდე

არც ისე ხშირად:

1.000 პაციენტიდან 1-დან 10 პაციენტამდე

იშვიათად:

10.000 პაციენტიდან 1-დან 10 პაციენტამდე

ძალიან იშვიათად

10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები პაციენტი

არ არის ცნობილი:

არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია.

 

ხშირად (100 პაციენტიდან 1-დან 10 პაციენტამდე)

– მსუბუქი ან საშუალო სიძლიერის თავის ტკივილები,

– არარეგულარული გულისცემა გულისცემის სიხშირის მატებით,

– გულის ფეთქვა,

– გულის რიტმის დარღვევები,

– დაბალი წნევა (ჰიპოტონია).

არც ისე ხშირად (1.000 პაციენტიდან 1-დან 10 პაციენტამდე)

– სისხლის ბრტყელი უჯრედების რაოდენობის შემცირება,

– კალიუმის დონის დაწევა,

– კანკალი,

– გულის პარკუჭების ციმციმი,

– ძლიერი ტკივილები გულის არეში, ხშირად შეკუმშვის შეგრძნებითა და ჰაერის უკმარისობით,

– ღვიძლის მომატებული მაჩვენებლები, როგორც ღვიძლის ფუნქციის შეზღუდვის შედეგი.

იშვიათად (10.000 პაციენტიდან 1-დან 10 პაციენტამდე)

–  სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება,

–  შემცირებული ჰემოგლობინის კონცენტრაცია (სისხლის წითელი უჯრედები).

ძალიან იშვიათად (10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები პაციენტი)

– ალერგიული (ანაფილაქსიური) შოკი,

– გულისცემის განსაკუთრებით საშიში ფორმა (ფრიალი-ციმციმი),

– ბრონქების კრუნჩხვითი შევიწროვება,

– კანის რეაქციები, როგორიცაა მაგალითად, გამონაყარი.

სიხშირე არ არის ცნობილი (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).

– გაღიზიანებები ინფუზიის ადგილას.

– სისხლის წითელი უჯრედების და/ან ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება.

გულის რითმის სიცოცხლისათვის საშიში დარღვევები განსაკუთრებით თავს იჩენდა მაშინ, როდესაც ადგილი უკვე ჰქონდა გულისცემის დარღვევებს და/ან ნივთიერებათა ცვლის ანომალიებს (მაგალითად, კალიუმის დაბალი მაჩვენებელი) და/ან დიგიტალისის დონის მომატებას.

მოზრდილებთან დაკავშირებით დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების გარდა ბავშვებში დაფიქსირდა:

სიხშირე არ არის ცნობილი (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).

– სითხით შევსებულ სივრცეებში (პარკუჭი), რომლებიც მოქცეულია ტვინის არეში, სისხლდენა (ინტრავენტრიკულარული სისხლდენა),

– გულის ჩივილები, რომელიც ცნობილია, როგორც არტერიული არხი (Ductus arteriosus): ორ დიდ სისხლძარღვს შორის კავშირი (სხეულის არტერია და ფილტვის არტერია) ღიაა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩაკეტილი უნდა იყოს. ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ფილტვების სითხით გადაჭარბებულ დატვირთვასთან ან ნაწლავის ან ნაწლავის მონაკვეთის დაზიანებასთან და შესაძლებელია იყოს ფატალური.

მოზრდილებთან შედარებით ბავშვებში გაცილებით ხშირია სისხლის ბრტყელი უჯრედების შემცირება. აღნიშნული რისკი იზრდება მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ის გამოყენების ხანგრძლივობასთან ერთად. გულის რითმის დარღვევები ბავშვებში გაცილებით იშვიათად იჩენს თავს, ვიდრე მოზრდილებში.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუკი თქვენ აღგენიშნებათ ერთ-ერთი ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა ან თუკი შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ აცნობოთ პრეპარატებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერაციულ ინსტიტუტს, ფარმაკოუსაფრთხოების განყოფილებას მისამართზე: კურტ-გეორგ-კიზინგერის გამზირი 3, 53175 ბონი, გერმანია, ვებ-გვერდი: www.bfarm.de

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების მიწოდებით თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ იმაში, რომ პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნას მეტი ინფორმაციები.

5. მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს შენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ-ს გამოყენება დაუშვებელია ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „ვარგისია —- მდე“ და ასევე კონტეინერზე. ვარგისიანობის ვადა სრულდება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის პირობები

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებული პირობების დაცვას.

ვარგისიანობასთან დაკავშირებული მითითება ამპულის გახსნის ან იზოტონურ მარილწყალთან ან 5 %-იან გლუკოზის ხსნართან გახსნის შემდეგ

ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გახსნის ან იზოტონურ მარილწყალთან ან 5 %-იან გლუკოზის ხსნართან შერევის შემდეგ 250C ტემპერატურის პირობებში განისაზღვრა 24 საათით. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით საინექციო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. იმ შემთხვევაში, თუკი დაუყოვნებლივ არ მოხდება გამოყენება, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი შენახვის ხანგრძლივობასა და შენახვის პირობებზე.

ყველა გახსნილი ამპულა დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.

ნუ გადაღვრით აღნიშნულ პრეპარატს გამდინარე წყალში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორც უნდა მოახდინოთ პრეპარატის გაუვნებელყოფა, თუკი თქვენ მას აღარ იყენებთ. თქვენ ამით წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვაში.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს მილრინონ კარინო 1 მგ/მლ

– აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს მილრინონი.

საინექციო/საინფუზიო ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 1 მგ მილრინონს. თითოეული ამპულა შეიცავს 10 მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარს 10 მგ მილრინონით.

–  დამხმარე კომპონენტებს წარმოადგენს გლუკოზა, რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

 

როგორ გამოიყურება მილრინონ კარინო 1 მგ/მლ და შეფუთვის შიგთავსი

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო ან ღია მოყვითალო ფერის საინექციო/საინფუზიო ხსნარს.

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ შეძენა შესაძლებელია შემდეგი ზომის შეფუთვებში:

10 მლ-იანი 10 ამპულიანი შეფუთვები.

 

ფარმაცევტული კომპანია:

შპს კარინოფარმი (Carinopharm GmbH)

ბანჰოფის ქუჩა 18

D-31008 ელზე

გერმანია

ტელ.: 0049 (0) 180 2 1234-01*

ფაქსი: 0049 (0) 180 2 1234-02*

ელ-ფოსტა: [email protected]

 

მწარმოებელი

შპს ჰაუპტ ფარმა ვიულფინგ (Haupt Pharma Wülfing GmbH)

ბეთელნერ ლანდის ქუჩა 18

D-31028 გრონაუ

გერმანია

აღნიშნული პრეპარატი ევროპის ეკონომიკური სივრცის (EWR) წევრ ქვეყნებში წარმოდგენილია შემდეგი სახელწოდებებით

გერმანია

მილრინონ კარინო 1 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი

საფრანგეთი

MILRINONE CARINOPHARM 1 mg/ml, solution injectable/pour perfusion

ავსტრია

Milrinon Carino  1 mg/ml 1 mg/ml Injektions-/Infusionslösung

შვედეთი

Milrinon Carino  1 mg/ml 1 mg/ml Injektions-/infusionsvätska, lösning

დიდი ბრიტანეთი

Milrinone 10 mg Solution for Injection/Infusion

 

ნებილეტ პლუსი 5მგ/12.5მგ #28ტ

ნებილეტ პლუსი

 

1. პრეპარატ ნებილეტი® პლუსის აღწერა და გამოყენება

პრეპარატ   ნებილეტი®       პლუსის   მოქმედი   ნივთიერებებია   ნებივოლოლი   და ჰიდროქლორთიაზიდი.

• ნებივოლოლი მიეკუთვნება სელექციურ ბეტა-ბლოკერების ჯგუფს (ე.ი. ის არჩევითად მოქმედებას  გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე)  და  გამოიყენება  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. ის ხელს უშლის გულის შეკუმშვათა რიტმის გახშირებას და  აკონტროლებს  გულის,  როგორც  ტუმბოს  ფუნქციას.  ნებივოლოლი  აგრეთვე

აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას.

•   ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება შარდმდენ საშუალებებს და ზრდის გამომუშავებული

შარდის რაოდენობას.

ნებილეტი®  პლუსი ტაბლეტებში წარმოადგენს ნებივოლოლისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინირებულ პრეპარატს და გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის (მომატებული არტერიული წნევის) სამკურნალოდ. პრეპარატი ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად   იღებდნენ   ორ   სხვადასხვა   პრეპარატს   ნებივოლოლსა   და ჰიდროქლორთიაზიდს.

2. რა უნდა ვიცოდეთ ნებილეტი® პლუსის მიღებამდე

ნებილეტი® პლუსი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

• ალერგია ნებივოლოლის ან ჰიდროქლორთიაზიდის, ან მოცემული პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6);

• ალერგია  (მომატებული  მგრძნობელობა)  სულფონამიდების  სხვა  წარმოებულების მიმართ (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი, რომელიც მიეკუთვნება სულფონამიდების წარმოებულების კლასს);

•   ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე:

–  ძალიან იშვიათი პულსი (წუთში 60-ზე ნაკლები);

–  გულის შეკუმშვათა რიტმის სხვა სერიოზული დარღვევა (მაგალითად, სინუსური

კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, მე-2 და მე-3 ხარისხის

ატრიოვენტრიკულური ბლოკადა);

– ახლად  გამოვლენილი  ან  დამძიმებული  გულის  უკმარისობა,  სისხლძარღვთა უკმარისობის მკურნალობა გულის მწვავე უკმარისობის ფონზე გულის მუშაობის გამაუმჯობესებელი ინტრავენური პრეპარატებით;

–  დაბალი არტერიული წნევა;

–  კიდურების სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევა;

–  არანამკურნალები ფეოქრომოციტომა – თირკმლის ზედა პოლუსის მიდამოში მდებარე

სიმსივნე (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე);

–  თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა, შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტა

(ანურია);

– მეტაბოლური  დარღვევები  (მეტაბოლური  აციდოზი),  მაგალითად,  დიაბეტური კეტოაციდოზი;

–  ასთმა ან სუნთქვის გაძნელება (ამჟამად ან წარსულში);

–  ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

–  სისხლში კალციუმის მაღალი დონე, სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა,

სისხლში  ნატრიუმის  დაბალი  შემცველობა  ხანგრძლივი  დროის  განმავლობაში,

რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას;

–  შარდმჟავას მაღალი შემცველობა და პოდაგრის სიმპტომები;

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

შემდეგ შემთხვევებში პრეპარატ ნებილეტი®  პლუსის მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ

ექიმთან ან ფარმაცევტთან.

• ქვემოთ  ჩამოთვლილი  მდგომარეობებისას  ან  მათი  განვითარების  შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს:

–  ტკივილი მკერდის ძვლის უკან, გამოწვეული გულის სისხლძარღვების მოულოდნელი

სპაზმით (პრინცმეტალის სტენოკარდია);

– გულის (ატრიოვენტრიკულური) I ხარისხის ბლოკადა (გულის კუნთში იმპულსების გატარების უმნიშვნელო დარღვევა, რომელიც ზეგავლენას ახდენს გულის რიტმზე);

–  გულის შეკუმშვათა სიხშირის გამოხატული დაქვეითება; 

–  გულის არანამკურნალები ქრონიკული უკმარისობა;

–  სისტემური წითელი მგლურა (ორგანიზმის დამცავი იმუნური სისტემის დაავადება);

– ფსორიაზი  (კანის  დაავადება,  რომელიც  ხასიათდება  აქერცლილი  ვარდისფერი ლაქებით) ამჟამად ან წარსულში;

– ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა: ამ შემთხვევაში პრეპარატს შეუძლია გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატების შენიღბვა;

– სისხლის მიმოქცევის დარღვევა კიდურების სისხლძარღვებში, მაგალითად, რეინოს დაავადება ან სინდრომი, ტკივილი სიარულისას, რომელიც გამოწვეულია ფეხების

სისხლძარღვების შევიწროვებით;

– ალერგია: პრეპარატმა შესაძლოა გააძლიეროს ალერგიული რეაქცია მტვერზე ან სხვა ალერგენებზე;

–  სუნთქვის ხანგრძლივი გაძნელება;

– შაქრიანი  დიაბეტი:  პრეპარატმა  შესაძლოა  შენიღბოს  სისხლში  გლუკოზის კონცენტრაციის შემცირების სიმპტომები (მაგალითად, გულისცემის გაძლიერება ან გახშირება) ან მოითხოვოს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის გაზრდა,

შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში შაქრის დონის ხშირად შემოწმება;

– თირკმელების ფუნქციის დარღვევა: მკურნალობის დროს ატარებენ თირკმელების ფუნქციის კონტროლს, რათა არ დაუშვან მისი გაუარესება; თირკმელების ფუნქციის გამოხატული  დარღვევისას  ნებილეტი®    პლუსი  უკუნაჩვენებია  (იხ.  პუნქტი

~ნებილეტი® პლუსი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში~);

–  სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობისას და განსაკუთრებით გახანგრძლივებული

QT  ინტერვალის სინდრომის დროს (გადახრა ეკგ-ზე), ან საგულე გლიკოზიდებით

მკურნალობისას (გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები); სისხლში კალიუმის კონცენტრაციის დაქვეითების რისკი იზრდება ღვიძლის ციროზის დროს, წყლის სწრაფი დაკარგვის დროს შარდმდენი საშუალებებით მკურნალობისას, ან საკვებთან კალიუმის არასაკმარისი რაოდენობით მიღებისას;

– ქირურგიული ოპერაციის ჩატარებისას ანესთეზიამდე აუცილებლად აცნობეთ ექიმ- ანესთეზიოლოგს, რომ თქვენ იღებთ ნებილეტი® პლუსს;

• ნებილეტი®  პლუსს შეუძლია გაზარდოს სისხლში ლიპიდების და შარდმჟავას დონე, ასევე შეცვალოს ელექტროლიტების კონცენტრაცია, ამიტომ მკურნალობისას ტარდება სისხლის საკონტროლო ანალიზი.

• ჰიდროქლორთიაზიდმა,   რომელიც   შედის   პრეპარატ   ნებილეტი®       პლუსის შემადგენლობაში, შესაძლოა გაზარდოს კანის მგრძნობელობა მზის სხივების ან ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. ნებილეტი®  პლუსით მკურნალობის დროს გამონაყარის, ქავილის ან კანის მგრძნობელობის მომატების შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ მკურნალ ექიმს (იხ. ასევე პარაგრაფი 4).

• ანტიდოპინგური ტესტი: ნებილეტი®  პლუსი შეიძლება იყოს ანტიდოპინგური ტესტის დადებითი პასუხის მიზეზი.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატ ნებილეტი®   პლუსის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების არასაკმარისი მონაცემების  გამო,  პრეპარატის  გამოყენება  ამ  ჯგუფის  პაციენტთა  სამკურნალოდ რეკომენდებული არ არის.

ნებილეტი® პლუსისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ  იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ ნებილეტი®  პლუსის გარდა იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს:

– პრეპარატები, რომლებიც ისევე, როგორც ნებილეტი®   პლუსი, ზეგავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე და/ან გულის მუშაობაზე:

• არტერიული  წნევის  საკონტროლო  ან  გულის  დაავადებების  სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ამიოდარონი, ამლოდიპინი, ციბენზოლინი, კლონიდინი, დიგოქსინი, დილთიაზემი, დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, ფელოდიპინი, ფლეკანიდი, გუანფაცინი, ჰიდროქინიდინი, იბუტილიდი, ლაციდიპინი, ლიდოკაინი, მექსილეტინი, მეთილდოპა, მოქსონიდინი, ნიკარდიპინი, ნიფედიპინი, ნიმოდიპინი, ნიტრენდიპინი, პროპაფენონი, ქინიდინი, რილმენიდინი, სოტალოლი, ვერაპამილი).

• სედაციური საშუალებები და ფსიქოზების (ფსიქიკური დარღვევების) სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, ამილსულპირიდი, ბარბიტურატები (ასევე გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ), ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, დროპერიდოლი, გალოპერიდოლი,  ლევომეპრომაზინი,  ნარკოტიკული  პრეპარატები,  ფენოთიაზინი (ასევე გამოიყენება გულისრევისა და ღებინების მოსახსნელად), პიმოზიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, თიორიდაზინი, თიაპრიდი, თრიპტორპერაზინი.

• დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, ამიტრიპტილინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი.

• საანესთეზიო  საშუალებები,  რომლებიც  გამოიყენება  ქირურგიული  ოპერაციების დროს.

• ბრონქული ასთმის, ცხვირის გაჭედვის მოსახსნელი საშუალებები და თვალის ზოგიერთი დაავადებების, როგორიცაა გლაუკომა (მომატებული თვალშიდა წნევა)

სამკურნალო ან გუგის გამაფართოვებელი პრეპარატები.

•   ბაკლოფენი (ანტისპასტიური პრეპარატი).

•  ამიფოსტინი (დამცველობითი მოქმედების მქონე საშუალება, რომელიც კიბოს დროს გამოიყენება)

–  პრეპარატები, რომელთა მოქმედება ან ტოქსიურობა შეიძლება გაიზარდოს ნებილეტი®

პლუსთან კომბინაციაში:

•  ლითიუმის პრეპარატები (გამოიყენება გუნება-განწყობის ნორმალიზებისთვის).

• ციზაპრიდი   (გამოიყენება   საჭმლის   მონელების   პროცესების   დარღვევების სამკურნალოდ).

• ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ).

• დიფემანილი (გამოიყენება მომატებული ოფლდენის დროს).

• ინფექციების  სამკურნალო  პრეპარატები:  ერითრომიცინი  (ინტრავენური  ან ინტრამუსკულური),  პენტამიდინი  და  სპარფლოქსაცინი,  ამფოტერიცინი  და

პენიცილინი G (ნატრიუმის მარილი), გალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის დროს).

•   ვინკამინი (გამოიყენება ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევებისას).

•   მიზოლასტინი და ტერფენადინი (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ).

•   შარდმდენი და საფაღარათო საშუალებები.

• მწვავე ანთებითი პროცესების სამკურნალო პრეპარატები: სტეროიდები (მაგალითად, კორტიზონი და პრედნიზონი), აკტჰ (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი) და

სალიცილის მჟავას წარმოებულები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა/ასპირინი და სხვა სალიცილატები).

• კარბენოქსოლონი (გამოიყენება გულძმარვისა და კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ).

• კალციუმის  მარილები  (გამოიყენება  საკვები  დანამატების  სახით  ძვლების გასამაგრებლად).

•   კუნთების მოსადუნებელი პრეპარატები (მაგალითად, ტუბოკურარინი).

• დიაქსოზიდი (გამოიყენება სისხლში შაქრის დაბალი შემცველობისას და მომატებული არტერიული წნევის დროს).

•   ამანტადინი (ანტივირუსული პრეპარატი).

•   ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის დამთრგუნველი საშუალება).

• იოდის  შემცველი  კონტრასტული  ნივთიერებები  (გამოიყენება  კონტრასტული რენტგენოგრაფიისათვის).

• ავთვისებიანი   ახალწარმონაქმნების   სამკურნალო   პრეპარატები   (მაგალითად, ციკლოფოსფამიდი, ფტორურაცილი, მეტოტრექსატი).

– პრეპარატები,  რომელთა  მოქმედება  შეიძლება  შემცირდეს  ნებილეტი®   პლუსთან კომბინაციაში გამოყენებისას:

•   პრეპარატები, რომლებიც აქვეითებს სისხლში შაქრის შემცველობას (ინსულინი და

შიგნით მისაღები დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები, მეტფორმინი).

• პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, პრობენიციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი).

• ნორადრენალინის მსგავსი პრეპარატები გამოიყენება დაქვეითებული არტერიული წნევის ან შენელებული პულსის დროს.

– ტკივილგამაყუჩებელი  და  ანთების  საწინააღმდეგო  (არასტეროიდული  ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია შეამციროს ნებილეტი® პლუსის ჰიპოტენზიური ეფექტი.

 – პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მომატებული მჟავიანობისა და წყლულოვანი დაავადების დროს (ანტაციდები): ნებილეტი®  პლუსის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს, ანტაციდის – საკვების მიღებებს შორის ინტერვალში.

ნებილეტი® პლუსი და ალკოჰოლი

ნებილეტი®  პლუსით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღების დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა. აღნიშნული  მოვლენების  განვითარების  შემთხვევაში  პრეპარატის  მიღების პერიოდის

განმავლობაში  თავი შეიკავეთ ნებისმიერი ალკოჰოლის მიღებისაგან, ღვინის, ლუდის ან მსუბუქი ალკოჰოლური კოქტეილების ჩათვლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად. ექიმმა შეიძლება მოგიხსნათ ნებილეტი®   პლუსი და მის ნაცვლად დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი,  რადგან  ორსულობის  პერიოდში  ნებილეტი®      პლუსით  მკურნალობა

რეკომენდებული არ არის. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ჰიდროქლორთიაზიდი გადის პლაცენტურ ბარიერს. ნებილეტი® პლუსის მიღებამ ორსულობის დროს შეიძლება უარყოფითი ზემოქმედება იქონიოს ნაყოფზე, და შემდგომში – ახალშობილზე.

აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან გეგმავთ ძუძუთი კვებას. ძუძუთი კვების პერიოდში ნებილეტი® პლუსის მიღება რეკომენდებული არ არის.

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
აღნიშნულმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სისუსტე. მსგავსი სიმპტომების განვითარებისას უარი თქვით სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.

პრეპარატი ნებილეტი® პლუსი შეიცავს ლაქტოზას

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. შაქრის რომელიმე სახეობების მიმართ აუტანლობის დადგენის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

3. ნებილეტი® პლუსის მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. მკურნალობასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

პრეპარატი მიიღება თითო ტაბლეტი დღეში, სასურველია ერთსა და იმავე დროს. ნებილეტი®  პლუსის მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ან საკვების მიღებებს შორის დროის ინტერვალში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ნებილეტი® პლუსის მიღება ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის არ შეიძლება. ნაჭდევი გამიზნულია მხოლოდ ტაბლეტის გასაყოფად ყლაპვის გასაადვილებლად.

თუ თქვენ გადააჭარბეთ პრეპარატ ნებილეტი® პლუსის დოზა

დანიშნული დოზის შეცდომით გადაჭარბებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირ სიმპტომებს და ნიშნებს წარმოადგენს ძალიან შენელებული პულსი (ბრადიკარდია), დაბალი არტერიული წნევა შესაძლოა გულის წასვლით, სუნთქვის გაძნელება (როგორც ბრონქული ასთმის დროს), გულის მწვავე უკმარისობა, გახშირებული და დიდი რაოდენობით შარდვა შემდგომი გაუწყლოებით, გულისრევა და ძილიანობა, კუნთების სპაზმი, გულის რიტმის დარღვევა (განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებთან ან არითმიების სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში მიღებისას).

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ნებილეტი® პლუსის მიღება

თუ  დაგავიწყდათ  ნებილეტი®    პლუსის  დოზის  მიღება  და  გაგახსენდათ  ცოტათი მოგვიანებით, მიიღეთ პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა. მაგრამ, თუ ამის შესახებ გაგახსენდათ საკმაოდ გვიან (მაგალითად დანიშნული დროდან რამდენიმე საათში), თუ უკვე შემდეგი მიღების დრო ახლოვდება, საჭიროა დავიწყებული დოზის გამოტოვება და მომდევნო  ნორმალური  დოზის სათანადო  დროს მიღება.Gგამოტოვებული  დოზის კომპენსაციის მიზნით პრეპარატის ორმაგი დოზით მიღება არ შეიძლება. შეეცადეთ, მიიღოთ პრეპარატი დანიშნულ დროს, გამოტოვების გარეშე.

ნებილეტი® პლუსის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში

ნებილეტი®  პლუსის მიღების შეწყვეტამდე კონსულტაციისათვის აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.

მკურნალობასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ნებივოლოლს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოქმედება:

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 პაციენტს):

–  თავის ტკივილი;

–  თავბრუსხვევა; 

–  მომატებული დაღლილობა;

–  კანზე წვის, ჩხვლეტის და ,,ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება;

–  დიარეა;

–  ყაბზობა;

–  გულისრევა;

–  ქოშინი;

–  მტევნებისა ან ტერფების შეშუპება.

 

არც ისე ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 პაციენტს):

–  პულსის შენელება ან სხვა ცვლილებები გულის მხრივ;

–  არტერიული წნევის დაქვეითება;

–  ტკივილი სიარულისას ქვედა კიდურებში;

–  მხედველობის დარღვევა;

–  იმპოტენცია;

–  დეპრესია;

–  საჭმლის მონელების დარღვევა, გაზების დაგროვება კუჭში ან ნაწლავებში, ღებინება;

–  გამონაყარი კანზე, ქავილი;

–  სუნთქვის გაძნელება (როგორც ბრონქული ასთმის დროს), რაც  გამოწვეულია

სასუნთქი გზების კუნთების უეცარი სპაზმით (ბრონქოსპაზმი);

–  ღამის კოშმარული სიზმრები.

 

ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10000-დან 1 პაციენტს):

–  გულის წასვლა;

–  ფსორიაზის  გამწვავება  (კანის  დაავადება,  რომელიც  ვლინდება  აქერცლილი

ვარდისფერი ლაქებით).

 

ქვემოთ აღნიშნული გვერდითი მოქმედება გამოვლინდა ერთეულ პაციენტებში:

– სისტემური   ალერგიული   რეაქციები   კანზე   გენერალიზებული   გამონაყარით (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები);

– უეცარი შეშუპება, განსაკუთრებით ტუჩებისა და თვალების არეში, ენის შეშუპება სუნთქვის უეცარი გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება).

– კანის  ზედაპირზე ალერგიული ან  არაალერგიული ხასიათის  მკრთალი-წითელი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება).

 

ჰიდროქლორთიაზიდისათვის აღნიშნულია შემდეგი გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები:

–  სისტემური ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია).

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

–  გულის რიტმის დარღვევა, გულისცემა;

–  ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე.; 

–  მოულოდნელი გულის წასვლა ადგომისას, სისხლის კოლტების წარმოქმნა ვენებში

(თრომბოზი) და ემბოლია, სისხლძარღვოვანი კოლაფსი (შოკი).

 

სისხლი

– სისხლის  უჯრედების  კონცენტრაციის  შეცვლა,  მაგალითად,  ლეიკოციტების, თრომბოციტების, ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნის დარღვევა;

– სითხის (გაუწყლოება) და ელექტროლიტების შემცველობის შეცვლა ორგანიზმში, კერძოდ,  კალიუმის,  ნატრიუმის,  მაგნიუმის,  ქლორის  დონის  დაქვეითება  და კალციუმის დონის მომატება;

– შარდმჟავას დონის მომატება, პოდაგრა, სისხლში გლუკოზის დონის მომატება, შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური ალკალოზი (ნივთიერებათა ცვლის დარღვევა), ქოლესტერინის და(ან) ტრიგლიცერიდების დონის მომატება.

 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

– მადის დაკარგვა, სიმშრალე პირის ღრუში, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი კუჭის მიდამოში, მუცლის ტკივილი, დიარეა, ნაწლავების მოძრაობითი აქტივობის დაქვეითება (ყაბზობა), ნაწლავების მოძრაობითი აქტივობის შეწყვეტა (ნაწლავური გაუვალობა), მეტეორიზმი.

–  სანერწყვე ჯირკვლების ანთება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, სისხლში ამილაზის

(კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტი) დონის მომატება;

–  კანის გაყვითლება (სიყვითლე), ნაღვლის ბუშტის ანთება.

 

გულ-მკერდის ორგანოები

– სუნთქვის  დათრგუნვა,  ფილტვის  ქსოვილის  ანთება  (პნევმონიტი),  ფილტვებში ფიბროზული ქსოვილის წარმოქმნა (ფილტვების ინტერსტიციული დაავადება), სითხის დაგროვება ფილტვებში (ფილტვების შეშუპება).

 

ნერვული სისტემა

–  ვესტიბულური თავბრუსხვევა (ტრიალის შეგრძნება);

–  კრუნჩხვა, გონების დაბინდვა, კომა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

–  აპათია, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, მომატებული აგზნებადობა, მოუსვენრობა,

ძილის დარღვევა;

–  კანზე წვის, ჩხვლეტის და ,,ჭიანჭველების ცოცვის” უჩვეულო შეგრძნება;

–  კუნთების სისუსტე (პარეზი).

 

კანი და თმა

– ქავილი, წითელი ლაქები/გამონაყარი კანზე (ჰემორაგული პურპურა), ჭინჭრის ციება (ურტიკარია), კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივების მიმართ, გამონაყარი, გამონაყარი  სახეზე  და(ან)  ლაქოვანი  გამონაყარი,  რომელსაც  თან  ახლავს ნაწიბურების წარმოქმნა (სისტემური წითელი მგლურას კანის ფორმა), სისხლძარღვების ანთება მათი კედლების შემდგომი კვდომით (მანეკროზირებელი ვასკულიტი), კანის აქერცლა, გაწითლება, ბუშტუკების წარმოქმნა, კანის აშრევება (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი).

მხედველობისა და სმენის ორგანოები

– გარემოს  აღქმა  ყვითელ  ფერში,  არამკვეთრი  მხედველობა,  ახლომხედველობის გაუარესება, ცრემლდენის შემცირება.

სახსრები და კუნთები

–  კუნთების სპაზმი, კუნთების ტკივილი.

შარდგამომყოფი სისტემა

– თირკმელების  ფუნქციის  დარღვევა,  თირკმლის  მწვავე  უკმარისობა  (შარდის წარმოქმნის შემცირებით და ორგანიზმში სითხისა და შლაკების დაგროვებით), თირკმელების შემაერთებელი ქსოვილის ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი), შარდში გლუკოზის არსებობა.

სასქესო სისტემა

–  ერექციის დარღვევა.

სისტემური მოვლენები/სხვა

–  ზოგადი სისუსტე, მომატებული დაღლილობა, ტემპერატურის მომატება, წყურვილი.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს

ან მედდას. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით

მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

5. ნებილეტი® პლუსის შენახვის პირობები

შენახვის ვადა: 3 წელი.

სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ შეიძლება მოცემული პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც  მითითებულია მუყაოს  კოლოფზე  და  ბლისტერულ შეფუთვაზე (წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ). ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ ნებილეტი® პლუსის შემადგენლობა

– პრეპარატის   მოქმედ   ნივთიერებებს   წარმოადგენს   ნებივოლოლი   და   და ჰიდროქლორთიაზიდი. თითო ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ნებივოლოლს (ნებივოლოლის ჰიდროქლორიდის სახით: 2,5 მგ დ-ნებივოლოლი და 2,5 მგ ლ-ნებივოლოლი) და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.

–  სხვა კომპონენტები:

• ტაბლეტის  ბირთვი:  ლაქტოზის  მონოჰიდრატი;  პოლისორბატი  80  (E433); ჰიპრომელოზა   (E464);   სიმინდის   სახამებელი,   ნატრიუმის   მარილის კროსკარმელოზა (E468);  მიკროკრისტალური ცელულოზა (E460); კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი (E551); მაგნიუმის სტეარატი (E572);

• აპკისებრი გარსი: მაკროგოლი-40 სტეარატი, I ტიპი; ტიტანის დიოქსიდი (E171); კარმინი (კარმინის მჟავას  ალუმინის ლაქი,  E120); ჰიპრომელოზა (E464); მიკროკრისტალური ცელულოზა (E460).

პრეპარატ ნებილეტი® პლუსის აღწერა და შეფუთვა

ნებილეტი® პლუსი არის თითქმის ვარდისფერი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამობურცული აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები, წარწერა ~5/12.5~ ამოტვიფრული ტაბლეტის ერთ მხარეს და გამყოფი ტიხრით მეორე მხარეს, შეფუთვაშია 7, 14, 28, 30, 50, 90 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი.

ტაბლეტები გაიცემა ბლისტერულ შეფუთვაში (პპ/ცოს/პპ/ალუმინის ბლისტერი).

(შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მეტაზერო 95მგ #30ტ

27.25 ლარი
25.61 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ევა მიკოზი 2გ #10ვაგ.სუპ

ევა მიკოზი


შემადგენლობა:

ძირითადი ინგრედიენტები

დანიშნულება

ბორის მჟავა

ფუნგოციდური მოქმედება

ჩაის ხის ზეთი

ფუნგოციდური მოქმედება

რძემჟავა

აბალანსებს ვაგინალურ ფლორას, აძლიერებს აციდოფილურ სასარგებლო ფლორას, ქმნის უარყოფით გარემოს პათოგენური ან პოტენციურად პათოგენური მიკროორგანიზმებისთვის.

პოლიკარბოფილი

აძლიერებს ბიოადგეზიას

გვირილის ექსტრაქტი და პანთენოლი

დაუყოვნებლივ ხსნის გაღიზიანებას, ქავილს და წვის შეგრძნებას.

 

რა არის ეს:

სამედიცინო მოწყობილობა (ვაგინალური სანთლები), რომელსაც გააჩნია ანტიფუნგალური და ვაგინალური ფლორის დამაბალანსირებელი ეფექტი.

მიღებული აქვს ოქროსჯილდო 2018 წლის, როგორც ყველა ზეინოვაციურ პროდუქტს საბერძნეთში.

გამოყენების ჩვენებები:

მითითებულია Candida albicans და Candida non albicans შტამების ვაგინალური ინფექციების დროს:

1. Candida albicans– ის ინფექციები, რომლებიც არ რეაგირებენ აზოლებით მკურნალობაზე.

2. მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზები

3. ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია Candida non albicans -ის შტამებით.

ევა მიკოზის გამოყენება რეკომენდებულია:

1. როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად იმ შემთხვევებში, როდესაც არ ტარდება ნაცხის ანალიზი.

2. როგორც მონოთერაპია რეციდივების შემთხვევაში, გამომწვევი აგენტისგან დამოუკიდებლად (Candida albicans & Candida non-albicans შტამები)

3. როგორც მონოთერაპია სოკოვანი კულტურის ტესტის(ნაცხის ანალიზის) შემდეგ, როცა დადასტურებულია Candida non albicans,  Candida glabrata et al. არსებობა მასალაში.

გამოყენების წესი:

მკურნალობა: 1- 2 ვაგინალური სუპოზიტორია დღეში, 14 დღის განმავლობაში იდეალურია ძილის წინ.

 პროფილაქტიკა: 1 ვაგინალური სუპოზიტორია დღეში, ძილის წინ ციკლის  დასრულებიდან 5 -7დღის განმავლობაში.

შეფუთვა:

EVA MYCOSIS OVULES:

10 ოვალური ვაგინალური სუპოზიტორია (600 მგ ბორის მჟავა / სანთელში)

მწარმოებელი:

ინტერმედ ფარმაცეუტიკალს ლაბორატორიეს,

საბერძნეთი.

INTERMED S.A. Pharmaceutical Laboratories

27 Kalyftaki str, 145 64 Ki_ssia, Athens – GREECE,

Tel.: +30 210 6253905, www.intermed.com.gr

მიდოტორი 10მგ #28ტ

მიდოტორი 10მგ #28ტ

სავაჭრო დასახელება

მიდოტორი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ტორასემიდი

სამკურნალო ფორმა

10 მგ ტაბლეტები #28

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას – 10 მგ ტორასემიდს,

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

დიურეზულები. “მარყუჟოვანი” დიურეზულები. ტორასემიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტორასემიდს აქვს სალურეზული ეფექტი, რადგან იგი აინჰიბირებს ნატრიუმის და ქლორის რეაბსორბციას ჰენლეს მარყუჟის აღმავალი ნაწილიდან.
დიურეზული ეფექტი სწრაფად ვლინდება პრეპარატის ინტრავენური შეყვანის ან შიგნით მიღების შემდეგ. მაქსიმალური ეფექტი ვლინდება 1 საათში ან 2-3 საათის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს 12 საათამდე. პრე- და პოსტდატვირთვის შემცირების ხარჯზე ტორასემიდი აუმჯობესებს სიმპტომებს და ასევე გულის კუნთის მდგომარეობას გულის უკმარისობის მკურნალობის დროს.
ტორასემიდის შიგნით მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის პირველ კვირაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ აღინიშნება არაუგვიანეს 12 კვირის შემდეგ. ტორასემიდი ამცირებს არტერიულ წნევას პერიფერიული რეზისტენტობის შემცირების ხარჯზე. ეს ეფექტი განპირობებულია ელექტროლიტების დისბალანსის დარეგულირებით და განსაკუთრებით კი დიდი რაოდენობით თავისუფალი Ca2+ იონების მოქმედების შემცირებით არტერიული კუნთის უჯრედებში, რაც ძალიან ტიპიურია ჰიპერტენზიისთვის. ეს სავარაუდოდ ამცირებს კუმშვადობის უნარს ან სისხლძარღვების მგრძნობელობას სისხლძარღვთა შემავიწროვებელი ნივთიერებების, მაგალითად კატექოლამინების მიმართ.

მეტაბოლიზმი

მთავარი მეტაბოლიტი – კარბონის მჟავას წარმოებული, წარმოადგენს ბიოლოგიურად არააქტიურ ნივთიერებას. ორ სხვა მეტაბოლიტს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნებიან უმნიშვნელო რაოდენობით, გააჩნიათ რამდენადმე დიურეზული აქტივობა, მაგრამ მათი კონცენტრაციები ძალიან მცირეა იმისათვის, რომ მოახდინონ რაიმე მნიშვნელოვანი კლინიკური მოქმედება.

გამოყოფა

ტორასემიდის ნახევრად გამოყოფის პერიოდი (t 1/2) ჯანმრთელ ადამიანებში შეადგენს 4 საათს. ტორასემიდი გამოიდევნება სისხლის მიმოქცევიდან, ექვემდებარება რა მეტაბოლიზმს ღვიძლში (საერთო რაოდენობის 80%), და გამოიყოფა შარდით (საერთო რაოდენობის დაახლოებით 20% პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით). იმის გათვალისწინებით, რომ ტორასემიდის 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, გორგლოვანი ფილტრაციის მეშვეობით ნეფრონის მილაკებში მოხვედრილი ნივთიერების რაოდენობა ძალიან მცირეა. ტორასემიდის თირკმლისმიერი კლირენსი ხორციელდება, ძირითადად, ნაერთის აქტიური სეკრეციის ხარჯზე პროქსიმალურ მილაკებში.

პაციენტებში დეკომპენსირებული შეგუბებითი გულის უკმარისობით დაქვეითებულია პრეპარატის ღვიძლისმიერი და თირკმლისმიერ კლირენსი, სავარაუდოდ ღვიძლში შეგუბებითი მოვლენების და თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირების ხარჯზე, შესაბამისად. ასეთ პაციენტებში, ტორასემიდის საერთო კლირენსი 50%-ით ნაკლებია, ვიდრე ჯანმრთელ ინდივიდუმებში, ნახევრად გამოყოფის პერიოდი კი და ფართობი “კონცენტრაცია-დრო” მრუდის ქვეშ (AUC) შესაბამისად უფრო მაღალია.

შემცირებული თირკმლისმიერი კლირენსის გამო, სისხლის ნაკადში მოხვედრილი პრეპარატის უმცირესი ნაწილი აღწევს თავის მოქმედების ადგილს მილაკის სანათურში, ამიტომ პრეპარატის ამ დოზისათვის ნატრიურეზი პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით უფრო დაბალია, ვიდრე ჯანმრთელ ინდივიდუმებში.

პაციენტებში თირკმელების უკმარისობით, ტორასემიდის თირკმლისმიერი კლირენსი შესამჩნევადაა შემცირებული. მაგრამ ეს მნიშვნელოვნად არ აისახება პრეპარატის საერთი კლირენსზე. სისხლის ნაკადში მოხვედრილი პრეპარატის მცირე რაოდენობა აღწევს თავისი მოქმედების ადგილს მილაკის სანათურში, ამიტომ დიურეტიკის ნატრიურეზული ეფექტი შემცირებულია. შარდმდენი ეფექტი თირკმლის უკმარისობის დროს შეიძლება მაინც მიღწეული იქნას პრეპარატის დიდი დოზების დანიშვნით.

ტორასემიდის საერთო კლირენსი და მისი ნახევრად გამოყოფის პერიოდი რჩება ნორმალური თირკმელების დავქითებული ფუნქციის შემთხვევაში, ღვიძლში ნივთიერების მეტაბოლიზმის ხარჯზე.

პაციენტებში ღვიძლის ციროზით პრეპარატის განაწილების მოცულობა, ნახევრად გამოყოფის პერიოდი და თირკმლისმიერი კლირენსი მომატებულია, მაგრამ საერთო კლირენსი ძველებურად შეუცვლელი რჩება.

ტორასემიდის ფარმაკოკინეტიკური პროფილი ხანდზმული ასაკის პაციენტებში მსგავსია ასეთისა ახალგაზრდა პირებში, იმის გამოკლებით, რომ ადგილი აქვს პრეპარატის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითებას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დამახასიათებელი დაქვეითების გამო. ამასთან საერთო კლირენსი და ნახევრად გამოყოფის პერიოდი რჩება უცვლელი.

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ტორასემიდი წარმოადგენს “მარყუჟოვან” დიურეზულს. ტორასემიდი მოქმედებს

ჰენლეს მარყუჟის აღმავალი მუხლის მსხვილი სეგმენტის შიდა ზედაპირზე, სადაც

აინჰიბირებს Na+/K+/2Cl- სატრანსპორტო სისტემას.

პრეპარატი აძლიერებს ნატრიუმის, ქლორის და წყლის ეკსკრეციას, არ ახდენს რა შესამჩნევ ზეგავლენას გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეზე, თირკმლისმიერ სისხლის ნაკადზე ან მჟავა-ტუტოვან ბალანსზე.

გამოყენების ჩვენებები

– შეშუპების სინდრომი გულის ქრონიკული უკმარისობის, თირკმელების და ღვიძლის დაავადებების შედეგად;
– ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

გამოყენების წესი და დოზირება მიდოტორი ინიშნება შიგნით 1 ჯერ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად, დაღეჭვის გარეშე, სითხის მცირე რაოდენობის დაყოლებით.

გულის ქრონიკული უკმარისობა (გქუ)

ჩვეულებრივი საწყისი დოზა – 10-20 მგ 1 ჯერ დღეში. საჭირო შარდმდენი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში დოზას ზრდიან დაახლოებით ორჯერ ადექვატური დიურეზული პასუხის მიღებამდე.

თირკმელების ქრონიკული უკმარისობა (თქუ)

ჩვეულებრივი საწყისი დოზა – 20 მგ 1 ჯერ დღეში. საჭირო შარდმდენი ეფექტის არარსებობის დროს დოზას ზრდიან დაახლოებით 2 ჯერ ადექვატური დიურეზული პასუხის მიღებამდე.

ღვიძლის ციროზი

ჩვეულებრივ საწყის დოზას 5 – 10 მგ-ს იღებენ 1 ჯერ დღეში ალდოსტერონის ანტაგონისტებთან ან სხვა კალიუმშემანარჩუნებელ დიურეტიკებთან ერთად. საჭირო შარდმდენი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში დოზას ზრდიან დაახლოებით ორჯერ ადექვატური დიურეზული პასუხის მიღებამდე.

არტერიული ჰიპერტენზია

ჩვეულებრივი საწყისი დოზა – 5 მგ 1 ჯერ დღეში. თუ არტერიული წნევის საჭირო დაქვეითება ვერ იქნა მიღწეული 4-6 კვირის მანძილზე, საჭიროა დოზის 10 მგ-მდე გაზრდა 1 ჯერ დღეში, და თუ ეს დოზა არ იძლევა საჭირო ეფექტს, სამკურნალო სქემაში საჭიროა სხვა ჯგუფის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის დამატება.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებს არ ესაჭიროებათ დოზირების სპეციალური შერჩევა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

ტორასემიდის თირკმლისმიერი კლირენსი შეიძლება დაქვეითებული იყოს ავადმყოფებში თირკმელების დარღვეული ფუნქციით, ამიტომ სასურველი დიურეზული ეფექტის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მაღალი დოზები.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ პაციენტებში ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობით ტორასემიდის მომატებული კლირენსი შეიძლება კომპენსირებული იქნას ნატრიურეზის შემცირებით

გვერდითი მოქმედება

– თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა

– დიარეა

– შარდვის სიხშირის ზრდა, პოლიურია, ნიქტურია

– ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერლიპიდემია

– ქვედა კიდურების კუნთების კრუნჩხვები

– ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია, გულისცემა

– სახის გაწითლება

– სისხლდენა ცხვირიდან

– პოლიდიფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი

– შარდვის სურვილი

– ასთენია, სისუსტე, წყურვილი, მომატებული დაღლილობა, ჰიპერაქტივობა, ნევროზულობა, გონების არევა

– თრომბოციტების რაოდენობის ზრდა

– ერითროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

საჭიროა სხვა გვერდითი ეფექტების გათვალისიწნებაც, რომლებსაც მიეკუთვნება გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალიემია, ჰიპერურინემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოვოლემია, არტერიული ჰიპოტენზია, იმპოტენცია, შუნტის თრომბოზი, კანის რეაქციები და გულის წასვლა.

უკუჩვენებები

– მომატებული მგრძნობელობა ტორასემიდის, სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ

– ანურია

– გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა, Lაპპ-ლაქტაზას ფერმენტის დეფიციტი (დაავადება, რომელიც აღინიშნება ლაპლანდიის მოსახლეობას შორის), გლუკოზას ან გალაქტოზას შეწოვის დარღვევები

– ღვიძლის კომა, პრეკომატოზური მდგომარეობა

– ღვიძლის უკმარისობა მზარდი აზოტემიით

– არითმიები

– თირკმელების უკმარისობა სამკურნალო საშუალებების მიღების შემდეგ, რომლებიც იწვევენ თირკმელების დაზიანებას

– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

– ბავშვთა და 18 წლამდე მოზარდობის ასაკი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში არ არსებობს. ცხოველებზე კვლევებმა აჩვენეს ტორასემიდის პირდაპირი ან ირიბი მავნე ეფექტების არარსებობა ორსულობაზე, ემბრიონის, ნაყოფის განვითარებაზე, დაბადებასა და პოსტნატალურ პერიოდზე. მაგრამ საკმარისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო მიდოტორი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

მონაცემები ტორასემიდის დედის რძეში შეღწევის შესახებ არ არსებობს, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

სამკურნალო საშუალების ზეგავლენის თავისებურებანი სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიმების მართვის უნარზე.

მიდოტორს შეუძლია რეაქციების სიჩქარის შეცვლა და ავტოტრასნპორტის მართვის და საქმიანობით დაკავების უნარზე ზემოქმედება, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

უპირატესად ეს ფაქტი გათვალისწინებული უნდა იყოს ალკოჰოლის ერთდროულად გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება

მიდოტორით ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღწერილი, მაგრამ შეიძლევა ვივარაუდოთ სიმპტომები პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებების საფუძველზე.

სიმპტომები: გაუწყლოვნება, ჰიპოვოლემია, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი და სისხლის შედედება.

მკურნალობა: ელექტროლიტების და სითხის დაკარგული მოცულობის შევსება.

დღეისათვის მონაცემები ფიზიოლოგიური მექანიზმების შესახებ (მაგალითად, შარდის pH ცვლილება), რომლებიც ხელს შეუწყობდნენ ტორასემიდის და მისი მეტაბოლიტების ორგანიზმიდან სწრაფ გამოყოფას, არ არსებობს. ტორასემიდი არ ექვემდებარება დიალიზს და, მაშასადამე, ჰემოდიალიზი არ დააჩქარებს მის გამოყოფას.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 მგ აბები #28

შენახვის პირობები

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელიეჯ ფარმა, ინდოეთი

მეტაზერო 47.5მგ #30ტ

15.29 ლარი
14.37 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

დრეაგინი 140მლ ვაგ.ხს#5

59.98 ლარი
56.38 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ბიოლოგიკ იტალია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

მანიტოლი 10% 500მლ ფლ (ლიქვ)

12.20 ლარი
11.47 ლარი

ქვეყანა: სომხეთი

მწარმოებელი: ლიქვორი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მეტაზერო 23.75მგ #30ტ

14.55 ლარი
13.68 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!